გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები.
გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს.
გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი.
გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, ჩემი თუთიყუში ყოველთვის გალიაში რჩებოდა.
გამარჯობა. მე ბორისი ვარ. ყველას გონია, რომ რუსი ვარ.
გამარჯობა. მე კორანტენი ვარ. მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს. ყველას მოვწონვარ. მე კი მხოლოდ გრეგუარი მიყვარს, რომელიც არ არის გეი.
გამარჯობა. მე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს არ ვიჭრი და კლასიკურ გიტარაზე ვუკრავ. ჩემი მეგობარი ჰიუგო, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, მაინც უფრო მეტ გოგოს აბავს, ვიდრე მე.
გამარჯობა. მე სილვი ვარ. მე ის გოგო ვარ, ლამაზ გოგოებს რომ ემეგობრება და თვითონ მახინჯია.
გამარჯობა. მე ჯონი ვარ. მიყვარს ვისკი და სიგარა. ვოცნებობ პორნოფილმში გადამიღონ, მაგრამ ჩემი პენისის ზომის გამო, ეს წარმოუდგენელია. ოცნებები არ ხდება, ეს ამერიკა არ არის.
გამარჯობა. მე სვეტლანა ვარ. გუშინ დამირეკეს სარეკლამო სააგენტოდან. თვით სააგენტოს შეფი სერჟი მელაპარაკა. რეკლამაში გადაგიღებ, ოღონდ რაღაც უნდა შემისრულოო. ხვალამდე მაქვს დრო მოსაფიქრებლად.
გამარჯობა. მე ვლადიმირი ვარ. დღეს მაკდონალდში დამატებით საათებს ვმუშაობ. შაბათ-კვირას ლუსის კინოში დაპატიჟება მსურს. ლუსის ფულიანი ბიჭები უყვარს. ტანსაცმელს მეგობარი მათხოვებს.
გამარჯობა. მე იაკუბუ ვარ. მამაჩემი აფრიკელია, დედა – ფრანგი. ყველას გონია, რომ დედა მამას დიდი პენისის გამო გაყვა ცოლად. მეზიზღება ჩემი დიდი პენისი.
გამარჯობა. მე როჯერი ვარ. მე შვეიცარიელი ვარ. არ მიყვარს ფედერერი და არც საათს ვატარებ.
გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ვსწავლობ და უმუშევარი ვარ. საღამოობით ლუდს ვსვავ და მერე ვიძინებ. არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ.
გამარჯობა. მე ნათია ვარ. მე მიყვარს ლევანი. ლევანი იდეალური მამაკაცია. ყოველთვის მზადაა წამიყვანოს მდიდრულ კაფეებსა და ბარებში. იმ დღეს სენატში მაგარი გავერთეთ.
გამარჯობა. მე უფუკი ვარ. მამამ არ იცის, რომ გეი ვარ. ჩემ სოფელში ამის გამო მომკლავენ. ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან. ამბობენ სტამბულში უფრო მეტი თავისუფლებააო.
გამარჯობა. მე ლეონი ვარ. მესამე დღეა ზახოდზე ვჩალიჩობ. მაგრად გაიშვიათდა წამალი.
გამარჯობა. მე ჰიდეტოში ვარ. დღეს თმები ლურჯად შევიღებე. ამ თვეში უკვე მესამედ ვიცვლი თმის ფერს. არ მინდა სხვებს ვგავდე.
გამარჯობა. მე ტანტალო ვარ. ჩემ სოფელში ყველაზე ძლიერი და მოქნილი მე ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და ნადირობა. ყანაში მუშაობა მეზარება, მაგრამ მიწევს. მეზობელ სოფელში ერთი გოგო მომწონს. მალე ცოლად მოვიყვან.
გამარჯობა. მე დერიკი ვარ. ჩვენ გეტოში ყველა ქურდობს. ორი გზა გაქვს – უნდა იქურდო ან მშენებლობაზე იმუშაო. მე კალათბურთელობა მინდა.
გამარჯობა. მე მელისა ვარ. ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში ორივე ფეხი დავკარგე. დასანახად ვერ ვიტან სავარძელს, რომელშიც მთელ დღეებს ვატარებ. ვფიქრობ სუიციდზე, მაგრამ ვერ ვბედავ. ზუსტად ერთი წელია სახლიდან არ გავსულვარ. ინტერნეტში ყველას გონია, რომ კიმი მქვია.
