Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ანიმე’ Category

ცხოვრება მიდის… მიისწრაფის… თითქოს სადღაც ეჩქარება. ჩვენი ცხოვრების ლამაზი წუთებიც მასთან ერთად ქრებიან, ნელ-ნელა ვკარგავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ისინი რიგრიგობით გვემშვიდობებიან და სამუდამოდ გვტოვებენ… ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას. ერთადერთი ნუგეში მათზე დარჩენილი მოგონებებია. თითოეული ნივთი თუ ადგილი გვახსენებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს: ამ ჩიბუხით მამა ეწეოდა… ამ სავარძელში დედას უყვარდა მოსვენება… ამ ოთახში ჩემი პირველი შვილი დაიბადა…

კი მაგრამ, სად გაქრნენ ისინი? დრო დაუნდობელია, ცხოვრება – კიდევ უფრო სასტიკი. ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაანადგუროს ადამიანის ბედნიერება, სიხარული. თუმცა ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გადატანილი უბედურების მიუხედავად, ის აგრძელებს არსებობას, ცდილობს ახლებურად მოიწყოს ცხოვრება. სასოწარკვეთას არ მიეცეს, რადგან ცხოვრება გრძელდება და იგი მშვენიერია… ცხოვრება მშვენიერია – რა კარგად ჟღერს არა?

(more…)

Advertisements

Read Full Post »