ორი ქართველის საუბარი:
– ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა!
– რა მოახდინა?
– იმპრეშენი.
– იმპრეშენი რაღაა?
– როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა…
– უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა…
– არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, მენ.
– დროებით, ბრო.
გეცნოთ სიტუაცია? თუ ვერ გაიგეთ დიალოგის შინაარსი, მაშინ გოიმი ყოფილხართ! ინგლისური ადამიანმა არ იცოდეს 21-ე საუკუნეში, ეს ხომ სამშობლოს ღალატია! რაც შეეხება კონკრეტულად ამ დიალექტს (რომელზეც ზემოთ ხსენებული დიალოგი შედგა), ეს არის ანგლო-ქართული (ან ამერიკო-ქართული, როგორც გირჩევნიათ). ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენას გავუშინაურდით. ცოტა ხანში გვექნება ფრანგო-ქართული, იტალო-ქართული, გერმანო-ქართული… მერე საერთოდ ქართული გაქრება და დარჩება მხოლოდ ინგლისური, ფრანგული, გერმანული… მარილი და სუნელები გემოვნებით, რა თქმა უნდა!
ქართული ძალიან ისეთი ენაა რა, აი ბევრი სიტყვაა და რთულად დასამახსოვრებელი. სად შეგვიძლია მაგდენი? ისედაც ინგლისური და კომპიუტერი უნდა ვისწავლოთ, ამას კიდევ ქართული რომ დაუმატო, ხომ გავწყდებით წელში. თანაც ქართულში მომზადება ფასიანია, ინგლისური და კომპიუტერი კიდევ უფასო! მადლობა ღმერთს და თბილისის მერიას ამ ღირსშესანიშნავი პროექტისთვის. თანაც ქართული ცოდნაში რა ხეირია? ისწავლი ქართულს, მერე რა? ქართულად მხოლოდ გურჯისტანში ილაპარაკებ, ინგლისურად კი მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ამერიკაში რომ ჩახვალ, შენი ქართული არავის დასჭირდება. სამაგიეროდ ინგლისური თუ იცი, ერთ კარგ სამსახურს გამოკრავ ხელს: ბავშვის მომვლელად ან ძაღლის გამსეირნებლად, უკეთეს შემთხვევაში ოფიციანტად (მაგრამ ეს ყველაზე რთულია, რადგან ძალიან პრესტიჟულია).
ამერიკაში იმუშავებ დაახლოებით ორი, სამი, ოთხი, ხუთი და ა.შ. წელი. ამ პერიოდში დიპლომსაც აიღებ, რომელიმე “გარეუბნულ” უნივერსიტეტში(სასოფლო უნივერსიტეტის ექვივალენტი). პრინციპში 5 წელში ორწლიან კურსს კი გაივლი, შეტენილ საგნებსაც როგორმე ჩააბარებ. ხუთი წლის მერე მოგბეზრდება ოფიციანტობა და დაბრუნდები გურჯისტანში. სამშობლო მოგენატრა… ნუ სულელობ ერთი, რა სამშობლო! უბრალოდ საქართველოში კარგი ინგლისურით, კომპიუტერის ცოდნით და პლიუს ამას ამერიკული დიპლომით(თუნდაც ყველაზე დაბალი ნიშნებით აღებულით), სამსახურს ძალიან ადვილად იშოვი. საერთაშორისო ორგანიზაციებს რა გამოლევს, ყველგან ინგლისურ ითხოვენ. ის კი არადა, უკვე რესტორნებში სამუშაოდაც ინგლისურის ცოდნას გთხოვენ, ბევრი ამერიკელი ჩამოდისო ტურისტად (ერთს არავინ გაიფიქრებს, იმ ამერიკელმა რატომ არ იცის ქართული ან რატომ არ ცდილობს სწავლასო?). 800-1000 ლარიან სამუშაოს აუცლებლად იშოვი. შეიძლება ამერიკული ხელფასი ჯობდა აქაურს, მაგრამ საქართველოში საკუთარ ბინაში მაინც ცხოვრობ (უცხოეთში 9 კვადრატულ მეტრიან ბინებში ცხოვრებას ნამდვილად ჯობს, მოკუნტული მაინც არ გძინავს).
