ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, კარგად გამოძინებულმა შევისეირნე სამზარეულოში, ცხელი ჩაის დასალევად. არაფერი სჯობს ცხელ ჩაის ზაფხულში! ჩაიდანი დავდგი და პარალელურად ტელევიზორიც ჩავრთე. სანამ წყალი ადუღდებოდა, ყველა არხი დავათვალიერე, ვერაფერ საინტერესოს ვერ წავაწყდი და გამოვრთე. ჩემი საყვარელი ჭიქა გამოვიღე კარადიდან, ჩავყარე ერთი კოვზი შაქარი, ჩავასხი ჩაის ფერი და წყლის ადუღებას დაველოდე. 3 წუთში ჩემი ლოდინი დასრულდა და სხეულიც ცხელმა ჩაიმ გამიგრილა. თითქოს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მანქანების ხმაც კი არ მაწუხებდა (ჯერ მხოლოდ დილის 7 საათი იყო). მაგრამ ვინ გაცდის ბედნიერებას… ბრახ! – მოისმა ხმაური ქუჩიდან. გულგახეთქილი მივვარდი ფანჯარასთან და გადავიხედე (ჩემი ფანჯარა ქუჩის მხარესაა). ვხედავ ხესთან ნაგვით სავსე ცელოფნის პარკი გდია, რომელიც ოდნავ ააცილეს ნაგვის ყუთს. უცბად ვერ მივხვდი საიდან გაჩნდა პარკი შუა ქუჩაში, რადგან არავინ ჩანდა შორიახლოს. რამოდენიმე წამში გონება გამინთდა, მეორე სართულზე ავიხედე და ჩემს მომღიმარ მეზობელს წავაწყდი: “ბოდიში, მერაბი (ამ ი-ს დამატება ხომ ბოლოს მიღებს), შემთხვევით ავაცილე და შენც ტყუილად გაგაღვიძე. აი ამ მეორეს ნამდვილად ზუსტად ჩავაგდებ!” ბრახ! და მეორე პაკეტი პირდაპირ ნაგვის ყუთშია… ასე ესმით ჩემს მეზობლებს “ნაგვის გადაყრა”.
მშვენივრად დაწყებული დღის გაფუჭებას არ ვაპირებდი, ამიტომ ნაკლებ მივაქციე ყურადღება ჩემი მეზობლის მიუღებელ საქციელს. კომპიუტერს დავუბრუნდი და ჩემი საყვარელი სერიალის ყურება გავაგრძელე. 4 სერიის ნახვის შემდეგ 11 საათიც შესრულდა, თბილისში საკმაოდ ჩამოცხა და სახლში გაჩერება შეუძლებელი გახდა. გადავწყვიტე გამესეირნა და მთაწმინდაზე, ბებოსთან ავსულიყავი. მაქსიმალურად თხლად ჩავიცვი, რომ შემძლებოდა სულ შიშველიც გავიდოდი, მაგრამ ეს არაეთიკური და რაც მთავარია – არაესთეტიკური იქნებოდა. ჩემი დის iPod-ით აღჭურვილმა, საყვარელი მუსიკის ფონზე, გადავაბიჯე სახლის ზღურბლს და თბილისის დაუნდობელ გარემოში აღმოვჩნდი. გადავკვეთე მშობლიური ჯავახიშვილის (“კალინინის”) ქუჩა და ზაარბიუკენის (ჩემთვის კი ვორონცოვის) მოედნისკენ დავეშვი. გზად რამოდენიმე ბანანის ქერქი, სიგარეტის კოლოფი და “ტრი კოროჩკის” უამრავი შეფუთვა ეგდო. ვეცადე მაქსიმალურად არ გამემახვილებინა ყურადღება, ხასიათი რომ არ გამფუჭებოდა. ვორონცოვის ხიდის გავლის შემდეგ, 9 არილის ბაღში აღმოვჩნდი. ბაღს გვერდიდან მოვუარე და სამხედრო განყოფილების გზით ავედი ქაშუეთის ეკლესიასთან. ერთი მოფარებული ადგილი გამოვიარე, სადაც შარდის აუტანელი სუნი ადგა. ნაგვის დაყრის შემდეგ, ქართველთა ყველაზე საყვარელი გართობა ქუჩაში მოშარდვაა.
ქაშუეთის ეკლესიასთან დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა, რომელმაც კინოთეატრში წასვლა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი, მითუმეტეს რომ ჯიბეში 10 ლარიც აღმომაჩნდა. გავუყევით რუსთაველის გამზირს. აქ შედარებით სუფთაა ყველაფერი, თბილისის მერიაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და მოსახლეობასაც ნაკლებ მისაღებად ეჩვენება ნაგვის ქუჩაში დაყრა. ჩავუყევით კოსტავას ქუჩას და მივადექით კინოთეატრ “ამირანს”. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კინოთეატრში მაინც იქნებოდა სისუფთავე. ეს ასეც გახლდათ: შესასვლელი დაწკრიალებული იყო, კიბეებიც სუფთად გამოიყურებოდა, მაგიდებსაც არ ეტყობოდა ჩაის ან ყავის ლაქები. ვიყიდეთ ორი ბილეთი, ცოტა პოპ-კორნიც მივირთვით და სეანსის დროც მოვიდა. 2 საათიანი ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, შეიძლება ითქვას ერთ ამოსუნთქვეზეც კი ვუყურეთ. ისიც კი დამავიწყდა, რომ ჩემ ქალაქში სიბინძურე მეფობდა. მაგრამ, ვინ გაცლის ბედნიერებას?! შუქი აინთო თუ არა, დარბაზში ასეთი სანახაობა დამხვდა:
ჩვენი საზოგადოება ნაგავომანიითაა დაავადებული… მისგან განკურნების ერთადერთი გზა არსებობს: აღვიქვათ ქუჩა საკუთარ სახლად, შემდეგ კი გავაცნობიეროთ, რომ სახლს მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება. ამასთანავე ჩემი მეგობრის ნათქვამიც მახსენდება: “ქუჩაში ნაგავს მხოლოდ ნაგავი ყრისო…” ასე რომ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.
კარგი პოსტი იყო )
რამე გვეშველება?
მემგონი ის ხალხი, ვისაც თუ გინდა ნაგვის ყუთებით დიე რომ ძირს არ ყარონ ნაგავი და ის ხალხი ვინც ყველანაირ შუქნიშანზე მაინც გადაირბენს ვერასდროს უსწავლიან ჭკუას
ზოგს უბრალოდ არ აღელვებს ქალაქის ბედი
არც ის თუ ნაგავში ვცხოვრობთ, არც ის თუ რომ გადაირბინე და მანქანა დაგეჯახება იმ მძღოლის ბრალი რომ არაა და კიდევ ძალიან ბევრი რამ
sad (
მადლობ 🙂
ჯერჯერობით მართლა საშინელი სიტუაციაა. მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ადამიანი კულტურული ცხოველია. სწორი სწავლის და აღზრდის პირობებში, ის ისწავლის ყველაფერს. მთავარია მივხვდეთ, რა გზით შევაჩვიოთ (დასაწყისისთვის თუნდაც თბილისის მოსახლეობა) ხალხი ნაგვის ცივილიზებულად გადაყრას. შეიძლება რაიმე აქციის ჩატარება ან რავი…
ეეეეეეეეეჰ ჩემო მებო ეეეჰ მტკივა მაგრამ რა გინდა რომ ქნა?
ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოვმოქმედოთ. თუნდაც ფეისბუკზე ამდენნი რომ ვართ ჯგუფში, 200 კაციც რომ შევკრიბოთ და რაიმე აქციასავით ჩავატაროთ, შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ამ თემაზე ღიად არავინ საუბრობს და შეიძლება პრობლემის მიზეზი სწორედ ესეცაა 🙂
პ.ს. ბოლოში მეგობარზე რომ მიწერია, შენ ხარ ეგ :)))
ეე მომბეზრდა იმის წერა რომ კარგი ხარ.
რამე ცუდიც დაწერე 😀
ჰო, ნაგვიანობა მეც მაწუხებს. სანაგვეებიც არსებობს უკვე და რავიცი. მგონი გამოვაწორებთ. იმედია. 🙂 თუარადა მალე ”wall-e”ები დაგვჭირდება 🙂
პ.ს. რომელ სერიალს უყურებდი ზაფხულობით დილის 7ზე?
საიდუმლო მასალებს ვუყურებდი 🙂 ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო სერიალია 🙂
sakmaod kargi postia merab, samtsuxarod xalxia sheugnebeli da isev gorebivit moikcevian 😦
ხო, შეგნებაა პრობლემა. იქნება რამენაირად შევცვალოთ მათი შეგნება?
ქუჩაზე დიდ კომენტარს აღარ ვაკეთებ, ისედაც ყველაფერი ცხადია…
აი, ამირანი კი ყველაზე ბინძური კინოთეატრია მთელს საქართველოში… რუსთაველში ყოველი სეანსის შემდეგ წმენდენ დარბაზს და ამის გამო საკმაოდ დიდხანს ვიცდი ხოლმე… (ხალხზე ისედაც ყველაფერი თქვი და აღარ ვაგრძელებ) ამირანში კი რომ შეხვალ პეპსის ნიაღვრები დგას და ფეხები იატაკზე გეწებება. არ მიყვარს ეგ კინოთეატრი….
