Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2009

სილამაზე – უპირატესობა თუ ნაკლი? ხშირად გამჩენია ასეთი შეკითხვა. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ სილამაზე არც არაფერია გარდა სილამაზისა. ადამიანი იბადება ლამაზი, მახინჯი, მაღალი, დაბალი, ქერა, შავგვრემანი და ა.შ. იგი ვერ ახდენს გავლენას ამ ყველაფერზე, არ შეუძლია შეცვალოს რაც მასზე არაა დამოკიდებული. მას არ შეუძლია გახდეს ლამაზი თუ არ დაიბადა ლამაზად (პლასტიკური ქირურგიით “გალამაზებული” ადამიანები ჩემი გადმოსახედიდან ვერ შევლენ ლამაზ ადამიანთა რიცხვში). ასე რომ, ის რაც ადამიანს სხვისგან აქვს მინიჭებული, ვერ იქნება ვერც უპირატესობა, ვერც ნაკლი. ის უბრალოდ გააჩნია ადამიანს.

(more…)

Read Full Post »

Remember when you loved me…

არ დაივიწყო რომ გიყვარდი… არ დაგავიწყდეს რომ მიყვარხარ! ჩვენ შეიძლება ერთად არ ვიყოთ, შეიძლება არც არასოდეს ვიყავით ერთად… მაგრამ მე მაინც მიყვარხარ! ხანდახან ორ ადამიან შორის არის ვნება, რომელიც უფრო შორს არ მიდის და ფარულს ვნებად რჩება… ორ ადამიანს შორის შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ვნება, მაგრამ არასდროს არაფერი არ მოხდეს… ფარული სიყვარული ხანდახან გამხელილ სიყვარულზე ძლიერია!

გადაიწერეთ Cibelle-ის ალბომი…

Cibelle – The Shine of Dried Electric Leaves [2006]

Downloadpassword: merabino

Read Full Post »

ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. მის მუსიკას ვერ მივაკუთვნებთ რომელიმე ცალკეულ ჟანრს. მის შემოქმედებაში შევხვდებით პოპის, ფოლკის, ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, როკის და კიდევ სხვა მუსიკალური მიმდინარეობების ელემენტებს. მან ახალი სიტყვა თქვა მუსიკაში, შემოგვთავაზა განსხვავებული მუსიკა. ბექს დაწერილი აქვს საუნდტრეკებიც. მაგალითად ფილმისთვის Eternal Sunshine of the Spotless Mind. ჩემ ბლოგზე გთავაზობთ ბექის ყველა სტუდიურ ალბომს.

(more…)

Read Full Post »

დაიბადა 1984 წელს საქართველოში, ქუთაისში. იზრდებოდა თბილისში და შემდეგ ბათუმში. 9 წლიდან ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში.
2003 წელს გამოშვებული პირველი ალბომის შემდეგ, ითვლება ბრიტანეთის, და არამარტო ბრიტანეთის, ერთერთ ყველაზე კარგ შემსრულებლად. მისი წყნარი და სითბოთი სავსე სიმღერები იზიდავს როგორც ახალგაზრდა მსმენელს, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც. სწორედ ესაა ქეთის მუსიკის საიდუმლო – იგი ყველას მოსწონს… შეუძლებელია მის მუსიკაზე თქვა: “გამორთე, ვერ ვუსმენ.”
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წელზე მეტია რაც ბრიტანეთშია, არ დაუკარგავს კონტაქტი სამშობლოსთან და ყველგან აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ ქართველია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ადამიანობას და კეთილშობილებას. მიუხედავად მიღწეული დიდი წარმატებისა, ქეთი დღესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის. შეიძლება მას ლონდონის მეტროშიც კი გადაეყაროს ადამიანი…
უემბლი არენაზე მის მიერ გამართულ კონცერტს თვით პოლ მაკარტნიც კი დასწრო. კონცერტის შემდეგ დიდი სიამოვნებით აღნიშნა, რომ მისი ოცნება იყო ქეთი კონცერტზე მოხვედრა და მისთვის ავტოგრაფის გამორთმევა. ბრიტანეთში, ბითელზის სამშობლოში, წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია. ქეთიმ კი იმდენი შეძლო, რომ თვით სერ პოლ მაკარტნი მივიდა მის კონცერტზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქეთი დაფასებულია არა მარტო უბრალო მსმენელის, არამედ მუსიკალური სამყაროს მიერაც.
ამის მაგალითია ისიც, რომ ევა კასიდის შემდეგ, ყველაზე მეტად დაფასებული მომღერალი ქალია. (ალბათ მოგისმენიათ მისი და ევა კასიდის What A Wonderfull World).
2007 წელს გამოუშვა რიგით მესამე ალბომი Pictures. ძალიან მომეწონა ეს ალბომი. პირველ რიგში გექნებათ ამ ალბომის გადმოწერის საშუალება (320kbps ხარისხში), შემდეგ დავდებ მის პირველ და მეორე ალბომებსაც. მესამე ალბომის შემდეგ გამართულ ტურნეზე, მის მოსასმენად 150 000-მდე ადამიანი მივიდა.

(more…)

Read Full Post »