Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2012

მაგარი გაღადაო. იმ დღეს გამეღვიძა და ვეღარ ავდექი. ხო რა, აი ეგრე. იმენა ვეღარ ავდექი. რა გეღადავები შე ჩემა, გაგიჟდი? ახლაც ვწევარ. მხოლოდ თითებს ვამოძრავებ. არავის არ უთხრა ბიჭო, გაიგე? არა ვიცი ტო, ცუდად კი არ მიიღო ამას რო გეუბნები. პროსტა მაინც რა. ხო აზზე ხარ. ოჯახური საიდუმლო გაიჩითა და რამე. დედაჩემი გიჟს გავს. მამაჩემმა ლეპტოპი დამითრია. ინტერნეტში მაინც იყოს, ცოდოა ეგ ჩემისაო. უკვე ორი თვეა ხმა არ ამომიღია. არა რა, ვერ. რაღაცის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვამბობ. ჩემებს მესიჯებით ვებაზრები. ბილაინის რაღაც ძიშოვი სირული ტარიფი ჩავრთეთ და დღეში რამდენ მესიჯსაც მინდა იმდენს ვაგზავნი. თავიდან იმენა საშინელება იყო. თავს დავიბრიდავ-თქო, ვფიქრობდი. მერე მუღამი დავუჭირე. აი წარმოიდგინე, წევხარ და უცბად მოგინდა ლუდი. იღებ მობილურს, წერ მესიჯს და აგზავნი. ლუდი თავისი ჩიფსებით და ფისტაშკებით ეგრევე შენს საწოლთან იჩითება. მისაყოლებელი იმ პონტში მოაქვთ რო ეცოდებით რა. ავად ხარ და ზრუნავენ შენზე. მარა არ მკიდია? რითი ვარ ახლა ცოდო? რომ ვერ დავდივარ და ვერ ვლაპარაკობ? ბებიამაგათის რა! სამაგიეროდ ხო ვწერ და ვფიქრობ? არ ესმით რა. მაგრად არ ესმით. ინტერნეტში ისევ კაი როჟა ვარ. თესლი სურათები მიდევს და იასნად ყველა სურათში ფეხზე ვდგავარ. გოგოებს ჩვეულებრივ ვკერავ რა, როგორც ადრე. ბეზ პრაბლემ. პროსტა თუ რომელიმე ნაბოზარი ვიდეოთვალის ჩართვას მთხოვს, იასნად ვეუბნები გაფუჭებული მაქვს-თქო რა. აბა რა პონტია, ხომ არ ვეტყვი ინვალიდი რომ ვარ შე ჩემა. ღადაობ? ბიჭო სიმუნჯეს კიდევ ეშველება ბაზარი არაა. იმასაც ეშველება რო ვერ დავდივარ. მარა აი რო აღარ მიდგება ეგ მაგრა ტეხავს რა. იმენა პლატონი გავიჩითე. პლატონურად მიყვარს. ხო იცი ეგ ბაზარი არა? შენ რო გიყვარს და პლატონი რო ტყნავს რა. ბიჭო ვეღარც კი ვანძრევ შე ჩემა. პრინციპში რომც მიდგებოდეს მაინც ვერ დავანძრევდი, სულ ვიღაცაა ჩემ ოთახში. აი ამ მხრივ კი მართლა დამენძრა. ერთი