თითოეულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ღირებულებები. მათ ჩამოყალიბებას განაპირობებს ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება და თვითონ საზოგადოების შემადგენელი ინდივიდები. დაკვირვებების შედეგად მივალთ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად ამერიკულ საზოგადოებაში ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პიროვნული წარმატება, როდესაც აფრიკის ზოგიერთ ტომში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფურ წარმატებას. ინდუსტრიულ საზოგადოებებში გაქრობის გზას ადგას ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ერთგულება, მეგობრობა, ხელგაშლილობა, სიყვარული. დღეს უფრო აქტუალურია მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, ცივსისხლიანობა და ა.შ. როგორია საქართველოს მდგომარეობა ამ ასპექტში? როგორი სახეცვლილება განიცადა ქართულმა კულტურულმა ღირებულებებმა? დაკვირვების შედეგად აღმოვაჩენთ, რომ ქართული საზოგადოება ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაშია. მას სურს ტრადიციული ღირებულებების შეცვლა ან გათანამედროვეობა, მაგრამ ამავდროულად კარგად ვერ აცნობიერებს მსოფლიოში გაბატონებული თანამედროვე ღირებულებების რეალურ არსს. ჩვენ განვიხილავთ ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ისტორიულად დამკვიდრდდა ჩვენს საზოგადოებაში და ვნახავთ თუ რა სახის ცვლილება ან დეგრადაცია განიცადა თითოეულმა მათგანმა.
მთავარი ღირებულებები (როგორიც იყო ისტორიულ წარსულში)
1. ერთგულება / პატრიოტიზმი
ნებისმიერი ქართველი გიპასუხებთ, რომ მისთვის მთავარია ერთგულება. ეს მართლაც ასეა. გადავხედოთ თუნდაც ისტორიას: ერთგული ადამიანები ყოველთვის ფასდებოდნენ და მათ გმირებადაც კი რაცხავდნენ (ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული), მოღალატეები კი ყოველთვის იდევნებოდნენ ქართულ საზოგადოებაში და მათ საკმაოდ მკაცრადაც სჯიდნენ (გავიხსენოთ კახაბერ ყორღანაშვილი, რომელიც საჩინო ბარათაშვილმა კლდიდან გადააგდო ღალატისთვის). პარადოქსია, მაგრამ ერთგულების დაფასების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოღალატეების საკმაოდ დიდი რაოდენობაც გახლდათ.
2. სტუმართმოყვარეობა / სტუმარ-მასპინძლობა
ქართველი ოდითგანვე გახლდათ სტუმართმოყვარე. სტუმარ-მასპინძლის ინსტიტუტი იმდენად მძლავრი იყო, რომ ხანდახან სტუმრად მოსულ მტერსაც კი არაფერს შეჰკადრებდა ქართველი. ვაჟა-ფშაველას მშვენივრად აქვს აღწერილი ქართული სტუმართმოყვარეობა პოემაში “სტუმარ-მასპინძელი”.
3. კომინიკაბელურობა
ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია კარჩაკეტილი ცხოვრება. აუცილებელია მეზობლობა, მეგობრობა. ადამიანები ერთმანეთს გვერდში უნდა ედგნენ ჭირშიც და ლხინშიც. ძველი ქართული სოფლები მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ურთიერთდახმარებით იარსებოს საზოგადოებამ. ერთი ადამიანის გაჭირვება მეორე ადამიანის გაჭირვებაცაა. კომუნიკაციის გარეშე ადამიანი გარიყულია (განსხვავებით უცხოეთისა).
4. კონსერვატიზმი
ტრადიციების და ადათ-წესების დაცვა ქართველთა უმთავრესი საზრუნავია. ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით რაიმე ახლის მიღებას, თავგამოდებით ვიცავდით მამაპაპურ ადათ-წესებს. წეს-ჩვეულებების დაცვა უმთავრესი გახლდათ. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობაში “ხევისბერი გოჩა”, მამა საკუთარ შვილს კლავს თემური ცხოვრების წესის დარღვევისთვის და მამაპაპური ტრადიციების უგულვებელყოფისთვის.
5. რელიგიურობა / მართლმადიდებლობა
ქართველი მუდამ რელიგიასთან აკავშირებდა საქართველოს წარმატებასა თუ წარუმატებლობას. წარმატებული მეფე ღვთისგან კურთხეული იყო, ხოლო წაგებული ბრძოლა ჩვენი ცოდვების საზღაური გახლდათ. ქართველი მუდმივად იბრძოდა მართლმადიდებლობისთვის, ყოველთვის მიაჩნდა იგი ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად. ქართული საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია ქართველობა მართლმადიდებლობის გარეშე.
6. ხელგაშლილობა
ეს ღირებულება გარკვეულწილად სტუმართმოყვარეობასა და კომუნიკაბელურობასთანაა პირდაპირ კავშირში. ძუნწი ადამიანი ყოველთვის გარიყული იყო ქართულ საზოგადოებაში. “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია” – დაწერა შოთა რუსთაველმა ეპოქალურ პოემა “ვეფხისტყაოსანში”. ალბათ არცერთ სხვა საზოგადოებაში არ არის ხელგაშლილობა ისე დაფასებული, როგორც საქართველოში.
ზემოთ ჩამოთვლილია ქართული ღირებულებები ისტორიულ ასპექტში. მე-19 საუკუნიდან ამ ღირებულებებმა საგრძნობლად იცვალეს სახე და შეიძლება ითქვას ფსევდო-ღირებულებებადაც კი გადაიქცნენ.
მთავარი ღირებულებები (მათი დღევანდელი სახე)
1. ერთგულება / პატრიოტიზმი
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა – ქართველთა უმეტესობას სამშობლო მხოლოდ სადღეგრძელოებსა და ლექსებში უყვარს, ქართველი აღარ არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ერთგული. სიტყვით ყველა ქართველი პატრიოტია, საქმით კი სულ სხვაგვარი მდგომარეობაა: ქართველთა 90% სიამოვნებით გამოიყენებს ქვეყნის დატოვების პირველივე რეალურ შანსს. ქვეყანა იცლება ქართველებისგან, რაზეც მეტყველებს სტატიტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბოლო 15 წელის მანძილზე მოსახლეობის ქართული შემადგენლობა დაახლოებით 500 000-ით შემცირდა. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გაუფასურდა ერთგულების ცნება. თითოეული ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის ადვილად უღალატებს მეორე ადამიანს. საზოგადოებაც უფრო ლმობიერი გახდა “მოღალატეების” მიმართ.
2. სტუმართმოყვარეობა (სტუმარ-მასპინძლობა)
ერთი შეხედვით ქართველი ისევ სტუმართმოყვარეა: გულღიად ხვდება ყველას და ბოლო კაპიკებსაც კი ხარჯავს მის გასამასპინძლებლად. რეალურად კი ეს ყველაფერი ერთ დიდ სპექტაკლს ჰგავს, რომლის მიზანიცაა პიროვნების მიერ საზოგადოებაში დამკვიდრებული იმიჯის შენარჩუნება. რას გულისხმობს სტუმარ-მასპინძლობა – სტუმრისთვის ყველაფრის მიცემას და ოჯახის მშივრად დატოვებას? არავითარ შემთხვევაში. სთუმარ-მასპინძლობა, ტრადიციული გაგებით, ნიშნავს განაწილებას, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით გამასპინძლებას და არა ე.წ. “გადაყოლას”. რა ხდება დღეს? ქართველი ისესხებს ფულს და მდიდრულად გაუმასპინძლდება სტუმარს, მომდევნო ორ თვეს კი ვალების გადახდაში გაატარებს, ცოლ-შვილს კი ლუკმა-პურს მოაკლებს. ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სრულიად ეწინააღმდეგება ტრადიციულ გაგებას. დღეს არასწორად გვესმის ეს მცნება და ხშირ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობა პირფერობაში და ბაქიაობაში გადაგვდის.
