Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიყვარული’

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. [...]

Read Full Post »

ვფიქრობ. ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ. ფიქრობ. ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ. მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო. შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად. გიყურებ. გიყურებ. სულ შენ გიყურებ. მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ. თვალებს დაბლა ხრი. აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ. სხვას ვუყურებ. მამჩნევ. სულ მამჩნევდი. მე მზერას გარიდებ. ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ. ცოტ-ცოტას ვმღერი. არ მისმენ. თვალებს ვერ [...]

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ. მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, [...]

Read Full Post »

*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები – ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ? – ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა. ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას. – ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი? მეგობრის თავში [...]

Read Full Post »

- რა ლამაზი ხარ… – ასეთიც? ახალგაღვიძებულიც და დაბღვერილიც? – კი, ძალიან ლამაზი ხარ. ის კი არა, ასე უფრო ლამაზი ხარ. მიყვარხარ. – მეც, ძალიან, ძალიან…

Read Full Post »

დღეს პირველად დავფიქრდი, რომ არასოდეს მომწონებია გოგო ტყუილუბრალოდ. რა იგულისხმება “ტყუილუბრალოდ”-ში: გავერთობი, ერთ ღამეს გავატარებ, ცოტას გულს გადავაყოლებ. მეგობრები ყოველთვის მსაყვედურობენ, რომ არ შემიძლია გოგოს შევხედო “გულის გადაყოლების” ამბავში. მე თუ მომწონს, მომწონს ბოლომდე: თმის ღერებიდან ფეხის თითებით დამთავრებული. მომწონს გულის სიღრმეში და არასდროს არ ვფიქრობ მისთვის ტყუილის თქმას და არც ისტორიების გამოგონებით ვიკლავ თავს, [...]

Read Full Post »

პატარაობაში ყველა ბავშვი ოცნებობს კოსმონავტობაზე. არადა, დღეს უკვე ოცდამეერთე 12 აპრილია, რაც მე სულ არ მადარდებს იური გაგარინი და არც კოსმონავტობაზე ფიქრით ვიკლავ თავს. ეს განზოგადებული მსჯელობა აშკარად მცდარია. ყველა ბავშვი, პირველ რიგში, ინდივიდია და მათი ოცნებები თუ სურვილებიც ინდივიდუალურია და ყველასგან განსხვავებული. მე ოდითგანვე ვოცნებობ სიმშვიდეზე. ჩემთვის სულერთია რომელი პროფესიის ადამიანი ვიქნები, უმთავრესია მივაღწიო [...]

Read Full Post »

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. [...]

Read Full Post »

*Champs – მინდვრები (იკითხება როგორს “შამ”: წარმოითქმის ცხვირისმიერად) მარი ჩემი ცხოვრებიდან რეკლამასავით გაქრა. გულში კი დაუკმაყოფილებლობის, სისუსტის და უსუსურობის აუტანელი შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, ტელევიზორში რომ უყურებთ მადისაღმძვრელი პროდუქტის რეკლამას, რომელიც ნახევარ წუთში მთავრდება, თქვენ კი რეკლამით მადააღძრულს და სასურველი პროდუქტის უქონლობით პირშიჩალაგამოვლებულებს გტოვებთ. დაახლოებით ასე მომივიდა მეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც რეკლამა დამთავრებულა და [...]

Read Full Post »

პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას. ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers