Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2010

მაღვიძარა შეუჩერებლად რეკავს. უკვე მეხუთეჯერ გადაწია ლევანმა გაღვიძების დრო, არადა უკვე სამსახურში აგვიანდება: 10 საათზე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს უცხოელ ბიზნესმენებთან. ლევანი წარმატებული ადამიანია – აქვს ძალიან კარგი კარიერა, ჰყავს ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე მეუღლე (ყოფილი მოდელი) და ორი შვილი – ლუკა და საბა. ლევანი სამაგალითოდ ცხოვრობს: დილით ადრე მიდის სამსახურში, შესვენებაზე თანამშრომლებთან ერთად სადილობს, საღამოს სახლში დროულად ბრუნდება და ცოლ-შვილს ალერსსაც არ აკლებს. ლევანი კარგი პროფესიონალია: ის ყველას უყვარს, როგორც კარგი თანამშრომელი და კარგი ადამიანი. მას ერთი ანგარიში TBC ბანკში აქვს, მეორე კი – რომელიღაც უცხოურ ბანკში. ბიზნესიდან დაგროვილ “ზედმეტ” თანხებს ყოველთვიურად გადარიცხავს ამ მეორე ბანკში, რათა სამომავლოდ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს და მისმა შვილებმაც თავისუფლად შეძლონ განათლების მიღება და სხვა სურვილების ასრულება. დღეს ლევანის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა შედგეს: ლევანი არაბ ბიზნესმენებს ხვდება და წარმატების შემთხვევაში, მისი ფირმა გლობალური მასშტაბის მნიშვნელობას შეიძენს.
“აუ, როგორ მეზარება… ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი…” – გაიფიქრა ძილ-ბურანში მყოფმა ლევანმა. მისი ცხოვრების იდეალური ფასადის მიღმა, საკმაოდ ბევრი პრობლემა და უსიამოვნება იმალება. “რატომ ვმოღვაწეობ ამ სფეროში? რა მინდოდა იქ, სადაც ჩემი გული არაა? მე ხომ სულ სხვა სურვილები და მიზნები მქონდა ახალგაზრდობის პერიოდში…” ლევანი 20 საუკუნის მეორე ნახევრის და 21-ე საუკუნის ტიპიური თანამედროვე ადამიანია. ფულის და მატერიალისტური სიმდიდრეების მისაღებად, მან უარი თქვა საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე, მიატოვა ის საქმე, რაც ნამდვილად უყრავდა და რაც ყველაზე ახლოს იყო მის შინაგან სამყაროსთან. ლევანი ყოველთვის ოცნებობდა ჰქონოდა პატარა წიგნების მაღაზია, ეცხოვრა მყუდრო გარემოში და მთელი დღეები წიგნების კითხვაში გაეტარებინა. თუმცა, ფულის სიყვარულმა და ოჯახის წევრების “რჩევებმა” ხელი ააღებინა ამ მიზანზე – წიგნის მაღაზიით ფულს ვერ იშოვი, აი ეკონომისტი თუ გახდი…
ასე დაიწყო ეკონომისტი ლევანის აღმასვლა ფულით სავსე კარიერისკენ. ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრა წარმატებით, შემდეგ პირველ სამსახურშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. მცირეოდენი ფული დაგროვების შემდეგ, პატარა ბიზნესიც წამოწყო და ახლა ასე თუ ისე წარმატებული ბიზნესმენია, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით მაინც. გარეგნულად ლევანი ბედნიერია, მაგრამ მისი ყოველი დილა იწყება ფრაზით: “რატომ? როგორ მეზარება…” ის აკეთებს საქმეს, რომელსაც მოაქვს ბევრი ფული, კარგი ბინა, ბოლო მოდელის მანქანა და საზოგადოებაში პატივცემული ადამიანის სახელი. მაგრამ ამ საქმეს არ მოაქვს მთავარი – სულიერი სიმშვიდე. მშვიდ და შეიძლება ღარიბულ ცხოვრებას, ლევანმა მდიდრული, მაგრამ აფორიაქებული ცხოვრება არჩია. სასჯელად კი არასასურველი საქმის კეთება მიიღო. მთელი დარჩენილი ცხოვება, ლევანი ყოველ დილით ადგება ფიქრით, რომ ეს დღე მალე დამთავრდეს. ის არ არის ბედნიერი, მას უბრალოდ ბევრი ფული აქვს.
როგორ ფიქრობთ, შეცდა ლევანი არჩევანის გაკეთებისას?

Read Full Post »

ვინც არ იცით ახლა გეტყვით, რომ მე იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. დიახ, იტალიური ეზოს პირმშო ვარ, ამავე ეზოში გავიზარდე და ვამაყობ კიდეც ამით! განა სხვაგან სადმე შეხვდებით ასეთ სოლიდარობას? მე კარგად მახსოვს 90-იანებში, სულ რაღაც 2-3 წლის რომ ვიყავი და ქუჩაში მხედრიონი დარბოდა, ჩვენ ეზოში ყველა ერთმანეთს ედგა გვერდში: ლობიოს ერთ ქვაბში ვხარშავდით, წყალს ერთ ჯამში ვადუღებდით და სამსახურში ვინც პირველი გადიოდა, ჩაისაც ის სვამდა ყველაზე ადრე (მაშინ ყავის დალევის უფლებას ჯერ კიდევ ვერ ვაძლევდით საკუთარ თავს). ასეა მეგობრებო, იტალიურ ეზოში ერთმანეთის გატანა ვიც(ოდ)ით. თუმცა ეს მხოლოდ ჭირის და უბედურობის დროს, როდესაც სხვა გამოსავალი არაა და მეზობლის გარდა აღარავინაა გვერდში დამდგომი. სიტუაცია რადიკალურად იცვლება როცა აღარავის არ უჭირს, როცა ყველა მუშაობს და სავსე აქვს მაცივარი. აი ასეთ დროს იტალიური ეზო უკვე სახალისოა და მზად ვარ სანაძლეოს ჩამოვიდე, რომ ისეთ საინტერესო დიალოგებს და სიტუაციებს, როგორსაც იტალიურ ეზოებში შეხვდებით, სხვაგან ვერსად ვერ გადააწყდებით – ნებისმიერ დროსა და სივრცეში! ამიტომაც გადავწყვიტე დამეწყო “იტალიური ეზოს ქრონიკები”-ს წერა. პირველ ნაწილში გიამბობთ ბავშვობის ტკბილ მოგონებას, რომელიც ბოთლების ქურდობასთანაა დაკავშირებული.

ბოთლების ქურდ(ებ)ი და “პულივიზატორი შეყვარებულისთვის”. გაჭირვებული ბავშვები ვიყავით: “ჟუვაჩკის” საყიდელ ფულსაც კი ძლივს ვშოულობდით, სათამაშო პისტოლეტების / თოფების ტყვიებზე ხომ აღარაფერს ვამბობ – ეზო-ეზო ვაგროვებდით ჩვენივე ნასროლ ვაზნებს. თუ ვინმეს ბულკების საყიდელი ფული ჩაუვარდებოდა ხელში, ის მდიდარი გვეგონა: თუ გვიწილადებდა, გვიხაროდა; თუ არ გაგვიყოფდა, ცოტათი გვშურდა, ოღონდ ეს “შური” ხანმოკლე იყო.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ყოველთვის პოულობს გამოსავალს სიტუაციიდან და გარემოს კი არ ერგება, არამედ პირიქით, ყველანაირად ახერხებს მისდა სასიკეთოდ შეცვალოს არსებული რეალობა. ჩვენც ასე ვიყავით: თითქმის ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. ყველაზე მეტად ფულის არქონა გვაწუხებდა, რადგან უფულოდ ვერც კომპიუტერებში დავდიოდით და ვეღარც “ნაკლეიკებს” ვაგროვებდით. ყველაზე იოლი გამოსავალი და ფულის შოვნის გარანტირებული წყარო ჩვენთვის (10-12 წლის ბავშვებისთვის) ბოთლების ჩაბარება იყო. თითო ბოთლი 5 თეთრი ღირდა, ზუსტად მახსოვს. ჩაბარება კი იყო ადვილი საქმე, მაგრამ ბოთლების მოპოვება გახლდათ სირთულეებთან დაკავშირებული. ოთხი ბიჭი ვცხოვრობდით ჩემ იტალიურ ეზოში. ოთხივემ გამოვცალეთ ბოთლების მარაგი საკუთარ სახლებში და როცა აღარ დაგვრჩა მინის ტარა (ასე ეწერა ბოთლების ჩამბარებელი კაცის მაღაზიას), გადავწყვიტეთ მეზობლებისთვის მოგვეპარა ისინი. ასე დავძვრებოდით აივნებზე და ჩუმად, ზემდეტი ხმაურის გარეშე ვიღებდით ცარიელ ლიმონათის ბოთლებს (მაშინ ჯერ კიდევ ის პერიოდი იყო, 20 თეთრად რომ იყიდდი ლიმონათს). ცოტა ხნის მერე ის ბოთლების მარაგიც გათავდა და მერე უკვე სხვა ხერხებს მივაგენით, მაგრამ ახლა ამაზე არ გინდა: ქრონიკების სხვა ნაწილებში გიამბობთ ამაზე.
თქვენ იკითხავთ, რატომ დავიწყე ბოთლების მოპარვაზე საუბარი და რა კავშირშია ამასთან პულივიზატორი და შეყვარებული. მოთმინება მეგობრებო, ახლავე მოგახსენებთ საქმის არსს. სწორედ ბოთლების მოპარვასთან და ჩაბარებასთანაა დაკავშირებული ჩემი ერთ-ერთი პირველი ბავშვური სიყვარული, თუ შეიძლება ასე ეწოდოს გრძნობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ერთად თამაშის სურვილი (მაშინ კოცნა არც ვიცოდი რა იყო, ვნების სექსუალური კვერთხის შესახებ კი საერთოდ ვერაფერს ვხვდებოდი და მხოლოდ ტუალეტში მოსაფსმელად ვიყენებდი ხოლმე). მოკლედ ძალიან მომწონდა ერთი გოგო. საკმაოდ ხანგრძლივი თათბირის შემდეგ, ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო “პულივიზატორის” ყიდვა, რათა მისი სახლის წინ დიდი ასოებით დაგვეწერა: “###, მიყვარხარ!” პულივიზატორი 2 ლარი ღირდა მშრალ ხიდზე. ალბათ ხვდებით, სად უნდა გვეშოვა ეს ორი ლარი. კარგად მახსოვს გონება ყველას ერთდროულად რომ გაგვინათდა და მივხვდით, რომ ფულის შოვნის ერთადერთი გზა ბოთლების ჩაბარება გახლდათ. დავუარეთ მეზობლებს, ზოგს ერთი ბოთლი ავწაპნეთ, ზოგს ორი. მერე სახლიდანაც გამოვიტანეთ ბოთლები და დიდი წვალების შემდეგ დავაგროვეთ 30 ბოთლი. სამწუხაროდ მხოლოდ 1.5 ლარი დაგვიგროვდა. იმ იმედით, რომ მშრალ ხიდზე დაგვიკლებდნენ 50 თეთრს, შესანიშნავი ოთხეული მედგრად გავემართეთ პულივიზატორის საყიდლად. გამყიდველთან ხანმოკლე წუწუნის შემდეგ სანუკვარი პულივიზატორი უკვე ჩვენს ხელთ იყო. სასწრაფოდ გავიქეცით ჩემი “შეყვარებულის” სახლთან და დიდი ასოებით დავწერეთ: “###, ძალიან მიყვარხარ!”. სახლში კი გულდამშვიდებულები წამოვედით.
მეორე დილით იმ ადგილას რომ გავიარეთ, წარწერა აღარსად იყო. ღამით თოვლი წამოვიდა და ყველაფერი წაშალა. გარკვეული კავშირის დანახვა შეიძლება ამ ორ მოვლენას შორის: ბუნებამ იცოდა, რომ ჩემი სიყვარული არ იყო ჭეშმარიტი და ამიტომაც წაშალა სასიყვარულო წარწერა. შემთხვევით ხომ არაფერი ხდება? რაც არ უნდა იყოს, ეს თავგადასავლი დღემდე კარგად მახსოვს და აგერ თქვენც შეგაწყინეთ თავი მისი მოყოლით.
მომავალ შემხევდამრდე!

