Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘უთანასწორობა’

ყველგან ღორები, ყველგან ფულის მოყვარულები, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანის შრომას, მთავარია თვითონ აიღონ რაც შეიძლება მეტი ფული! მეზიზღებით, ღორებო! პირველად ვწერ ასეთი განწყობით პოსტს, ძალიან ვარ გაბრაზებული და გეუბნებით: “ვერ გიტანთ, ღორებო!”

ადამინებს ამუშავებთ დღე და ღამე, აკეთებინებთ იმას რაც ევალებათ და იმასაც რაც არ ევალებათ. ისინიც, ოჯახი რომ არ მოუკვდეთ შიმშილში, ყველაფერს ასრულებენ, ზედმეტი პროტესტის გარეშე. თქვენ მაინც მეტი გინდათ, უფრო და უფრო მეტი. მერე ვინ დალიოს 3000 ევროიანი შამპანური? ვინ უყიდოს ცოლს ბრილიანტის ბეჭედი? ჩვენ კიდევ კვირაში ერთხელ 4 ლარიან ორცხობილას რომ ვჭამთ, ეგეც ზეიმად მიგვაჩნია და ავღნიშნავთ. კვირაში ერთხელ თუ ხორცი ვჭამეთ, ეგეც იშვიათობაა. სად გვაქვს ხორცი? არადა მშობლები ღამეებს ათენებენ, თქვენ კიდევ მხოლოდ 12 საათისთვის იღვიძებთ, საღამოობით კიდევ წითელ ღვინოს წრუპავთ, ბუხართან მოკალათებულნი.

ღორებო! ჩემი მეგობარი ყოველ ღამე ტირის, რადგან იმის ფული არ აქვს, რომ დას წამალი უყიდოს. მას სულ რაღაც 10 ლარი სჭირდება დღეში, თქვენ კიდევ 10 ლარი ქუჩაში რომ დაგივარდეთ, არც აიღებთ, დახრა დაგეზარებათ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ არაფერი აკეთოთ: მუცლები მოიზარდოთ, სალონებში იაროთ, მანიკური და პედიკური გაიკეთოთ, საღამოობით კაფე-ბარებში იაროთ, ზაფხულობით კარგად დაისვენოთ და ფულიც ყველაფერ არასასარგებლოში დახარჯოთ. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ბავშვი უწამლოდ მოკვდება.

ღორებო! თქვენ არაფერი გესმით, არაფერი გაგეგებათ. თქვენთვის უცნობია ადამიანობა, სიყვარული , სიხარული, თანაგრძნობა, მოწყალება, სიკეთე… თქვენთვის მთავარი კაპიტალი და ფულია! რა კარგი იქნებოდა სამყარო თქვენს გარეშე. ფულის მონებო, არაადამიანებო! ერთხელ რატომ არ გაიფიქრებთ იმას, სად სძინავს ბავშვს, ქუჩაში რომ მოწყალება გთხოვათ? ერთხელ რატომ არ იფიქრებთ რა მოსდით ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობის ფული არ აქვთ? თქვენ ეს არ გადარდებთ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები არ ხართ, თქვენ ღორები ხართ!

ღორებო! ერთ დილას გაიღვიძებთ და თქვენი ფული ოხრად დაგრჩებათ. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება პერიოდი, როცა ის განვლილ ცხოვრებას აფასებს. თქვენ მარტონი დარჩებით თქვენ თავებთან და სასოწარკვეთას მიეცემით, საბოლოოდ კი ან გალოთებული მოკვდებით, ანდა ჰეროინ შეშვებული საკუთარ ნარწყევში ჩაიხრჩობით. მეტის ღირსებიც ხართ! თქვენი დევიზია: “ყველას დამსახურების მიხედვით”. არადა ჩემი მშობლები ბევრად მეტს იმსახურებენ, ვიდრე კვირაში ერთხელ ორცხობილის ჭამაა. ჩვენ არასდროს დაგვისვენია გუდაურში, არც ბაკურიანში. ჩვენ არ გვინახავს არც მთა და არც ზღვა, რადგან ჩემს მშობლებს, დღედაღამე შრომის მიუხედავად, არ აქვთ ამის საშუალება. თქვენ ხართ პირფერები, რომლებიც მონებივით ამუშავებთ ხალხს. ხალხს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს.

