Feeds:
Posts
Comments

Archive for August, 2010

დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, როგორც უინტერესო, ისე საინტერესოზე და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით გიორგის (ცისკარას) სახლთან და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრებისეული დებატები.
წარმოიდგინეთ სცენა: ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე ბაღი, საბავშვო გასართობები, მის გვერდით განლაგებული სკამები და ზედ მოთავსებული რამოდენიმე მეგობარი – მე, გურამი, გიორგი (ცისკარა), გიორგი (ფრუზიკა) და ცოტა ხნის შემდეგ მოსული მარი (გიორგი-ცისკარას მეგობარი). ხუთი ადამიანი, რომლებიც სხედან ყველასგან და ყველაფრისგან დავიწყებული პარკის მარტოხელა სკამზე და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გაჩნდა განსხვავებული აზრები და დაიბადა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი; თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული. ასეა თუ ისე, მე თქვენ გიამბობთ იმ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ, რომელიც გაჩნდა ჩვენი საუბრის შემდეგ.
ცისკარამ ასეთი რამ ვკითხა: “თქვენი აზრით, ცხოვრებაში უფრო მეტი კარგია თუ ცუდიო?” ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვქონდა – გიორგი-ფრუზიკამ ცუდიო, ასე უპასუხა; მე მხოლოდ კარგს ვხედავ და ჩემი პასუხიც ბუნებრივია “კარგი” გახლდათ; გურამმა საერთოდ ორაზროვნად უპასუხა: “ალბათ კარგიო”. ამის შემდეგ ცისკარამ გვკითხა, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი. გურამმა უპასუხა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა: სამსახური, ცოლი, შვილები, ერთ-ორ კვირიანი შვებულება და ყველაფერი სტანდარტული. თუმცა ის ამ ყველაფერს კარგად იღებს და არ თვლის თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანად. აი როდესაც ჯერი ჩემზე დადგა, მაშინ დაიწყო ყველაფერი საინტერესო…
ბუნებრივია, ვეცადე ყველაზე კარგად წარმომედგინა ჩემი მომვალი. გონების ძლიერი დაძაბვა არც იყო საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია რაც წარმოდგენილი მაქვს ჩემი მომავალი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, არა? მოკელდ გიამბობთ. ჩემი მომავალი ცხოვრება იქნება შემდეგნაირი: ვიქნები მარტოხელა, რადგანაც არ შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად; ვიქნები ცოტათი ლოთი, რადგანაც უკვე ძალიან მიყვარს სასმელი; გავხდები არშემდგარი მუსიკოსი, რომელიც მუდამ იწუწუნებს იმაზე, რომ სუბიექტური მიზეზების გამო მისი სიმღერები არ დააფასეს; შიგადაშიგ, თვეში ორჯერ, მოვიხმარ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას – ალბათ სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიხედვით; საბოლოო ჯამში კი მოვკვდები ახალგაზრდა, 50-55 წლის, ყველასგან მივიწყებული, ისე რომ შთამომავლობასაც კი არ დავტოვებ. ასე წარმომიდგენია მე ჩემი მომავალი. თუმცა მე იმასაც ვამბობ, რომ  ვცდილობ ასეთი მომავლის თავიდან აცილებას და ჩემი ცხოვრების შეცვლას. თუმცა ცისკარამ მკაცრი ვერდიქტი გამომიტანა: რადგანაც შენ ასე წარმოგიდგენია შენი მომავალი, ე.ი. შენ მოგწონს კიდეც ისო. ასე რომ, ცხოვრების ბოლოს მე იქნები ლოთი და მარტოხელა მუსიკოსი. ვნახოთ, ვნახოთ. ხმამაღალი განაცხადია ბატონი გიორგი-ცისკარას მხრიდან.
ასეა თუ ისე, ჩვენი ბაღის საუბრებიც მალე დამთავრდა და მე, გურამი და ფრუზიკა სახლში დავბრუნდით. საბოლოოდ მე და ფრუზიკა შემოვრჩით ჩვენ იტალიურ ეზოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ლუდი და ძილის წინ ოდნავ შეზარხოშებულებს ჩაგვეთვლიმა და გვეთქვა ნახვამდის ამ ყოველდღიური რუტინისთვის. მე დავლიე ორი “ნატახატარი ექსტრა” და ახლა ძალიან კარგ ხასითზე ვწერ ამ პოსტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს ჩემი მომავალი. ჩემთვის მთავარია ორი რამ: (1)ვგრძობდე თავს კარგად და (2)ვუყვარდე იმ ადამიანს, რომელიც მე მეყვარება. თუ ეს ორი რამ ასრულდება, მერე თუნდაც სულ ლოთად და უსახლკაროდ დავღუპულვარ. ცხოვრება მაინც წარმავალია და ყველა კვდება.

