Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘გაუნათლებლობა’

ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდები – მასობრივი ისტერიის კიდევ ერთი ქართული გამოვლინება. ეს არის სახალხო ზეიმი (ვისთვის როგორ, პრინციპში), სადაც მშობლები, ნათესავები და მეგობრები წარმატებით ითავსებენ მარაომომარჯვებული ან კისერზე სველ “პლატოკ” შემოხვეული გულშემატკივრის როლს; აბიტურიენტები კი ქანცგაწყვეტილები და დასევდიანებულნი (ზოგი სწავლისგან, ზოგიც კი WOW-ის თამაშისგან ან უბანში ბირჟაობისგან), ჯერ კიდევ უდიპლომო და ჩამოუყალიბებელი სასიძო-სარძლოების როლში გვევლინებიან. ეს არის მარათონი, რომელსაც 30000-მდე გამარჯვებული ყავს; ეს არის ოლიმპიადა, სადაც მთავარი მონაწილეობა კი არა, დასაწყისამდე მიღწევაა – ბევრი ვერ უძლებს “გადატვურთულ” მოსამზადებელ წელს; ეს არის ტურნირი, სადაც ყველა იმარჯვებს (ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც გამოცდა დაწერა ან გადაწერა და თუ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვერა, აგრარულ უნივერსიტეტში მაინც ვერ მოხვდა). ეროვნული გამოცდები სახელითაც იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს არ არის არც მისაღები, არც სკოლის დამამათავრებელი და მითუმეტეს არც საატესტატო გამოცდები. არც მეტი არც ნაკლები, ესაა ეროვნული გამოცდები! მხოლოდ ჭეშმარიტ ქართველთათვის, მხოლოდ ნამდვილი ეროვნული ადამიანებისთვის (“ეროვნული კაცია, ძალინ მიყვარს!” – ზვიად ძიძიგურის წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი). აბა უცხოელები გამოცდების გარეშეც მიღებულნი არიან და… ამაზე ცალკე ვისაუბროთ: უცხოელებს ისე ველაქუცებით, გამოცდების ჩაბარებას კი არა, ქართული ენის ცოდნასაც აღარ ვთხოვთ უნივერსიტეტში სასწავლებლად. ეს დისკრიმინაციაა, საკუთარი მოსახლეობის დიკსრიმინაცია.

(more…)

Read Full Post »

მშრალი ხიდი ალბათ ყველამ იცით. ხიდის დასაწყისში, ცენტრ პოინტის ოფისის თავზე, ერთი რიგით ქართული ოჯახი ცხოვრობს. აივანზე ხშირად ვხედავ ხოლმე სახლის პატრონს, რომელსაც გვერდს უმშვენებს გაურკვეველი ჯიშის ძაღლი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი: აივანი, ჩითის ხალათში გამოწყობილი ქალი, მისი ძაღლი… თუმცა ყველაზე საინტერესო წინაა!

წელიწადის ნებისმიერ დროს, აივნის ქვეშ წყლის გუბე დგას. მისი არგავლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი საკმაოდ ვიწროა. გარკვეული პერიოდი ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ საიდან გროვდებოდა წყალი იმ ადგილას (ეს განსაკუთრებით უცნაური იყო შუა ზაფხულში, როდესაც სველი მაისურიც კი რამოდენიმე წუთში შრება).  ერთხელაც ჩემი ჩვეული და მრავალგზის გაცვეთილი მარშრუტით ვბრუნდები სახლში. სანამ ხიდს გადავკვეთ, ვხედავ რომ იმ ადგილას კვლავ გუბეა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გუბე ჩემ თვალწინ იქმნება. როგორ? ზემოდან წვეთ-წვეთად მომდინარე წყლით (თავიდან წყალი მეგონა). ბუნებრივია დავინტერესდი და ავიხედე აივანზე. რას ვხედავ: ეს ჩვენი გაურკვეველი ჯიშის ძაღლი გამოსულა აივანზე და ზედმეტი სითხისგან თავისუფლდება. სახლის პატრონს ყველაფერი აქვს გათვალისწინებული: აივანს პატარა ნახვრეტები აქვს გაკეთებული, დაახლოებით 3 ცალი. ამ ნახვრეტებიდან მშვენივრად ჩამოედინება ადამიანის ოთხფეხა მეგობრის… მაპატიეთ და – შარდი! ისე გენიალური მოფიქრებაა არა? გარეთ გასვლა არაა საჭირო, არც ძაღლის გასეირნება: გაუშვებ აივანზე და თვითონ იზავს ყველაფერს. უფრო მეტი პრაქტიკულობისთვის ნახვრეტებიცაა გაკეთებული, რათა აივანზე გუბე არ დადგეს, რაც არასასიამოვნო სუნს გამოიწვევდა ჩვენი თანამოქალაქის სახლში. “ქუჩაში ხალხი არ დადის?” – იკითხავთ თქვენ. “კარგი რა! ეგღა მადარდე. ქუჩა ხომ ჩემი არ არის?” – გიპასუხებთ ქალბატონი. აივანი საპირფარეშოდ გადაიქცა და ვინ იცის, ავდრის დროს მის ქვეშ გამვლელ ადამიანს რამდენჯერ ჰგონებია, რომ მაისის წვიმის წვეთებით სველდებოდა…

(more…)

Read Full Post »

“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, სირ-აქლემასავით მიწაში აქვს ჩაყოფილი თავი.

ჩავუღრმავდეთ სირ-აქლემას სინდრომის გამოვლენის არეალს. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება: ყოველდღიური ცხოვრების მაგალითად აღებაც გამოგვადგება პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად. უფრო კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების მაგალითებს მოვიყვან (უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს).

(more…)

Read Full Post »