Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘იმპროვიზაცია’ Category

დაასხი, დაასხი, ერთი კიდევ დავლიოთ. მერამდენე ჭიქაა? რავიცი, რეებს მეკითხები. ვერ ხარ შენ მგონი.

Read Full Post »

ზამთრის სიცივე ძვლებში ატანდა. დიდი ზომის შალის ჯემპრე მუხლებამდე უფარავდა სხეულს. აბუზული იდგა აივანზე და სივრცეში მზერით ეძებდა მზის სხივებს. სულ ტყუილად. ზამთარმა მკაცრი ჰეგემონია დაამყარა. მზის სხივებზე გრაფიკი დაწესდა. სხვა რა გზა ჰქონდა, სიგარეტის ახლადგახსნილი კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. ნაფაზი დაარტყა და სასიამოვნო გემო იგრძნო. მაქსიმალურად დიდხანს შეიკავა თავი ამოსუნთქვისგან და მერე “ჰუუუ”, ნაზად გამოუშვა სიგარეტის ბოლი. სიგარეტის ბოლი არ უყვარდა. სადგურებზე ორთქმავლების გამოშვებული კვამლი ერჩივნა. ბევრად. ბოლომდე კომფორტულად ვერა და ვერ მოეწყო. სიგარეტი საკმარისად ვერ ათბობდა. სიცივე მაინც ახერხებდა მისი ყურადღების გაფანტვას. მოიფიქრა. სახლში შებრუნდა, მძინარე მეგობრებს ფრთხილად გადააბიჯა, არცერთის გაღვიძება არ სურდა, ჯერ მხოლოდ დილის 6 საათი იყო. ოთახის კუთხეში მიგდებული აიპოდი და ყურსასმენები აიღო და აივანზე დაბრუნდა. ყურსასმენებს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ისიც, რომ ყურებს გითბობს. კომფორტულად მოირგო ისინი და აიპოდში საყვარელი ფლეილისტი ჩართო. She’s only happy in the sun – ფლეილისტის სახელი მაქსიმალურად გადმოსცემდა მის შინაგან მდგომარეობას. მზე ენატრებოდა. საშინლად ენატრებოდა. ყურსასმენებიდან მუსიკა სასიამოვნოდ ჩაეღვარა სულში და სიგარეტის გემრიელ ნაფაზებთან ერთად, ზამთრის აუტანელი სიცივე და სიგარეტის ბოლიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ფიქრობდა მზიან დღეებზე და იმაზე, რომ სადღაც ადამიანები პლაჟებზე იწვნენ და ირუჯებოდნენ, კიდევ უფრო სადღაც კი ბავშვები ტანშიშვლები თამაშობდნენ ფეხბურთს სკოლის ეზოში. დაფიქრდა და გაეღიმა. მშვიდად. წყნარად. ნაფაზის დარტყმისას თვალებს ოდნავ ჭუტავდა და ეს ძალიან უხდებოდა. თუ ადამიანს მოკლე თმები უხდება, ის ნამდვილად ლამაზია. მას მოკლე თმები ძალიან უხდებოდა.
ქუჩაში ხალხს ყოველთვის აკვირდებოდა. ისინიც ამჩნევდნენ მას, მაგრამ ისე, ზედაპირულად. “რა კარგი გოგოაო” – გაიფიქრებდნენ დედები, ბებიები. დროებას ჩამორჩენილები – “რა ბიჭურად შეუჭრია თმები, არადა რა კარგი გოგოაო”. ბირჟავიკები – “ვახ მოკლეთმიანი ნაშა რა პონტია, ბიჭიაო?”