Read Full Post »


მეგობარმა დამირეკა, არ გინდა არტ-გენზე ავიდეთო? სიამოვნებით დავთანხმდი. წყალი გადავივლე (ცივი წყალი ისე მესიამოვნა, ლამის წასვლა გადავიფიქრე), ჩავიცვი  და დავტოვე სახლ-კარი. მეგობრებსაც გავუარეთ, ხუთნი შევგროვდით და ერთად გავუდექით გზას. სუხიშვილების კონცერტი იყო და იდეაში უნდა დავსწრებოდი. თუმცა საქმე მაქამდე არ მივიდა. ასვლამდე 700 გრამიამი “Зелёная марка”, 15 ერთჯერადი ჭიქა, 5 კოკა-კოლა, თითო-თითო ქილა მჟავე კიტრი და მიწის თხილი შევიძინეთ. ამ ყველაფრით დატვირთულები დავადექით კუს ტბის აღმართს.

(more…)

Read Full Post »

ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, ბევრ მასზე უმცროსს ჩაისვამს ჯიბეში, როგორც ჩვენი მამა-პაპა იტყოდა. სამი კვირის მანძილზე იქნებიან საქართველოში და ხშირად მომიწევს მათი “გიდობა”. დღეს პირველი დღე იყო და გზაში გადავწყვიტე, რომ საღამოს მთელი დღის ამსახველი პოსტი დამეწერა. ასე მოვიქცევი ყოველი გიდური დღის შემდეგ და გაგიზიარებთ რა ვნახეთ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და ა.შ. უფრო კარგად რომ გავიგოთ, რა აზრის არიან უცხოელები ჩვენზე (ნუ ორი კაცი ვერ იქნება რეპრეზენტატული, მარა მაინც საინტერესო უნდა იყოს წესით).