სამსახურს თუ კარგად შეეწყვე, შეიძლება დაწინაურდე კიდეც. მოკლედ აწყობილია ყველაფერი. ქართულსაც ნელ-ნელა ივიწყებ, საუბარში რაც შეიძლება მეტ უცხოურ სიტყვას ხმარობ. გადის წლები, შენთვის უკვე ინგლისური ხდება “მშობლიური” ენა. ქმნი ოჯახს – ამერიკულ ყაიდაზე. გიჩნდება შვილები – ამერიკულ ყაიდაზე (მხოლოდ ერთი ან ორი). ცხოვრობ მშობლებთან – აქ ქართული ყაიდა სჯობს, უფრო მოხერხებულია და ნაკლებად ძვირი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ სახლი შენ გრჩება და ტკბილად ბერდები. მერე შვილიშვილს უყვები ზღაპარს ბუხრის ან გამათბობელი “კარმის” წინ:
– Once upon a time there was a…
– ბაბუ, ბაბუ, თუ შეიძლება ქართულად…
აი აქ კი ხვდები, რომ თავის დროზე უნდა გესწავლა ეს დასაწვავი ქართული!
თავიდან სიმართლე გითხრა, კარგად გამეცინა 😀 ისე არ ვიცნობ ბევრს, ვინც მაგგვარად ლაპარაკობს…
ყველაზე მეტად რაშიც გეთანხმები ესაა ის, რომ არ ვუფიქრდებით, ყოველთვის ჩვენ რატომ მოგვეთხოვება ენის სწავლა და ტურისტს კი არა… ნერვები მეშლება, სულ უცხოელზე რომ უნდა ვიფიქროთ და მოვაწონოთ თავი! აქეთ მოგვაწონონ თუ კარგია!
ნუ ეგ მართლა საშინელებაა. ელემენტარულად ქართველოლოგის წოდებას ვანიჭებთ ადამიანებს, რომლებმაც ქართულად ორი სიტყვის თქმა არ იციან (პირადად მინახავს ასეთი ადამიანები).
თუმცა უფრო დიდი პრობლემა მაინც მშობლიური ენის უპატივცემლობაა. შენ უნდა ნახო საფრანგეთში რომ ჩამოდიან ქართველები: ორ თვეში “აღარ ახსოვთ” ქართული. ვერ ვიტან!
me kide imaze vkaifob paliashvilis nacvlad Faliashvilis rom amboben 😀 qartuli p ki ara inglisuri f 😀 kargad jgers mere 🙂
jer televiziebshi ra xdeba ra sachiroa tqva developeruli kompania roca shegidzlia tqva ganvitarebadi…..
ise nanikos shous uyure mand mravlad agmoachen eget margalitebs 😀
ok kiss :D:D:D
კიდევ კარგი არ ვუყურებ ნანიკოს შოუს 🙂
hoo, dialogi mecnoo : )))
momismenia xshirad maseti laparaki )
ra gitxra aba..
maset xalxs snobs vedaxi!
სნობი [ინგლ. snob] – თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.
hoda rom hgoniat rom dgevandel sazogadoebashi daxvewili manerebisa da gemovnebis magali machvenebeli ¨vai inglisurit¨ saubaria, imitom gvesmis maseti dialogebi.
ara arc minda am temaze laparaki, cud xasiatze mayenebs.
ნუ ეგ ლაპარაკი, პრობლემის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია. ამ ტენდენციას ცუდი შედეგი მოყვება, სავარაუდოდ. აი შედეგი უფრო სანერვიულოა, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა.
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რაღაცნაირად აღარ გვიყვარს ჩვენი ენა. სნობობაც ერთ-ერთი მიზეზია ისე 🙂
eg adrec egre iyo gaixsene tavadaznauroba rusulad laparakobda an frangulad da germanulad, ertmanetshic ki, qartulad laparaki “utydebodat”
მართალია 😦
მაგრამ მაშინ ასე იყო მხოლოდ ეგრედ წოდებული მაღალი კლასი.