. ამ ყველაფერზე ეღიმებოდა. ზედაპურილობაზე ეღიმებოდა. თვითონ კი ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ბავშვობაში პატარა პრინცი წაიკითხა. მერე კიდევ წაიკითხა. უფრო მერე კიდევ. პატარა პრინცი კაი ტიპიაო, გაიფიქრა პირველ წაკითხვაზე. მეორეზე მიხვდა, რომ პატარა პრინცი თვითონ იყო. მესამეზე კი იმაზე დაფიქრდა, რომ ვარდისთვის წყალი ყოველთვის უნდა დაესხა. ამიტომ აკვირდებოდა ხალხს ქუჩაში და უხაროდა, როცა ვინმეს სახეზე ბედნიერებას და სიხარულს ამოიკითხავდა. პირველად ბიჭმა რომ სახლთან მიაცილა და გაუბედავად, მაგრამ მაინც აკოცა, მთელი საღამო გაღიმებული იყო. ამიტომაც იცოდა, რომ ადამიანების სახეზე ქუჩაში სიარულისას უცბად გაჩენილი ღიმილი მხოლოდ იმას თუ ნიშნავდა, რომ ვიღაცამ სადღაც პირველად აკოცა თავის გულისსწორს. წვრილმანებში დანახული ბედნიერებები ყველაზე მოცულობითია. პარადოქსულია ბედნიერება. ვერ ხსნი. ვერც ის ხსნიდა. დადიოდა თბილისის ქუჩებში, მოკლედ შეჭრილი თმებით და ტანზე გამოყვანილი შარვლებით. ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ ყველაზე ერთგულად მაინც საკუთარ აიპოდს და მასში შექმნილ ფლეილისტებს მიიჩნევდა. “Cheers Darlin” – ნისლიანი საღამოებისთვის, როცა ირგვლივ ყველა სვამდა, თვითონ კი ფანჯარასთან იჯდა და ბურუსში გახვეულ ხეებზე მოხტუნავე ციყვების დანახვას ცდილობდა. “Where are we now” – მელანქოლიური დღეებისთვის, როცა ყველაფერი ლურჯდებოდა და ბუნდოვანდებოდა. “True love waits” – ბავშვური რწმენა რომ არ დაეკარგა. და რაღა თქმა უნდა “She’s only happy in the sun” – ზამთრის ცივი დღეების დასამარცხებლად და საკუთარ თავში ზაფხულის მზიანი დღეების გასახსენებლად.
ახლაც აივანზე იდგა, უსმენდა ბენ ჰარპერს და თბილისის ქუჩებში, ჯინსებსა და კედებში მოსიარულე გოგოს გახსენებაზე გემრიელად ეღიმებოდა. სიგარეტის ნაფაზები დასასრულს მიუახლოვდა და სადაცაა სიმღერაც მივიდოდა ბოლო ნოტამდე. ჰორიზონტზე კვლავ არ ჩანდა მზის სხივები. ის კი ოდნავ მოჭუტული თვალებით, მაინც ოპტიმისტურად იყურებოდა სივრცეში და იცოდა, რომ ზამთრის სიცივეს ყოველთვის თან სდევდა სითბო. თანაც ისიც კარგად ახსოვდა, რომ იმ მომენტში, სადღაც შორს, რომელიმე ოკეანის სანაპიროზე, ზაფხულის სიცხისგან დაღლილი ადამიანები სიცივეს ნატრობდნენ და შურდათ მისი, რომელიც თბილ შალის ჯემპრეში შეფუთული და სიგარეტითა და აიპოდით შეიარაღებული, მაქსიმალურად ცდილობდა გამკლავებოდა სიცივეს. ასეა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც, რაც სხვას სურს. ამის გახსენებაზე გაეღიმა, სიგარეტი ჩააქრო, ყურსასმენები მოიხსნა და სახლში შებრუნდა. დრო სწრაფად გასულა. უკვე რვა ხდებოდა. მეგობრები სამსახურებში იყვნენ წასასვლელები. ბოლოჯერ დახედა სხვადასხვა სასაცილო პოზებში მძინარეებს, ეშკამურად ჩაიღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიყვირა: “ჰეეეიიი!”

