ცხოვრება მიდის… მიისწრაფის… თითქოს სადღაც ეჩქარება. ჩვენი ცხოვრების ლამაზი წუთებიც მასთან ერთად ქრებიან, ნელ-ნელა ვკარგავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ისინი რიგრიგობით გვემშვიდობებიან და სამუდამოდ გვტოვებენ… ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას. ერთადერთი ნუგეში მათზე დარჩენილი მოგონებებია. თითოეული ნივთი თუ ადგილი გვახსენებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს: ამ ჩიბუხით მამა ეწეოდა… ამ სავარძელში დედას უყვარდა მოსვენება… ამ ოთახში ჩემი პირველი შვილი დაიბადა…
კი მაგრამ, სად გაქრნენ ისინი? დრო დაუნდობელია, ცხოვრება – კიდევ უფრო სასტიკი. ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაანადგუროს ადამიანის ბედნიერება, სიხარული. თუმცა ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გადატანილი უბედურების მიუხედავად, ის აგრძელებს არსებობას, ცდილობს ახლებურად მოიწყოს ცხოვრება. სასოწარკვეთას არ მიეცეს, რადგან ცხოვრება გრძელდება და იგი მშვენიერია… ცხოვრება მშვენიერია – რა კარგად ჟღერს არა?
ყველა ადამიანს ერთი რამ აერთიანებს – დასასრული. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასევეა ადამიანიც. თითოეული ჩვენთაგანი განსხვავებულად ცხოვრობს, თუმცა საბოლოოდ ყველას ერთი სიკვდილი გველის, რომელიც არ ასხვავებს ადამინს მისი ცხოვრების მიხედვით… შეუძლია კი ადამიანს დააღწიოს თავი სიკვდილს? ამ კითხვაზე, და კიდევ უამრავ სხვა კითხვაზე პასუხები ბრწყინვალედაა გაცემული მოკლემეტრაჟიან იაპონურ ანიმაციაში La Maison En Petits Cubes… ასეთი დიდი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია!
უყურეთ ამ პატარა ანიმაციას, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოგონებებთან ერთად ცდილობს ცხოვრების გახანგრძლივებას. გამოუვა კი? შეძლებს კი, თუნდაც ცოტა ხნით, თავი დააღწიოს სიკვდილს? მარტოობას?
ნაწილი პირველინაწილი მეორეpassword: merabino
dzalian sayvareli vinmea 🙂 eseti ragacebi xshirad dade xolmee 🙂 mogoneba ertadertia rac yoveltvis arsebosb da arasodes ar qreba gansxvavebit sxva yvelaprisgan 🙂
მე მაგალითად სხვანაირად დავასრულებდი 😀 ეს იდეაც კარგია !
dzalian kargi animaciaa 🙂
namdvilad imsaxurebda oskars 🙂
sevdis momgvrelia da chamafiqrebeli 😦
au es magaria animedan aige??
mopasani gamaxsenda “cutisofeli” 😛