Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2011

***
– ლუდი დავლიოთ? თუ ყავა?
– მოდი დღეს ყავა დავლიოთ.

***
– გუშინ ჩაგეძინა და მე ჩუმად დაგაწვინე საწოლში. ვერც კი გაიგე.
– რა თბილი ხარ…

***
– დღეს რომელზე მოხვალ? ალადიკებს დაგახვედრებ, მხოლოდ შენთვის გაკეთებულ ალადიკებს.

***
– იცი როგორ მაინტერესებს რას ფიქრობდი ის ერთი კვირა? მე შინაგანად ვღელავდი, ადგილს ვერ ვპოულობდი და დღეებსაც კი ვითვლიდი.
– მეც დაახლოებით ეგრე ვიყავი. მეშინოდა კიდეც… ხო იცი როგორი მშიშარა ვარ როცა საქმე სიყვარულს ეხება. დაკარგვის მეშინია, ძალიან.

***
– მჯერა რომ პარალელური ჩვენ არსებობს, ისევე როგორც პარალელური მე და პარალელური შენ. ერთ სამყაროში ჩვენ ისევ ჩვენ ვართ, სხვაგან შენ – შენ და მე – მე.
– რა კარგია რომ ჩვენ ამ რეალობაში ვართ და არა რომელიმე პარალელურში.

***
– უკვე 7 საათია?
– მართლა? არადა თითქოს ათი წუთი გავიდა რაც ერთად ვართ.

***
– ყავა მოგიტანე.
– …
– დალიე და გაგივლის თავის ტკივილი.
– …
– ჩემი პერანგი გიხდება.
– …
– ნაბახუსევიც.

***
– შევიცვალე…
– მეც შევიცვალე.
– სასიამოვნოდ უცნაურია.
– აქამდე არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი. თითქოს ჯიუტიც აღარ ვარ. არც ეგოისტი.
– მიხარია.

***
– ესენი შავებში რატომ დადიან?
– ესენი არ დადიან შავებში. უბრალოდ ჩვენ ვართ ფერადები.

ფერადები და შიშვლები.

Advertisements

Read Full Post »