Read Full Post »


საათი სამ საათსა და ჩვიდმეტ წუთს უჩვენებს. ვემზადები გასამგზავრებლად. სულ რაღაც 4 საათში ჩემი თვითმფრინავი ჰაერში აფრინდება და ჯერ სტამბულში, შემდეგ ბაზელში და იქიდან უკვე მატარებლით სტრასბურგში აღმოვჩნდები. ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე. ერთი თვის წინ აზრდაც არ მომივიდოდა, რომ ახალ წელს საფრანგეთში შევხვდებოდი.
ბოლოს საფრანგეთში 4 წლის წინ ვიყავი. მახსოვს საქართველოში დავბრუნდი თუ არა, ომი დაიწყო. ხუმრობით ვეუბნებოდი ჩემ თავს “რა იყო შე ჩემა, ომი მოუტანე ქვეყანას-თქო?”. მარა სახუმარო რა იყო. ეგაა რა. სიმწრის დროს უფრო მეტად ვხუმრობთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. დღეს საფრანგეთში მივდივარ. მერე 21 დეკემბერი მოდის. ვითომ საფრანგეთში ვეტყვი ჩემ თავს ხუმრობით რაიმე მსგავსს? მაგალითად: “რა იყო შე ჩემა, არეულობა მოუტანა ამ საათივით აწყობილ ქვეყანას?”. არა მგონია. 21 დეკემბერს თუ რამე მოხდა, ეს მხოლოდ ზომბი აპოკალიფსი შეიძლება იყოს. ზომბი აპოკალიფსის კი სულაც არ მეშინია. წიგნები წავიკითხე და ვიცი, როგორ დავამარცხო ზომბები. აი ასე.
არ მიყვარს მგზავრობ. უფრო სწორად ის მომენტი არ მიყვარს, სადღაც რომ ხარ მიჩვეული და მერე სხვა “სადღაც” რომ მიდიხარ, სადაც ის ახალი “სადღაც” შენი ძველი “სადღაცის” სრულფასოვანი შემცვლელი უნდა გახდეს. მერე იქ რომ მიეჩვევი, სადღაც, უკვე უკან დაბრუნებისას მიჩვეულ “სადღაცს” უნდა გადაეჩვიო და ახალ “სადღაცს” უნდა მიეჩვიო ისევ. მოკლედ რა. ასე სითბოს ძიებაში ნელ-ნელა ვემსგავსები ფრინველებს, რომლებიც მუდმივად სითბოს ძიებაში არიან. სადაც სითბოა, ჩემი ფრთებიც იქით მიმაფრენენ. რა პოეტურია, ღმერთო ჩემო.
ბებიამ შემოვიდა ოთახში, ხომ არ დაგაგვიანდაო. ბებიამ არ იცის, რომ თვითმფრინავით მივდივარ. ეშინია თვითმფრინავების. ერთხელ, როცა გაიგო, რომ უკრაინაში თვითმფრინავით წავედი, დედაჩემს უსაყვედურა – შვილს ასეთ ამბავში როგორ უშვებ, დედა არ ხარ, არ ნერვიულობო?! მას მერე დედა ცდილობს საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ბებიაჩემის, ანუ იგივე დედამისის თვალში და ეუბნება, რომ შვილს, ანუ მე, სამგზავროდ აღარ უშვებს თვითმფრინავით. კიდევ კარგი მატარებელი და მანქანა ბებოს მოსაწონ ტრანსპორტთა სიაში შედის, თორემ ველოსიპედით რა ჩამიყვანდა საფრანგეთში.
კარგი ქვეყანააო საფრანგეთი, ასე მითხრეს. მეც ეგრე მახსოვს პრინციპში. იცი როგორი ქვეყანაა? აი მეტროდან რომ გამოდიან, კარებს ხელს არ უშვებენ და გელოდებიან, სანამ შენც მიხვალ. თუ შემთხვევით გაეშვათ ხელი, ბოდიშს გიხდიან. მერე შენ მადლობა უნდა გადაუხადო. მშვნეიერია. მადლობა-ბოდიშის რეჟიმში ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდია. ბევრად უფრო საინტერესოც. ყველა თამაშობს ცოტ-ცოტას და კარგია. აკვირდები, ვინ უფრო კარგი მსახიობია და ვინ იმსახრებს ოსკარს და ვინ ჟოლოს. საქართველოში რომ დავბრუნდი, მაღაზიაში შევედი და გამარჯობა ვუთხარი გამყიდველს. მერე მადლობა. არ მიპასუხა. მერე ქუჩაში გამოვედი და ვიღაც ტიპები ცუდად იდგნენ, გზას მიღობავდნენ. ბოდიში-მეთქი ვუთხარი და ველოდებოდი როდის გაიღიმებდნენ, მეტყოდნენ “პირიქით, ჩვენ ბოდიშიო” და გამატარებდნენ. ნურას უკაცრავად. აგერ გვერდულად გაგვიარეო, სახეებით მითხრეს და მეც უხმოდ გავუარე გვერდიდან, გაჭირვებით. მას მერე აღარ ვეუბნები არავის ბოდიშს. მარტო მეგობრებს. იმათაც ხანდახამ უკვირთ. არადა საფრანგეთში ჩემ მეგობარს რომ ვკითხე რომელი საათია-მეთქი, მითხრა “გეთაყვა უნდა დააყოლო ხოლმეო”. მერე აღარ მეშლებოდა. კაი ხალხია ფრანგები. კაი ქვეყანაა ფრანცია.
უკვე 3:36 გამხდარა. წავედი ახლა, ჩავალაგო ჩემოდანი. თორემ დავრჩები ასე და ვეღარ წავალ საფრანგეთში და მერე ვეღარ შევადრი 4 წლის შემდეგ ნანახ საფრანგეთს ჩემი ბავშვბოსი ფრანციას. ოღევუაღ და ბონ ნუი თქვენ. ბონჟუღ საფრანგეთს.