Advertisements

Read Full Post »

ახლა ვზივარ ჩემ საყვარელ კომპიუტერთან. ეს ჩემი საყვარელი კომპიუტერი ქალი რომ იყოს, ალბათ სექსიც მექნებოდა მასთან. მაგრამ ვაი რომ პლასტმასისაა და თან ვერ სუნთქავს (აბა ვის უნდა სექსი ისეთ არსებასთან, რომელიც ვერ სუნთქავს). ხოდა, ვზივარ ასე უსაქმურად კომპიუტერთან. თანაც მარტო არ ვარ –  ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ, გიოსთან და სოსოსთან. სოსო მომავალი ბლოგერია – დღეიდან გაყო თავი ამ ხათაბალაში. მომავალში შეეცდება რაც შეიძლება ღრმად ჩაეფლოს ამ მორევში. იმედი მაქვს არ დაემსგავსება ბლოგერთა გარკვეულ ნაწილს და არ დაიწყებს ტრაკში პერო გაყრილი და “პიზდეც ინტელექტუალური” პოსტების წერას. გიოს ყველაფერი კიდია – მთავარია დალიოს და გოგოები შეაბას. კარგად ცეკვავს, კარგად უკრავს და როგორც ვიცი, ლოგინშიც არ მოიკოჭლებს. ხოდა წელს ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტში, ალასანიას რომ ეძახიან. ხოდა გოგოებო, თქვენი მადლი მოისხა ჩემმა მეგობარმა გიომ. თქვენ თვითონ ნახავთ ერთ წელში და მერე დააკომენტარეთ ამ პოსტზე.
ხოდა ვზივართ ეს სამი განუყრელი მეგობარი და ვუყურებთ რაღაც ფილმს – სამი ბოზანდარა როგორ კლავს ასობით კაცს. იმის მაგივრად გვწყინდეს, რომ ჩვენი სქესის ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ჩვენ ვსხედვართ და გვიხარია. ვითომ ლუდის გამო? არა. იმიტომ რომ ლუდი აღარ გვაქვს. ფულიც აღარ გვაქვს.  კაპიტალისტების დედაც! რატომ ღირს ლუდი ასე ძვირი? ხო, წერის განსხვაევბული სტილი არ შეიმჩნიოთ, ნასვამი ვარ. იმიტომაც არ ვწერ ხოლმე ნასვამზე. გამონაკლისი დღევანდელი დღეა. ხო, აი იმ ფილმის პოსტერი, რომელსაც ახლა ვუყურებთ:


კარგად დააკვირდით ამ ქალებს: მკერდი თავის ადგილზეა, უკანალიც საკმაოდ კარგადაა გაბერილი სილიკონით. სახეებსაც არა უშავს. მაგრამ რა უნდათ ამათ ფილმში? რა უნდათ ამათ დიდ ეკრანზე? მოკლედ რა, სულ გამოსულელდა მსოფლიო. შიშველ მკერდს თუ ხედავენ, სხვა აღარაფერი აინტერესებთ. არა მე არ ვამბობ, რომ მკერდი არ მიყვარს; მაგრამ მე მიყვარს მკერდი ისეთ ფილმში, რომელშიც მას კარგად წარმოაჩენენ. თორემ ისე მკერდი ყველას აქვს – ჩემს მეზობლებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მაღაზიის გამყიდვლებს, ჩემი ქუჩის ქურთ მეეზოვესაც კი. მოკლედ, გაატარეთ, არ შეიმჩნიოთ. უბრალოდ ერთს ვიტყვი: ჩვენ გვინდა დახვეწილი და სექსუალურად წარმოჩენილი მკერდი. მაგალითისთვის იხილეთ ფოტო:

მეყოფა ახლა, ძალიან ცხელა. ხოდა თუ ვინმეს პოსტი მოგეწონათ, გელით ჩემთან სახლში. ოღონდ ლუდი იყიდეთ აუცილებლად, ისე არ შემოგიშვებთ. თუ არ მოგეწონათ, მაგასაც არა უშავს – მთავარია წაიკითხეთ.
პ.ს. აი ასე ვართ დაახლოებით:

პ.პ.ს. აი ეს ლუდი გვინდა, მაგრამ ნატახტარზეც არ ვიტყოდით უარს.