ახლა კი ეს ტენდენცია უფრო მასიურია. ყველა ცდილობს ასე მოიქცეს, ან მე მეჩვენება ასე 🙂
ho, martali xar.. mizezebic kargad axseni. verc verafers davamateb ise..
sawyenia namdvilad.
maswavleblebma ar ician rogor ilaparakon da bavshvebs ra unda aswavlon? sul nervebi meshleboda xolme magaze…
ai ertxel ar maxsovs romeligac sainformacios vusmendi, nu ragac shekreba iyo da aseti ragac tva jurnalistma: da iqve dasxda gamsaxurdia 😀 etyoba dzalian magalfardovnad undoda gamoexata azri da..:D:D
da ver vitan rom ureven xolme, madloba mouxada da bodishi gadauxada:D
nu mokled, faqtia, dzalian cotas tu adardebs qartuli enis dgevandeli mdgomareoba..
erovnulebshic,lamis inglisuris gramatikis sirtules gautolon qartulis gramatikis testi.
მე კიდევ რაზე მეცინება იცი? ბევრი ადამიანები, მრავალი კაცები და ა.შ. 😐
და რაც ყველაზე საშინელებაა: ასე წერია ჩვენს სახელმძღვანელოებში 😐
ho, ho nu eg xo saertod 😀
da zmnebi ase tu ise hom aitvises, anu wamikitxia ki ara- wamikitxavs, minaxia ki ara minaxavs da miyvnen yvela zmnas da midii :D:D damidevs, damiweravs :D:D:D
ის, რაზეც ასე ხალისობთ, ენის ბუნებრივი მდგომარეობაა ) ქართულ-ფრანგული და ქართულ-გერმანული, ასევე ქართულ-რუსული დიდი ხნის წინ ჩავლილი ეტაპებია ) მე-19 – მე-20 საუკუნეებში. მანამდე იყო ქართულ-სპარსული, ქართულ-თურქული, ქართულ-არაბული.
სხვათაშორის, ის, რაც დღეს “წმინდა ქართული” გგონიათ, საკმაოდ დიდი აჯაფსანდალია ქართულს, თურქულს, არაბულსა და სპრასულს შორის :)))
ასე რომ მთელი ეს ირონია და სარკაზმი.. ისეთი ფუჭია და ისეთი “ბლა-ბლა” 🙂
თინათინ ათინათი
არავის არაფერი მოეთხოვება 🙂 თუ არ გინდა უცხო ენის სწავლა, ნუ ისწავლი, სულაც არაა სავალდებულო, ყველას შეეძლოს ინგლისურის, ფრანგულის ან გერმანულის გაგება 🙂
სხვათაშორის, ევროპაშიც სწავლობენ უცხო ენებს 🙂 ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს. ნუ ქართულს არ სწავლობენ, აპატიეთ, ზედმეტად არამნიშვნელოვანი ქვეყანა და ენა ვართ, საშუალოსტატისტიკური ევროპელი ტურისტისთვის.
სხვა თუ არაფერი, პოლიტიკურად, დღეს ჩვენ შევყურებთ პირდაფჩენილები დასავლეთს, არიქა გვიშველეო, და არა ისინი. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ძვირფასი სიამაყე, ამის გააზრებით, ილახება, მაგრამ ასეთია პატარა ქვეყნის ბედი დღევანდელ სამყაროში. თუ რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა შვეიცარია არაა.. მაგრამ ჩვენ არ ვართ შვეიცარია 🙂
საინტერესო პოსტია. შენ აქ საუბრობ ენის განვითარებაზე. ამაში გეთანხმები, ენა ვითარდება და გამორიცხული არ არის სხვადასხვა ენიდან აიღოს გარკვეული სიტყვები და ტერმინები.
