Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘საქართველო’

მე. მე. მე. მე თავისუფალი ვარ. მე. მე. მე. მ. მ. მ. მე შოვინისტი ვარ. მე მე მე – მეეეეე! მე არ მიყვარს სომხები. მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე. მე არ. მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე. მე. მე-თქმევინება. მე ავიღე განსხვავებული. მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”. მე-ებმა დასჭექეს: ამინ! მე-ამინება. მე დავლიე. მე [...]

Read Full Post »

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. [...]

Read Full Post »

ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, [...]

Read Full Post »

სანამ დაიწყებთ პოსტის კითხვას, ეს სიმღერა ჩართეთ: ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. თანაც რედიოჰედი ჩემი ცხოვრების საკმაოდ სასიამოვნო პერიოდს უკავშირდება. მერე რა რომ ეს პერიოდი სევდიანი, მელანქოლიური და დეპრესიული იყო? განა არ შეიძლება დეპრესიული კარგი იყოს? პირადად ჩემთვის იყო. მე კარგად მახსოვს ის დრო: სწორედ იმ რთულ პერიოდში ვისწავლე ბევრი რამ, თუნდაც ის, თუ როგორ [...]

Read Full Post »

“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, [...]

Read Full Post »

გამოცდები მომიახლოვდა. გულს ვერ ვუდებ – ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობებს. ივნისის შუა რიცხვებია. ცხელა. ჩვენ კიდევ სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთი თვე დაგვრჩა. სად არის სამართალი? ივნისში ადამიანი უნდა ისვენებდეს, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ზაფხულის პირველ თვეს უკვე საშინელი სიცხეები იცის. მაგრამ ვინ ფიქრობს სტუდენტობასა და ახალგაზრდობაზე? მთავარია სექტემბერში ვისვენებთ – [...]

Read Full Post »

არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი [...]

Read Full Post »

ჩემთვის მეტად საინტერესო საკითხია. წესით და რიგით საზოგადოებაც უნდა განიცდიდეს ამ პრობლემას, მაგრამ ვაი რომ არა: სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ეს მოვლენა და შესაბამისად არც განიცდის მის არსებობას. ჩემმა მეგობარმა დაწერა თავის ბლოგზე ამ ფენომენის შესახებ და მეც პირველად მაშინ დავფქირდი. შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე პუნქტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”. მცირე ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, [...]

Read Full Post »

ყველგან ღორები, ყველგან ფულის მოყვარულები, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანის შრომას, მთავარია თვითონ აიღონ რაც შეიძლება მეტი ფული! მეზიზღებით, ღორებო! პირველად ვწერ ასეთი განწყობით პოსტს, ძალიან ვარ გაბრაზებული და გეუბნებით: “ვერ გიტანთ, ღორებო!” ადამინებს ამუშავებთ დღე და ღამე, აკეთებინებთ იმას რაც ევალებათ და იმასაც რაც არ ევალებათ. ისინიც, ოჯახი რომ არ მოუკვდეთ შიმშილში, ყველაფერს ასრულებენ, ზედმეტი [...]

Read Full Post »

ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, კარგად გამოძინებულმა შევისეირნე სამზარეულოში, ცხელი ჩაის დასალევად. არაფერი სჯობს ცხელ ჩაის ზაფხულში! ჩაიდანი დავდგი და პარალელურად ტელევიზორიც ჩავრთე. სანამ წყალი ადუღდებოდა, ყველა არხი დავათვალიერე, ვერაფერ საინტერესოს ვერ წავაწყდი და გამოვრთე. ჩემი საყვარელი ჭიქა გამოვიღე კარადიდან, ჩავყარე ერთი კოვზი შაქარი, ჩავასხი ჩაის ფერი და წყლის ადუღებას დაველოდე. 3 წუთში ჩემი ლოდინი დასრულდა [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers