დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, როგორც უინტერესო, ისე საინტერესოზე და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით გიორგის (ცისკარას) სახლთან და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრებისეული დებატები.
წარმოიდგინეთ სცენა: ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე ბაღი, საბავშვო გასართობები, მის გვერდით განლაგებული სკამები და ზედ მოთავსებული რამოდენიმე მეგობარი – მე, გურამი, გიორგი (ცისკარა), გიორგი (ფრუზიკა) და ცოტა ხნის შემდეგ მოსული მარი (გიორგი-ცისკარას მეგობარი). ხუთი ადამიანი, რომლებიც სხედან ყველასგან და ყველაფრისგან დავიწყებული პარკის მარტოხელა სკამზე და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გაჩნდა განსხვავებული აზრები და დაიბადა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი; თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული. ასეა თუ ისე, მე თქვენ გიამბობთ იმ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ, რომელიც გაჩნდა ჩვენი საუბრის შემდეგ.
ცისკარამ ასეთი რამ ვკითხა: “თქვენი აზრით, ცხოვრებაში უფრო მეტი კარგია თუ ცუდიო?” ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვქონდა – გიორგი-ფრუზიკამ ცუდიო, ასე უპასუხა; მე მხოლოდ კარგს ვხედავ და ჩემი პასუხიც ბუნებრივია “კარგი” გახლდათ; გურამმა საერთოდ ორაზროვნად უპასუხა: “ალბათ კარგიო”. ამის შემდეგ ცისკარამ გვკითხა, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი. გურამმა უპასუხა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა: სამსახური, ცოლი, შვილები, ერთ-ორ კვირიანი შვებულება და ყველაფერი სტანდარტული. თუმცა ის ამ ყველაფერს კარგად იღებს და არ თვლის თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანად. აი როდესაც ჯერი ჩემზე დადგა, მაშინ დაიწყო ყველაფერი საინტერესო…
ბუნებრივია, ვეცადე ყველაზე კარგად წარმომედგინა ჩემი მომვალი. გონების ძლიერი დაძაბვა არც იყო საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია რაც წარმოდგენილი მაქვს ჩემი მომავალი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, არა? მოკელდ გიამბობთ. ჩემი მომავალი ცხოვრება იქნება შემდეგნაირი: ვიქნები მარტოხელა, რადგანაც არ შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად; ვიქნები ცოტათი ლოთი, რადგანაც უკვე ძალიან მიყვარს სასმელი; გავხდები არშემდგარი მუსიკოსი, რომელიც მუდამ იწუწუნებს იმაზე, რომ სუბიექტური მიზეზების გამო მისი სიმღერები არ დააფასეს; შიგადაშიგ, თვეში ორჯერ, მოვიხმარ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას – ალბათ სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიხედვით; საბოლოო ჯამში კი მოვკვდები ახალგაზრდა, 50-55 წლის, ყველასგან მივიწყებული, ისე რომ შთამომავლობასაც კი არ დავტოვებ. ასე წარმომიდგენია მე ჩემი მომავალი. თუმცა მე იმასაც ვამბობ, რომ ვცდილობ ასეთი მომავლის თავიდან აცილებას და ჩემი ცხოვრების შეცვლას. თუმცა ცისკარამ მკაცრი ვერდიქტი გამომიტანა: რადგანაც შენ ასე წარმოგიდგენია შენი მომავალი, ე.ი. შენ მოგწონს კიდეც ისო. ასე რომ, ცხოვრების ბოლოს მე იქნები ლოთი და მარტოხელა მუსიკოსი. ვნახოთ, ვნახოთ. ხმამაღალი განაცხადია ბატონი გიორგი-ცისკარას მხრიდან.
ასეა თუ ისე, ჩვენი ბაღის საუბრებიც მალე დამთავრდა და მე, გურამი და ფრუზიკა სახლში დავბრუნდით. საბოლოოდ მე და ფრუზიკა შემოვრჩით ჩვენ იტალიურ ეზოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ლუდი და ძილის წინ ოდნავ შეზარხოშებულებს ჩაგვეთვლიმა და გვეთქვა ნახვამდის ამ ყოველდღიური რუტინისთვის. მე დავლიე ორი “ნატახატარი ექსტრა” და ახლა ძალიან კარგ ხასითზე ვწერ ამ პოსტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს ჩემი მომავალი. ჩემთვის მთავარია ორი რამ: (1)ვგრძობდე თავს კარგად და (2)ვუყვარდე იმ ადამიანს, რომელიც მე მეყვარება. თუ ეს ორი რამ ასრულდება, მერე თუნდაც სულ ლოთად და უსახლკაროდ დავღუპულვარ. ცხოვრება მაინც წარმავალია და ყველა კვდება.