გამარჯობა. მე გულივერი ვარ. ჩვენ ცირკში ვმუშაობთ. კვირაში ერთხელ პუბლიკა მხურვალედ გვეგებება ჩვენ, ჯუჯების ოჯახს. მამამ ჩემზე განსაკუთრებულად იზრუნა და შესანიშნავი სახელი შემირჩია.
გამარჯობა. მე იათამზე მქვია. მთელი სკოლა დამცინის სახელის გამო. იამზე მაინც ვყოფილიყავი, იას დამიძახებდნენ. ახლა მოფერებით იათას მეძახიან.
გამარჯობა. მე პოლი ვარ. მე მახინჯი ვარ. დიდი ხანია ველი მას, ვინც ჩემი სულის სილამაზეს დაინახავს.
გამარჯობა. მე ჟანი ვარ. მევასება ჩერჩეტი გოგონები. პატარა პრინცის ისტორიებს ვუყვები და გონიათ, ავტორი მე ვარ. გიჟდებიან მელიისა და ბავშვის მეგობრობის ისტორიაზე. ხანდახან სველდებიან კიდეც.
გამარჯობა. მე კევინი ვარ. ერთი სული მაქვს თავი დავაღწიო ნიუ-იორკულ ცხოვრებას. არ მესმის, რატომ ისწრაფიან უცხოელები ასე თავზეხელაღებულად ცათამბჯენებისკენ?
გამარჯობა. მე ჰერბერტი ვარ. მე არ მომწონს ჩემი სახელი. ძალიან ვდარდობ, რომ თმები მცვივა.
გამარჯობა. მე ლუსი ვარ. შენ?
გამარჯობა
16/03/2012 by merabino
Gamarjoba, me nana var da sheni posti Dzalian momwons ❤ 😀
გამარჯობა ნანა. მე მერაბი ვარ. მე მიხარია, რომ შენ მოგწონს ჩემი პოსტი. :დ
es yvelaferi shen moifiqre tu gadmotargmne? gamarjoba me me var da depresia maqvs…….. :DD
გამარჯობა, მე მოვიფიქრე :დ ისევე როგორ ყველაფერი, რასაც ამ ბლოგზე ვწერ 🙂
გამარჯობა. მე გურო ვარ. ხანდახან ქუჩაში გხედავ ხოლმე და მოსალმება მცხვენია. მეზიზღება ჩემი მორიდებულობა.
გამარჯობა. მე მერაბი ვარ. მე ძალიან გამიხარდება ხანდახან შენი ნახვა ქუჩაში.
უაზროს მომწონს. მაგარია.
უაზროდ მომეწონას ვგულისხმობდი. 🙂
მე მომწონს უაზროდ მოწონება :დ
გამარჯობა, მე იოანე ვარ და coming out მინდა
გამარჯობა. მე და ჩემი ბლოგის ერთგული მკითხველი სულგანაბული გისმენთ.
გამარჯობა მე ლიზიკუნა ვარ და ველოდები მზეს და გამონათებას. ველოდები კარგს რადგან ვიცი რომ ცუდის მერე ყოველთვის კარგი მოდის)))) ორიგინალურია. ასეთი არსად არ წამიკითხავს
გამარჯობა. მე მზე ვარ. მე აუცილებლად გამოვანათებ და ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
გამარჯობა გიორგი ვარ, ცხოვრებით ვხარობ, ერთი დღით ვცხოვრობ, როგორც ქრისტემ დაგვიბარა
მე ვიცი ვინც ხარ შენ, ისევე როგორც შენ იცი ჩემ შესახებ. თან ორმხრივად ზუსტად! 😉
აუჰ :> ძალიან კარგი პოსტი იყო <3<3
გამარჯობა,მე ნათია და ვარ და ხანდახან ძალიან მომწონს ხოლმე შენი პოსტები ^_^
გამარჯობა. მე ბლოგი ვარ. მიხარია, რომ ნათიას ხანდახან ძალიან მოსწონს ჩემი პოსტები.
გამარჯობა, მე ელისაბედი ვარ, გული გამითბო შენმა პოსტმა და ბევრი ადამიანის გულში ჩამახედა, რაც მე ძალიან მომწონს და სულ ამას ვცდილობ 🙂 მე , მე.. დამწყები ოპტიმისტი ვარ 🙂 წარმატებები მისურვეთ :))))
გამარჯობა. მე ოპტიმიზმი ვარ. მიხარია რაც უფრო მეტი დამწყები მოვა ჩემთან. მომენდე. ყველაფერი კარგად იქნება.