ეს ტეხავს, თორე ისე სამოთხეა რა. არავინ მეუბნება წადი იმუშავე, წადი ეს ქენი, ის ქენი. პახაობა არ მიწევს. მომავალზე აღარ ვფიქრობ. იტოკში ასწორებს რა. შენ როდის უნდა გამომიარო შე ჩათლახო შენა? ხო ვიცი ტო. აქამდე სულ გეუბნებოდი არ მცალია-თქო. ეგ იმ პონტში რომ არ იცოდი ეს ბაზარი რა. ახლა ხო აზზე ხარ, შეგიძლია ბეზ პრაბლემ მოხვიდე. ჩემებს ვეტყვი რომ ყველაფრის აზზე ხარ და შეუძლიათ გენდონ. წინასწარ მოიწერე და ლუდს ან რამეს დაგახვედრებ რა. ვაფშე ისეთ დროს გაიჩითე ან ფეხბურთი იყოს ან კალათბურთი. ვუყუროთ რა. ხო კიდევ მაგარი უნდა გითხრა ტო. ეს დღეები რაც ასე მკვდარივით ვწევარ, ბევრ რამეს დავაკვირდი რა. და იმენა ვატყობ, რომ სასტავი მაგარი გამოსირებულია. ბიჭო დაჟე ჩვენიანებს ვაკვირდები და ისინიც მაგრად უბერავენ ტო. აქამდე ვერ ვამჩნევდი. რაღაც პონტში მგონია რო დროა რამე შევცვალოთ რა. ძაან ერთნაირი დღეებია ყველასთვის. ძაან. პოკერი, შმოკერი. ხოდა რომ გამოხვალ ჩემთან გეტყვი რაღაც დვიჟენიების პონტებს. გეტყვი რა, ფურცელზე დაგიწერ რა. სიგარეტს ეწევი კიდე? მალბოროს ხო? დაგახვედრებ ერთ პაჩკას. თუ გინდა პარლამენტსაც გაგიძრობ. კაი რა ტეხავს, ვერ ხარ შენ შე ჩემა რა. ჩემთვის ყველაფერს აკეთებენ. ოჯახის ბუდა ვარ ტო. იმენა. პროსტო ჯერ ეგრე ვერ გავსივდი იმ ჩემისასავით. აუ მაგრად გამისწორდა შენთან ბაზარი ტო. იმენა მომეშვა. წავალ ახლა, ერთი ნაშა უნდა დავკერო. კაროჩე ერთ საიდუმლოსაც გეტყვი. იტოკში რაც აღარ მიდგება და ამბები, სხვა ადგილით ვიღებ კაიფს – ცხივირს წვერით. იტოკში აი ნაშას რომ დავკერავ, ჩემ ცხვირს უნდა დაეჩალიჩოს რა. ბუნება მაგარი ვეშია. სულ ისე არ დამტოვა რა. რა გაცინებს? მართლა ეგრეა. იმენა სერიოზულად მაგდებს ცხვირის პონტი რა და მაგრად მინდა ვინმე დავითრიო. თან მაგისიც რა წავა, მოვა და ჩემ ცხვირს გაეთამაშება რა. რა დრო დადგა ბლიად. ამას ვიფიქრებდი ორი თვის წინ? თავი ტონი მონტანა მეგონა. ახლა მე მართლა გავედი რა ნიკუშ და არ დაიკარგო რა ძმა. ის გოგო მწერს კაკრას და დავებაზრები. მაგარი ვეშია რა ეს ფეისბუკი.