საოცარი დამთხვევაა თუ რა არ ვიცი, დღეს, ჩემ მეგობარ გურამთან ერთად ვსაუბრობდი ჩვენ მომავალზე. და მე ასეთი რამ ვუთხარი (რადგანაც ეს დიალოგი სკაიპში მიდიოდა ზედმიწევდით გადმომაქვს):
‘მე ერთი უიღბლო რეჟისორი ვიქნები; ღამის 2 საათზე ამოგადგები სახლში, გაგაღვიძებ შენ და შენს ცოლს, ჩამოგიჯდებით და გეწუწუნებით. თან მთვრალიც არ ვიქნები, მე ხომ დალევა არ მიყვარს.. ხოდა გულს რომ შეგიღონებთ, წამოვდგები, შენი ცოლი მეტყვის, დარჩე იქნებ ამაღამ, ასე გვიან სად უნდა იაროო, მე ვეტყვი, მერი (შენ ცოლს მერი ერქმევა), მადლობ ყველაფრისთვის, მაგრამ უნდა წავიდე–მეთქი. მერე წავალ და ვიბოდიალებ. თქვენ ჩუმად აალაგებთ პატარა სუფრას და დაწვებით.. მერე ზარი გაგაღვიძებთ, ჩემი და იქნება და გკითხავს, მაპატიე გურო, მაგრამ ჩემი გურო ხომ არ ყოფილა მანდ, სახლში არ დაბრუნებულაო.. მე კი ამ დროს სადმე ვეგდები შემცივნული და სპეციალურად არ მივალ სახლში. გულში გამიხარდება, ჩემ გამო რომ გაგიტყდებათ ყველას ძილი და რომ აფორიაქდებით. მერე ამაზე გული ამერევა და ხიდთან მივალ, სიუციდისაგან ადრენალინშემატებული, მაგრამ ვერ გადავხტები. ხომ იცი, როგორ მიყვარს სიცოცხლე, გურამ? ხოდა წავალ მერე სახლში. და ეგ იქნება, ალბათ’…
პ.ს. რა გამახსენდა იცი? ერთხელ თსუსთან ვიდექი, აი წიგნები რომ იყიდება მიწისქვეშის თავზე, მანდ. და შენ დაგინახე, მეგობრებთან ერთად მიწისქვეშაში ჩადიოდი. კოსტუმი გეცვა. რაღაცას ყვებოდი. და გამეღიმა და წიგნების თვალიერება განვაგრძე. (რატომ არ მოგვარდი და არ შემოგყვირე სახეში, მერაბ, მე ვარ, გურამა ვარ, გურამა!).
დავიძინო(თ) უნდა.
შემომიარე გურო მერე ხოლმე. შენ უიღბლო რეჟისორი, მე არემდგარი მუსიკოსი. ხოდა მერე სმასაც შეგაყვარებ და მოვწრუპოთ ხოლმე ერთად რამე კარგი ფილმის, ან კონცერტის ყურებასთან ერთად. მერე ამ ცხოვრებაზეც დავილაპარაკოთ. გავიხსენოთ ჩვენი უიღბლობები, ერთმანეთს ტვინი “გავუბურღოთ” და მერე დავიძინოთ, ან ლაპარაკი განვაგრძოთ. :დ
პ.ს. მერე ვერ მოხვედი შე კაცო? მაგას ვერ გაპატიებ :დ
აუ რა როჟები ვიქნებით. ოღონდ არ ვიწუწუნოთ ხოლმე :// კარგი დრო გავიხსენოთ და კარგ მომავალზე ვიოცნებოთ ხოლმე. ეჰეჰე.
პ.ს. რავიცი :)) ეგრე უფრო რომანტიული იყო.
(უახახა,ბარემბოლომდე)
არ მიყვარს წუწუნი :დ
თუ რომანტიული იყო, მაშინ არ უნდა მოსულიყავი :))
ეხლა მე გეტყვი ძმობილო რამეს ხეირიანს, ალბათ ხეირიანს:
ჩვენთვის სიამოვნებაა ფიქრი.
ფიქრი ყველაფერზე, რომელიც ამავე დროს არაფერია.
რა გგონია ადამიანები რომლებიც სტანდარტულად (კარგად) ცხოვრობენ ეგეთი შენ გაგისწორდება? არამგონი. და რას ვგულისხმობ.