ნაგავს ქუჩაში არ ვყრი… ერთი მეგობარი მყავს ისიც ვერ იტანს ნაგვის დაყრას და ყველას ვეჩხუბებით ხოლმე. ერთხელ მახსოვს პირობა ჩამოვართვი რაღაცაზე და დავემუქრე: იცოდე თუ არ შეასრულებ მთელ ქალაქს სელფაკებით მოვფენ–მეთქი… ასე, რომ ერთმანეთს ვაკონტროლებთ ხოლმე შემთხევით რამე არ დავაგდოთ….
ეჰ, იქნება ეს ქალაქი ოდესმე სუფთა?
მებ აქტუალური თემაა… მეც დავაგდებდი ხოლმე ნაგავს ქუჩაში ერთი ადამიანი რომ არა რომელმაც ზოგადად ჩემი ცხოვრების მიმართულება შეცვალა… სკოლის მოსწავლემ 9 კლასში შემთხვევით მოვხვდი ასეთ სიტუაციაში, რაღაც აქციის შემდეგ ახალგაზრდები და არაახალგაზრდები საღორიის ტყეს ასუფთავებდნენ. ისე გამიკვირდა და დავინტერესდი რომ მეც ავიღე პარკი და დავიწყე აკრეფა… მეგობრებმა თავიდან სიცილი დაიწყეს “უბორშიკი” ხომ არ ხარო მმმაგრამ ისე გავერთედ რომ მალე თვითონაც ჩაერთნენ. აქ გავიცანი ქალბატონი მადონა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი… მოგვიანებით მან სიტყვები მითხრა : “იცი როდის შეიცვლი ქუჩაში ნაგვის დაყრის ქცევას? მაშინ როცა არავინ გიყურებს და ძირს მაინც არ დააგდებ, მაშინ როდესაც ჯიბეები ნაგვით გექნება გატენილი და სანამ ბუნკერს არ აღმოაჩენო… ქუთაისში ბუნკერების დეფიციტი იყო და ყველა დამცინოდა მაგის გულისთვის რომ ჯიბით დამქონდა ნაგავი, ამას იმიტო კი არ ვამბობ რომ მე ვარ მზრუნველი მოქალაქე არ! სკოლაში , საყვარელმა, მისაბაძმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს მოქალაქეობრივი თვითშეგნება რასაც მე IFES-მა მასწავლა
მეც მაგას ვამბობ. სხვამ უნდა მოახდინოს ადამიანზე გავლენა. სსიამოვნოა, რომ შენ კარგ გარემოში მოხვდი და ნაგვის გადაყრის მავნე ჩვევაც არ დაგრჩა. ნაგვის ყუთების დეფიციტი მართლა საშინელებაა. მეც დამცინიან ხოლმე ნაგვის არ დაყრაზე, მაგრამ… ერთხელ მახსოვს 6-ნი მოვდიოდით. მე და ერთი ჩემი მეგობარი ვერ ვიტანთ ნაგვის ქუჩაში დაგდებას, ორგანულად. ხაჭაპურს ვჭამდით და იმ ოთხმა პარკები იქვე დაყარა 😦 ჩვენ ავდექით, ავიღეთ პარკები და ცოტა მოშორებით მდგომ ნაგვის ყუთში ჩავაგდეთ. ხალხმა დაგვცინა, უცხოებმა განსაკუთრებით. მაგრამ ეგ არაფერი, რეალურად დასაცინი ვინ იყო, შენც კარგად იცი და მეც 🙂
ნაგვის დაყრის შემდეგ, ქართველთა ყველაზე საყვარელი გართობა ქუჩაში მოშარდვაა.
+1
magari frazaa
😀
საშინელებაა…
ნაგავში ამოგუნგლულები არიან და რომ კითხო
სისუფთავის მოყვარულებთან გაქვს საუბარი
ღორები არიან და მეტი არაფერი…
“if you judge people you have no time to love them…”_ ეს მე არ მითქვამს დედა ტერეზამ თქვა :)) და იცით რაა მოდი დავანებოთ თავი ლანძგვა_გინებას…. ღორები ძალიან ცუდი სიტყვაა დამეთანხმეთ რა 🙂 მოდი დავანებოთ თავი იმის გარკვევას რა ჰქვია ადამიანს ვინც ნაგავს ყრის….. რა საჭიროა სარკაზმი….ჩვენ ავდგეთ და საქმე გავაკეთოთ….:)) მებომ მაგარი თქვა აქციებზე:* დიტოს ააქვს ძალიან მაგარი იდეები ფილმიც კი გადაიღო ასე რომ….. მართლა გავაკეთოთ რამე რა:) და კიდევ ერთი ადამიანი ღორად არ იბადება ღორად საზოგადოება აქცევს მას ,ასე რომ ჩემი და შენი ბრალია თუ ვინმე ამ ეპითეტს იმსახურებს! ;(