Read Full Post »

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. იცი როგორი კარგი ხარ? აი სახეზე ღიმილი რომ გეფინება გახსენებისას. მერე სულ ვიღიმი. დებილივით. მართლა. არ ვაჭარბებ ერთ სიტყვასაც. მე ცოტას ვიცნობ კარგს. შენსავით კარგს. ცოტას რა, მარტო შენ გიცნობ. მართლა. და მიხარია, რომ თუნდაც წელიწადში ორჯერ (და გამართლების შემეთხვევაში მეტჯერ) მხვდები და მიხალისებ ცხოვრებას. ისე მიხალისებ, რომ მერე კვირები გაღიმებული დავდივარ. დღეს არ ვიცოდი რა მეთქვა. შენ ისევ ისეთი ლამაზი იყავი, როგოც მაშინ, პირველად რომ გნახე. შენ სულ ასეთი ლამაზი ხარ. სულ. არ შეიძლება რა ასე. დამინდე. ერთი ფილმი ვნახე და ტიპმა თავის ძაღლს იმ გოგოს სახელი დაარქვა ვინც უყვარდა. შეიძლება მეც ეგრე მოვიქცე. ლაბრადორის ყიდვას ვაპირებ და რა თქმა უნდა შენს სახელს დავარქმევ. იცი რატომ? შენ სახელს რომ დავიძახებ და ვინმე მიპასუხებს გამიხარდება. თანაც შენ სულ იქნები ჩემს ცხოვრებაში. ხო მართლა. დღეს რაღაცები გებუტბუტე. მარა ეგ რა არის. არ შეიმჩნიო. მე ხომ პატარა ბიჭი ვარ. მხოლოდ ის შემიძლია, რომ გიმღერო და ჩემი გრძნობა მოგცე. მეტი არაფერი. გინდა კი ეს ყველაფერი შენ? არ ვიცი. შენ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. მე ალბათ არ გჭირდები. მერე რა, მე გაგიგებ და მესმის კიდეც შენი. შეიძლება მეწყინოს, მარა დებილი არ ვარ. გაგიგებ და გამიხარდება შენი კარგად ყოფნა. შენ ყოველ ნახვაზე ისე მინდა ჩეგეხუტო და გითხრა, რომ სახლამდე მიგაცილებ. ან თუნდაც ის, რომ ხვალ გნახავ. ან საერთოდ უკეთეს შემთხვევაში ის, რომ ხვალ ერთად გავისეირნებთ. არადა ყოველი შეხვედრა ისე მთავრდება: “კაი, შეხვედრამდე. იმედია მალე შევხვდებით” და მერე სულ ან მეგობრის დაბადების დღეზე ვხვდებით, ან ქალაქგარეთ გავდივართ ერთად. იცი რა მომენტია? მე გავიზარდე. შევიცვალე. მართლა. შემიძლია ვიყო შენ გვერდით. მესმის შენიც, მე ხომ პატარა ბიჭი აღარ ვარ, თავის ცხოვრება რომ ვერ მიუგნია და არ იცის რა უნდა. იცი, მე ვიცი რა მინდა. მე სითბო მინდა. კიდევ სიმშვიდე მინდა. არ ვიცი, გავგიჟდი? ალბათ გავგიჟდი, იმიტომ რომ შენ არასდორს წაიკითხავ ამას და ეს ყველაფერიც ისეთივე უცნობი დარჩება შენთვის, როგორც ის, რასაც მე ვგრძნობ. მე მთელი ცხოვრება, ბუხრის წინ მოვუყვები ჩემ შვილიშვილებს, რომ არსებობდა პრინცესა, რომელიც ჩემ მთელ ცხოვრებას ჯობდა. რომ იცოდე, ალბათ შენც გაგიხრდებოდა. მაგრამ ამას ვერ გეტყვი. არ გეტყვი. შენ განწირული ხარ იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. სხვანაირად არ შემიძლია. მართლა არ შემიძლია. მადლობა რომ არსებობ. მე შენ… არ ვიცი რა ვთქვა. მაგრამ იცოდე, რომ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მე შენ…

Read Full Post »


ვფიქრობ.
ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ.
ფიქრობ.
ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ.
მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო.
შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად.
გიყურებ. გიყურებ.
სულ შენ გიყურებ.
მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ.
თვალებს დაბლა ხრი.
აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ.
სხვას ვუყურებ.
მამჩნევ. სულ მამჩნევდი.
მე მზერას გარიდებ.
ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ.
ცოტ-ცოტას ვმღერი.
არ მისმენ. თვალებს ვერ ამჩნევ.
სივრცეში ეძებ.
მომბეზრდა. მელოდიას ვცვლი.
სიმი გამიწყდა.
თვალებს ეძებ.
სიმები უკვე გაწყდა. თვალებიც.
ნაყინი გინდა?
მე ყელი მტკივა. შენ ვანილი არ გიყვარს.
მე შენ სათამაშო გიყიდე. შენ კიბეზე მოისროლე.
ბავშვობის ოცნება დაიმსხვრა.
შენ არ უნდა აგდებდე სათამაშოს.
ახალ წელს გნახე.
ჩამეხუტე. სულ მიყვარდიო.
მე შენი ტყვეობიდან დახსნა გადავწყვიტე.
მერე გამოვფხიზლდი.
ხანდახან კარგია სიმთვრალე. გმირობა უფრო ადვილია.
ლაჩრობა რთულია. ძნელად ასატანი.
მე ვერ დაგიხსენი.
შენ ახლა სადღაც ხარ. მეც სადღაც ვარ.
მეცეკვეო. გეცეკვე.
მახსოვს ყურში ჩამჩურჩულე.
მეტი აღარაფერი. ბუნდოვნად.
შენი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
ჩემი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
მერე მზე გამოვიდა.
კიდევ დამავიწყდა ბორჯომის ყიდვა.
გინდა რაღაც გითხრა? მოიწი ახლოს.
გეღიმება. როგორც ადრე. ბავშვობაში.
ადრე არ ციოდა.
სახლში მოსვლისას იღიმოდი. სადილობდი.
ახალი წელი გიყვარდა. სკოლაში ერთად ვმღეროდით.
ოცდახუთსა დეკემბერსა. ქრისტე იშვა.
მერე შვიდ იანვარს შობა დგებოდა.
შენ წახვედი. სულ წახვედი.
მე შობას გილოცავ. სულ მოგილოცავ.