უცხო ენების სწავლაზეც არსად მითქვამს, რომ არ უნდა ვისწავლოთ. პირადად ვსწავლობ ინგლისურს, ვიცი ფრანგული, რუსული და იტალიური. და ამ ენებზეც ვკითხულობ ლიტერატურას.
მე სხვა პრობლემას შევეხე და სხვანაირად ვეცადე დამენახებინა სიტუაცია. ფრანგი, ინგლისელი თუ ესპანელი სწავლობს უცხო ენას და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ იგი პირვე ადგილზე მაინც საკუთარ, მშობლიურ ენას აყენებს.
ესაა ცუდი მომენტი, თორემ არსად დამიწერია, უცხო ენა არ უნდა ისწავლო ადამიანმა-მეთქი. უბრალოდ უცხო ენა უფრო წინ არ უნდა დააყენოს.
“არავის არაფერი მოეთხოვება 🙂 თუ არ გინდა უცხო ენის სწავლა, ნუ ისწავლი, სულაც არაა სავალდებულო, ყველას შეეძლოს ინგლისურის, ფრანგულის ან გერმანულის გაგება :)”
მე ბატონო იმას ვიძახი, რომ სამუშაო თუ გინდა, რომ გქონდეს, თუნდაც ოფიციანტად, უნდა იცოდე ინგლისური და აქეთ მოეფერო ყველას…
კიდევ ერთს დავამატებდი, რომ მედია დიდ როლს თამაშობს ენის საკითხში, კერძოდ კი ტელევიზია; ჩვენი ჟურნალისტიკის ლექტორს მშვენივრად აქვს ეს განმარტებული კონსპექტში და ციტატას მოვიყვან: “თანამედროვე პირობებში ჟურნალისტის მეტყველებას დიდი, – არსებითად, განმსაზღვრელი, – გავლენა აქვს ფართო საზოგადოებრივი “აუდიტორიის” მეტყველებასა და აზროვნებაზე. ამდენად, სავსებით დაუშვებელია ჟურნალისტთა მიერ მშობლიური ენის ბუნებისა და წეს-კანონთა უგულებელყოფა, გაუმართავი წერითი თუ ზეპირი მეტყველება. დაბეჯითებით უნდა ითქვას: ვერც ერთი ჟურნალისტი, როგორი ცოდნითა და ნიჭიერებითაც არ უნდა იყოს იგი “აღჭურვილი”, იმის მეათასედსაც კი ვერ შექმნის დადებითს, რასაც გააფუჭებს მშობლიური ენის, – ეროვნული ცნობიერების, ეროვნული კულტურის ამ საფუძველთა საფუძვლის, – დანაგვიანებითა და შერყვნა-დამახინჯებით, მისი საუკუნეობრივი ტრადიციებით განმტკიცებული საძირკვლის მოშლით.”
ჯოლოგუა? ნამდვილად ღირეული ადამიანია და ნამდვილი პროფესიონალი. ყველაფერზე ეტყობა. ეგეთი ქართლი მცოდნე ჟურნალისტები რომ გვყავდეს ერთი-ორი, ეს პრობლემაც ასეთი მწვავე აღარ იქნებოდა.
რაც შეეხება უცხო ენის სწავლას – არცერთი სამსახურში არ იღებენ უცხო ენის გარეშე და ახლა მაინცდამაინც კონსტიტუციურად ხომ არ უნდა მოითხოვონ უცხო ენის სწავლა?
ფაქტია, რომ “არავინ არ გთხოვს” არასწორი შეფასებაა სიტუაციის. იძულებითი არჩევნის წინაშე დაყენება, მოთხოვნაზე უარესია 🙂
რა არის მებო იცი?
ყველა ენაში არსებობს ლიტერატული ენის გარდა სასაუბრო ენა ხო?
მაგრამ ის რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, და რა თქმა უნდა უმეტეს წილად ჩვენს თანატოლებში, სულ სხვა ფენომენია.
ილაპარაკე თანამოსაუბრეებთან რაც შეიძლება მეტი არაქართული სიტყვის გამოყენებით და “სვეწკი ტიპი ხარ”…
გეთანხმები ეს არის ქართული მშობლიური ენის უპატივცემულობა.
