გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები. გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს. გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი. გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, [...]
Posts Tagged ‘შეგნება’
გამარჯობა
Posted in ზოგადი, მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged აფრიკა, ბედნიერი, გარიყული, გეტო, გოგოები, ემიგრანტი, მარტოობა, მახინჯი, მიზანი, პატარა პრინცი, საზოგადოება, სილამაზე, სისველე, უბედური, შავი, შეგნება on 16/03/2012 | 23 Comments »
მე + მე + … + მე = ჩვენ (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გურჯისტანი, კულტურა, პატრიარქი, პატრიოტი, რელიგია, რუსეთი, რუსი, საქართველო, სიბნელე, სომეხი, შეგნება, შოვინიზმი on 05/02/2012 | 11 Comments »
მე. მე. მე. მე თავისუფალი ვარ. მე. მე. მე. მ. მ. მ. მე შოვინისტი ვარ. მე მე მე – მეეეეე! მე არ მიყვარს სომხები. მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე. მე არ. მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე. მე. მე-თქმევინება. მე ავიღე განსხვავებული. მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”. მე-ებმა დასჭექეს: ამინ! მე-ამინება. მე დავლიე. მე [...]
my loneliness is(not) killin’ me
Posted in შინაგანი სამყარო, tagged მარტოობა, სიხარული, შეგნება, ძალა on 10/05/2011 | 14 Comments »
მარტოობა ანუ მდგომარეობა, როდესაც არავინ ფქრობს შენზე, როდესაც შეგიძლია უჩუმრად გაიარო ადამიანებს შორის, დააკვირდე მათ ქცევებს, მიმოხვრასა და ჟესტებს. თავისუფლად შეგიძლია მიეპარო უცნობ ადამიანებს, ყური დაუგდო მათ მიერ ჩურჩულით ნათქვამ თითოეულ ფრაზას და შენი დასკვნებიც გამოიტანო. თან ეს ყველაფერი ისე, რომ სულიერი ვერ შეამჩნევს შენს არსებობას. შენ მარტო ხარ: უდროო დროს და უადგილო ადგილას იმყოფები [...]
სამი მეგობარი, ორი ქილა “ექსტრა” და ნაწინასწარმეტყველები მომავალი
Posted in ზოგადი, შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, სიკვდილი, სიყალბე, სიყვარული, სტუდენტობა, შეგნება on 28/08/2010 | 19 Comments »
დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა [...]
ფრანგული დღიურები #1
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, ნაგავი, საქართველო, სიბინძურე, სიბნელე, ტურისტები, უცხოელები, შეგნება on 24/07/2010 | 6 Comments »
ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, [...]
ყალბი პლასტიკური ხეები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged საქართველო, სირაქლემა, სიყალბე, შეგნება on 14/07/2010 | 29 Comments »
სანამ დაიწყებთ პოსტის კითხვას, ეს სიმღერა ჩართეთ: ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. თანაც რედიოჰედი ჩემი ცხოვრების საკმაოდ სასიამოვნო პერიოდს უკავშირდება. მერე რა რომ ეს პერიოდი სევდიანი, მელანქოლიური და დეპრესიული იყო? განა არ შეიძლება დეპრესიული კარგი იყოს? პირადად ჩემთვის იყო. მე კარგად მახსოვს ის დრო: სწორედ იმ რთულ პერიოდში ვისწავლე ბევრი რამ, თუნდაც ის, თუ როგორ [...]
საქმიანი ზარმაცი ქართველები: "მეჩქარება, გავრბივარ"
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, საქართველო, შეგნება on 12/07/2010 | 7 Comments »
“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, [...]
სტუდენტური ფიქრები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, საქართველო, სტუდენტობა, უნივერსიტეტი, შეგნება on 16/06/2010 | 21 Comments »
გამოცდები მომიახლოვდა. გულს ვერ ვუდებ – ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობებს. ივნისის შუა რიცხვებია. ცხელა. ჩვენ კიდევ სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთი თვე დაგვრჩა. სად არის სამართალი? ივნისში ადამიანი უნდა ისვენებდეს, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ზაფხულის პირველ თვეს უკვე საშინელი სიცხეები იცის. მაგრამ ვინ ფიქრობს სტუდენტობასა და ახალგაზრდობაზე? მთავარია სექტემბერში ვისვენებთ – [...]
ბირჟა – უბნის საკრებულო თუ თბილისური საფიხვნო?
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, კულტურა, საქართველო, შეგნება on 16/04/2010 | 14 Comments »
არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი [...]
განსხვავებული
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, სილამაზე, შეგნება on 18/03/2010 | 8 Comments »
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკვარზე გადასვლისას არაფერსაც არ გრძნობენ და არც არაფერზე ფიქრობენ. მაქსიმუმ სიგარეტის კოლოფს ან ცარიელ ცელოფნის პარკს თუ გადააგდებენ მდინარეში, რომელიც რატომღაც სანაგვე ყუთი ჰგონიათ ან უბრალოდ არც იციან, რომ არსებობს გამოგონება, რომელსაც ნაგვის ყუთი ეწოდება; არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც მტკვარზე გადასვლისას ბევრ რამეზე ფიქრობს და სხვანაირადაც აღიქვამს ყველაფერს. ის მოაჯირს უახლოვდება [...]







