Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2011



18.15.16.23.31.

ჩვენ არ ვმთავრდებით. ჩვენ არ ვსრულდებით. ჩვენ არ გვგონია, ჩვენ ვიცით. ჩვენ არ მოგვწონს, ჩვენ გვიყვარს. ჩვენ არ ვიპრანჭებით, ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ჩვენ ვართ, თქვენ – ზუსტად არ ვიცი ან მეუხერხულება თქმა.

18.
მე მე ვარ. შენ – შენ. ის – არც კი ვიცი ვინაა. შენ შენთვის, მე ჩემთვის. ჩვენ ჯერ კიდევ შორსაა და არ ჩანს. შენ ჩაფიქრებული, მე – როგორც ყოველთვის. შენ – ლამაზი, მე – სევდიანი. შენ წინ მიდიხარ, მე მოხიბლული მოგსდევ.

15.
მე ისევ მე ვარ. შენ – ისევ შენ. ჰორიზონტზე ჩვენ გამოჩნდა. ნელი, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯებით მომავალი. ჩვენ – კარგი ტიპია, ვერაფერს იტყვი.

16.
მე – უკვე არასევდიანი. შენ – როგორც ყოველთვის ლამაზი. ჩვენ შორის სკამზე უკვე ჩვენ ზის. ჩვენ კარგი ტიპია, თბილი და გულწრფელი. ადამიანური და მზრუნველი.

23.

ჩვენ უფრო და უფრო იზრდება. უკვე სიარულსაც სწავლობს. მალე პირველ სიტყვასაც იტყვის, ალბათ. მზე ნელ-ნელა ჩადის, უფრო სწორად ღრუბლები ეფარებიან და ვერ ვარჩევთ კარგად. ჩვენ ფეხზე წამოდგა და პირველი სიტყვა თქვა – მიყვარხარ. ეს იყო მისი პირველი სიტყვა. ჩვენ კარგი ტიპია.

31.
ჩვენ უკვე ზრდასრულია. მე და შენ უკვე ვამაყობთ მისით. ჩვენ ჭკვიანია, წინდახედულია და ისეთია, მე და შენ რომ ყოველთვის გვინდოდა. მე – უკვე მშვიდი ვარ. შენ – როგორც ყოველთვის ლამაზი. მე – აღარ ვღელავ, გვერდში ზრდასრულ ადამიანს ვგრძნობ. შენ – გიხარია, გვერდში მამაკაცს გრძნობ. ჩვენ – კარგი ტიპია და თან ბედნიერია. ჩვენ გვიყვარს ჩვენ.
დრო უსასრულოა

18.15.16.23.31.

Advertisements

Read Full Post »


– რა ლამაზი ხარ…
– ასეთიც? ახალგაღვიძებულიც და დაბღვერილიც?
– კი, ძალიან ლამაზი ხარ. ის კი არა, ასე უფრო ლამაზი ხარ. მიყვარხარ.
– მეც, ძალიან, ძალიან…

Read Full Post »