Read Full Post »

წვიმის წვეთები მშვიდად და აუღელვებლად ეცემა სამარშრუტო ტაქსის მინას. ყურსასმენები კომფორტულად მაქვს მორგებული, თუმცა ძრავის გაგუდული ხმა მაინც მესმის შორიდან. მანქანა სისწრაფეს ავითარებს. ნელ-ნელა. მე ფანჯრუდან ვიყურები და წვიმიან ქუჩებში  მოსეირნე წყვილებს ვეძებ. ისინი ჯერჯეობით არსად ჩანან. იქნებ იმიტომ, რომ მე და შენ არ ვსეირნობთ?
წვიმა უკვე მონოტონურ რეჟიმში გადავიდა. როგორ გვგავს ხასიათით წვიმა! ძალიან გვგავს. თავიდან აფორიაქებულია, გული სწრაფად უცემს და სიხარულით მოდის დედამიწისკენ. ყველას გვეფერება სახეებზე, სიყვარულით გვეთამაშება და ცოტას გვაბრაზებს კიდეც. მერე იღლება და ნელ-ნელა კარგავს აღტაცებულობის გრძნობას – მონოტონური ხდება. რაღაც პერიოდი თანაბრად მოდის: წკაპ, წკაპ, წკაპ. მერე ეგეც ბეზრდება. ეხ, როგორ ვგავართ ადამიანები წვიმას. ყოველთვის გადავიღებთ ხოლმე. და მერე სამყაროც შრება. ხანდახან გვალვებიც იცის. ეს მაშინ, როცა სულ გადავიღებთ ხოლმე.
ახლა სიამოვნებით წამოვიდოდი წვიმად შენს სამყაროში. შენს გამხდარ სხეულს თბილად მოვეფერებოდი, ლავიწის ძვლებზე პატარა ნაკადულებად ჩამოგეღვენთებოდი, სწორ და გრძელ ფეხებზე კი წვეთებად შეგაშრებოდი. შენს თმებშიც სიამოვნებით დავიბუდებდი. გავიჟღინთებოდი შენი თმების სურნელთან და მერე შიგადაშიგ ჩამოვვარდებოდი წვეთებად და შენს პატარა, ბავშვურ ცხვირზე დავეცემოდი. შენ გაგეღიმებოდა, რადგან ვიცი, რომ ყოველთვის გეღიმება, როცა თმაში დარჩენილი წვიმის წვეთი ცხვირზე ჩამოგიგორდება ხოლმე. მაგრამ შენ ახლა მზეს ელი. და მეც ჯერ ვერ ვიწვიმებ და გემრიელად ვერ მოგეფერები.
წვიმამ გადაიღო. ხალხმა ქოლგები შეინახა. ან საერთოდ რათ უნდოდათ ქოლგები? წლებია წვიმაში არ უსეირნიათ. მერე რატომღაც უკვირთ, რატომ არ ვართ ბედნიერებიო. ყველას უყვარს წვიმა და ყველას უნდა სეირნობა. მერე სხვა რაღაცები და ვიღაცები უშლიან ხელს და ამიტომ… აღარავინ აღარ სეირნობს. თითქმის აღარავინ.
მე ჩემ გოგოსთან ერთად ვსეირნობ ხოლმე. ხელს მოვკიდებ და დაუფიქრებლად ვიწყებთ სიარულს. მე თვალებში შევციცინებ და ვუღიმი. მომენტებში დებილი მგონია საკუთარი თავი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვფიქრდები, რომ ღმერთმა უწყის სიხარულისგან უკვე რამდენჯერ დამრჩენია პირი ღია. ჩვენ უსიტყვოდ ვსველდებით ზაფხულის წვიმის ნაზი წვეთებით. “არ გადაიღოს რა” – ორივე ერთდროულად ვფიქრობთ, უჩუმრად. მერე ცოტ-ცოტას ორივე ვტირით. ოღონდ ვერ ვატყობთ ერთმანეთს ან უბრალოდ საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ წვიმაა. ვტირით, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც არ გვჯერა ბედნიერების. არ გვჯერა, რომ როგორც იქნა გაწვიმდა. გადაუღებლად. კოკისპირულად. გვინდა სულ წვიმდეს.
ნახე, ყვავილები. შენ თმებში ჩაბნეული ყვავილები. წვიმიანი ყვავილები. უკვე აღარც ვიცი, ყვავილის სურნელი მახვევს თავბრუს თუ შენი თმების ჰაეროვანი არომატი. სახლზე რომ ვოცნებობდით, ტყეში მდინარის პირას, უკვე გვაქვს. ხო გვაქვს. მომკიდე ხელი. თვალები დახუჭე და მომენდე. ხომ ლამაზია ჩვენი სახლი? ისეთია როგორიც გვინდოდა. მყუდრო, ძველებური და წარსულის სუნიანი. მოგონებების სუნიანი. ვგიჟდები ჩვენი თითოეული შეხების გახსენებაზე. ყველაფერს თავიდან ვგრძნობ: ბავშვურ ნერვიულობას და ღელვას, ატმისფერ ვნებას და შენ სუნს. ასეთ მომენტებში ჰაერი ზედმეტი რაოდენობით მომეწოდება და მეშინია, რომ სუნთქვას ვეღარ შევძლებ. თუმცა შენ მეხმარები: თვალებში მიყურებ და უჩუმრად, წამწამების ნაზი მოძრაობით მახვედრებ, რომ გიყვარვარ და შენგან მიღებული ჰაერი ვერაფრით ვერ იქნება ზედმეტი. მეც გაბედულად ვიმართები წელში და ვიწყებ სუნთქვას. თავისუფლად სუნთქვას. ჩვენ ერთად ვსუნთქავთ, თანაბრად გვებურცება სხეულები და ასევე თანაბრად, ოდნავ აღელვებულად და ოდნავ ხმაურიანად გვებერება ნესტოები. შენ სველი ხარ. მეც სველი ვარ. მოდი არასდროს გავშრეთ. იწვიმოს, სულ იწვიმოს. და მე გპირდები, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება სახლი ტყეში, მდინარის პირას. შენ და მე. მე და შენ. ხო, და კიდევ წვიმა, რა თქმა უნდა.

Read Full Post »

ოხ რა. შენი გამოსწორება არ შეიძლება. იმენა კიბო ხარ. აი დააჯდები ადამიანს და მორჩა, აღარ მიდიხარ. იმ სტუდენტს გავხარ, ბოლო ლექციებზე ლექტორს რომ ტვინს უბურღავს, ნიშანი დამიწერეო. მერე ლექტორიც ნებდება და უწერს. ან არ ნებდება და გემრიელ გინებას იღებს სანაცვლოდ. არავის უყვარს კიბოები. ალბათ არც შენ დაგევასებოდა, უბრალოდ საიდან მიხვდები ამას, შენ თვითონ კიბო ხარ.
ჩასაფრებული ნაძირალა რომ გიწოდო გაგიტყდება? ხო რა იყო, ნაძირალა ზრდილობიანი სიტყვაა. აბა რა უნდა გიწოდო? ჩასაფრებული განდონი? ცუდად ჟღერს რა. თანაც ეს განდონი სულ ქართულ ანბანთან ასოცირდება და თავი სკოლის მოსწავლე მგონია. არადა უკვე მეექვსე წელია სკოლა დავამთავრე. იქ კიდევ სკოლაში სულ იყო ფრაზები: “აბა ანბანის მოყოლა დაიწყე რა, იცი როგორ, აი “ან, ბან, გან…” მერე იყო სიცილი: ჰაჰაჰააა, განდონ, განდონ. კაი იყო ბავშვობა. განდონზე გვეცინებოდა. ახლა კიდევ აღარ. ნუ არც ისე.
მოკლედ ხანდახან მგონია, რომ შენი კიბოობის გარეშე ცხოვრება უკეთ მექნებოდა აწყობილი. შენ მომაჯდები და პიზდეც, იმენა და კანცა მხმარობ, სანამ სულს არ ამომხდი. მიმიშვი რა. ცოტა მამხიარულე, მასუნთქე, არჩევანი გამაკეთებინე. არა ბაზარი არაა, არასდროს არ გითქვამს, ეს არ გააკეთო ან ის არ გააკეთეო, მარა პრობლემაც სწორედ მაგაშია. შენ ის კიბო ხარ, ვერაფერს რომ ვერ მაწყვეტინებს. არ ვიცი რა მინდა, მწვადი თუ შამფური. მერე იზმენებში ვვარდები. ვაიდა შამფური გავაფუჭო? და ვუიდა მწვადი დავწვა? ვაი და ვუი შენ, ჩამოყალიბდი რა ძმაო. ის ანეგდოტი მაინც არ იცოდე, ტიპმა სიბნელეში ორჯერ რომ აიღო პირში. ხოდა ჩამოყალიბდი იტოკში. ყველასათვის კარგი იქნება, ასიანს ვბაზრობ.
ხოდა რა არჩევანი, ღადაობ? წვერი გავიპარსო თუ არა, იმას ვერ ვწყვეტ. და შენ მეუბნები ცხოვრებაში რამე სერიოზული არჩევანი გააკეთეო? წადი შენიც! ვაფშე ვინ ხარ? კიბო ხარ, მეტი რა?! მეტი არც არაფერი. ჩემ გარდა ვერავინ გხედავს და ზნაჩიტ ვერავინ გაღიარებს. დაჟე ახლა შენზე რომ არ ვწერდე, მომავალშიც ვერავინ გაიგებდა, რომ კიბო ხარ, რომელიც შემომიჩნდი. ხოდა სანამ რამე ისეთი მოიფიქრეს, რომ მოგსპონ, ცოტა ტრაკი დააყენე და ნუღარ ამშლი ნერვებზე რა. თუ არა და იცოდე, რომ გავიგებ როგორ მოგიღო ბოლო და მერე პიპეც!
უკრაინაში ამიხსნეს გინებების სერიოზულობა თანმიმდევრობის მიხედვით. კაპეც –> პიპეც –> პიზდეც. ეს პიზდეცი იმენა სერიოზული ვეშია. ყველა არ ამბობს. ან ამბობს და სახალხოდ ერიდება. იგივე თემაა რაც ჩვენთან გინება: ქუჩაში შეიგინები, ცუდი ტიპი ხარ. მარა სახლში ყველა ყველას აგინებს. უფრო ხშირად ცოლებს აგინებენ. სულ მინდოდა ეს მეთქვა პირში იმ ქალებისთვის, რომლებიც წუწუნებენ, რომ ქმრები ცუდად ექცევიან: გათავისუფლდით რა ქალებო და გადააგდეთ ეგ თქვენი იდიოტი კიბოები, რომლებიც ალბათ გეუბნებიან, რომ ჯერ არ გინდათ არაფერი რადიკალური. დაიკიდეთ! იმენა დაიკიდეთ! ადექით და სახეში შეაფურთხეთ მოძალადე ტიპებს, პირში უთხარით, რომ არ გაკმაყოფილებთ მათი პენისების მოხერხებულობა და რომ ყოველთვის გინდოდათ თქვენს მეორე ნახევარს თქვენთვის გემრიელი კუნილინგუსი გაეკეთებინა. სანამ ამას არ ეტყვით, იქამდე მიიღებთ გინებას და იქამდე გეყოლებათ კიბოები.
დაუმუღამეთ კაეშნიან საღამოებს. მაგარი სიტყვაა კაეშანი. თვითონ გრძნობა ვაფშე ღვთაებრივია. ეჭვია მაქვს ღმერთი რომ ლუდს იგონებდა, იმ დროს კაეშანში იყო. აი იმენა ლუდია კაეშნის სასმელი. რაც უფრო მეტს სვავ, უფრო მეტი კაეშანი გეუფლება. ხოდა მერე ეს კაეშანი უფრო გისწორებს, ვიდრე ლუდის გრადუსი. ეგრევე აქვს პრიხოდი. აი ეგრევე. რა წამალი, რა ნარკოტიკი. ლუდი და კაეშანი. იმენა გარანტირებულია კარგად ყოფნა. მარა თავიდან სარისკოა. ყველა ვერ უმუღამებს კაეშანს და ზოგი მერე იმენა აფრენს. მე მაგრად დავუმუღამე კაეშანს.
ოქტომბერში არჩევნებია. მოვა ბიძინაჩემი და პიზდეც. ჰაჰ. სასაცილოა. ბიძინაჩემი არა სტეფანე და სამი გოგო. რა ბიძინაჩემი. დაიკიდეთ ვაფშე ეგ თემა. პოლიტიკა, შმოლიტიკა. ადექით, ტრაკი გაანძრიეთ და ეცადეთ ყოველდღიურად იცხოვროთ ისე, როგორი ქვეყანაც გინდათ რომ გქონდეთ. მოიცა რა. თან გინდა ევროპა, დემოკრატია, თანასწორობა და ამავდროულად სიამოვნებით იყენებ ნაცნობობას სადმე ურიგოდ შესასვლელად? არავის ტრაკში არ გაერჭო მაგ შენი ორმაგი სტანდარტებით რა. მაგარი ბანძი ტიპი ხარ. ორმაგი ტიპი ხარ.
არჩევანის გზაჯვარედინი. ბევრი ბევრი არჩევანი. უხ. ტეხავს. სადაა მაგდენი ფიქრის დრო და საშუალება. რა ვქნა? პოსტის წერისასაც კი იმაზე ვფიქრობდი, რაზე დამეწერა და საბოლოოდ გადაუწყვეტელობის გამო ყველაფერზე დავწერე. ასეთი ვარ. გზაჯვარედინები მაბნევს. ნუ მომცევთ არჩევანის უფლებას. ან თუ მომცემთ, ორზე მეტი შესაძლო ვარიანტი არ იყოს რა. სიმარტივე – არჩევნის გზაჯვარედინის ამოცანის ამოხსნის საუკეთესო ხერხია. საუკეთესო და თან მიუღწევადი. ჰეჰ.

Read Full Post »

უძილობა. უმოქმედობა. უძლურობა. უგულებელყოფა. უანგარობა. უაზრობა. უშვილობა. უტყუარობა. უნდაგავაკეთოფეხებზემკიდიობა. უძრავ-მოძრაობა. უდედობა. უმამობა. უწყლობა. უსაჭმლობა. უჭმლობა. უსაშველობა. უგუნურობა. უსაქმურობა. უბედურება. უსაყვარლესობა. უნდაჩაგყპალოობა. უნდაყურზეგიკბინოობა. უსექსობა. უზენაესობა. უღმერთობა. უკვდავება. უიშენგენაცვალექართველობა. უიმედედარასგავსესსირობა. უუარობა. უქალობა. უუთოობა. უხაჭაპურობა. უკუღმართობა. უკანგაიკეთეშენიფულობა. უნდაგადაცუროზღვაობა. უკუნეთისობა.