3. კომუნიკაბელურობა
კომუნიკაბელურობა ასე თუ ისე ინარჩუნებს თავის ნამდვილ სახეს. საქართველოში კვლავ არ უყვართ კარჩაკეტილი ცხოვრება. მეზობლობის ინსტიტუტი კვლავ არსებობს (შედარებით განსხვავებულ ფორმებში), ადამიანები შეძლებისდაგვარად უდგანან ერთმანეთს მხარში. თუმცა ისევე როგორც ყველაფერი, ეს ღირებულებაც ოდნავ დეგრადირდა. ამის მიზეზი ალბათ მაინც მძიმე სოციალური პირობებია – რთულია გვერდში დაუდგე სხვას, როდესაც შენ თვითონ უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე დგახარ.
4. კონსერვატიზმი
ადათ-წესების დაცვა და შენარჩუნება კვლავ მთავარ საზრუნავად მიგვაჩნია. თუმცა თვალშისაცემია საზოგადოებაში დამკვიდრებული ტენდენცია – ტრადიციების არასწორი ინტერპრეტაცია. პრობლემის უკეთ გასაგებად, მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი:
· ქართული სუფრა
ხშირად შევხვდებით ქართულ სუფრაზე “მოძალადე ელემენტებს” : “დალიე რა, ქართველი არ ხარ?!”, ანდაც – “ქართველობა ძნელია ძმაო, აბა რა გეგონა?!”. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? პასუხი მარტივია – ეს არის ტრადიციის დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაცია. ცნობილი ფაქტია, რომ ქართული სუფრის კანონები ითვალისწინებდა მხოლოდ 3 სადღეგრძლოს დალევას. ქეიფი გრძელდებოდა თითქმის მთელი დღე და მას თან ახლდა გართობა, ცეკვა, თამაში და შაირობა. როგორ გამოიყურება დღევანდელი “სუფრა”? თეფშზე დაძინებული მამაკაცები, სამზარეულოში “მოფუსფუსე” ქალები, ლიმონათის ბოთლებით მორბენალი ბავშვები და უყურადღებოდ დარჩენილი სუფრასთან მსხდომი მანდილოსნები – მამაკაცებს მათთვის აღარ სცალიათ, რადგან “ცოტა” ზედმეტი მოუვიდათ. ქართული სუფრის დღევანდელი სახე სრული ანტიპოდია ქართული ტრადიციისა.
· ქალიშვილობის ინსტიტუტი
ქართული ტრადიცია მოითხოვს, რომ ქალს მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ქორწინების შემდეგ. ჩვენ ამ ტრადიციას ვიცავთ, ისე რომ არც ვცდილობთ უფრო ღრმად გავაანალიზოთ იგი და რაიმე ცვლილება შევიტანოთ მასში. ეს ტრადიცია საუკუნეების წინ დამკვიდრდდა საქართველოში. ყურადღება მინდა გავამახვილო ფაქტზე, რომ ძველად საქართველოში მანდილოსნებს ათხოვებდნენ 14-15 წლის ასაკში, შესაბამისად მათთვის არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას ამ წეს-ჩვეულების დაცვა. რა ხდება დღეს: 14 წლის ასაკში აღარავინ თხოვდება (ერთეული გამონაკლისების გარდა), ზოგი კი საერთოდაც ვერ თხოვდება (გარკვეული სოციალური მიზეზების გამო). სექსუალური ურთიერთობის არქონა კი იწვევს უამრავ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დაავადებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ძველად საქართველოში ყველა ქალი თხოვდებოდა და მათ შესაბამისად არასდროს არ ჰქონდათ სექსუალური პრობლემები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რაიმე თანდაყოლილი ნაკლი გააჩნდათ). ქალიშვილობის ინტიტუტის არასწორი ინტერპრეტაცია და გაგება იწვევს დღევანდელ საზოგადოებაში მცხოვრები მდედრობითი სქესის ადამიანების გარკვეულ პრობლემებს. კონსერვატიზმი კარგია, მაგრამ ხანდახან საჭიროა ტრადიცია დროის განვითარებასთან ერთად მოდიფიცირდეს.
