Feeds:
Posts
Comments

Archive for December 14th, 2009

პატრიკ პარკი – ამერიკელი მომღერალი და გიტარისტი. იგი დაიბადა მორისონში, კოლორადოში. დედამისი პოეტია, მამა კი ბლუზისა და ფოლკის თავგადაკლული ფანი – შესაბამისად, პატრიკმა ადრეული ასაკიდან დაიწყო ხელოვნებასთან თანაზიარი ცხოვრება. უკვე სკოლის პერიოდში დაწერა რამოდენიმე სიმღერა და სკოლი ბენდშიც კი უკრავდა.

მუსიკალური კარიერის დასაწყებად, პატრიკი ნიუ იორკში გაემგზავრა. 8 თვიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პატრიკი ლოს ანჯელესში გადავიდა და სხვადასხვა პატარა სამსახურებით გაჰქონდა თავი. ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობით დაწყებული, კარატის მასწავლებლით დამთავრებული, პატრიკ პარკმა უამრავი სამუშაო ადგილი გამოიცვალა. 2000 წელს საკუთარი ხარჯებით ჩაწერა პირველი დემო კრებული The Basement Tapes. სტუდიის ფული არ ჰქონდა, ამიტომაც მეგობრის მაღაზიის უკან, პატარა ოთახში წერდა დემო სიმღერებს.

პარკის წარმატება პროდიუსერ Dave Trumfio-ს სახელთან ასოცირდება. 2000 წლის მიწურულს, პარკი დაუმეგობრდა ტრუფიოს. მათ ერთად დაიწყეს მუშაობა პატრიკის სოლო მასალებზე. 2002 წლის ზაფხულისთვის ყველაფერი მზად იყო ალბომის გამოსაშვებად. ამ ორი წლის მანძლზე, პატრიკ პარკი სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდა კონცერტების პირველ ნაწილში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »