Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2010

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…
(more…)

Read Full Post »

ორი ქართველის საუბარი:
– ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა!
– რა მოახდინა?
– იმპრეშენი.
– იმპრეშენი რაღაა?
– როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა…
– უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა…
– არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, მენ.
– დროებით, ბრო.

გეცნოთ სიტუაცია? თუ ვერ გაიგეთ დიალოგის შინაარსი, მაშინ გოიმი ყოფილხართ! ინგლისური ადამიანმა არ იცოდეს 21-ე საუკუნეში, ეს ხომ სამშობლოს ღალატია! რაც შეეხება კონკრეტულად ამ დიალექტს (რომელზეც ზემოთ ხსენებული დიალოგი შედგა), ეს არის ანგლო-ქართული (ან ამერიკო-ქართული, როგორც გირჩევნიათ). ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენას გავუშინაურდით. ცოტა ხანში გვექნება ფრანგო-ქართული, იტალო-ქართული, გერმანო-ქართული… მერე საერთოდ ქართული გაქრება და დარჩება მხოლოდ ინგლისური, ფრანგული, გერმანული… მარილი და სუნელები გემოვნებით, რა თქმა უნდა!

(more…)

Read Full Post »

“შვილო, მაგ ბიჭთან / გოგოსთან არ გაიარო, ღარიბია”; “ფუჰ, ეგ გიომი, ეგა. ყველაფერთან ერთად ღარიბიცაა”; “სად შემიძლია ამდენი, წაგვლეკეს ბინძურმა ღარიბებმა”; “აუ დღეს იცი რა გოგო/ბიჭი გავიცანი? მამა ყავს მინისტრი”. საკმარისია! როდემდე უნდა გარძელდეს ადამიანების გარჩევა მათი სოციალური კლასის მიხედვით? მე ვანგრევ კლასებს, ჩემს თავში და ჩემს ცხოვრებაში. შემომიერთდით, თუ რა თქმა უნდა ღიპიანი ბურჟუები არ ხართ და თქვენს სავარძლებს და თბილ ბინებს არ უფრთხილდებით.

რა საჭიროა კლასობრივი განსხვავება? რატომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები? ბურჟუები და მუშები? ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს: ადამიანებს არ სურთ თანასწორობა. მსოფლიოში იმდენი სიმდიდრეა, რომ მისი თანაბრად გადანაწილების შემხვევაში, აღარ იარსებებს სიღარიბე, ყველა თანასწორი და ბედნიერი იქნება. თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ.

(more…)

Read Full Post »


უკეთ რომ გაიგოთ, ჩემი თარგმანი ახლავს თან:
Tu veux une bombe de meuf faut la tronche qui va avec
[თუ გინდა მაგარი ნაშა უნდა გქონდეს სიფათი]
le pif qui va avec, le gros fère qui va avec
[გქონდეს მანქანა და დიდი რკინა(სასქესო ორგანო)]
Tu voulais un son lourd, bah t’a la voix qui va avec
[შენ გინდოდა ძლიერი ხმა, მიიღე ჩემი ხმა]
Quand t’ouvres trop ton cul, Faut la paire de couilles qui va avec
[ტრაკი რომ ათამაშო, ყვერების წყვილი გჭირდება(ყვერები უნდა გებას)]
Quand y’a la France du terrorisme y’a un arabe qui va avec
[როცა ვსაუბრობთ ტერორიზმზე საფრანგეთში, იქვეა არაბი]
C’est Russe-Coff roulette, ya l’gun qui va avec
[როცა ვახსენებთ რუსკოფ რულეტს, იქვეა იარაღიც]
Quand t’entends Israel, y’a les States qui va avec
[როცა გესმის ისრაელი, იქვეა შტატები(ამერიკა)]
Regardes Senegal-France y’a 1 – 0 qui va avec
[საფრანგეთი-სენეგალი, იქვეა ერთით ნოლი]*
Groy ! Quand t’entends Biggy, Tupac qui va avec
[როცა გესმის ბიგი, იქვეა თუპაქი]
Quand tu vois une meuf bien y’a un chien qui va avec
[როცა ხედავ კარგ გოგოს, იქვე ერთ ძაღლიცაა]
Si j’te cause de tous sa,y a une raison qui va avec
[თუ მე შენ ამ ყველაფერს გიყვები, ამას თავისი მიზეზი აქვს]

*სეფიუ სენეგალელია და დღემდე არ თვლის თავს ფრანგად.

Read Full Post »

გადავწყვიტე ბლოგზე გავაკეთო კატეგორია “პუბლიცისტიკა” და გამოვაქვეყნო ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ქართველი მწერლის / საზოგადო მოღვაწის წერილები. პირველი წერილი, რომელსაც გთავაზობთ, არის გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი. ეროვნულ გამოცდებზე ერთი ქართველი ახალგაზრდისგან ასეთი რამ მოვისმინე: “გრიგოლ რობაქიძე ვინღაა, ეგ მშიშარა ეგა! გაიქცა საქართველოდანო…” ეს წერილი ამ ადამიანს ყველა კითხვაზე გასცემდა პასუხს, თუ რა თქმა უნდა მას საერთოდ გააჩნდა შეკითხვები… იმედი მაქვს ვინც ახლა პირველად წაიკითხავთ ამ წერილს, არასდროს გაგიჩნდებათ ამ დიდ ადამიანზე ისეთვე შეხედულება, როგორიც ზემოთ ხსენებულ ინდივიდს ჰქონდა (და სავარაუდოდ / სამწუხაროდ კვლავ აქვს). ძალიან გამიგრძელდა შესავალი, დროა წერილი გაგაცნოთ.

(more…)

Read Full Post »

მშრალი ხიდი ალბათ ყველამ იცით. ხიდის დასაწყისში, ცენტრ პოინტის ოფისის თავზე, ერთი რიგით ქართული ოჯახი ცხოვრობს. აივანზე ხშირად ვხედავ ხოლმე სახლის პატრონს, რომელსაც გვერდს უმშვენებს გაურკვეველი ჯიშის ძაღლი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი: აივანი, ჩითის ხალათში გამოწყობილი ქალი, მისი ძაღლი… თუმცა ყველაზე საინტერესო წინაა!

წელიწადის ნებისმიერ დროს, აივნის ქვეშ წყლის გუბე დგას. მისი არგავლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი საკმაოდ ვიწროა. გარკვეული პერიოდი ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ საიდან გროვდებოდა წყალი იმ ადგილას (ეს განსაკუთრებით უცნაური იყო შუა ზაფხულში, როდესაც სველი მაისურიც კი რამოდენიმე წუთში შრება).  ერთხელაც ჩემი ჩვეული და მრავალგზის გაცვეთილი მარშრუტით ვბრუნდები სახლში. სანამ ხიდს გადავკვეთ, ვხედავ რომ იმ ადგილას კვლავ გუბეა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გუბე ჩემ თვალწინ იქმნება. როგორ? ზემოდან წვეთ-წვეთად მომდინარე წყლით (თავიდან წყალი მეგონა). ბუნებრივია დავინტერესდი და ავიხედე აივანზე. რას ვხედავ: ეს ჩვენი გაურკვეველი ჯიშის ძაღლი გამოსულა აივანზე და ზედმეტი სითხისგან თავისუფლდება. სახლის პატრონს ყველაფერი აქვს გათვალისწინებული: აივანს პატარა ნახვრეტები აქვს გაკეთებული, დაახლოებით 3 ცალი. ამ ნახვრეტებიდან მშვენივრად ჩამოედინება ადამიანის ოთხფეხა მეგობრის… მაპატიეთ და – შარდი! ისე გენიალური მოფიქრებაა არა? გარეთ გასვლა არაა საჭირო, არც ძაღლის გასეირნება: გაუშვებ აივანზე და თვითონ იზავს ყველაფერს. უფრო მეტი პრაქტიკულობისთვის ნახვრეტებიცაა გაკეთებული, რათა აივანზე გუბე არ დადგეს, რაც არასასიამოვნო სუნს გამოიწვევდა ჩვენი თანამოქალაქის სახლში. “ქუჩაში ხალხი არ დადის?” – იკითხავთ თქვენ. “კარგი რა! ეგღა მადარდე. ქუჩა ხომ ჩემი არ არის?” – გიპასუხებთ ქალბატონი. აივანი საპირფარეშოდ გადაიქცა და ვინ იცის, ავდრის დროს მის ქვეშ გამვლელ ადამიანს რამდენჯერ ჰგონებია, რომ მაისის წვიმის წვეთებით სველდებოდა…

(more…)

Read Full Post »

“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, სირ-აქლემასავით მიწაში აქვს ჩაყოფილი თავი.

ჩავუღრმავდეთ სირ-აქლემას სინდრომის გამოვლენის არეალს. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება: ყოველდღიური ცხოვრების მაგალითად აღებაც გამოგვადგება პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად. უფრო კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების მაგალითებს მოვიყვან (უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს).

(more…)

Read Full Post »

ჩვენ ყველანი ერთად მივექანებით უფსკრულისკენ. გვგონია, რომ ქვევით სამოთხე გველის. ეს ჩვენი ბრალი არ არის – უამრავი რამ ახდენს გავლენას თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე და ისინიც გაუცნობიერებლად მიექნებიან “სანატრელი” ადგილისკენ. ერთი ნაბიჯიც და ყველანი გადავცვივდებით უფსკრულში.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი / მაუსი / თაგუნია ჩემს ახალ ბლოგზე. აქ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, პრობლემებსა თუ მოვლენებზე, რომლებიც ჩემი აზრით განაპირობებენ ჩვენს “სწრაფვას” უფსკრულისკენ. იმედია კარგად გამომივა, ყოველშემთხვევაში ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. ისე კი სათაურმა არ გაფიქრებინოთ, რომ ეს იქნება “საწუწუნო” ბლოგი. პირიქით, ეს იქნება ადგილი, სადაც ვისაუბრებ(თ) რეალურ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.რატომ The Catcher in the Ray? იმიტომ, რომ ჰოლდენიც უფსკრულისკენ მიმავალი ბავშვების დაჭერას და გადარჩენას ცდილობდა… ყოველშემთხვევაში სურდა ეს.

პ.ს. უფკრულის პირას დიდი სიფრთხილე გვმართებს. ერთი ფეხის აცდენაც კი საკმარისია…

Read Full Post »

მე ვარსებობ შენი სურათების ცქერით.
მე მჯერა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ნამდვილად გიცნობს.
მე განუწყვეტლივ ვუყურებ შენს კონცერტებს, დღეში რამოდენიმეჯერაც კი.
მე ვოცნებობ შენს ნახვაზე, თუნდაც ეს მხოლოდ რამოდენიმე წამი გაგრძელდეს…

მე გწერ წერილებს…
მარტოობაში, სიჩუმეში…
წერა რომ არ მეხერხებოდეს, მხოლოდ ერთ რამეს გეტყოდი:

მე შენით ვცოცხლობ!
მე შენი ცხოვრებით ვსუნთქავ!
მე ვარ შენი ფანი და ესაა ჩემი ცხოვრების აზრი.
მე შეუსვენებლივ, დღედაღამ შენით ვარსებობ…
მაგრამ, განა სხვისი სიყვარულით დღეების გაყვანა ნიშნავს კი ცხოვრებას?

მე გიცდი სხვადასხვა სასტუმროების მოსაცდელებში.
მე ველი შენგან რაიმე ნიშანს, უმნიშვნელო ჟესტს.
მე ვმოგზაურობ ქვეყნიერების გარშემო.
მე გავდივარ უამრავ კილომეტრს, ვიცვლი სხვადასხვა მატარებლებს.
მე მხოლოდ შენი ნახვა მსურს…

მე მაკმაყოფილებს შენი ერთი შემოხედვა, თუნდაც ჩვენ დამცავი მინა გვაცალკევებდეს.
მე მინდა დაგიმახსოვრო: სანამ გაიქცევი, იქნებ რაიმე დამიტოვო? თუნდაც ღიმილი…

მაგრამ, განა სხვისი სიყვარულით დღეების გაყვანა ნიშნავს კი ცხოვრებას?
ვის შეუძლია თქვას, რომ ნამდვილად ცხოვრობს?
და ამავდროულად თქვას შემდეგიც:

მე შენით ვცოცხლობ!
მე შენი ცხოვრებით ვსუნთქავ!
მე ვარ შენი ფანი და ესაა ჩემი ცხოვრების აზრი.
მე შეუსვენებლივ, დღედაღამ შენით ვარსებობ…

მე ვარ ფანი!

Pascal Obispo – Fan

Read Full Post »

ჟულიენ დორე – American Idol-ის (ქართული ჯეოსტარი) ფრანგული ვარიანტის გამარჯვებული 2007 წელს. იმავე წელს ჟურნალმა Elle-მა იგი აღიარა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. ეს ორი ყველაზე ცნობილი ინფორმაცია, რომლებმაც ჟულიენი ყველასათვის სასურველ და საყვარელ მომღერალად აქცია. თუმცა გარდა იმისა რომ სექსუალურია და თინეიჯერ გოგონებში წარმატებით სარგებლობს, ჟულიენი ქმნის საკმაოდ საინტერესო მუსიკას.

ჟულიენი გუსტავ დორეს შთამომავალია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჟულიენმა სწავლა გააგრძელა ხელოვნებათმცოდნეობაზე და შეისწავლა თანამედროვე ხელოვნება. 2002 წელს მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი « Dig Up Elvis » (ამოთხარე ელვისი). ჯგუფის წევრები იყვნენ: გიტარისტი გიომ დე მოლინა, ვოკალისტი სელინ ლინსეი და ჟულიენის საუკეთესო მეგობარი, ბასისტი ჟულიენ ფრანსიოლი. ცოტა ხანში მათ შეუერთდა დრამერი ბაპტისტ ტისტი. ჯგუფი ძირითადად ბარებში დაკვრით ირჩენდა თავს. 2006 წლისთვის პატარა სინგლიც გამოუშვეს.

(more…)

Read Full Post »