Read Full Post »

“დღეს უნდა დაწერო ბიჭო, გაიგე?!” – მეუბნება ჩემი მეორე მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ბლატაობდა, ცოტა შავები ეცვა და ცოტას ქურდობაზე ოცნებობდა. მერე ტუალეტში ანძრევდა, მონიკა ბელუჩიზე. “კაი დავწერ” – პასუხობს კიდევ ერთი მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ჩმორდებოდა, ცოტა ჭრელები ეცვა და ცოტას როკ ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. მერე ესეც ტუალეტში ანძრევდა, ოღონდ ევრილ ლავინზე.
ამ ბოლო დროს კარგი ამინდებია თბილისში. წვიმს. ხო რა იყო, რომანტიული ტიპი ვარ, პრობლემაა რამე? რანაირად მიყურებ. თუ არ გინდა დავაი რა. უკვე აღარ შემიძლია ეს ზედმეტად მიმტევებლური, ცოტათი “შემეცოდე” სახეები: “უი, შე რომანტიკოსო” ან “უი როგორი რომანტიკოსი ხარ”. მერე? შენ თორემ თუ რომანტიკოსი არ ხარ, ბებიაშენისამ რა, ჩემზე კაი ტიპი ხარ. დაახვიეთ რა! აი ეგრე!
რომანტიკოსი ვარ. ხო ვარ. თან მაგრად. ვგიჟდები დეტალებზე. აი ისეთ დეტალებზე, შენ რომ მუღამს ვერ უჭერ, მე კიდევ მაგარს რო ვკაიფობ. მომწონს, როგორ შეიღებე ორშაბათს თვალები. იდეაში ისეთივე მაკიაჟი გაიკეთე, როგორსაც კვირის სხვა დღეებში იკეთებ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვამჩნევ განსხვავებას. ამ ორშაბათს გაკეთებული მაკიაჟი ოდნავ ნაჩქარევია და უფრო ბუნებრივი. ვსო. მე გავჭედე. ორშაბათი კარგი დღეა.
მაგრად მიტყდება, რომ აქამდე არცერთ გოგოს არაფერი ისეთი არ უჩუქნია, აი მე როგორსაც ვჩუქნი ხოლმე. მე როგორს ვჩუქნი? როგორს და ჩემეულს. ჩემსას. იმას, რაც ჩემთვისაა ძვირფასი. ბევრად უფრო გამიხრდება გოგომ თავისი სამაჯური რომ მოიხსნას და მაჩუქოს, ან საყურე მომცეს, თავისი საყვარელი საყურე. აი რომ წავიდეს და საათობით მაღაზიაში ეძებოს საჩუქარი, კი კარგია, მაგრამ ეგრევე, ექსპრომტად რომ მაჩუქოს თავისი ნაწილი, უფრო გამისწორდება.
სამი დღე რომ სახლში ხარ და ფერი გეცვლება და მერე გინდა რამე ისეთი გააკეთო, რომ ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდეს – აი ასე ვარ დაახლოებით. ამ პოსტსაც ვწერ, იმიტომ რომ დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი. და უკვე ვჭედავ იმაზე, რომ არ ვარ სტაბილური. ვყოფილიყავი რა პრაგმატული გამოსირებული ტიპი. ხო მეკიდებოდა რომანტიკა და ამბები. აი ახლაც როგორი ცვალებადი ვარ. ზემოთ კბილებით ვიცავდი ჩემს “მეობას” და ახლა ვამბობ, სულაც არ მინდა, უკან გაიკეთეთ-მეთქი.
მიყვარს ისეთი გაჭედვები, აი ერთ გოგოს რომ მუღამს უჭერ და ეს გოგოც რომ აგყვება. ოდნავ შესამჩნევად, დასტოინად, ქალურად. კისერზე რომ მეკიდებიან არ მიყვარს. აუფ, მაგრად ვატრაკებ რა. არადა მიყვარს. ანუ მომენტი, რომ კისერზე მეკიდებიან მიყვარს, მაგრამ ის გოგო აღარ მიყვარს. და აი დასტოინად რომ ხდევა ყველაფერი – ერთი-ორი გასეირნება, ხანგრძლივი საუბრები და პატარ-პატარა მინიშნებები. ეგაა კაიფი. მერე პირველი კოცნა – არავითარ შემთხვევაში ფრანგულად. მეორე უკვე ფრანგულად – გემრიელად. ენებით.