მაგრამ საიდან წამოვიდა რო ასეთი მოსაუბრე ადამიანები არიან “სვეწკები?”
აქ დიდი დოზით ცოდავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ძირითადად ტელევიზიები, და ამ ტელევიზიებში მიწვეული სტუმრები.
რა არის გამოსავალი?
რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იქნას გაკონტროლებული ტელევიზიებიდან მსგავსი სიტყვების არ გაშვება, მარტივად მინიმალური სანქციების დაწესებაც არ იქნებოდა ურიგო ისე 🙂 (ხუმრობაა, მაგრამ სიმართლეს მთლად მოწყვეტილიც არ უნდა იყოს)
ჩვენ თუ არ ვცემთ საკუთარ ენას პატივს, სხვას როგორ უნდა მოვთხოვოთ ამის გაკეთება…
ვაი რომ “მამული, ენა, სარწმუნოება” სამივე საფრთხის წინაშეა…
დიდი საფრთხის წინაშე თანაც. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მართლა დიდი როლს თამაშობენ, თან სამწუხაროდ – უარყოფით როლს.
მაგრამ რას ვიზავთ, ტელევიზიაშიც “სვეცკი” ტიპები მუშაობენ 🙂
მითქვამს კიდეც, რომ ფრანგი ახალგაზრდობა რომ დამხინჯებულად ლაპარაკობს, ეგეთი რამ არსად მინახავს-მეთქი. მაგრამ მათ საკუთარი ენის ფასი იციან და არცერთ სხვა ენას არ აყენებენ მასზე წინ. არცერთ ფრანგისგან არ მომისმენია, ფრანგული დამავიწყდაო. როცა პირადად მომისმენია ერთი წლის ჩასული ქართველისგან – ქართული დამავიწყდაო 🙂
მოკლედ, ისევ რაღაც ქართული ფენომენია, ვსვეცკობთ ჩვენი ენის ვითომდა დავიწყებით 🙂
და რეალურად არც კი ვიცით იმის შესახებ თუ რა არის მართლა “სასვეწკო” მანერა, “სვეწკი” საქციელი თუ “სვეწკი” სიტყვა…
ეხლა გამახსენდა: რა არის ხოლმე კიდე ძალიან სასაცილო იცი?
რამე სიტყვაზე რო გაჭედავენ ხოლმე, ინგლისურად ან რუსულად რო დააბრეხვებენ და არ ვიცი ეს ქართულად როგორ ითქმისო 🙂
ვაი ჩვენს პატრონს 😦
ხო, მაგაზე მეც ვიცნი, სიმწრისგან 😐
მეც რამდენჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა. ერთხელ ერთ მეუბნება აი “Frigo” ქართულად როგორაა? რუსულად ვიცი “ხალადენიკიაო” და ქართულა როგორააო? ფრანგულად იცოდა, რუსულადაც და ქართულად “დაავიწყდა” 😐
ყველა ენა ვითარდება, იცვლება, სხვანაირდება და ეს ბუნებრივია, რადგან იცვლება დრო და საზოგადოებას სჭირდება ახალი ტერმინების ”გამოგონება” და სახლების დარქმევა მანამდე არ არებული საგნებისა თუ მოვლენებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას ვისაუბროთ იმ ტერმინებით, რისი შესატყვისიც საკუთარ ენაში გვაქვს. ვიყავით არაბეთთან, ვიყავით სპარსეთთან, ვიყავით თურქეთთან, ვიყავით რუსეთთან, შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ არაბული, სპარსული, თურქული და რუსული სიტყვები ქართულ ენაში. ვიყავით პრო-ფრანგულები, პრო-რუსულები, ვართ პრო-ინგლისურები, შემოგვაქვს და ვამკვიდრებთ ახლაც. სულ მოკლე დროში ისევე ”გავისისხლხორცებთ” ამ ტერმინებს, როგორც არაბულს, სპარსულს, თურქულს და თითქმის უკვე რუსულსაც. აი ამას უნდა შევუშალოთ ხელი. მე, სხვათაშორის, რუსული ბარბარიზმების ლექსიკონი მაქვს გაკეთებული და ნელ-ნელა ვავსებ კიდეც. დაახლოებით 500 სიტყვაა ჯერჯერობით. გთავაზობთ იგივე გავაკეთოთ ინგლისურის შემთხვევაში. ინგლისში ”ამერიკული ინგლისურით” საუბარი სირცხვილად ითვლება, ზუსტად ასეთი ტენდენცია გვინდა ჩვენც.. ”მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა”..