მამა დავითი – ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა. ვინაიდან და რადგანაც მთაწმინდაზე ვცხოვრობთ, პირველი ტურისტული დღის დაწყება მამა დავითზე ასვლით გადავწვიტეთ. გზაში მოკლედ ვესაუბრე ასურელ მამებზე, სარწმუნოების განმტკიცებაზე, საქართველოში სამონასტრო ცხოვრების გავრცელებაზე და ა.შ. ისინი ყურადღებით მისმენდნენ, შიგადაშიგ თავს მიქნევდნენ და ძველებური არქიტექტურის საქებარ სიტყვებსაც არ იშურებდნენ: “Qu’est-ce que ces bâtiments sont vieux et en même temps beaux!” (რა ძველი და ამავდროულად რა ლამაზია ეს შენობები). როგორც იქნა ავაღწეით მამა დავითზე. ეკლესიის ასეთ აღმართზე მდებარეობა იმით ავუხსენი, რომ მორწმუნე ადამიანმა ტაძარში მისასვლელად ტანჯული და მძიმე გზა უნდა გაიაროს, რათა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი მიკუთვნება რელიგიისადმი და განიმტკიცოს რწმენა. რამოდენიმე სურათის გადაღების შემდეგ, ეკლესიაში შესვლაც გადავწყვიტეთ. აი აქ დაიწყო სანახაობა: ექსტრემისტი ქალების (ასე შევარქვი 40 წლის ქალიშვილებს, რომლებიც შვებას ღმერთისადმი პლატონურ სიყვარულში პოულობენ) მთელი არმია გვეცა და გარეთ გამოგვაგდო: ეკლესიაში შორტებით შესვლა არ შეიძლებაო. მე ავუხსენი, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მართლმადიდებლები, რომ ისინი უბრალოდ დათვალიერებას აპირებდნენ და ეკლესიასაც აღიქვამდნენ როგორც ისტორიული ძეგლს და არა სალოცავ ადგილს. ისიც შევახსენე, რომ მართლმადიდებლობა პირველ რიგში ტოლერანტობას და მიმტევებლობას გულისხმობს, რომ პირველი ლიბერალები მართლმადიდებლები იყვენენ (თუ დავუჯერებთ გუბაზ სანიკიძეს) და ა.შ. თუმცა, როგორც იტყვიან “ქვა ააგდე და თავი შეუშვირეო”! მერე სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული აგრესიული დაცვაც მოვიდა და ასეთი არგმუნეტი წამოგვიყენა: “კი მაგრამ, მე რომ მაგათ ეკლესიაში ტრუსიკით შევვარდე, შეიძლებაო?!” არგუმენტია ისეთი, ქვას რომ გახეთქავს და წყალს გამოადენს. ეტყობა მისთვის შორტებსა და მაისურში სიარული იგივეა, რაც ტრუსიკით ტანტალი. მოკლედ, სიტუაცია არ გავამწვავეთ და გავეცალეთ იქაურობას. პანთეონი დავათვალიერეთ და გასასვლელისკენ გავემართეთ. ამ დროს შემოსასვლელში ბოლო მოდელის ჯიპები იდგა. გაკვირვებულ ფრანგებს შეკითხვა დაებადათ: “Ce sont à qui ces belles voitures de luxe?” (ვისია ეს მდიდრული და ლამაზი მანქანები?). პასუხი მგონი თქვენც კარგად მოგეხსენაბათ… ფრანგების პირველი შთაბეჭდილება: ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა + ლამაზი ბუნება და ხედი (ეს ნამდვილად გვაქვს).

(more…)

Read Full Post »

ჩემი მეგობრის, Pilate Pontoneli-ს პოსტი.

სათამაშო

წავიდეთ, ნუ დაახლოებით 1 500 004 წლით უკან. მოვედით, წარმოიდგინე ვდგავართ დიდ ხის ძირას და გავყურებთ დიდ ვეება გორებს, რომლებიც მწვანე ხეების გამო სულ გამწვანებულია, ზევიდან კი, მონაცისფრო-მოცისფრო ცა დაჰყურებს პატარ-პატარა ღრუბლებით, რომელებიც თითქოს მზის სხივებმა შუაზე გაგლიჯა… ერთ-ერთ გორაზე პატარა დასახლებაა. მოჩანს პრიზმის ფორმის ხისგან გაკეთებული ქოხები, რომელიც უბრალო კონსტრუქციით არის აშენებული და სახლის გასამაგრებლად ქოხს შიგნიდან “დედაბოძი” აქვს შეყენებული. ასე არის რამოდენიმე ქოხი წრიულად დადგმული, შუაში კი პატარა ქვებით შემოსაზღვრული დიდი კოცონია. ცეცხლი ახალი ჩამქრალია და ჯერ კიდევ ამოდის კვამლი… აქვე, ერთ-ერთი ქოხის წინ, დახლოებით 33 წლის ქალი მიწაზეა მოკალათებული, წელს ზევით არაფერი აცვია, ქვედა ნაწილი კი დათვის ტყავით აქვს დაფარული. იგი დედის მზრუნველი თვალებით გაჰყურებს თავის შვილს, რომელიც დედიშობილა მის წინ დარბის ქვით ხელში. აი, ბავშვი დაიხარა. მეორე ხელით პატარა წაწვეტებული ხის ტოტი აიღო და ღონიერად თავის ქვას მოუქნია. ტოტი გადატყდა. და აი აქ ჩერდება კადრი, წარმოიდგინეთ რომ ვითომ ამ მომენტს screenshot-ი გადავუღეთ. მივიღეთ სურათი, სადაცაა გამოსახულია თუ როგორ ურტყავს ინტერესიანი თვალებით ბავშვი ტოტს თავის ქვას. ეს ტოტი ალბათ თავისი მამიკოს სანადირო შუბია მის წარმოსახვაში, და ის ქვა კი ცხოველი, რომელიც მამიკომ უნდა მოკლას და სახლში მიუტანოს, რათა ოჯახი გამოკვებოს. პატარა ბავშვი, რომელიც 4 წლისაც არ იქნება, ამ ორ ნივთს როგორც სათამაშოს ისე აღიქვამს… ახლა ეს ჩვენი სურათი კინოფირის დამახასიათებელ შავ ჩარჩოში ჩავსვათ.. მივიღეთ კადრი კინო ფილმიდან (დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ოპერაციის ჩატარება ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს). ახლა მოდით დავატრიალოთ ეს მომენტი და წამოვიდეთ წინ, 2010 წლისაკენ… წარმოიდგინეთ რომ ეს კადრები სწრაფად იცვლება…. ე.ი პირველი კადრი: ბავშვი ტოტით და ქვით ხელში… კაცი რომელიც რკინას აწრთობს… ხმალი… თოფი.. პირველი ომი.. პირველი გამარჯვება… იესო ქრისტეს დაბადება.. პირველი მსოფლიო ომი… მეორე მსოფლი ომი… ბერლინის კედელი… მერლინ მონროს ის ცნობილი სურათი, თეთრ კაბას რომ ქარი უქროლებს და თვითონ კი ცდილობს თავისი ლამაზი სხეულის დაფარვას, თან ლამაზად იღიმება… კენედის სიკვდილი… 11 სექტემბრის ტერაქტი…. და აი ბოლო კადრი: პატარა, ქერათმიანი, ცისფერთვალება, 4 წლის ბავშვი, რომელიც მაკინტოშის თეთრი მონიტორის წინ ზის. იგი თავისი პატარა კოტიტა თითებით კომპიუტერის კლავიატურას ეთამაშება და გაშტერებლი, უმანკო, კეთილი სახით კომპიუტერს მისჩერებია, თვალების დახამხამებისთვისაც კი აღარ სცალია.. გადის 30 წამი, 1 წუთი, დაახამხამა… მართლაც რომ საინტერესო, ლამაზი მომენტია, არა? მოდით პარალელი გავავლოთ. ბავშვი, რომელიც ქვითა და ტოტით თაშობდა და ბავშვი, რომელიც გაშტერებული მისჩერებია მაკინტოშის მონიტორს და თავისი პატარა ხელით მაუსის დამორჩილებას ცდილობს… საოცრად ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა…