ამ ორი მაგალითის საფუძველზე კარგად ჩანს, თუ როგორ არასწორად ესმის საზოგადოებას კონსერვატიზმი.
5. რელიგიურობა / მართლმადიდებლობა
რელიგიაზე გამუდმებით საუბარი დღესაც დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ დროშიც წარმოუდგენელია ქართველობა მართლმადიდებლობის გარეშე. თუმცა არის ერთი მაგრამ – საზოგადოებამ დაკარგა ჭეშმარიტი რწმენა. ისევე როგორც სტუმარ-მასპინძლობა, ერთგულება და კონსერვატიზმი, რწმენაც გადაიქცა თვალთმაქცობის და საკუთარი თავის მოტყუების საშუალებად. უმეტესობას ჰგონია, რომ ორშაბათს ჩადენილ მძიმე ცოდვას შაბათ-კვირას წირვაზე დასწრებით და აღსარების თქმით გამოისყიდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ რელიგიურად, ოღონდ რელიგიური წესების დარღვევით. რელიგიურად ცხოვრება გადაიქცა საზოგადოებაში სატარებელ ნიღბად და ქვეყნის ერთ-ერთი უბედურება სწორედ ამაში მდგომარეობს.
6. ხელგაშლილობა
ხელგაშლილობაც გადამეტებულად გვესმის. ხელგაშლილობა არ ნიშნავს ყველაფრის სხვისთვის მიცემას. დღეს ეს ღირებულება გარკვეულწილად ასეა გაგებული. რეალურად ხელგაშლილი ადამიანები, ისეთები რომლებიც გულით გასცემდნენ მონაპოვარს (როგორც თინათინი “ვეფხისტყაოსანში”), საქართველოში თითზე ჩამოსათვლელად დარჩნენ. დღეს საზოგადოებაში არ არის ცხოვრების ის პირობები, რომ ადამინმა სხვაზე იფიქროს. თითოეული წევრი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. “ხელგაშლილობის” მაგალითები ხშირ შემთხვევაში თვალთმაქცობის გამოვლენაა, როდესაც ერთი ადამიანი თავს იწონებს საკუთარი შესაძლებლობებით და საზოგადოების თვალში ამაღლება სურს.
ჩვენ განვიხილეთ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რამოდენიმე ღირებულება. ვნახეთ თუ რაოდენ დეგრადირდა საზოგადოებაში ტრადიციების და წეს-ჩვეულებების გაგება. ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებას უჭირს არჩევანი გააკეთოს ეროვნულ ტრადიციებსა და ლიბერალურ კულტურას შორის. შინაგანად ქართველი ერი აზიატია, გარეგანად კი ევროპისკენ მიიწევს. ეს იწვევს უდიდეს კონფლიქტს ფასეულობებს შორის, რასაც საბოლოოდ მივყავართ ღირებულებათა გადაგვარებისა და საზოგადოების დეგრადირებისკენ.
kidev ertxel dzalian momewona: )))
miuxedavad imisa, rom batoni amirani sul ambobda, ar gvwirdeba tashis mkvreli sazogadoebao, maxsovs, am leqciaze shens prezentacias didi ovaciebi mohyva : ) rasac namdvilad imsaxurebda..
მადლობ, მადლობ 🙂
საინტერესო პოსტია.
მე მქონდა გაკეთებული რირებლებების კვლევა 150 ბავშვზე. ბავშვების ასაკი 12- 16 წელი იყო. თბილისში და რაიონებში.
ღირებულებების შკალა 36 ღირებულებისაგან შედგებოდა, და აფასებდა ბავშვის და ბავშვის აზრით მისის მშობლების რირებულებებს.
მოკლეთ, სამწუხაროდ შედეგები დღესაც დაუმუშავებელი მაქვს, ამიტომ არ შემიძლია მათი გაზიარება და შედეგებზე მსჯელობა. 😦
საინტერესო კვლევა დაგიწყია. სამწუხაროა, რომ არ დაამთავრე 😦 თუ ოდესმე დაასრულებ, გაგვიზიარე და ვიმსჯელოთ 🙂
რამდენი ხანია ველოდი ვინმე როდის იტყოდა ამას… მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 90%–ით გეთანხმები ეს სრული 90 პროცენტია. ნუ ის რაც ცხადია იმაზე აღარ ვილაპარაკებ და საუბარში განვიხილოთ ის. ერთადერთი რამაც გამახარა და რაზეც მეგონა არავინ დაფიქრებულა იყო ტრადიციების გაგებისადმი მიდგომა (თუმცა იმ მაგალითის მე ჩემეული ახსნა მაქვს :P)…საერთოდ ბევრ რამეს ისე ვაკეთებთ ინერციით, რომ არ ვუკვირდებით მის შინაარსს. სწორედ ამიტომაა ყველაფერი ყალბი. აფრიკელებზე მაფანატებს და ყველა დამცინის რატოოო. რატომ და იმიტომ, რომ ამ პატარ–პატარა ტომების წარმომადგენლები რასაც აკეთებ ყველაფრის წამთ, გულით და სულით მიყვებიან, იციან არსი და ამიტომ არის ყველაფერი ალალი… ჩვენთან კი საერთოდ არავის მოსდის აზრად რაიმე ტრადიციის ფესვები ეძებოს, ასეა და მორჩა…. კი მაგრამ რატომ? გაიგე რატომ და მერე იქნებ ათმაგად მოგწონს და უფრო შეგნებულად აკეთებ? აი, ისტორიას რაც შეეხება, მთლად ეგეთი მაგრებიც არ ვიყავით…
კიდევ იმაში გეთანმხები, რომ მართლა გაურკვევლობაში ვართ. ერთი მხრივ იციან რა არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ “უტყდებათ” ეს სიკარგე და რატომ ვერ ვხვდები….კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი, მაგრამ ცოტა პირადი საუბრისთვის შემოვინახოთ 😀
90%-ით თანხმობა ძალიან ბევრია 🙂 ასე რომ, ფაქტობრივად ერთ აზრზე ვართ 🙂
აფრიკელები მეც მიყვარს, დასაცინი არაფერია ნამდვილად. მე საერთოდ ყველა ადამიანი მიყვარს, თუ ის კარგია 🙂 კარგი კი აფრიკაშიც არის და აზიაშიც, ევროპაშიც და ალბათ კოსმოსშიც 🙂 ასე რომ…
ტრადიციებს რაც შეეხება, მართლა არ ვცდილობთ ჩავწვდეთ არსს და ხშირად დაუფიქრებლად ვუწოდებთ ამა თუ იმ ქმედებას ტრადიციას.
მართალია, მე ყოველთვის მინდა ვიცოდე არსი რასაც ვაკეთებ იმისას და ინერციით არაფრის კეთება არ მინდა. რასაც ვაკეთებ მე მჯერა ასე და იმიტომ და არა რაიმე სხვის გამო… ერთხელ ვთქვათ გაუზარებლად თუ ვარ “ვალდებული” გავაკეთი რამე, აუცილებლად ვცდილობ გავიგო რატომ უნდა გავაკეთო და თუ მომწონს ვაგრძელებ შემდეგაც და თუ არა აღარ.