მებო კი ჯოლოგუა 🙂 ისე ჟურნალისტი არაა, ფილოლოგია პროფესიით 🙂
ძველ დროსაც “სვეცკობის” გამოსაჩენად იყენებდნენ იმავე ფრანგულს და გერმანულს 🙂 რუსულ “პოლზე” და “სტოლზე” აღარ ვლაპარაკობ, ის ნაწილობრივ საბჭოთა გავლენა იყო. რაც შეეხება საკუთარი ენის მეორე ადგილზე დაყენებას, ეგ ზოგადად ჩვენი სენია, როდესაც უცხო კარგია ) საუცხოო ) ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შემოტანილის სიყვარულზე მეფე გიორგის მონოლოგში წერია ბევრი და კარგად 🙂
რაც შეეხება სამუშაოს. კაპიტალისტური რეჟიმი თავისას მოითხოვს. რაც მეტი ენა იცი, მით უფრო მეტი მოთხოვნილებაა შენზე 🙂 კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველგან ასეა 🙂 და სხვა თუ არაფერი, სამწუხაროდ, დღეს ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გვიწევს ჩვენ შევეწყოთ სამყაროს და არა სამყარო გადავაკეთოთ ჩვენს ყაიდაზე 🙂
შენ რასაც ამბობ, ყველაფერი მართალია. ეს ქართველების სენი რომაა, ეგეც 100%-იანია.
კაპიტალიზმზეც მართალია. უბრალოდ იცი რა განსხვავებაა საქართველოში? მაგალითად საფრანგეთში, სადაც მიცხოვრია და ვიცი, სამსახურს ადვილად იშოვი უცხო ენის ცოდნის გარეშე. არ ვსაუბრობ რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე სამინისტროებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მე ვმუშაობდი რესტორანში, სადაც ოფიციანტიდან დაწყებული ადმინისტრატორით დამთავრებული, არავისთვის არ მოუთხოვიათ უცხო ენის ცოდნა სამსახურში აყვანის წინ.
ჩვენ ამასაც ვაჭარბებთ. ჩვენთან მასიურად ითხოვენ უცხოური ენის ცოდნას (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აი ამაში ვხედავ პრობლემას, თორემ თავისთავად კარგ სამსახურში მისაღებად რომ უცხო ენა საჭიროა, არც გედავები. პირადადაც სწორედ ამიტომ ვსწავლობ უცხო ენებს. თუ მონაწილეობ საერთაშორისო ბიზნესში თუ სხვადასხვა საქმიანობებში, აუცილებლად გჭირდება ინგლისური, მაგრამ არა რესტორანში სამუშაოდ.
არადა მე ვიცი, რომ კონკრეტულ რესტორნებში ნამდვილად ითხოვენ ინგლისური ცოდნას. 🙂
ძალიან კარგი, რომ ვიღაც საღად აზროვნებს…ჩემი აზრით ხმას თუ ამოვიღებთ არც ისე ცუდად გვექნება საქმე. არსებობს რამდენიმე ადამიანი მაინც ვინც შენსავით ფიქრობს მთავრია მოქმედება, მაგრამ რას მოვიმოქმედებთ ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და რამდენს ავიყოლებთ კიდევ.
აუ მეც სასტიკად არ მომწონს ასეთი საუბარი. :((((
saniday-s ar ecno neta es situacia? 😀
უნდა ეცნოს? :))