Read Full Post »

გპირდები:
არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ.
არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ.
არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს.
არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს.
არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი.
არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე თავი ადამიანებაც კი მოჰქონდათ.
არასდროს გაგიცრუებ იმედებს, რადგან იმედი ერთადერთია, რაც შემოგვრჩა.
არასდროს დაგტოვებ ამ გაპარტახებულ ყოველდღიურობაში.
არასდროს ვიმღერებ ისე, თვალზე მომდგარი ცრემლის სინანულით მოიწმენდის საბაბი რომ მოგცე.
არასდროს ვიმღერებ ხმამაღლა.
არასდროს დავუკრავ ისე, რომ ადგე და ოთახიდან გახვიდე
არასდროს გატკენ გულს.
არასდროს დავაწიყდება ვის უნდა გავუფრთხილდე ცხოვრებაში.
არასდროს დავუბრუნდები პერიოდს, როცა საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ხან ალთას ვიყავი და ხან ბალთას…
არასდროს დავიწუწუნებ წარსულზე, რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ.
არასდროს დავივიწყებ ადამიანებს, რომლებიც არასწორად გაფასებდნენ.
არასდროს არავინ გეტყვის, რომ მე შორს ვარ.

ვერ შეგპირდები:
ოდესმე მივხვდები, რა მინდა.
ოდესმე მეცოდინება, რა მიყვარს.
ოდესმე ვიპოვი სიმშვიდეს.
ოდესმე შევძლებ გავიცინო.
ოდესმე მოვრჩები საკუთარი თავის ძიებას.
ოდესმე ვიქნები ის, ვინც ვარ.
ოდესმე ვიპოვი ძალას ვიარსებო უშენოდ.
ოდესმე ვიცხოვრებ სტაბილურად.

ვიცი:
შემიძლია სიყვარული.
შემიძლია ზრუნვა.
შემიძლია ტირილი.
შემიძლია გემრიელი სადილის მომზადება.
შემიძლია სუპრიზების გაკეთება.
შემიძლია ჩემი ცხოვრება შენ დაგითმო.
შემიძლია მიყვარდე.

Read Full Post »

ბედნიერებისთვის საჭიროა:

• დილით ადრე გაღვიძება
• საძილე ნიღბის მოხსნა
• დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება
• წყლის გადავლება
• კბილების გამოხეხვა
• სახის ჰიგიენური მოწესრიგება
• ჯანსაღი საუზმის მიღება
• გემოვნებიანად ჩაცმა-დახურვა / გამოპრანჭვა
• სამსახურში წასვლა
• შუადღემდე აქტიურად მუშაობა
• თავაზიანი და მომღიმარი სახით ჯდომა
• შუადღეს სადილი მეგობრებთან / კოლეგებთან ერთად – სასურველია არა fast food ტიპის დაწესებულებები
• სამსახურში დაბრუნება
• ვორკოჰოლიკ იმიჯის შექმნა
• უფროსისთვის ორი-სამი კომპლიმენტის თქმა
• ყველაფრის ხუთიანზე პლიუსით შესრულება
• სამუშაო დროზე ნახევარი საათით მეტხანს დარჩენა: გახსოვდეს რომ ბევრი საქმე გაქვს და თან ეს ყველამაც ნახოს
• სახლში დაბრუნება – სასურველია საკუთარი ავტომობილით. უკიდურეს შემთხვევაში – ტაქსით
• ვახშამი – ჯანსაღი მინერალებით მდიდარი, რა თქმა უნდა
• ტელევიზორის ყურება – არხების მშვიდი ტემპით ცვლა
• საინფორმაციოების მოსმენა
• ამ თვის ბესტსელერის წაკითხვა
• ძილის წინა მომზადება – კბილების გამოხეხვა, პიჟამოების ჩაცმა
• დაძინება

