Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2010

არ წახვიდე… მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის! ვიქნები შენი გოშია,  მსახური, მონა – ყველაფერი რასაც ისურვებ და რაც კარგად გაგრძნობინებს თავს. ერთი თხოვნა მაქვს: არ წახვიდე! იყავი ჩემთან, თუნდაც ამან არ მომიტანოს არანაირი ბედნიერება. მაგრამ განა საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნამ შეიძლება ბედნიერების გარდა სხვა რამ მოგიტანოს? მარკესმა თქვა, ვინც შენს ცრემლებს იმსახურებს, არასოდეს აგატირებსო.  მე ცოტა სხვანაირად ვარ: ვინც მიყვარს არასოდეს ავატირებ მას, მაგრამ ხშირად მიტირია საყვარელი ადამიანის გამო.
მე მცირედით ვკმაყოფილდები: შენი სურნელიც მყოფნის, შენი შორიდან ცქერაც კი მილამაზებს ცხოვრებას. მე არ მჭირდება შენი სიყვარული, ჩემიც მეყოფა. ეს სიყვარული მაღვიძებს დილით მზის სხივების შუამავლობით,  დაღამებისას კი მთვარესთან ერთად მიმღერის იავნანას. იყავი ჩემთან, მსურს ყოველდღე გხედავდე რათა ჩემი სიყვარული არ განელდეს და ბავშვის ხელიდან გაქცეული ფრანივით არ გაუჩინარდეს… რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები?  ჩემი თვალები ვერაფერს მალავს, ხოლო ჩემი შენთან შეხებისას მოკანკალე ხელები – ყველაფრისმთქმელია. მე შენ მივყარხარ! მიყვარხარ ისე, როგორც არ მიყვარდა არავინ, რადგან სიყვარული ყოველთვის ახალი და ამოუცნობია. ბედნიერებისთვის მხოლოდ ნდობაა საჭირო. მომენდე, დახუჭე თვალები და ყველაფერი კარგად იქნება: შენ ადვილად დარწმუნდები, რომ ჩემი სიყვარული უძიროა.

 

Read Full Post »

We’re half awake in a fake empire… ერთი წამით დავუშვათ, რომ ჩვენი ცხოვრება სიზმარია: ჩვენ გვძინავს და ვერ ვფხიზლდებით, რადგან გამოფხიზლება სიკვდილის ტოლფასი იქნება. დავფიქრებულვართ ჩვენი ცხოვრების არსზე? გვესმის რა არის კარგი, რა არის ცუდი? გვჯერა რომ კეთილი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტზე? ვკითხულობთ ძილის წინ ზღაპრებს? გვწამს სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების?
ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარი ცხოვრების გზას: ზოგი პატიოსნად ცხოვრობს, ზოგი რაღაც ხრიკებით ცდილობს გზის გაკვალვას. რა ადგილი გვიკავია უსასრულო სამყაროში? მართლა ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ცხოვრების მიმართულებას? იქნებ ყველაფერი განსაზღვრულია და ვერაფერს ვერ შევცვლით? მეც არაფერი არ ვიცი, ამიტომ მიჩნდება ამდენი შეკითხვა. კარგი და ცუდი მორიგეობით ენაცვლება ერთმანეთს: ჯერ კარგი, მერე ცუდი; მერე ისევ კარგი. თუ გაგიმართლა ორჯერ ზედიზედ მოხდება კარგი შენს ცხოვრებაში, მაგრამ მერე აუცილებლად დადგება რაღაც ცუდის ჯერი… ასეა, ბევრი რამის გაძლება გვიწევს.
ალბათ ყველას გაგიგონიათ გამოთქმა: წესიერი ადამიანი ყოველთვის წაგებულია და იჩაგრებაო. მე ხშირად მსმენია. განსაკუთრებით მე მეუბნებიან ამას, რადგან ხშირ შემთხვევაში ზედმეტად “მორიდებული” ვარ და სილის გარტყმაზე სილითვე არ ვპასუხობ. ყოველთვის ვფიქრობ ამ საკითხზე: მერაბ, ვითომ უნდა შეიცვალო? ვითომ აუცილებელია შენც გახდე აგრესიული, დაემსგავსო სხვებს და გარტყმაზე გარტყმით უპასუხო? ჩემი ერთი “მე” მეუბნება, რომ ასე მოქცევა აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა თავზე გადაგივლის. მეორე და ალბათ ძირითადი “მე” (რომელსაც მე ყველაზე დიდი პატივს ვცემ), არაფრის დიდებით არ მანებებს თავს რომ დავემორჩილო პირველ “მე”-ს. კიდევ კარგი რომ არსებობს ეს ჩვენი მეორე კეთილი “მე”. მირჩევნია წესიერი ვიყო და ვიღაცის თვალში დაჩაგრულად გამოვჩნდე. მერე რა მოხდა? მაინც არავინ არ იცის რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების არსი. ჩვენ ხომ ყველას ნახევრად გვძინავს ან ნახევრად გვღვიძავს, მგონი არ არის არსებითი განსხვავება.
რაც არ უნდა იყოს, მე გავაგრძელებ ასე ცხოვრებას: მოვუსმენ სევდიან სიმღერებს, გავიხარებს წიგნების კითხვით, დავტკბები პარიზში გამეფებული სიმშვიდით და აუცილებლად მივუძღვნი სიმღერას ჩემ მეორე ნახევარს, რომელიც ჩემსავით მშვიდი, სევდიანი და წესიერი იქნება. მე მჯერა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ წესიერი ადამიანები 21-ე საუკუნეში.
მადლობ ყურადღებისთვის.

Read Full Post »