Read Full Post »

დღეს კარგი დღე იყო. კინოთეატრებ რუსთაველისა და ამირანის წყალობით (ერთხელ მაინც გამოვიყენებ სიტყვა “წყალობას” სხვა დროს სულ ამ კინოთეატრების კრიტიკაა, მძიმე ფორმებში), აგვისტო-სექტემბერში მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე კარგი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე. მართალია აქციის სახელწოდება “101 საუკეთესო ფილმია”, მაგრამ ჩემთვის იმ 101-იდან მხოლოდ ნახევარი თუ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ასეა თუ ისე, დღეს კარგი ფილმი გადიოდა – 99 ფრანკი. ერთხელ უკვე მქონდა ნანახი დიდ ეკრანზე და იმდენად მომეწონა, რომ მეორე შანსსაც ვერ გავუშვებდი ხელიდან. კიდევ ერთხელ უნდა დავმტკბარიყავი ჟან ძუჟარდენის თამაშით, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი უზომოდ ნიჭიერი და ღრმად ნარკომანი რეკლამების დიზაინერის როლის თამაშს.

მთლიანად ფილმი რომ მომწონს, უკვე აღვნიშნე. ახლა კონკრეტულად და მოკლედ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა სხვადასხვა საკითხებზე.

  • ოკტავი და სოფია – პარიზის პატარა, მიკიბულ-მოკიბულ ქუჩებში მოსეირნე ორი ადამიანი, რომელთაც ყველაფერი ფეხებზე კიდიათ; ვგიჟდები და ტანში მბურძგლავს, როცა ვხედავ ამ ორ ადამიანს, რომლებიც ყოველი სახლის მოხერხებულ ფანჯრის რაფაზე, მოფარებულ სადარბაზოსა თუ უბრალოდ კონფორტულ კუთხეში აგრესიული სინაზით ეუფლებიან ერთმანეთს. ალბათ ოცნებად დამრჩება ასეთი წყვილის ხილვა ჩვენი ჩამკვდარი ქალაქის, აჭრელებული ქუჩების თუ მიძინებული უნივერსიტეტის მიდამოებში. ყველაფერში გვძინავს და არც სექსუალურ რევოლუციას შემოუღწევია ჩვენს აზროვნებაში; მიყვარს ოკტავი, რომელიც სოფიას ფეხმძიმობისგან გამოწვეულ შოკს არ იმჩნევს და ფსელის სუნზე კაიფობს; მშურს ოკტავის, რომელიც უარს ისე ეუბნება მისი შვილის დედას, რომ საერთოდ არ წარმოთქვამს სიტყვა “არას” და არც თავს იმართლებს სხვა ნებისმიერი ჟღვლინტიანი მოკვდავივით, რომლებიც ათას სისულელეს მოიგონებენ თავის გასამართლებლად. ოკტავი არ იმართლებს თავს, მას არ ეკადრება ამ დონემდე დაცემა; ყველაზე მეტად ის მგვრის შოკს, რომ ოკტავს უყვარს სოფია, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ ის ვერ იღებს თავზე ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას. არც არის საჭირო. როგორც ის იტყოდა, “ყველაფერი წარმავალია, დედამიწა, ადამიანები, თქვენ, მე. მე – განსაკუთრებით”.

  • საცოდავი კარიერისტები – ეს თემა ყოველთვის ახლოს მხვდება გულთან და ამაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ისევე როგორც მე შემიძლია ხანგრძლივად საუბარი ამ საკითხზე, კარიერისტებსაც შესწევთ ამის ძალა, ოღონდ მათ ჩემგან განსხვავებით დიდხანს შეუძლიათ ტრაკის ლოკვა, დიდხანს და თან დაუღლელად, რაც მთავარია. “დღეს თეთრი პერანგი უნდა ჩავიცვა, უფროსს მოეწონება”, “ჩემი შეფი ბრაზდება და ვერ იტანს, როცა ოთახში მზე შემოდის. სასწრაფოდ უნდა ცამოვაფარო ფარდები”, “დღეს ჩემი უფროსის შვილის დაბადების დღეა, საჩუქარი უნდა ვიყიდო, მის გულს საბოლოოდ მოვიგებ”, “ბატონო ფრანსუა, გნებავთ წყალი მოგიტანოთ? ყავა? ჩაი? თქვენ ოღონდ ბრძანეთ!” “ბატონო ფრანკო, გინდათ მინეტი გაგიკეთოთ? საკმაოდ კარგად გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თქვენ გიკეთებთ, ისიც კვირაში ორჯერ” – საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებაზე მორგება, საკუთარი შეხედულებების შეცვლა იმისდამიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა “ბოსმა” და რამდენად ისიამოვნა მდივნის მიერ შეთავაზებული სამაგიდო სერვისებით. გრცხვენოდეთ მეგობრებო, გრცხვენოდეთ. თქვენ ალბათ სექსზეც იტყვით უარს, თუკი ამას უფროსი მოგთხოვთ. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, გაგახსენებთ იმ სცენას, ოკტავს რომ ფეხებში უვარდება თანამშრომელი – არ დამაღალატო თორემ სამსახურს დავკარგავო. “წატიშენი”©დავიდ ჩიხლაძე – ასე უნდა ეპასუხა ოკტავსაც, მარა არა – ის საცოდავი ამ პასუხის ღირსიც კი არ იყო.