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ.
მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, როცა არ მეშინია? გარისკავ? მზად ხარ ყველაფერი დადო სასწორზე და გარისკო? დავიჯერო მართლა ასე ძვირფასი ვარ შენთვის? მე ხომ იდიოტი ვარ.
წლებია მარტოობაში ვკლავ წუთებს და ვფლანგავ სიყვარულს, რომელიც ჩემში საკმარისზე მეტი დოზითაა და რომელიც მანადგურებს, რადგან ბედნიერება მხოლოდ გაზიარებულია სრულფასოვანი. იცი, ნაცრისფერ ქალაქში საერთოდ აღარაფერია ჩემთვის დარჩენილი. მხოლოდ შენ ხარ ფერადი. მე მაინც მეშინია შენი. შენ ხომ ჩემი ძირეული შიშის დაძლევას ცდილობ. მე კიდევ რატომღაც ისევ ჩვენი წინაპრების მიერ გაცვეთილი პრინციპით ვხელმძღვანელობ: “შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი ჯობიაო”. აუ რა დებილი ვარ. ღმერთო, რა დებილი ვარ.
დღეს ვფიქრობდი და მიხაროდა. მიხაროდა, რომ ვფიქრობდი. მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი. უფრო მეტად კი ის მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი როგორც ადამიანზე, რომელსაც გავუზაირებდი ჩემ სითბოს. ბევრს ვფიქრობ. არ შეიძლება უბრალოდ გაგიზიარო ჩემი სითბო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიამოვნებით გაგიზიარებდი მას? როგორ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ ზედმეტს ვფიქრობთ. დღეს აღარავინ ფიქრობს ჩვენს გარდა. იმედია ჩვენც მალე გადავშენდებით, როგორც დინოზავრები. ან თუ არ გადავშენდებთ, ამდენ ფიქრს მაინც გადავეჩვევით. ისე მეორე ვარიანტი ჯობს, ალბათ დამეთანხმები. ჯერ არ მინდა სიკვდილი. არ გვინდა სიკვდილი.
“In the Dark There’s a lot we don’t show” – და შუქი რომ ავანთოთ არ შეიძლება? მერე ალბათ ყველაფერი გამოჩნდება. მე, მაგალითად, 22 წელია სიბნელეში ვარ. უკუნითში. აი ისეთში, თვალთან თითს რომ ვერ მიიტან. სწორედ ამ სიბნელის გამო ვერ ვარჩევ, ვინ კარგია და ვინ – ცუდი; ვის ვუყვარვარ და ვის – ვუნდივარ; ვის ვჭირდები და ვინ – მიყენებს; ვის ვეხმარები და ვინ – მხმარობს. ვითომ ეს ყველაფერი 90-ნების ბრალია? უშუქობას და სიბნელეს ზედმეტად მივეჩვიე.
მერამდენე ხუთშაბათია პარასკევს ველი და მერამდენე პარასკევია, რომლის მოსვლაც არ მიხარია. მოდი გავერთიანდეთ რა. მოდი, ერთნი გავხდეთ. აი უბრალოდ ავდგეთ და ერთნი გავხდეთ. ერთად ვისუნთქოთ, ერთად ვიდარდოთ, ერთად ვიყოთ მარტო და ერთად ვიტიროთ. მიყვარს, როცა ერთად ვტირით. ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? აბა კი. მე ვტირი. მე იცი რას გასწავლი? რას და როგორ უნდა იყო კარგ ხასიათზე. ოღონდ ერთი პირობით: შენ უნდა მასწავლო, როგორ გამოვიდე სიბნელიდან და როგორ აღარ მეშინოდეს.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი და ვოცნებობ: ვინმე ძილის წინ ჩემზე ფიქრობდეს, როგორც ადამიანზე. ძალიან მინდა ეს ოცნება ამიხდეს. იცი როგორ ფიქრობდეს? აი ასე: “მერაბს რამე აწუხებს?” “ნეტავ მერაბი ბედნიერია?” “ნეტავ მერაბს როგორ ძინავს?”
მე მორწმუნე ვარ. მუხლებზე დაჩოქილი დემიენის და კიდევ იმის მწამს, რომ ერთ დღეს ენის წვერზე მომდგარ ფრაზას მომღიმარი სახეებით გავაჟღერებთ. წარმოდგენილიც კი მაქვს სცენა. ერთმანეთს შევხედავთ, ოდნავ გაგვეღიმება და სინქრონში ვიტყვით ენის წვერზე მომდგარ ფრაზას… დიდი ხნის ნანატრ ფრაზას, რომელსაც ვერ ვამბობთ.
ისე, ვიტყვით კი ოდისმე?

