მე. მე. მე. მე თავისუფალი ვარ. მე. მე. მე. მ. მ. მ. მე შოვინისტი ვარ. მე მე მე – მეეეეე! მე არ მიყვარს სომხები. მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე. მე არ. მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე. მე. მე-თქმევინება. მე ავიღე განსხვავებული. მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”. მე-ებმა დასჭექეს: ამინ! მე-ამინება. მე დავლიე. მე [...]
Posts Tagged ‘სიბნელე’
მე + მე + … + მე = ჩვენ (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გურჯისტანი, კულტურა, პატრიარქი, პატრიოტი, რელიგია, რუსეთი, რუსი, საქართველო, სიბნელე, სომეხი, შეგნება, შოვინიზმი on 05/02/2012 | 11 Comments »
მეცხრე ბლოკი
Posted in შინაგანი სამყარო, tagged 90-იანები, ბედნიერება, საქართველო, სიბნელე, სიყვარული, სოლიდარობა on 17/02/2011 | 23 Comments »
“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. [...]
ფრანგული დღიურები #1
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, ნაგავი, საქართველო, სიბინძურე, სიბნელე, ტურისტები, უცხოელები, შეგნება on 24/07/2010 | 6 Comments »
ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, [...]
შავომანია (!) – შავოფობია (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, ერთფეროვნება, სიბნელე, სილამაზე, შიში on 26/03/2010 | 13 Comments »
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. [...]
თუ შეიძლება ქართულად…
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გურჯისტანი, საქართველო, სიბნელე, ქვეყანა, შეგნება on 23/01/2010 | 27 Comments »
ორი ქართველის საუბარი: – ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა! – რა მოახდინა? – იმპრეშენი. – იმპრეშენი რაღაა? – როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა… – უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა… – არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, [...]
მოქალაქეობრივი თვითშეგნება
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გაუნათლებლობა, ზრდილობა, კულტურა, საქართველო, სახელმწიფო, სიბნელე, ქვეყანა, შეგნება on 15/01/2010 | 28 Comments »
მშრალი ხიდი ალბათ ყველამ იცით. ხიდის დასაწყისში, ცენტრ პოინტის ოფისის თავზე, ერთი რიგით ქართული ოჯახი ცხოვრობს. აივანზე ხშირად ვხედავ ხოლმე სახლის პატრონს, რომელსაც გვერდს უმშვენებს გაურკვეველი ჯიშის ძაღლი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი: აივანი, ჩითის ხალათში გამოწყობილი ქალი, მისი ძაღლი… თუმცა ყველაზე საინტერესო წინაა! წელიწადის ნებისმიერ დროს, აივნის ქვეშ წყლის გუბე დგას. მისი არგავლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი [...]
სირ-აქლემას სინდრომი
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გაუნათლებლობა, სიბნელე, სირაქლემა, სოლიდარობა, სტუდენტობა, უნივერსიტეტი, შიში on 12/01/2010 | 27 Comments »
“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, [...]