  • ორი დასასრული – მახსოვს პირველი ყურებისას გამიკვირდა, ტიტრები გადის და დარბაზში შუქს რატომ არ ანთებენ-მეთქი? თურმე ის “დროებითი” ტიტრები იყო. ფილმს აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული. ორივე ძალიან კარგია და ადამიანზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევს. მე პირველი დასასრული უფრო მომწონს: სოფია თავს იკლავს; ოკტავი ფრენის სწავლას იწყებს ცათამბჯენის ბოლო სართულიდან და  პირველივე მცდელობაზე უხეშად ეცემა იმ კაცის მანქანაზე, ვინც მას რეკლამებს უკვეთავდა . დაცემისას, სიკვდილის წინ, ოკტავი იმ დაუვიწყარ ფრაზას ამბობს, რომ ყველაფერი წარმავალია – ეს ერთი ფრაზაც ღირს იმად, რომ მე პირველ ვარიანტს მივანიჭო უპირატესობა. მეორე დასასრულსაც აქვს თავისი ხიბლი: ოკტავს მიეცა შანსი ახლიდან დაეწყო ცხოვრება – ის ცივილიზაციას მოშორდა და სადღაც კუნძულზე გადაბარგდა, აბორიგენებთამ საცხოვრებლად. იქამდე მიწასთან გაასწორა სარეკლამო ინდუსტრია და ყველას დაანახა, რომ რეკლამები მხოლოდ ადამიანის გონების დეგრადაციას, მის ზომბირებას და გამოდებილებას ემსახურება. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, მაინტერესებს, თქვენ რომელ დასასრულს ანიჭებთ უპირატესობას. ვინც ამ პოსტის მერე ნახავთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ამ შუაღამეს სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა თქვენთვის.

პ.ს. ტუალეტში შესვლისას დაფიქრდით, რამდენად სწორად შეარჩიეთ ტუალეტის ქაღალდი. იმაზეც დაფიქრდით, რეკლამების გავლენით რამდენი უაზრო რამ გიყიდიათ ცხოვრებაში. იქნებ ამ უაზროდ გადაყრილი ფულით შიმშილს ებრძოლოთ აფრიკის კონტინენტზე? დაფიქრდით მაინც, თორემ თქვენ რომ აფრიკა და მოშიშილე შავკანიანები სულ არ გადარდებთ, ამაზე არსებული მდგომარეობაც მეტყველებს.
პ.პ.ს. 99 ფრანკს უყურეთ საღამოსკენ. ნაბახუსევზე არ გირჩევთ ფილმის ყურებას.

Read Full Post »

ივლისის მერე ჩემ ბლოგზე პოსტის ჭაჭანება არ ყოფილა. ცივილიზაციას მოვწყდი: ჯერ კომპიუტერის გაფუჭების, ხოლო შემდეგ სოფელში წასვლის გამო. რამოდენიმე დღის წინ ჩამოვედი, მაგრამ ტემპიდან ვარ ამოვარდნილი და დღემდე ვერ მოვახერხე რაიმეს დაწერა, თუნდაც ორი სიტყვის. არადა ამ ერთი თვის მანძილზე საკმაოდ ბევრი რამ დაგროვდა, რაც აუცილებლად უნდა გადავიტანო სადმე: ან ბლოგზე, ან სიმღერებში (სამწუხაროდ ხატვა არ მეხერხება). ვეცდები რაც შეიძლება მალე დავწერო ახალი პოსტ(ებ)ი. ვისაც გაუხარდება ახალი პოსტის ხილვა, მეც გამიხარდება. ვისაც არ გაუხარდება, მე მაინც გამიხარდება, რადგან არგახარება უკვე ნიშნავს არაინდიფერენტულ დამოკიდებულებას, მე კი ეს მსიამოვნებს. ასე რომ, დროებით. მანამდე კი გიტოვებთ ამ მშვენიერ სურათს:

Read Full Post »