Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2009

Iron & Wine, ანუ იგივე Samuel Beam. ფოლკ როკის (ინდი ფოლკის) ძალიან კარგი წარმომადგენელი. საინტერესო ჟღერადობა: აკუსტიკური გიტარები, ბანჯო…
პირველი ალბომი გამოუშვა 2003 წელს. თუმცა ყველაზე წარმატებული 2004 წლის ალბომია: Our Endless Numbered Days.
Iron & Wine რაღაცით შეიძლება შევადაროთ ჯეკ ჯონსონს, დონავონ ფრანკენრეინერს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ისე კი მათი სტილი განსხვავდება ერთმანეთისგან.

გთავაზობთ მის სრულ დისკოგრაფიას, ყოველშემთხვევაში იმას რაც ინტერნეტში მოიპოვება.

(more…)

Read Full Post »

No comment… I’m the happiest man in the world!

ორი ოცნება მქონდა: ქეთის ხელმოწერა და მასთან ერთად სიმღერა. პირველი უკვე ავისრულე… მეორეს ჯერიც მოვა!

Read Full Post »

You got to cry without weeping
Talk without speaking
Scream without raising your voice…

ესაა ჯგუფი U2  – ტირილის გარეშე ტირილი, ლაპარაკის გარეშე ლაპარაკი და ყვირილი ხმის აწევის გარეშე! მე მგონი ეს სიტყვები კარგად ახასიათებს ამ ჯგუფს. ამ სიტყვების შემდეგ არც ბიოგრაფიაა საჭირო და არც სხვა ინფორმაციები. ეს ჯგუფი უნდა შეიგრძნო! პირადად მე ერთს ავღნივნავ: ძალიან კარგი ტექსტებია… სულში ჩამწვდომი სიტყვები… მუსიკაზე ხომ არაფერს ვამბობ! სწორედ ამიტომ გთავაზობთ U2 -ს სრულ დისკოგრაფიას (სტუდიური ალბომები 320კბპს ხარისხში). მსურველებმა გადაიწერეთ და შეიგრძენით ეს დიდებული ჯგუფი!

(more…)

Read Full Post »

მოუკრეფავნი – ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები


ვახუშტი კოტეტიშვილი: “წინამდებარე კრებულში წარმოდგენილი მასალა ჩემ მიერ ძირითადად მაშინ არის შეკრებილი, როდესაც ფოლკლორისტული საქმიანობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ჩემს სისხლხორცეულ ინტერესს. მათი უმრავლესობა ხატება-დღეობებსა თუ სალაღობო სუფრებზეა მოსმენილი და ნაუცბათევად ხელსახოცებზე ჩაწერილი ან ზეპირად დამახსოვრებული. კრებულს სახელად შევურჩიეთ “მოუკრეფავნი”. ქართული ზნეობრიობის მეტისმეტ დამცველებს კი დიდი ვაჟას სიტყვებით მივმართავ: “ნუშეგაშინებთსთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა.”

ეს კრებული შემთხვევით ჩამივარდა ხელში. დავდებ რამოდენიმე ლექსის ნიმუშს. თუ მოგეწონებათ, ვეცდები დავასკანერო და მთლიანად დავდო კრებული.

(more…)

Read Full Post »

ცხოვრება მიდის… მიისწრაფის… თითქოს სადღაც ეჩქარება. ჩვენი ცხოვრების ლამაზი წუთებიც მასთან ერთად ქრებიან, ნელ-ნელა ვკარგავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ისინი რიგრიგობით გვემშვიდობებიან და სამუდამოდ გვტოვებენ… ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას. ერთადერთი ნუგეში მათზე დარჩენილი მოგონებებია. თითოეული ნივთი თუ ადგილი გვახსენებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს: ამ ჩიბუხით მამა ეწეოდა… ამ სავარძელში დედას უყვარდა მოსვენება… ამ ოთახში ჩემი პირველი შვილი დაიბადა…

კი მაგრამ, სად გაქრნენ ისინი? დრო დაუნდობელია, ცხოვრება – კიდევ უფრო სასტიკი. ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაანადგუროს ადამიანის ბედნიერება, სიხარული. თუმცა ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გადატანილი უბედურების მიუხედავად, ის აგრძელებს არსებობას, ცდილობს ახლებურად მოიწყოს ცხოვრება. სასოწარკვეთას არ მიეცეს, რადგან ცხოვრება გრძელდება და იგი მშვენიერია… ცხოვრება მშვენიერია – რა კარგად ჟღერს არა?

(more…)

Read Full Post »