როგორც წინა პოსტში გითხარით, ვიწყებ ჩემი დის ჩანაწერებს გამოქვეყნებას. ეს პირველი შესრულებულია 2004 წელს, როდესაც ის სულ რაღაც 12 წლის იყო. კომენტარები ნუ დაგეზარებათ, მიმაჩნია რომ ძალიან საინტერესოდ წერია პატარა ბავშვის კვალობაზე. სხვები 12 წლის ასაკში ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობენ ან უკვე ბიჭებს ეპრანჭებიან…
ამ ბოლო დროს ხშირად წვიმს, ამბობენ ციკლონია შემოსულიო. რაღაც გაუგრძელდა ციკლონს “შემოსვლა”. ჰაერი სუსხიანია, ხანდახან გამოკრთება ხოლმე მზის სხივები, ოღონდ ძალზე მცირე ხნით. ქარიც უბერავს, ხანდახან ძალზე მრისხანედ, თითქოს უნდა თან წაიღოს ყველაფერი რაც კარგია. ქარი დადებითია, ღრუბლებს ფანტავს და მისი ჩადგომის შემდეგ დარი იცის ხოლმე. ნელ-ნელ მცხუნვარებას უმატებს მზე, ხანდახან უცებ იცის ხოლმე დაცხუნება. მიაღწევს პიკს და მერე წვიმა, ისევ წვიმა. როგორი კარგია ჟუჟუნა წვიმა, ისიც წვიმაა მაგრამ ცელქია და ამითაა კარგი. კოკისპირულიც კარგია, დაუმონავი, თავზეხელაღებული და დაუმორჩილებელია. თავისუფლების ყივილია ქარი, გვაფხიზლებს და მოძრაობისკენ გვიბიძგებს. კოკისპირულ წვიმას გავს, მაგრამ მისგან განსხვავებით მშრალია. წვიმა სველია, თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი სისველეს კარგავს და მშრალი ხდება. სულ დამავიწყდა თოვლი, ის ხანდახან გვესტუმრება ხოლმე, არცაა საჭირო მისი ხშირად მოსვლა, ის ხომ ჩვენს გასასპეტაკებლად მოდის? ხშირად რომ იყოს, იმის იმედით, რომ ძალიან მალე ჩამოგვერეცხება ჭუჭყი, ბევრ სიბინძურეს ჩავიდენთ.
ჰარმონიაა ეს ყველაფერი, პოლიფონიური ჰარმონია. წვიმა, თოვლი, მზე, ქარი… დო, რე, მი…
ra kargia mariami..
გულკახდილად რომ გითრა მებო ესე კარგად ბევრი ზრდასრულიც ვერ დაწერს არათუ მაგ ასაკის ბავშვი :-))
ძალიან კარგი და გყავს 🙂 ძალიან კარგად მოქცეულა, რომ შეუნახავს თავისი ჩანაწერები 🙂
ეს რა უბედური ქართულით დამიწერია წინა კომენტარი.. მომიტევეთ :S
ხშირად რომ იყოს, იმის იმედით, რომ ძალიან მალე ჩამოგვერეცხება ჭუჭყი, ბევრ სიბინძურეს ჩავიდენთ. < es yvelaze magaria!
ჩემ დას რცხვენია, ჩემს მაგივრად 😦 მაგრამ, მე მაინც გავაგრძელებ მისი ჩანაწერების გამოქვეყნებას. თან ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ამ ჩანაწერებს თავისთვის აკეთებდა…
ძალიან თბილია 🙂
აღფრთოვანებული ვარ. მაგარია. უნდა იამაყო ასეთი დით.