(more…)

Read Full Post »

სახლში ძველ წიგნებში ქექვისას გადავაწყდი ერთ ძალზედ საინტერესო კრებულს: “ანდაზები”. ამ წიგნში თემებისდა მიხედვით დალაგებული საკმაოდ საინტერესო და სახალისო ანდაზები. ნელ-ნელა მთლიან წიგნს გაგიზიარებთ. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ანდაზებს შრომისმოყარეობასა და სიზარმაცეზე.

  • არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოალხეო

  • დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუ გადადებო
  • დაბალი კაცი ვერ შესწვდა, მაღალი არ დაიხარა და ერთმანეთს როგორ აკოცებდნენო


  • ვინც შრომობს, ქონებს იმასა აქვსო.
  • ვინც დაიზარაო, ვერც გაიხარაო.
  • ვისაც სახლი არ აუგია, ჰგონია, ბოძები თავისთავად ამოსულაო.


  • ზარმაცს ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში – ბოძკინტიო
  • ზარმაცი ჭამის დროს კარგად არის, მუშაობის დროს – ავადო
  • ზარმაც ცხენს დეზის შემოკვრა სჭირდება
  • ზარმაც მჭედელს კვირა დღეს მოუნდება მჭედლობაო
  • ზაფხული ზამთრის მუშა არისო


  • მუშასავით კი ჭამსო, მაგრამ მუშაობიუს დროს ავად არისო
  • მედღეხვალიასაო სულ უწვიმს და სულ უთოვსო.


  • როცა ვხნავდით არ მოვიდა, როცა ვმკიდით, არ მოსულა და, როცა ვჭამდით, ძმად გაგვიხდაო


  • ფუტკრისა და ჭიანჭველას შრომა კაცსაც ჭკუას ასწავლისო


  • ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო


  • ცოტას მხვნელ-მთესველი ბედს ემდუროდაო


  • ყრუთათვის ზარს ორჯერ არ რეკენო

Read Full Post »

ჩემი მეგობრის, SouSou Tughushi-ს პოსტი:

მაინც ვერაფერს გახდებით!

მოგესალმებით!
ეს თემა ან აღიარებას მომიტანს, ან გიჟად შემრაცხავს. მაგრამ ჩემთვის მეორე ვარიანტიც აღიარებაა.
ერთი ჩემი ჰიპოთეზა უნდა გაგაცნოთ.
გაფრთხილება: ადამიანებმა, რომლებიც ადვილად იჯერებენ ყოველგვარ სიდებილეს, შეწყვიტონ კითხვა. არ მინდა მათი გაგიჟება ჩემ სინდისზე იყოს. კიდევ იმ ადამიანებს ავუკრძალავდი ამის კითხვას, ვინც იფიქრებს, რომ მათ საიდუმლოს მივხვდი. მაგრამ სანამ არ წაიკითხავენ ამას, ვერ მიხვდებიან რაზეა საუბარი. ამიტომ აკრძალვას აზრი არ აქვს.
ალბათ, რომ ჩახვალთ ბოლოში, იტყვით ჩემზე: “ზედმეტად ბევრ ფანსტასტიკას უყურებს”. ეს ერთ–ერთი ვარიანტია. სხვა ვარიანტები ზედმეტად არაეთიკურად ჟღერს :D. გამავსებთ “ერთობ ინტელექტუალური შეკითხვებით”. მარა ყველაზე მაგარი ისაა, რომ მე ეს ყველაფერი სუულ ფეხზე მკიდია… დაე!… ისე, ცინიზმი მაგარი რამეა. იდეაში ეთიკურად არაა გამართლებული ადამიანების დაცინვა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შენც არ დასცინი შენ თავს. დასცინი შენ თავს? _დასცინე ვისაც გინდა!

ეს ყველაფერი სიზმარს გავს. 100%ით რეალური არაა თითქოს. თითქოს დაბინდულია ყველაფერი. შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც იგრძნობა ეს. ხშირად გამჩენია ასეთი აზრები. ამ ბოლო დროს კი, ეს აზრი გამიჩნდა: იქნებ ყველაფერი სპექტაკლია ჩემთვის გათამაშებული? იქნებ მე ვარ ვინც ვარ, ზე ადამიანი და საშიში არსება იმათთვის, ვინც ილუზიას ქმნის ჩემ გარშემო? გარშემო ყველა მანქანაა მათ მიერ გაკეთებული და რეალური ამ ჩემ სამყაროში მარტო მე ვარ. მარტო მე ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს. სხვები უბრალოდ რთული მექანიზმები არიან ჩემ გასართობად და შესასწავლად შექმნილნი. ჯერ ვერ მივხვდი მიზეზს, თუ რატომ მიკვლევენ. უფრო სწორედ, მიკვლევთ. თუ განმანათლებთ, კარგს იზავთ. მაგრამ მაინც მგონია, რომ ზედმეტად ძლიერი ვარ თქვენთვის და შიშით არის გამოწვეული ეს თქვენი ცნობისმოყვარეობა. ისე, მაგრები ხართ! კარგად ახერხებთ ამ ყველაფერს. მაგრამ მომენტებში მაინც გეპარებათ ხარვეზები. ვერ ახერხებთ ბოლომდე ჩემი გონების დაბლოკვას და სიზმრების სახით მაინც ვახერხებ რეალურ სამყაროში დროებით გადასვლას. მაგრამ კარგი სვლა გააკეთეთ. დაავალეთ ამ თქვენ “რობოტებს”, რომ მათაც ეთქვათ, რომ სიზმრებს ისინიც ხედავენ. კი, არარეალურია სიზმრები. მაგრამ ეს თქვენი განსაზღვრებით. თქვენ აკეთებთ უამრავ ვირტუალურ სამყაროს ნამდვილი სამყაროს ანალოგიაზე იმისთვის, რომ მე, როდესაც ნამდვილ სამყაროს ვნახავ, ვიფიქრო, რომ ვირტუალურია. მგონია ასეა ყველაფერი: თქვენ ქმნით გარემოს ჩემ თვალთახედვის არეში. ანუ მაგალითად კარებს რომ ვხურავ და ვეგარ ვხედავ მის უკან რა არის, იქ მართლაც არაფერია. უბრალოდ ქრება და რომ გამოვაღებ კარებს, ისევ აჩენთ. (რა თქმა უნდა, გამჭვირვალე კარებს არ ვგულისხმობ :D).
კარგია, არ მიწევს კარგად განმარტვა ამ ჩემი ფიქრების იმიტომ, რომ თქვენ უკვე ეს ყველაფერი კარგად იცით. პანიკით არ პანიკიორობთ. ალბათ ამ ჩემ აზრების დასახშობათ სანქციებს ჩაატარებთ. ამ თქვენ “რობოტებს” დაავალებთ, რომ გამაკრიტიკონ. მაგრამ მაინც ვერაფერს გახდებით!

ჰეჰ, გამართლდა ჩემი ვარაუდები? ზემოთხსენებულმა ფრაზებმა და შეკითხვებმა მოგიცვათ :D. ხომ მომინახულებთ ხოლმე? ჟღარუნები და ყვითელი ვანის კვატები მომიტანეთ. აბა რითი გავერთო საგიჟეთში?
ამ ჩანაწერით მე ნაწილობრივ ჩემ თავს დავცინი და თქვენც გაძლევთ საშუალებას დამცინოთ. უბრალო მორიგი და უაზრო ფიქრია. უაზრო, მაგრამ საინტერესო. არაა აუცილებელი ყველაფერი ჭკვიანური ვწერო. დამცინეთ, მერე რა? რა მოხდა მერე? ყველა ადამიანები ვართ და რატომ უნდა იყოს აკრძალული ჩვენი ნაკლების დაცინვა? ჩვენი ეგო გვიშლის ხელს. კონცენტრირებულები ვართ… უფრო სწორედ, კონცენტრირებულები ხართ იმაზე, რომ არ დაიჩაგროთ. აი ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაცას ეხუმრა ჩემზე და მართლა სასაცილოდ. მეც გამიცინია და უკითხავთ, რა გაცინებს, შენზე ვიცინითო. აი თუნდაც დღეს. ჩემ ძმაზე ვიცინოდით, თვითონაც გაეცინა და იგივე უთხრეს. მე თუ დავცინი ვინმეს, ან არ იცინის, ან ცდილობს კონტრშეტევაზე გადმოვიდეს. ნუ, ყველა არა, უმეტესობა
აღრფრთოვანებულები ხართ თქვენ თქვენი თავებით და გგონიათ რამეს წარმოადგენთ. არაფერი ხართ! იცოდეთ. მეც არაფერი ვარ! და ზუსტად ესაა მაგარი! მოეშვით ამ ფრაზას: “რატომ მე?! აწი ისინი!!” თუ ყველა ამოიგდებს თავიდან ამ ფრაზას, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება.