გამარჯობა მერაბინო, შენ ობტიმისტი ხარ, მზე ხარ და გამონათებას აპირებ,უაზროდ მოწონება მოგწონს და გაგიხარდება ხანდახან გურამას ნახვა ქუჩაში.
გამარჯობა. მე მერაბინო ვარ და მართლა მიყვარს უაზროდ მოწონება. შენ?
გამარჯობა მერაბინო, მე მატასი ვარ და მეც მიყვარს უაზროდ მოწონება, კიდე უაზროდ გაღიმება და უაზროდ სიხარულიც მიყვარს. ნაყინიც.
აწწ რამაგარი პოსტი იყო <16
ნახვამდის მე ზიჩი ვიყავი და გამიხარდი^^
გამარჯობა მე მიმი ვარ ყველას ჰგონია რომ ჩემგან კარგი მხატვარი დადგებოდა სერიოზულად რომ მოვკიდებოდი ამ საქმეს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ასე არაა. შენი ბლოგი ახლახანს აღმოვაჩინე და ჰო, კიდევ სიმღერა მოგპარე გუშინ ფბ-დან. p.s კარგი გემოვნება გაქვს
გამარჯობა. ყოველთვის შეგიძლია მომპარო სიმღერა ფეისბუკიდან. მე კეთილი ვარ. პ.ს. მადლობა
გამარჯობა, მებო :))
ვერ ხსნის 😦
მარა ადრე მაქვს წაკითხული ^_^
რატომ ვერ ხსნის?:/
ქართულ შრიფტს არ კითუხლობს 😦 ჩემი ბრაუზერის ბრალია ვითომ? მარა სხვაგან რომ არ მაქვს პრობლემა?
ქართული შრიფტის ვერ წაკითხვა ლინკის გახსნასთან რა შუაშია? oO
gamarjobat, daniidan giyurebdit da akedanac kargi postia 😀 ^_^
^__^
გამარჯობა, მე ევა ვარ. გული მივარდება საგულედან, როდესაც ვუყურებ გოგო და ბიჭი ფილმებში როგორ კოცნიან ერთმანეთს, ან როცა ვკითხულობ, როგორ აღწერს ავტორი სასიყვარულო სცენებს. . .ჯერ ვერავინ ამაღელვა ასე ცხოვრებაში . . .
გამარჯობა. მე მებო ვარ. ყოველთვის, როცა პირველად ვკოცნი ადამიანს, რომელიც მომწონს, სახლში გაღიმებული მოვდივარ ხოლმე. ხანდახან მოვრბივარ კიდეც. ალბათ სხვებს გიჟი ვგონივარ. ბევრჯერ გამოვქეულვარ სახლში გახარებული.
გამარჯობა, მებო. შენ განსაკუთრებული ბიჭი ხარ. კოცნა ახარებს, აბედნიერებს მათ ვინც პირველყოფილი კეთილშობილებითაა შემკული. ალბათ, ცოტა ლოყებიც გიწითლდება, წარმომიდგენია. . .მე ევა ვარ და მენატრება პირველი კოცნა. . .
gamarjoba.me baia var.da me agarasodes vecdebi movikla tavi.
გამარჯობა. ბეგბედერს უწერია, თავის მოკვლა სამსახურიდან წასვლას გავსო. უფროსი კი არ გათავისუფლებს, შენ თვითონ მიდიხარო. მაგრამ ეგ სისულელეა. ბეგბედერმა ეგ იმიტომ დაწერა, რომ წიგნი კარგად გაყიდულიყო. სინამდვილეში სიცოცხლე არის ის პერიოდი, რომელიც გვაქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ შემდეგი ცხოვრებისთვის.
გამარჯობა. მე ქეთე ვარ და მიყვარხარ. შენ?
გამარჯობა ქეთე. მე მებო ვარ და ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
გამარჯობა, მე სალო ვარ და მე ბალერინობა მინდოდა.
გამარჯობა, მე თეონა ვარ და არასდროს მიფიქრია თვითმკვლელობაზე. ამდენი ქაქის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრება კარგი რამეა. ნუ ზოგჯერ მაინც..
დღეს პირველად წაგიკითხე და გამიხარდი!