სიზმარი ვნახე. ერთი გოგო მომწონდა. ხოდა ამ გოგოსთან არაფერი რა. არ ამყვა, არ შემომყვა ფლირტში, არც დასტოინად და არც ისე. დავიკიდე. ოღონდ ნუ მომწონს ტიპი და რას იზავ. გარეგნობით კაი გოგოა. ხოდა არ ვიცი რატომ, სიზმარში გამეჩითა: ვითომ მონაზონია, კათოლიკურ ეკლესიაში ოღონდ. მე საიდანღაც, ვაფშე ნიპრიჩომ, მაგის ოთახში ვიჩითები და ეს ამ დროს აბაზანიდან გამოდის. ნუ მერე ჩვეულებრივი ბაზარი – “წადი თორემ ხო იცი, არ შეიძლება” და ამბები. მერე კოცნა და ბრახ – სიზმარშივე არ მომწონს როგორ მკოცნის. პახოდუ სიზმარშივე ვიწყებ ფიქრს: არა, ცუდად კი მკოცნის, მარა ისე კაი გოგოა და კოცნას დაამუღამებს. მაგრად მივქარე სიზმარში რა. მე ვაფშეტა მგონია, რომ ზოგ გოგოში სულ არ დევს მოფერების ელემენტი. არც კოცნის. არც სექსუალურობის. აი მინახავს ლამაზი გოგოები და ვაფშე არაფერი ემოცია არ გამოუწვევიათ. მინახავს გოგო, ისე უკოცნია, რომ სიამოვნებისგან თვალები ტომ იორკივით გამქცევია, ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ.
როცა წვიმს და მერე მზე გამოდის (მზე პირს იბანს დვიჟენია რო იჩითება), მაგ დროს მაგრად მინდება გასეირნება. ხელიხელჩაკიდებული გასეირნება. ნუ ამის გარეშეც შეიძლება, ეს იდეალური ვარიანტია. მარა სადაა ეგრე. ზემოდან მგონი ვიღაც ტიპი დამცინის. წვიმას გამოუშვებს, მომანდომებს სეირნობას და მერე ღადაობს ჩემზე, რომ ასე მარტოხელად ვლპები კომპიუტერის მონიტორთან. მაგარი გაიძვერა ტიპია, ვინც წვიმის სამუშაო გრაფიკს არეგულირებს. ან არაა გაიძვერა და უბრალოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. და ვაფშე ვის მოყავს რო წვიმა? დამაკავშირეთ რა თუ გაიგებთ. ვეტყვი, რომ სანამ თანამოსეირნეს ვერ ვიშოვი, ცოტა ხანი თავი შეიკავოს რა. თორემ ახლაც წვიმს და მე კიდევ დებილივით ველოდები ერთ გოგონას, მინდა რომ მომწეროს. ეტყობა არ მოხვდა ფეისბუკზე. ნუ დამცინი, თავს არ ვიმშვიდებ. არ მწერს არა, ვერ. კარგად დააკვირდი სიტყვას – ვერ მწერს, არაა ფეისბუკზე. ეეე, ნუ მშლი ნერვებზე! შემოგარტყავ!
გოგოები წერენ ხოლმე, მუცელში პეპლები გვყავსო. ნეტა როგორია პეპელა მუცელში. ისე რა ცოდოა ტო. ისედაც რა ცოტა ხანი ცხოვრობს და ისიც  მუცელში უწევს ყოფნა. მაგრად ტეხავს. ბიჭებს არ გვყავს მუცელში პეპლები. მუცელში ვაფშე არაფერი არ გვყავს ხოლმე. ახლა იფიქრებთ, მე ვიცი სადაც რა გყავთ, შარვალში გაქვთ ბილიარდის ბურთებიო. აი ეგრეა, სტერეოტიპულად აზროვნებთ. არა იმას არ ვამბობ, რომ ბლა ბლა ბლა, ქალს ტრაკზე არ ვუყურებ და ა.შ. მარა მთლად მარტო ეგ არაა. ყველაზე მაგარი გოგო ისაა, გულს რომ გიჩქარებს. მემართება ხოლმე ეგრე. გული რომ გიჩქარდება, მერე ყველაფერიც უფრო მაგარია. ზედემეტად მაგარი.
“შე ჩემა, რომ გითხარი დაწერე მეთქი, ის კი არ მითქვამს, რუსთაველი გაიჩითე-თქო.” – მეუბნება ის, ბნელი მე. “ნუ მჩაგრავ, პატარა აღარ ვარ. და აღარც ჩვენი ქვეყანაა ძველი ბიჭების” – პასუხობს ის, ნათელი მე. ორივეს მაგრად აკლია რა. ჯერ წერეო, მერე რატომ წერო. ესეც ეტყვიან წერეო – წერს. გაჩერდიო – ჩერდება. დედიკოს ბიჭი. მალჩიკ ნა პაბეგუშკახ რა. ფუ. არ მევასებით!

Read Full Post »

Older Posts »