მაგარი გაღადაო. იმ დღეს გამეღვიძა და ვეღარ ავდექი. ხო რა, აი ეგრე. იმენა ვეღარ ავდექი. რა გეღადავები შე ჩემა, გაგიჟდი? ახლაც ვწევარ. მხოლოდ თითებს ვამოძრავებ. არავის არ უთხრა ბიჭო, გაიგე? არა ვიცი ტო, ცუდად კი არ მიიღო ამას რო გეუბნები. პროსტა მაინც რა. ხო აზზე ხარ. ოჯახური საიდუმლო გაიჩითა და რამე. დედაჩემი გიჟს გავს. მამაჩემმა [...]
Posts Tagged ‘ახალგაზრდობა’
უმოძრაობა
Posted in დროის გასაყვანი, შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, ბედი, ერექცია, ირონია, მე, მეგობარი, ნაშობა, ოჯახი, სიკვდილი, ცხვირი, ცხოვრება on 23/04/2012 | 15 Comments »
სამი მეგობარი, ორი ქილა “ექსტრა” და ნაწინასწარმეტყველები მომავალი
Posted in ზოგადი, შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, სიკვდილი, სიყალბე, სიყვარული, სტუდენტობა, შეგნება on 28/08/2010 | 19 Comments »
დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა [...]
ეროვნული გამოცდები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გაუნათლებლობა, სტუდენტობა, უნივერსიტეტი on 14/07/2010 | 5 Comments »
ეროვნული გამოცდები – მასობრივი ისტერიის კიდევ ერთი ქართული გამოვლინება. ეს არის სახალხო ზეიმი (ვისთვის როგორ, პრინციპში), სადაც მშობლები, ნათესავები და მეგობრები წარმატებით ითავსებენ მარაომომარჯვებული ან კისერზე სველ “პლატოკ” შემოხვეული გულშემატკივრის როლს; აბიტურიენტები კი ქანცგაწყვეტილები და დასევდიანებულნი (ზოგი სწავლისგან, ზოგიც კი WOW-ის თამაშისგან ან უბანში ბირჟაობისგან), ჯერ კიდევ უდიპლომო და ჩამოუყალიბებელი სასიძო-სარძლოების როლში გვევლინებიან. ეს არის [...]
საქმიანი ზარმაცი ქართველები: "მეჩქარება, გავრბივარ"
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, კულტურა, საქართველო, შეგნება on 12/07/2010 | 7 Comments »
“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, [...]
სტუდენტური ფიქრები
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, საქართველო, სტუდენტობა, უნივერსიტეტი, შეგნება on 16/06/2010 | 21 Comments »
გამოცდები მომიახლოვდა. გულს ვერ ვუდებ – ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობებს. ივნისის შუა რიცხვებია. ცხელა. ჩვენ კიდევ სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთი თვე დაგვრჩა. სად არის სამართალი? ივნისში ადამიანი უნდა ისვენებდეს, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ზაფხულის პირველ თვეს უკვე საშინელი სიცხეები იცის. მაგრამ ვინ ფიქრობს სტუდენტობასა და ახალგაზრდობაზე? მთავარია სექტემბერში ვისვენებთ – [...]
ბირჟა – უბნის საკრებულო თუ თბილისური საფიხვნო?
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, კულტურა, საქართველო, შეგნება on 16/04/2010 | 14 Comments »
არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი [...]
შავომანია (!) – შავოფობია (?)
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, ერთფეროვნება, სიბნელე, სილამაზე, შიში on 26/03/2010 | 13 Comments »
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. [...]
კარგად გათხოვება ანუ გათხოვება ქართულად
Posted in შინაგანი სამყარო, tagged ახალგაზრდობა, გურჯისტანი, კულტურა, საქართველო, სტუდენტობა, შეგნება on 14/03/2010 | 23 Comments »
ჩემთვის მეტად საინტერესო საკითხია. წესით და რიგით საზოგადოებაც უნდა განიცდიდეს ამ პრობლემას, მაგრამ ვაი რომ არა: სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ეს მოვლენა და შესაბამისად არც განიცდის მის არსებობას. ჩემმა მეგობარმა დაწერა თავის ბლოგზე ამ ფენომენის შესახებ და მეც პირველად მაშინ დავფქირდი. შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე პუნქტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”. მცირე ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, [...]







