Feeds:
Posts
Comments

Archive for December 29th, 2009

ახალი წელიც მოახლოვდა… გავიდა 2009 წელი. ძალიან სწრაფად გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. 29 დეკემბერია, მართალია მზეა და ცხელა, მარა მაინც ვცდილობ(თ) შევიქმნა საახალწლო განწყობა. გადავწყვიტე შევაჯამო ეს წელი და ბლოგზე გამოვაქვეყნოპოსტად. მერე გადავხედავ ხოლმე და ალბათ სასიამოვნო გრძნობით აღვივსები, როგორც ძველი ვიდეოს ყურებისას ან სურათების დათვალიერებისას.

რითი იყო გამორჩეული 2009 წელი? გლობალურ საკითხებზე არ ვისაუბრებ, პირადად რაც შემეხო, მხოლოდ იმას განვიხილავ. პირველ რიგში დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი: უნივერსიტეტული ეტაპი (სტუდენტური არა, იმიტომ რომ სტუდენტური 3 წლის წინ დაიწყო). ერთწლიანი სააბიტურიენტო მარათონის შემდეგ, როგორც იქნა გავიარე ეროვნული გამოცდები და ჩემს სანატრელ უნივერსიტეტშიც ჩავირიცხე. მაგრამ ეს ალბათ არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს უფრო აუცილებლად გასავლელი ეტაპი გახლდათ, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ უპრობლემოდ გადავლახავდი.

გამორჩეული იყო 2009 მუსიკალური თვალსაზრისითაც. როგორც მსმენელი, ვფიქრობ რომ საგრძნობლად გავიზარდე. რამოდენიმე ახალი ბენდი / შემსრულებელი გამოჩნდა ჩემს მუსიკოთეკაში და უმეტესობა მათგანმა სამუდამოდაც დაიმკვიდრა ადგილი კატალოგში. როგორც “შემსრულებელი”, ასე თუ ისე ვვითარდები მაგ კუთხითაც. სიმღერები და თემები საკამო რაოდენობით მომდის გონებაში, ბევრი მათგანის ნოტებში გადატანაც მოვასწარი. თუმცა 2009 წელი ამ კუთხით მაინც ვერ იქნება შედეგეიანი, რადგან არცერთი ჩანაწერი არ გამიკეთებია. ჩემი სიმღერები მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ნოტების რვეულისთვისაა ცნობილი. იმედია 2010 უფრო წარმატებული გამოდგება ამ თვალსაზრისით.

(more…)

Advertisements

Read Full Post »