Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2009

  • Steven Wilson – lead vocals, lead guitar, additional keyboards
  • Aviv Geffen – lead vocals, guitars, rhythm guitar, keyboards
  • Seffy Efrati – backing vocals, bass guitar
  • Eran Mitelman – backing vocals, piano, keyboards
  • Tomer Z – drums, percussion

2008 წლის ზაფხული. პირველად მოვუსმინე ჯგუფ Porcupine Tree-ს. ეს იყო აგვისტოში: iPod-ში ჩავყარე სიმღერები, წავედი სოფელში და ომიც დაიწყო. ასე რომ მთელი ზაფხული ვუსმენდი ამ ჯგუფს, ყოველ შემთხვევაში მთელი აგვისტოს თვე. საბოლოოდ ძალიან შემიყვარდა ეს ბრიტანული ბენდი!

Steven Wilson, Porcupine Tree-ს ვოკალისტი ცალკე პროექტებს აკეთებს, მაგალითად No-Man. ისევ და ისევ last.fm-ის წყალობით, მოვუსმინე ჯგუფ Blackfield-ს. ეს არის Steven Wilson-ის და Aviv Geffen-ის ებრაულ-ბრიტანული პროექტი.

საინტერესო ფაქტია ის, რომ Aviv Geffen Porcupine Tree-ის ფანი ყოფილა. თავის დროზე მას მიუწვევია ჯგუფი ისრაელში და იქ მომხდარა მათი დამეგობრება. ამის შემდეგ ავივ გეფენი დაეხმარა ჯგუფს In Absentia-ს ჩაწერებზე (ბექ ვოკალი). შემდეგ სტივენ ვილსონთან ერთად შექმნა ცალკე ჯგუფი, რომელმაც ორი ალბომი გამოუშვა.

(more…)

Read Full Post »

last.fm-ზე დავძვრებოდი ჩემთვის… სრულიად შემთხვევით ამომიგდო ეს ჯგუფი (Similar Artists-ში). დამაინტერესა… თურმე რივერსაიდის ბასისტ/ვოკალისტის პროექტი ყოფილა. სასწრაფოდ გადმოვიწერე ჩემი მეგობარი ტორენტ ტრეკერიდან. ჩავუჯექი (სულ რაღაც ნახევარი საათია) და ძალიან მომეწონა! ამიტომაც ავტვირთე ქართულ ჰოსტინგზე და ეხლა თქვენც გეძლევათ საშუალება გადაიწეროთ და მოუსმინოთ.

ჯგუფის მაისპეისი: http://www.myspace.com/lunaticsoulband

შემადგენლობა:

Mariusz Duda (vocals, bass guitar, acoustic guitar, percussion)
Maciej Szelenbaum (piano, keyboards)
Wawrzyniec Dramowicz ( drums, percussion)
Michal Lapaj (hammond organ)
Maciej Meller (e-bow)

(more…)

Read Full Post »