ფიქრი! ფიქრის დრო აღარ გექნება: დილით გაღვიძება, ყავა, სამსახური. სამსახურში (რაც არ უნდა სამსახური იყოს) დაღლა. შინ დაბრუნება და ოჯახი, შვილები, მეუღლე. სამსახურში განვლილ დღეზე ბაასი.
მერე ოჯახთან ერთად დროის გატარება, ჩოგბურთის, ფეხბურთის, ფილმის ნახვა.
ღამეა. დასვენება და ძილი გჭირდება.
ფიქრი, მსჯელობა, განსჯა ფაფუ!
ის მეამბოხე, მოუსვენარი სული სადღა იქნება?
მაშინ შენც ერთი ჩემი ჭკვიანი მეგობარივით გამომეცხადები შემდეგი რეჩით:
“იცი ნიკუშ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე ღმერთის არსებობა მჭირდება და ყველაფრის ამოსავლად სწორედ ის მივიჩნიოო”.
სახლი – სამსახური? მე ვირჩევ სიცოცხლეს!
ნიკუშ, გურამმა არ წაიკითხოს ეს, თორემ შენზეც ხელს ჩაიქნევს :))
მიყვარხარ :*
me erti ubralo da braliani 16 wlis gogona var.male skolas davamtavreb da bavshvobac damtavdeba.tumca chemi bavshvoba didi xania damtavda.mudam mawuxebs kitxva vin var da sakutari tavis dzebnashi masve vkargav samsaxuri ojaxi?sicocxle?arc erts aqvs mnishvneloba da arc meores,mesames ki jer ra gitxrat dzalian kargad ver chavwvdi mis azrs iqneb arc aqvs azri…..mokled bevri rom ar gavagrdzelo tqventan megobroba mnda tu chemi survili tqvensas daemtxva aq viqnebi……….
კარგია, რომ ასეთ პატარა ასაკში უკვე გაწუხებს ასეთი მნიშვნელოვანი კითხვები. ისიც მშვენიერია, რომ ცხოვრების არსის გაგებას ცდილობ.
პ.ს. მეგობრობისთვის ყოველთვის მზად ვარ.
16 წლის ხარ და მასეთზე ფიქრობ?
მგონი ცუღლუტობსავით 🙂
“mesames ki jer ra gitxrat dzalian kargad ver chavwvdi mis azrs iqneb arc aqvs azri”
-არადა ეს მომეწონა 😉
[…] იმდენად უიმედოდ ვიყავი, რომ საკუთარი მომავალიც კი საშინელ ფერებში წარმოვიდგინე. […]
წერის მუზა გამიჩინე 🙂 არა,პლაგიატობას არ ვაპირებ,უბრალოდ,მეც მაქვს ჩემი მომავლის ჩემეული ვერსია 🙂 ჩემს “წინასწარმეტყველებას”,ალბათ,ჩემს გარდა არავინ წაიკითხვას(შეიძლება Facebook-ის note-ბშიც ამოჰყოს თავი,მაგრამ იქაც არავინ წაიკითხვას :D)…მაგრამ მე ხომ მეცოდინება რაზე ვოცნებობდი 18 წლის ასაკში 🙂
მადლობა შთაგონებისთვის 😀 მე მეგობარი გურამი არ მყავს,მაგრამ რამე არიას მოვუსმენ,და ის გამომადგება მოსაუბრის როლში 🙂
დაწერე უკვე შენი მომავლის შესახებ? გამიზიარე :დ
ჰმ 😐 ლოთი მარტოხელა არ შემდგარი მუსიკოსი… არ დაინდე შენი ტავი და გადაუარე ხო?
ეგრე გამოდის :))
მარა გადავურჩი მაგ ყველაფერს :))
მარტოხელა აღარ ხარ თუ არ ლოთდები? :დდ
აღარ ვლოთდები :დ
ავშენებულვართ და ეგაა :დ
მარა კარაოკეზე რომ გნახე რაცხა ეჭვი მეპარება ისეთი გალეწილი იყავი (ჩემი არ იყოს) :დ
ეგ რა არის, მაგაზე მეტს ვსვამდი ადრე. იმიტომ ვამბობ, აღარ ვლოთდები მეთქი.
თანაც კარაოკემდე ორი თვე არ მქონდა დალეული. ასე რომ :დ
მოკლედ ეს პოსტი ძალიან მომეწონა:))) ”რაღაცნაირია.” თან კონსტრუქტივიზმის გავლენაც იგრძნობა.. 🙂 განსაკუთრებით ამ ფრაზაში : ”ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული.” :)))