გპირდები: არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ. არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ. არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს. არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს. არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი. არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე [...]
Posts Tagged ‘სილამაზე’
გპირდები
Posted in დროის გასაყვანი, ზოგადი, იმპროვიზაცია, შინაგანი სამყარო, tagged გპირდები, გრძნობები, ვიცი, პირობა, სილამაზე, უცხო, უცხოპლანეტელები on 17/04/2012 | 8 Comments »
გამარჯობა
Posted in ზოგადი, მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged აფრიკა, ბედნიერი, გარიყული, გეტო, გოგოები, ემიგრანტი, მარტოობა, მახინჯი, მიზანი, პატარა პრინცი, საზოგადოება, სილამაზე, სისველე, უბედური, შავი, შეგნება on 16/03/2012 | 23 Comments »
გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები. გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს. გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი. გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, [...]
Crybaby*
Posted in მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged ანა, ბავშვი, ბედისწერა, განსხვავებული, ირონია, მამა, მეგობარი, საზოგადოება, სიკვდილი, სილამაზე, სიყვარული, სიცივე, სიცილი, ქურდი, ციხე, ცრემლები on 20/02/2012 | 6 Comments »
*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები – ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ? – ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა. ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას. – ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი? მეგობრის თავში [...]
მომწონხარ…
Posted in ზოგადი, tagged მოწონება, სექსი, სილამაზე, სიყვარული on 01/05/2011 | 23 Comments »
დღეს პირველად დავფიქრდი, რომ არასოდეს მომწონებია გოგო ტყუილუბრალოდ. რა იგულისხმება “ტყუილუბრალოდ”-ში: გავერთობი, ერთ ღამეს გავატარებ, ცოტას გულს გადავაყოლებ. მეგობრები ყოველთვის მსაყვედურობენ, რომ არ შემიძლია გოგოს შევხედო “გულის გადაყოლების” ამბავში. მე თუ მომწონს, მომწონს ბოლომდე: თმის ღერებიდან ფეხის თითებით დამთავრებული. მომწონს გულის სიღრმეში და არასდროს არ ვფიქრობ მისთვის ტყუილის თქმას და არც ისტორიების გამოგონებით ვიკლავ თავს, [...]
Champs de მარ(ს)ი
Posted in შინაგანი სამყარო, tagged პარიზი, სილამაზე, სიყვარული on 02/12/2010 | 8 Comments »
*Champs – მინდვრები (იკითხება როგორს “შამ”: წარმოითქმის ცხვირისმიერად) მარი ჩემი ცხოვრებიდან რეკლამასავით გაქრა. გულში კი დაუკმაყოფილებლობის, სისუსტის და უსუსურობის აუტანელი შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, ტელევიზორში რომ უყურებთ მადისაღმძვრელი პროდუქტის რეკლამას, რომელიც ნახევარ წუთში მთავრდება, თქვენ კი რეკლამით მადააღძრულს და სასურველი პროდუქტის უქონლობით პირშიჩალაგამოვლებულებს გტოვებთ. დაახლოებით ასე მომივიდა მეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც რეკლამა დამთავრებულა და [...]
ჩვენ რომ…
Posted in შინაგანი სამყარო, tagged განსხვავებულები, ექსპერიმენტი, სილამაზე, სიყვარული, უცხოპლანეტელები, ფრენა on 12/11/2010 | 45 Comments »
პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას. ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე [...]
9.99 ევროდ გაყიდული 99 ფრანკი
Posted in ზოგადი, tagged კარიერისტი, ლაქუცა, მინეტი, ორალი, რევოლუცია, სექსი, სიკვდილი, სილამაზე, სიყვარული on 27/08/2010 | 12 Comments »
დღეს კარგი დღე იყო. კინოთეატრებ რუსთაველისა და ამირანის წყალობით (ერთხელ მაინც გამოვიყენებ სიტყვა “წყალობას” სხვა დროს სულ ამ კინოთეატრების კრიტიკაა, მძიმე ფორმებში), აგვისტო-სექტემბერში მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე კარგი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე. მართალია აქციის სახელწოდება “101 საუკეთესო ფილმია”, მაგრამ ჩემთვის იმ 101-იდან მხოლოდ ნახევარი თუ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ასეა თუ ისე, დღეს კარგი ფილმი გადიოდა – [...]
შავომანია (!) – შავოფობია (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, ერთფეროვნება, სიბნელე, სილამაზე, შიში on 26/03/2010 | 13 Comments »
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. [...]
განსხვავებული
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, სილამაზე, შეგნება on 18/03/2010 | 8 Comments »
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკვარზე გადასვლისას არაფერსაც არ გრძნობენ და არც არაფერზე ფიქრობენ. მაქსიმუმ სიგარეტის კოლოფს ან ცარიელ ცელოფნის პარკს თუ გადააგდებენ მდინარეში, რომელიც რატომღაც სანაგვე ყუთი ჰგონიათ ან უბრალოდ არც იციან, რომ არსებობს გამოგონება, რომელსაც ნაგვის ყუთი ეწოდება; არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც მტკვარზე გადასვლისას ბევრ რამეზე ფიქრობს და სხვანაირადაც აღიქვამს ყველაფერს. ის მოაჯირს უახლოვდება [...]