ღორებო! თქვენთვის უცნობია სინანულის გრძნობა. თქვენ მხოლოდ იმას ნანობთ, რომ თებერვლის თვეში 100 000 ევროს მაგივრად, 99 950 ევრო ნახეთ მოგება. 50 ევროს დაკარგვას ეხუმრებით? ეს ხომ ერთი ჭიქა ვისკია, სასმელი რომელიც გავიწყებთ, რომ ღორები ხართ! მე ვიცი, რომ თქვენ უბედურები ხართ, რადგან იცით, რომ ხალხი შიმშილობს, ხოლო თქვენ ხიზილალას ჭამთ უთვალავი რაოდენობით. ფრთხილად იყავით, ყელზე არ დაგადგეთ.

ღორებო! ტანსაცმლის საყიდლად უცხოეთში დაიარებით, როდესაც ჩემ მეზობელ ირაკლის ბოტასის საყიდელი ფული არ აქვს და ზაფხულობით ფეხშიშველი, ხოლო ზამთარში – თბილისიდან გაგზავნილი გაცვეთლი ფეხსაცმლებით შემოსილი დადის. იმ ფეხსაცმელსაც ისევ ჩვენ, ღარიბები ვუგზავნით. მდიდარი ღორები ტანსაცმელს ნაგავში გადაგდების წინ წვავთ, არ გინდათ ვინმე გაჭირვებულმა ჩაიცვას. თქვენ ასე გესმით ადამიანობა, ასე გესმით თანაგრძნობა. “ხელი გაანძრიე და იშოვე!” – ეს არის თქვენი გასამართლებელი საბუთი, იმას კი არ უკვირდებით, რომ ჩვენ თქვენზე მეტს ვმუშაობთ.

ღორებო! სახლში თუ საჭმელი შემოგრჩათ, ნაგავში ყრით. რესტორანში რამე თუ დაგრჩათ უჭმელი, სპეციალურად აფუჭებთ ან ძალით ჭამთ, ნარჩენები რომ არ ჭამოს სხვამ. ამის მერე რა უნდა გელაპარკოთ? თქვენ არ გაგაჩნიათ ადამიანობა, რადგან თქვენსავით მხოლოდ ღორები იქცევიან. ნეტავ გადაგეყაროთ სადმე, ისეთ ადგილას, სადაც ვერ შეძლებთ თქვენი ნიღბის ტარებას. მერე გნახავთ სასოწარკვეთილს, არსად წასასვლელი რომ არ გექნებათ.

გოჭებო, რომლებიც ჯერ არ გამხდარხართ ღორები, მოგმართავთ: გონს მოეგეთ! შეინარჩუნეთ ადამიანობა. ჯერ გაქვთ შანსები, რომ არ გაღორდეთ. მერე ყველაფერი გვიან იქნება. ღორების ბოლო ხომ იცით? ისევ ღორების კუჭში მოხვდებით, მწვადის სახით!

Read Full Post »

“შვილო, მაგ ბიჭთან / გოგოსთან არ გაიარო, ღარიბია”; “ფუჰ, ეგ გიომი, ეგა. ყველაფერთან ერთად ღარიბიცაა”; “სად შემიძლია ამდენი, წაგვლეკეს ბინძურმა ღარიბებმა”; “აუ დღეს იცი რა გოგო/ბიჭი გავიცანი? მამა ყავს მინისტრი”. საკმარისია! როდემდე უნდა გარძელდეს ადამიანების გარჩევა მათი სოციალური კლასის მიხედვით? მე ვანგრევ კლასებს, ჩემს თავში და ჩემს ცხოვრებაში. შემომიერთდით, თუ რა თქმა უნდა ღიპიანი ბურჟუები არ ხართ და თქვენს სავარძლებს და თბილ ბინებს არ უფრთხილდებით.

რა საჭიროა კლასობრივი განსხვავება? რატომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები? ბურჟუები და მუშები? ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს: ადამიანებს არ სურთ თანასწორობა. მსოფლიოში იმდენი სიმდიდრეა, რომ მისი თანაბრად გადანაწილების შემხვევაში, აღარ იარსებებს სიღარიბე, ყველა თანასწორი და ბედნიერი იქნება. თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ.

(more…)

Read Full Post »