Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2010

ვაგრძელებ ჩემი დის ჩანაწერების გამომზეურებას. ეს არის პატარა წერილი, რომელიც ჩემმა დამ მისწერა მშვიდობას. წერილის დაწერისას ის სულ რაღაც 11 წლის გახლდათ. მაქსიმალურად დავიცავ წერილის სტრუქტურას.

თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 5
მარიამ ნუცუბიძე

მისამართი დაუდგენელია, მშვიდობას

გამარჯობა მშვიდობავ! მე ვიცი, რომ შენ ყველგან ხარ და ვიცი, რომ ერთხელაც გადმოხედავ საქართველოს შენი გულკეთილი ხელით! ჩვენ დავაფასებთ შენს ჯაფას და შევეცდებით შენი ნაყოფი არ დავკარგოთ, რადგან შენ ნაყოფთან ერთად შენც დაიკარგები და კიდევ რამდენი წელი მოგვიწევს შენი ლოდინი. შენ უკვდავი, მარადიული ხარ და გვინდა, რომ შენი უკვდავი თესლი ჩანერგო ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გავაღვივებთ, რომ ჩვენთან მარადიულად დარჩე.

მშვიდობა რომ მოკვდეს… არა, ეს არ შეიძლება მოხდეს!

Advertisements

Read Full Post »

როგორც წინა პოსტში გითხარით, ვიწყებ ჩემი დის ჩანაწერებს გამოქვეყნებას. ეს პირველი შესრულებულია 2004 წელს, როდესაც ის სულ რაღაც 12 წლის იყო. კომენტარები ნუ დაგეზარებათ, მიმაჩნია რომ ძალიან საინტერესოდ წერია პატარა ბავშვის კვალობაზე. სხვები 12 წლის ასაკში ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობენ ან უკვე ბიჭებს ეპრანჭებიან…

ამ ბოლო დროს ხშირად წვიმს, ამბობენ ციკლონია შემოსულიო. რაღაც გაუგრძელდა ციკლონს “შემოსვლა”. ჰაერი სუსხიანია, ხანდახან გამოკრთება ხოლმე მზის სხივები, ოღონდ ძალზე მცირე ხნით. ქარიც უბერავს, ხანდახან ძალზე მრისხანედ, თითქოს უნდა თან წაიღოს ყველაფერი რაც კარგია. ქარი დადებითია, ღრუბლებს ფანტავს და მისი ჩადგომის შემდეგ დარი იცის ხოლმე. ნელ-ნელ მცხუნვარებას უმატებს მზე, ხანდახან უცებ იცის ხოლმე დაცხუნება. მიაღწევს პიკს და მერე წვიმა, ისევ წვიმა. როგორი კარგია ჟუჟუნა წვიმა, ისიც წვიმაა მაგრამ ცელქია და ამითაა კარგი. კოკისპირულიც კარგია, დაუმონავი, თავზეხელაღებული და დაუმორჩილებელია. თავისუფლების ყივილია ქარი, გვაფხიზლებს და მოძრაობისკენ გვიბიძგებს. კოკისპირულ წვიმას გავს, მაგრამ მისგან განსხვავებით მშრალია. წვიმა სველია, თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი სისველეს კარგავს და მშრალი ხდება. სულ დამავიწყდა თოვლი, ის ხანდახან გვესტუმრება ხოლმე, არცაა საჭირო მისი ხშირად მოსვლა, ის ხომ ჩვენს გასასპეტაკებლად მოდის? ხშირად რომ იყოს, იმის იმედით, რომ ძალიან მალე ჩამოგვერეცხება ჭუჭყი, ბევრ სიბინძურეს ჩავიდენთ.

ჰარმონიაა ეს ყველაფერი, პოლიფონიური ჰარმონია. წვიმა, თოვლი, მზე, ქარი… დო, რე, მი…

Read Full Post »

მოგესალმებით ჩემი ბლოგის მკითხველებო. პატარა განახლება მოხდება ჩემს ბლოგზე. ეს დღეები ვიქექებოდი ძველ რვეულებში და ჩანაწერებში და აღმოვაჩინე საგანძური: ჩემი პატარა დის ჩანაწერები. ჩანაწერების გაკეთებისას ის სულ რაღაც 12-13 წლის იყო. მიმაჩნია, რომ მათი აქ გამოქვეყნება აუცილებელია, რადგან ჩემი ბლოგის თემატიკას აბსოლუტურად შეესაბამება. 12 წლის ბავშვი, უკვე ფიქრობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება და ა.შ. იმედია დაგაინტერესებთ ეს სიახლე.

პ.ს. თუ თქვენც მოგეპოვებათ საინტერესო ჩანაწერები, მომაწოდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: merabino@hotmail.com ; წავიკითხავ და თუ ჩემი ბლოგის თემატიკაში ჩაჯდება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ. სავტორო უფლებებსაც დავიცავ, მაგაზე არ იდარდოთ.

Read Full Post »

Get up, stand up: stand up for your rights!
Get up, stand up: stand up for your rights!
Get up, stand up: stand up for your rights!
Get up, stand up: don’t give up the fight!

Preacher man, don’t tell me,
Heaven is under the earth.
I know you don’t know
What life is really worth.
It’s not all that glitters is gold;
‘Alf the story has never been told:
So now you see the light, eh!
Stand up for your rights. come on!

Get up, stand up: stand up for your rights!
Get up, stand up: don’t give up the fight!
Get up, stand up: stand up for your rights!
Get up, stand up: don’t give up the fight!

Most people think,
Great god will come from the skies,
Take away everything
And make everybody feel high.
But if you know what life is worth,
You will look for yours on earth:
And now you see the light,
You stand up for your rights. jah!

Get up, stand up! (jah, jah! )
Stand up for your rights! (oh-hoo! )
Get up, stand up! (get up, stand up! )
Don’t give up the fight! (life is your right! )
Get up, stand up! (so we can’t give up the fight! )
Stand up for your rights! (lord, lord! )
Get up, stand up! (keep on struggling on! )
Don’t give up the fight! (yeah! )

We sick an’ tired of-a your ism-skism game –
Dyin’ ‘n’ goin’ to heaven in-a Jesus’ name, lord.
We know when we understand:
Almighty god is a living man.
You can fool some people sometimes,
But you can’t fool all the people all the time.
So now we see the light (what you gonna do?),
We gonna stand up for our rights! (yeah, yeah, yeah! )

So you better:
Get up, stand up! (in the morning! git it up! )
Stand up for your rights! (stand up for our rights! )
Get up, stand up!
Don’t give up the fight! (don’t give it up, don’t give it up! )
Get up, stand up! (get up, stand up! )
Stand up for your rights! (get up, stand up! )
Get up, stand up! (… )
Don’t give up the fight! (get up, stand up! )
Get up, stand up! (… )
Stand up for your rights!
Get up, stand up!
Don’t give up the fight! /fadeout/

Read Full Post »

ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, კარგად გამოძინებულმა შევისეირნე სამზარეულოში, ცხელი ჩაის დასალევად. არაფერი სჯობს ცხელ ჩაის ზაფხულში! ჩაიდანი დავდგი და პარალელურად ტელევიზორიც ჩავრთე. სანამ წყალი ადუღდებოდა, ყველა არხი დავათვალიერე, ვერაფერ საინტერესოს ვერ წავაწყდი და გამოვრთე. ჩემი საყვარელი ჭიქა გამოვიღე კარადიდან, ჩავყარე ერთი კოვზი შაქარი, ჩავასხი ჩაის ფერი და წყლის ადუღებას დაველოდე. 3 წუთში ჩემი ლოდინი დასრულდა და სხეულიც ცხელმა ჩაიმ გამიგრილა. თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მანქანების ხმაც კი არ მაწუხებდა (ჯერ მხოლოდ დილის 7 საათი იყო). მაგრამ ვინ გაცდის ბედნიერებას… ბრახ! – მოისმა ხმაური ქუჩიდან. გულგახეთქილი მივვარდი ფანჯარასთან და გადავიხედე (ჩემი ფანჯარა ქუჩის მხარესაა). ვხედავ ხესთან ნაგვით სავსე ცელოფნის პარკი გდია, რომელიც ოდნავ ააცილეს ნაგვის ყუთს. უცბად ვერ მივხვდი საიდან გაჩნდა პარკი შუა ქუჩაში, რადგან არავინ ჩანდა შორიახლოს. რამოდენიმე წამში გონება გამინთდა, მეორე სართულზე ავიხედე და ჩემს მომღიმარ მეზობელს წავაწყდი: “ბოდიში, მერაბი (ამ ი-ს დამატება ხომ ბოლოს მიღებს), შემთხვევით ავაცილე და შენც ტყუილად გაგაღვიძე. აი ამ მეორეს ნამდვილად ზუსტად ჩავაგდებ!” ბრახ! და მეორე პაკეტი პირდაპირ ნაგვის ყუთშია… ასე ესმით ჩემს მეზობლებს “ნაგვის გადაყრა”.

(more…)

Read Full Post »

“ჩვენ ომი გვჭირდება”, “აუ ერთი ომში მოვხვდე რა” – ასეთი ტიპის ფრაზები ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ჩემზე, ვითრგუნები კიდეც. ორგანულად ვერ ვიტან ომს. ვერცერთი მიზეზით ვერ ვამართლებ მას, რადგან ვთვლი, რომ მისი თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია, მითუმეტეს დღეს. ომი კიდევ უფრო ამცირებს ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებას და ართმევს ბედნიერების შანსს.
შემთხვევით აღმოვაჩინე ომგამოვლილი ჯარისკაცის ჩანაწერები. სამწუხაროდ თვითონ ომში დაიღუპა, მისმა ჩანაწერებმა კი საბედნიეროდ იხილეს დღის სინათლე. გაგაცნობთ მათ და თქვენ თვითონ ნახეთ, რას განიცდის ადამიანი ომში. იქნება ამის შემდეგ მაინც ვეღარ გავიგონო ასეთი ფრაზები: “აუუუ, რა ტანკია”, “აუ რა კალაშაააა ტოო”, “ერთ-ორ რუსს მოვკლავდი” და ა.შ.

(more…)

Read Full Post »

თითოეულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ღირებულებები. მათ ჩამოყალიბებას განაპირობებს ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება და თვითონ საზოგადოების შემადგენელი ინდივიდები. დაკვირვებების შედეგად მივალთ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში დამკვიდრებული  ღირებულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად  ამერიკულ საზოგადოებაში ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პიროვნული წარმატება, როდესაც აფრიკის ზოგიერთ ტომში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფურ წარმატებას. ინდუსტრიულ საზოგადოებებში გაქრობის გზას ადგას ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ერთგულება, მეგობრობა, ხელგაშლილობა, სიყვარული. დღეს უფრო აქტუალურია მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, ცივსისხლიანობა და ა.შ. როგორია საქართველოს მდგომარეობა ამ ასპექტში? როგორი სახეცვლილება განიცადა ქართულმა კულტურულმა ღირებულებებმა? დაკვირვების შედეგად აღმოვაჩენთ, რომ ქართული საზოგადოება ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაშია. მას სურს ტრადიციული ღირებულებების შეცვლა ან გათანამედროვეობა, მაგრამ ამავდროულად კარგად ვერ აცნობიერებს მსოფლიოში გაბატონებული თანამედროვე ღირებულებების რეალურ არსს. ჩვენ განვიხილავთ ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ისტორიულად დამკვიდრდდა ჩვენს საზოგადოებაში და ვნახავთ თუ რა სახის ცვლილება ან დეგრადაცია განიცადა თითოეულმა მათგანმა.

(more…)

Read Full Post »