მე. მე. მე. მე თავისუფალი ვარ. მე. მე. მე. მ. მ. მ. მე შოვინისტი ვარ. მე მე მე – მეეეეე! მე არ მიყვარს სომხები. მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე. მე არ. მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე. მე. მე-თქმევინება. მე ავიღე განსხვავებული. მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”. მე-ებმა დასჭექეს: ამინ! მე-ამინება. მე დავლიე. მე [...]
Posts Tagged ‘კულტურა’
მე + მე + … + მე = ჩვენ (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged გურჯისტანი, კულტურა, პატრიარქი, პატრიოტი, რელიგია, რუსეთი, რუსი, საქართველო, სიბნელე, სომეხი, შეგნება, შოვინიზმი on 05/02/2012 | 11 Comments »
ექსპერიმენტი #1: უცხოპლანეტელები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged განსხვავებულები, ერთფეროვნება, ექსპერიმენტი, კულტურა, უცხოპლანეტელები, ფრენა on 05/11/2010 | 16 Comments »
პოსტი დაწერილია 53 წუთსა და 21 წამში. ზუსტად ამდენი დროა საჭირო Radiohead-ის გენიალური ალბომის, Ok Computer-ის მოსასმენად. პოსტის კითხვისას რეკომენდირებულია Exit Music-ის მოსმენა. ეს პოსტის ექსტრემალურ პირობებში დაწერის პირველი მცდელობაა. თუ მოგეწონებათ, კიდევ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს. დილა საინტერესოდ დაიწყო – ჩემთან უცხოპლანეტენელები მოვიდნენ. ისიც კი არ ვიცი საიდან და როგორ, ყველაფერი უცბად მოხდა: თვალები გავახილე [...]
სამი მეგობარი, ორი ქილა “ექსტრა” და ნაწინასწარმეტყველები მომავალი
Posted in ზოგადი, შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, სიკვდილი, სიყალბე, სიყვარული, სტუდენტობა, შეგნება on 28/08/2010 | 19 Comments »
დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა [...]
ფრანგული დღიურები #1
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, ნაგავი, საქართველო, სიბინძურე, სიბნელე, ტურისტები, უცხოელები, შეგნება on 24/07/2010 | 6 Comments »
ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, [...]
საქმიანი ზარმაცი ქართველები: "მეჩქარება, გავრბივარ"
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, საქართველო, შეგნება on 12/07/2010 | 7 Comments »
“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, [...]
ბირჟა – უბნის საკრებულო თუ თბილისური საფიხვნო?
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, კულტურა, საქართველო, შეგნება on 16/04/2010 | 14 Comments »
არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი [...]
განსხვავებული
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, სილამაზე, შეგნება on 18/03/2010 | 8 Comments »
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკვარზე გადასვლისას არაფერსაც არ გრძნობენ და არც არაფერზე ფიქრობენ. მაქსიმუმ სიგარეტის კოლოფს ან ცარიელ ცელოფნის პარკს თუ გადააგდებენ მდინარეში, რომელიც რატომღაც სანაგვე ყუთი ჰგონიათ ან უბრალოდ არც იციან, რომ არსებობს გამოგონება, რომელსაც ნაგვის ყუთი ეწოდება; არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც მტკვარზე გადასვლისას ბევრ რამეზე ფიქრობს და სხვანაირადაც აღიქვამს ყველაფერს. ის მოაჯირს უახლოვდება [...]
კარგად გათხოვება ანუ გათხოვება ქართულად
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, კულტურა, საქართველო, სტუდენტობა, შეგნება on 14/03/2010 | 23 Comments »
ჩემთვის მეტად საინტერესო საკითხია. წესით და რიგით საზოგადოებაც უნდა განიცდიდეს ამ პრობლემას, მაგრამ ვაი რომ არა: სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ეს მოვლენა და შესაბამისად არც განიცდის მის არსებობას. ჩემმა მეგობარმა დაწერა თავის ბლოგზე ამ ფენომენის შესახებ და მეც პირველად მაშინ დავფქირდი. შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე პუნქტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”. მცირე ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, [...]
ნაგავომანია ანუ სისუფთავე ქართულად
Posted in შინაგანი სამყარო, tagged კულტურა, საქართველო, შეგნება on 16/02/2010 | 14 Comments »
ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, კარგად გამოძინებულმა შევისეირნე სამზარეულოში, ცხელი ჩაის დასალევად. არაფერი სჯობს ცხელ ჩაის ზაფხულში! ჩაიდანი დავდგი და პარალელურად ტელევიზორიც ჩავრთე. სანამ წყალი ადუღდებოდა, ყველა არხი დავათვალიერე, ვერაფერ საინტერესოს ვერ წავაწყდი და გამოვრთე. ჩემი საყვარელი ჭიქა გამოვიღე კარადიდან, ჩავყარე ერთი კოვზი შაქარი, ჩავასხი ჩაის ფერი და წყლის ადუღებას დაველოდე. 3 წუთში ჩემი ლოდინი დასრულდა [...]
ქართული ღირებულებები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ისტორია, კულტურა, საქართველო, შეგნება on 10/02/2010 | 11 Comments »
თითოეულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ღირებულებები. მათ ჩამოყალიბებას განაპირობებს ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება და თვითონ საზოგადოების შემადგენელი ინდივიდები. დაკვირვებების შედეგად მივალთ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად ამერიკულ საზოგადოებაში ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პიროვნული წარმატება, როდესაც აფრიკის ზოგიერთ ტომში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფურ წარმატებას. ინდუსტრიულ საზოგადოებებში [...]