პროგრესი აუცილებალია, მაგარამ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ნახტომისებურად..კონსერვატორი არ ვარ, მაგარმ ყველა ცვილება, ჩემი აზრი, მაინც კარგად გააზრებით უნდა მოხდეს..ჩვენ რომ ევროპული და აზიური ღირებულებების სინთეზი შევძლოთ იდეალური ვარიანტი იქნება, ორივედან შეიძლება ჩვენთვის სასარგებლოს ამოკრება..და ისე, ზოგადად, მე არც პრო-დასავლურობა მინდა და არც პრო-აზიურობა..პრო-ქართულობა ყველაზე კარგი გამოსავალია
აბსოლუტურად გეთანხმები 🙂 აუცილებელია პროგრესიც, მაგრამ პროგრესი არ ნიშნავს ყველაფერი ძველის დავიწყებას. სინთეზის გაკეთება კი ყველაზე რთულია 🙂
მშვენიერი რთულია.. 😉 🙂
რელიგიურობა / მართლმადიდებლობა
kargia, rom martmadidebloba gverdit miuwere… torem mxolod religiurebi rom viyot, erti chemi kurselivit, azerbaijanlebsa da somxebs imitom ar avitvalwunebdit, rom sxva religiis agmsareblebi arian…
qartvelebi ar cdiloben an vcer cdiloben bolomde sheitvison is girebuleba rac evropidan shemovida, yvelaferui sanaxevrodaa gaketebuli, vitom demokratebi vart, sinamdvileshi ki ar vcdilobt demokratiisa da gia sazogadoebis ashenebas (zogs agizianebs kidec sityva demokratia).
qalishvilobis institutma samedicino biznesi “aagordzina”, dges ori shvilis dedac qalishvili txovdeba 😀
ძალიან მომეწონა პირველი ნაწილი, მეორეში ნაწილობრივ გეთანხმებით. უბრალოდ, არ ვიქნებოდი ეგეთი კრიტიკული. არის მომენტი, როდესაც ვფიქრობ ქართული საზოგადოებას ვერ გაურკვევია ვინაა და რა უნდა. ამიტომაა არც ერთი ამერიკული თუ ევროპული გაანგარიშება და მიდგომა ამ ქვეყანას არ ესადაგება. ჩვენში ორივეა ევროპული და აზიური აღრეული და ამიტომაა რთული ხალხი ვართ და არასტანდარტულები. დღეს შეიძლება სუფრაზე გვეძინოს “ღორივით” გამომთვრალს და ხვალ შეიძლება ხანჯლით დავიცვათ სამშობლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. დღეს შეიძლება “გამარჯობა” არ ვუთხრათ კარის მეზობელს, მაგრამ ბოლო ლუკმა მივცეთ ქუჩაში მოხეტიალე “ქურთს”. 🙂 მოკლედ, იმ თავქარიან ქვეყნად დავრჩით ლეგენდაში რომ ყვებიან, ღმერთი მიწას არიგებდა და ჩვენ საქეიფო დრო სწორედ მაშინ რომ გამოვნახეთ :). ღმერთსაც მაგიტომ ვუყვარვართ ალბათ, რომ ჩვენი განჭვრეტა ყოველთვის შესაძლებელი არაა.
P.S. პრეზენტაცია მაქვს ზუსტად ამ თემაზე. თქვენის ნებართვით თქვენ სტატიას გამოვიყენებ. 🙂
მიხარია რომ მოგეწონათ ^^
მეც თავის დროზე პრეზენტაცია გავაკეთე სოციოლოგიის შესავალზე. გამოიყენეთ, არაა პრობლემა. ავტორი მიუთითეთ უბრალოდ ))
.10 iseti piradi girebuleba tqvit rogoricaa ertguleba, siamaye da sxva….
კარგი იყო
damexmaret rom davcero qartuli patriotizmi zvelad da dges