Read Full Post »

ოთახის შუაგულიდან ყრუდ ისმის კლავიშების ხმა. ჩვენ არ ვუკრავთ პიანინოზე, მაგრამ შორიდან მაინც გვესმის მისი ჟღერადობა. ჩელო? ეს უკვე ზედმეტია. ჩელო ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ცხოვებას. ჩვენ ისედაც მშვიდნი და კორექტულნი ვართ. კორექტულნი და მშვიდნი. ჩელო ნამდვილად ზედმეტია. ის მხოლოდ დეპრესიულ და საკუთარი ადგილის ვერმპოვნელ ტიპებს სჭირდებათ. ჩვენ პიანინოც გვეყოფა – ოთახის შუაგულიდან ყრუდ წამოსული ბგერებით.

ადამიანების ხმა ბუნდოვნად ისმის. ისინი ბუტბუტებენ. ჩვენ საუბარი არ გვესმის, რომელიც მხოლოდ შიგადაშიგ გამოერევა და ისიც დაბალ სიხშირეებზე, ყველა რომ ვერ დაიჭერს ისე. საუბარი არ არის საყოველთაო. საუბარი არის ადამიანური. ყველა არ არის ადამიანი. ზოგი მოადამიანიაო – უბრალოდ ცდილობს რომ იყოს ადამიანი, ან თამაშობს ადამიანობას.

ბგერები გულში გამომეკვეთა. მე დღეიდან ყოვლეთვის ვიქნები მომართული დოს ჰანგებზე. დო + ფა – ყველაზე ადვილი და ყველაზე მრავლისმთქმელი ორი აკორდი. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ამ ორ აკორდზე შევქმნი სიმღერას, რომელიც იქნება ამ ორი აკორდივით მარტივი და ამავდროულად კარგი. მე მჯერა დოსი, მე მჯერა ფასი. მე არ მჯერა რესი.

დო, ფა, ლა, სოლ. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. არც ერთია ერთი და არც მეორე ყველა. არც ერთია ყველა და არც მეორე ერთი. ყველანი ერთნი ვართ და ერთნი ყველა. კარგი კაცია ალექსანდრე. ნამდვილად კარგი კაცია. არა მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ კარგი კაცია ალექსანდრე. და არა მარტო იმიტომ, რომ ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის. და არც იმიტომ, რომ ერთი ყველა არაა და ყველა ერთი არაა. უბრალოდ.

ცხოვებაში ყველაფერი კარგი უბრალოდ ხდება. ყველაფერი საუკეთესო – უბრალოზე უბრალოდ. გინდა იყო კაი ტიპი? უბრალოდ გაიღიმე და მიესალმე ყველას, ვისაც იცნობ. გინდა არ იყო კაი ტიპი? ეგეც ადვილია. არ გაიღიმო და არავის მიესალმო. გინდა იყო სულელი? გაიღიმე და მიესალმე ყველას, მიუხედავად იმისა, იცნობ თუ არა. გინდა იყო პირქუში სულელი? არასდროს გაიღიმო და არასდროს მიესალმო არავის, თუნდაც ნაცნობს.

ცხოვრება მუსიკაა. ჩვენი სულების მუსიკა. ზოგი კარგი მუსიკოსია, ზოგი არაფრად ვარგა. ცუდი აქაც ჭარბობს.

Read Full Post »