საჭიროდ ჩავთვალე სულ ცოტა რამ მაინც დამეწერა ჩემ შესახებ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც, აგერ უკვე მერამდენედ, მიზნად დავისახე აქტიურ ბლოგერად ჩამოყალიბება. ვნახოთ ამრიგად რა და როგორ გამომივა. რაც არ უნდა იყოს, შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს და ინფორმაციას ჩემ შესახებ.
დავიწყებ სტანდატრული ინფორმაციით და გაგიზიარებთ ჩემ კოორდინატებს, რათა სურვილისამებრ შეძლოთ დაკონტაქტება:
mail: merabino@hotmail.com
facebook: http://www.facebook.com/mebo.nutsubidze
last.fm: http://www.last.fm/user/merabino
blogs: https://merabino.wordpress.com/; http://rafageorgia.wordpress.com/
ახლა რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ინფრომაციას. ვარ სტუდენტი. ვსწავლობ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სპეციალობით ვარ მომავალი საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე. ჯერ-ჯერობით მომწონს ეს პროფესია, თუ არ ჩავთვლით გარემოს, რომელიც სუფევს ფაკულტეტზე და განსაკუთრებით ამ სპეციალობაზე.
სწავლის გარდა დაკავებული ვარ მუსიკით. ვუკრავ გიტარაზე, პიანინოზე. ვმღერი და ვცდილობ სიმღერების წერას. რაღაცეები გამომდის კიდეც შიგადაშიგ. როგორც კი ჩავწერ, მსურველებს გავუზიარებ აუცილებლად.
ბონუსის სახით ჩემი მოკლე “ბიოგრაფია“:
მერაბ (მებო) ნუცუბიძე
20 წლის (ფიზიკურად)
14 წლის (სულიერად)
თავისუფალი (ყველა ასპექტში, დროსა და სივრცეში)
სუნთქავს (სხვების სუნთქვით)
იკვებება (საკვებით და სილამაზით)
აფასებს (ყველაფერ ლამაზს, სუფთას და მარტოს)
უყვარს (მუსიკა, კინო და ერთი გოგო)
მოუსვენარი (განსაკუთრებით დღისით)
დამღლელი (განსაკუთრებით ღამით)
შეყვარებული (ყოველთვის)
მეამბოხე (სულიერად)
შრომისმოყვარე (მთავარია საქმეს ხელი მოკიდოს)
თბილი (წელიწადის ნებისმიერ დროს)
აგრესიული (წარმოსახვაში)
ერთგული (ყოველთვის)
მართალი (უმეტეს შემთხვევაში)
გულახდილი (ყოველთვის, უბრალოდ ყველაფერზე არ საუბრობს)
ყოვლისშემძლე (საკუთარ სამყაროში)
მომღერალი (მხოლოდ დუშში და ცარიელ ოთახში)
კარიერისტი (საბედნიეროდ ეგ ჭირი არ შეპყრობია)
მეგობრული (ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი)
კომუნიკაბელური (სხვანაირად ვერ ცოცხლობს)
სპორტული (თამაშობს ფეხბურთს. უყვარს ჩოგბურთი)
vauu magariaa raa….. martla magari tipi xarooo….. 😀 😀 😉 😉 :*
მადლობა 😀
არ ვიცოდი ბლოგი თუ გქონდა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე 🙂 მოკლედ წარმატებები 🙂
მომღერალი (მხოლოდ დუშში და ცარიელ ოთახში)
მებო ეს ჩაასწორე :))) საყვარელი რომ ხარ იციი? :*
არადა მართლა ეგრეა :))
დუშში რომ ვმღერი, ეგრე არსად არ ვმღერი :))
იმედია ჯერჯერობით :დ
uzomod davmdabali gamogrcha 🙂
:დ
საინტერესოა 🙂
მომეწონა შენი ბლოგი 😉
იკვებება (საკვებით და სილამაზით)- რაღაც პატარა მსგავსებაც ვიპოვე 😀
ხო, ეგ “საკვები” რომ არ არსებობდეს, რა მეშველებოდა 🙂
hm,am jeostarma es blogic agmomachenina da momewona kidec,shen warmoidgine 😀 arada cota(ori anu) blogi momwons qartul blog_samyaroshi :D:D chems fakultetze chkviani bichebi rom iyvnen vicodi,magram …ver vamtavreb ra am sadidebel sityvebs 😀 nu,simgeraze uket ara,magram werac mshvenivrad shedghzlebia :))
მადლობა დიდი.
ჩემი კურსელი ხარ თუ უფრო პატარა ან პირიქით? :დ
ეს პატარა რა იყო ახლა,ჰა? 😀 😀 პირველკურსელი ვარ :))მაგრამ საერთაშორისოს შესავლის აგებას და საკუთარი ნერვების წამებას არ ვგეგმავ 😀
არც მე გირჩევ 🙂
არ გინდა საერთაშორისო.
მე მანდ ვსწავლობ, მარა მაინც არ გირჩევ :დ
:დ არც ვაპირებ,არავითარ შემთხვევაში,სად მაქვს გასანადგურებელი ნერვები :დ
მაგრად მომეწონა შენი ბლოგი, merabino,შემოქმედებითი,ინტელექტუალი, მოკლედ კარგი ახალგაზრდა ჩანხარ.წინ კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებ!
მადლობა, მარიამ 🙂
ძლივს!!! ევრიკა!! ვიპოვე ბლოგი, სადაც წერია “ჩემ შესახებ” და არა “ჩემს შესახებ”..
ეს უკვე კარგია
dges shemovedi aq pirvelad da saintereso blogi chans…..
ახლახანს ვიპოვე ეს ბლოგი და უკვე ვნანობ რომ დავიგვიანე 😀 თუმცა რატომაა გვიანი 😀 გავათენებ ახლა და გადავიკითხავ 🙂 ებაუთიდან გამომდინარე ვეჭვობ საინტერესო იქნება…
შენ სასწორი ხარ უეჭველი. იკვებება (საკვებით და სილამაზით) – ამას სხვა ვერ დაწერდა 😀
სასწორი ვარ ნამდვილად )))
ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მიხარია, რომ ე.წ “ლინკს”გამოვყევი 🙂
12/10/1989 🙂 საყვარელი…
არ ვიცოდი შენი ბლოგი აქამდე. არადა როგორ მომეწონა ❤ Respect ❤