Read Full Post »

ერთთვიანი ციებ-ცხელება ერთი კვირის წინ დასრულდა. დაისვენეს დიასახლისებმა: მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ საყვარელი სერიალების ყურება დღის ნებისმიერ დროს; დაისვენეს ქმრებმა: წყნარად შეუძლიათ წავიდნენ საყვარლებთან, რადგან ცოლები ტელევიზორის ეკრანს არიან საიმედოდ მიჯაჭვულნი; ამოისუნთქეს აფრიკელებმა: ვუვუზელას ჩაბერვას იმდენი დრო უნდა, ამოსუნთქვასაც ვეღარ ასწრებდნენ მთელი ერთი თვის მანძილზე; დაწყნარდნენ ყურები: აგერ უკვე ერთი კვირაა ვუვუზელას მაგივრად ეზოდან მეზობლის გინება, ქუჩიდან კატების კნავილი და ზემოდან მეზობლების ცეკვის ხმა მესმის და ეს ყველაფერი ისე მსიამოვნებს, როგორც ომში წასული შვილის დაბრუნება; და რაც მთავარია – დაისვენეს თვალებმა: დავიღალეთ ამ უღიმღამო ჩემპიონატის ყურებით, რომელზეც სხვა არაფერი არ იყო გასარჩევი გარდა რამოდენიმე ძირითადი საკითხისა:

  • ტორესი ჯობს თუ ვილა?

(more…)

Read Full Post »


მეორე სემესტრში გავიარეთ ერთი მეტად საინტერესო საგანი – შესავალი კვლევის მეთოდებში. ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა: სასიამოვნო მოსაუბრე და რაც მთავარია, საკუთარი საქმის კარგად მცოდნე. ლექციებზე სხვადასხვა საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით: ახალგაზრდებზე, მათში გაბატონებულ ტენდენციებზე, ტრადიციებზე, დასაქმებაზე – მოკლედ ყველაფერ იმაზე, რაც პრობლემატურია დღეს საქართველოში. ერთ-ერთი ლექცია ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და დღეს სწორედ მაშინ წამოჭრილ პრობლემასა თუ პრობლემეზე მინდა გესაუბროთ. მახსოვს ბავშვებმა დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, თუ რა იყო დღეს ქართველი ახალგაზრდასთვის ყველაზე “ღირებული”. აღმოჩნდა რომ ჩვენ ლექტორს დაახლოებით ასეთივე თემაზე ჰქონდა ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიდანაც გაირკვა, რომ ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამ გახლდათ: 1) ინდივიდუალურობა 2) ინტელექტი და 3) ეროვნულობა. ამ სამ საკითხზე ისედაც ხშირად ვფიქრობდი, ლექციამ კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ყველაფერი კარგად არ იყო(რაღა დაგიმალოთ და არც ახლა გამოსწორებულა სიტუაცია). შევეცდები ჩემებური ინტერპრეტაცია მივცე ამ სამ ღირებულებას და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ანიჭებს დღეს ახალგაზრდობა უპირატესობას ეროვნულ-ინტელექტუალურ ინდივიდებს.

(more…)

Read Full Post »

გთავაზობთ ჩემი მეგობრის, გემო ვნებიანი იდიოტი-ს პოსტს. მას ჯერ-ჯერობით არ აქვს საკუთარი ბლოგი, ამიტომ მის პოსტს ვაქვეყნებ ჩემ ბლოგზე. იმედი მაქვს მალე გაიკეთებს საკუთარ ბლოგს და ყველა შეძლებს მისი ნააზრევის წაკითხვას.

