Feeds:
Posts
Comments

Archive for June, 2011

პოსტი იწერება The Cure-ის “Pictures Of You”-ს ფონზე.

მთელი ცხოვრება ვეძებ შენს სახეს… შენს ტუჩებს, თვალებს, ცხვირს, ღიმილს… მე ვიცი როგორიც ხარ, უფრო სწორად ვიცი, როგორიც მინდა იყო.  ან სულაც არ ვიცი, იმაშიც კი ვერ გავრკვეულვარ, ვიცი თუ არა… სწორედ აქ მთავრდება ჩემი შანსი ბედნიერებისკენ. რადგან “ვიცი” როგორი უნდა იყო, შესაბამისად იმის შანსი, რომ მართლა შეგამჩნიო და გიპოვო თითქმის ნულის ტოლია. მე არ ვცდილობ, მიგიღო ისეთი როგორიც ხარ, ისეთი როგორიც გულის სიღრმეში მომწონხარ, როგორიც ხარ და როგორიც გამილამაზებ ცხოვრებას. მე ვეძებ სხვანაირს, ყოველთვის იმისგან განსხვავებულს, ვინც ჩემთანაა და მზადაა გამხადოს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი არსება. ეს ალბათ ადამიანის უარყოფითი ბუნებაა. თუმცა შეიძლება მხოლოდ მე ვარ ასეთი უარყოფითი და ვერ ვირგებ იმას, რაც უკვე ჩემია და რაც მართლა მომანიჭებს ბედნიერებას. მე გეძებ შენ, თუმცა ჯერ არ შემხვედრიხარ. მე მომწონს შენი თვალები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი როგორი თვალები გაქვს შენ. ვგიჟდები შენ ღიმილზე, მიჯხედავად იმისა, რომ არ ვიცი როგორი კბილები გაქვს შენ. მომწონს შენი თმა, რომელიც სავარაუდოდ გრძელია, იმიტომ რომ მიყვარს გრძელი თმა. ეს ნამდვილად ვიცი. საერთოდ ძალიან ცოტა რამ ვიცი  “მე და შენ” შესახებ, მაგრამ ის ვიცი, რომ გრძელი თმა და სიგამხდრე მომწონს. ძვლებს რომ ვგრძნობ, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ. ბუნებრივიც მაშინ ვარ და ალბათ ეს მხდის ბედნიერს. არეულად ვწერ ალბათ, მაგრამ ეს იმიტომ რომ ბედნიერი ვარ. რატომ ვარ ბედნიერი? იმიტომ რომ ბუნებრივი ვარ. ბუნებრივი კი იმიტომ ვარ, რომ ჩემ გოგონაზე ვწერ. როგორია ჩემი გოგონა? არც მე ვიცი, თუმცა მაინც ბედნიერი და მხიარული ვარ. დარწმუნებული ვარ ის ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ცუდს მე ვერ გავუძლებ და ან მალევე დაშორდება ჩვენი გზები ერთმანეთს, ან კიდევ მე ვეცდები გავაცალკევო ჩემი გზა მისი ცხოვრების ბილიკისგან. მე მოგიტევებთ ყველას, ვინც ყურადღებას არ მაქცევთ და გაცნობამდე იჭერთ დისტანციას ჩემთან. ერთ დღეს თქვენ მიხვდებით, რომ შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება, რადგამ მე ჩემ გოგონასთან ვიქნები, რომელიც ძილის წინს მაკოცებს და გაღვიძებისას ყავას მომიდუღებს. თუმცა ეს იშვიათად მოხდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში მე ვეცდები მასზე ადრე გაღვიძებას, რათა დილის საუზმე საწოლშივე მივართვა. მე წინასწარვე მივყარს ის, ვინც ცხოვრების მეგზურობას გამიწევს, ვინც მეტყვის, რომ არ ვარ წყალწაღებული და შემიძლია რაღაცის გაკეთება; ვინც მეტყვის და დამარწმუნებს, რომ სიყვარული შემიძლია და არ ვარ უბრალოდ ქარაფშუტა, რომელიც თავგადასავლების ძიებაში ქარის წისქვილებასაც კი ვერ გადააწყდა. მე მჯერა, რომ Pictures of you სულ მალე გახდება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მე შენ ისევე შეგისისხლხორცებ, როგორც ამ სიმღერას, რომელსაც წესით უნდა უსმენდე ამ პოსტის კითხვისას. მე მომწონხარ შენ. ისეთი როგორიც ხარ. იმიტომ რომ ჩემი “pictures of you” ძალიან ბუნდოვანია და შენი ნებისმიერ წამს შეგიძლია გახდე ჩემი რეალობა, განსხვავებით გონებაში მოფარფატე სურათებისა.

Advertisements

Read Full Post »