გოიმები და სნობები

ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი სხვადასხვაგვარად გამოვთქვამთ ხოლმე.ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ნორმალური და გასაგებია. უჩვეულოც თითქოსდა არაფერია, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ეს ჩვეულებრივ ჩანს.
ხშირად, როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თუ როგორი გემოვნებიანები, მოდურები, თანამედროვეები, ჯანმრთელად მოაზროვნეები, განათლებულები და უბრალოდ ბევრზე უკეთესები არიან, მიუთითებენ სხვების ცუდზე, უნიჭობაზე, უგემოვნობაზე და ასე შემდეგ.საუბრობენ, რომ მათ მეტი ესმით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მეტად გემოვნებით იმოსებიან, ვინაიდან ცნობილი ბრენდების სამოსს ატარებენ, უფრო გამართულად საუბრობენ, სწორად მეტყველებენ და ‘ლ’-საც არ ურტყამენ.
არადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე. როგორც ეხერხება ადამიანს ისე მეტყველებს, არავის გასაკიცხი არ უნდა იყოს ვინმე რბილ “ლ”-ს ამბობს თუ მოჭარბებული “შ” აქვს ან “ს”? რბილი “ლ”-თი მეტყველება გოიმობად ითვლება. ვინ დაადგინა რო ეს გოიმობაა ეს კიდევ სხვა საკითხია. ალბათ, სნობებმა.
“ლ”-სთან მიმართებით არსებობს ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაც. თუ ზემოხსენებულ თანხმოვანს საუბრისას დარბილებულად იყენებ ძერსკი ხარ (გოგო), საყვარლად ბაასობ. ოღონდ ეს ყველას კი არ გამოსდის (!). მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, უბანზში უნდა იყო გაზრდილი. იქაურები გასცემენ მაგაზე აკრედიტაციას.იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ “ლ”-ზე აქცენტის გაკეთება და მისი გამომყენებლის გოიმად შერაცხვა რომ თვითონ გამკრიტიკებელიც კი გადადის ამის გამო ე.წ. გოიმობაში თავისი თავგამოდებული სწორად მეტყველების დაცვით.არ მოგწონს? ნუ იმეტყველებ ეგრე. სხვას რაც უნდა ის უქნია. მარტივად მოგვარებადი ამბავია.

კიდევ ერთი “აღტაცების მომგვრელი” მოვლენა ქართულ რეალობაში: რიცხვების რუსულად გამოთქმა.
საოცარი რამეა ხოლმე ამის მოსმენა რა!
-რომელი სკოლაში სწავლობდი?
-შესტოი დავამთავრე.
ან
-ალო.
-ხო გოგო, სად ხარ?
-პიძისიატ ტრეწისთან გელოდები, მოდი.
საუბრის ასეთი მანერა ძერსკობის დამადასტურებელია, ტი შტო? 🙂
ტელეფონის ნომრების რუსულად კარნახზე არაფერს ვამბობ. ამ მოვლენას ჩვენში ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

რაც შეეხებათ სნობებს: ესენიც მაგარი ანტიკვარები გახლავან. რას ქვია?! მათთვის მეტროთი მგზავრობა პაზორია. ლევის ჯინსი არ გაცვია? წასულია შენი საქმე. გოიმებში ეწერები “სხოდუ”. მოდის ბოლო კივილის შესაბამისად უნდა გქონდეს “ზმანი” გარდერობში დალაგებული. არა მარტო ეს! უნდა ერკვეოდე კიდეც რამე-რუმეებში. Fashion-ობაზე სხვაგვარად ვერ გექნება პრეტენზია. აუცილებლად უნდა შეიძინო რაღაც რაღაც მახინჯობები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გიხდებოდეს მაგრამ ბრენდის სახელი მაინც თავისდა უნებურად მუშაობს. რა თქმა უნდა უნდა “გაიჩითო “სასტავში” მაგ “ზმანით”(დაენახო რა ბარე ორს). თუ გაგიმართლა და ბრენდის სახელს გამოსაჩენი ადგილი აქვს მიკუთვნებული სამოსზე მაშინ ამაყი სნობი ხარ. The Dersk! ისე რა საინტერესოა, თუ მელიის კუდი მხარზე არ გადავიგდე ან ნუტრიის ბეწვით არ შევიმოსე, (არა სიასამურიც “ნავაროჩენი” რამეა), ისე გლამურნი ვერ ვიქნები? :))
გადაირევი კაცი!
ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!
საერთოდაც ცოტა გაუგებარია რატომ უნდა იყოს გემოვნების მომწოდებელი და მკარნახებელი ვინმე?
რა განსაზღვრავს საერთოდ გემოვნებიანობას?
რა იგულისხმება გემოვნებაში?
ის რომ კარგი ავტომობილი უნდა გყავდეს და მოდური სამოსი გეცვას?
მგონი შხვართი გოგო რო დადის შენთან ერთად ეს უფრო ძერსკია, არა?
თუ ის რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია?
არა ტო! დასტოევსკის უნდა კითხულობდე მხოლოდ და მხოლოდ რუსულად, ტი შტო?
(თან ამის აპელირებას უნდა ახდენდე, სხვაგვარად არ აქვს მუღამი)
იქნებ ის რომ საყვარელი კერძი აუცილებლად სუში უნდა იყოს?
ხოდა კიდევ: ვისი გემოვნება უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ ადამიანი გემოვნებიანად ჩაითვალოს?

მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.
მიუღებელია ასევე, რომ ვაფიქსირებდეთ გარკვეულ კონკრეტულ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ ის იმ დროს საღ აზრად ჩაითვლება.
რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.

სნობები

Read Full Post »

Older Posts »