I’ve waisted all my energy I’m searching for the remedy So leave… Get the fuck out of my life I’ve always been the same with you I’ve always shared my dreams with you And now bitch Get out of my life You know that you just don’t deserve me You know that you just don’t [...]
Archive for the ‘მუსიკა’ Category
Love Song
Posted in მუსიკა on 05/05/2012 | Leave a Comment »
შობა
Posted in იმპროვიზაცია, მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged აკორდები, გიტარა, თვალები, ის, მე, მუსიკა, სიმღერა, სიყვარული, ღმერთი, შენ, შობა on 21/04/2012 | Leave a Comment »
ვფიქრობ. ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ. ფიქრობ. ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ. მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო. შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად. გიყურებ. გიყურებ. სულ შენ გიყურებ. მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ. თვალებს დაბლა ხრი. აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ. სხვას ვუყურებ. მამჩნევ. სულ მამჩნევდი. მე მზერას გარიდებ. ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ. ცოტ-ცოტას ვმღერი. არ მისმენ. თვალებს ვერ [...]
ენის წვერზე
Posted in ზოგადი, იმპროვიზაცია, მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged ბედნიერება, ბედნიერი, გრძნობები, გული, იმედი, ის, მშიშარა, ოცნება, რისკი, სიყვარული, სურვილი, სუფთა, უბედური, შიში on 13/04/2012 | 5 Comments »
ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ. მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, [...]
მუსიკა
Posted in მუსიკა, შინაგანი სამყარო on 08/04/2012 | Leave a Comment »
ოთახის შუაგულიდან ყრუდ ისმის კლავიშების ხმა. ჩვენ არ ვუკრავთ პიანინოზე, მაგრამ შორიდან მაინც გვესმის მისი ჟღერადობა. ჩელო? ეს უკვე ზედმეტია. ჩელო ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ცხოვებას. ჩვენ ისედაც მშვიდნი და კორექტულნი ვართ. კორექტულნი და მშვიდნი. ჩელო ნამდვილად ზედმეტია. ის მხოლოდ დეპრესიულ და საკუთარი ადგილის ვერმპოვნელ ტიპებს სჭირდებათ. ჩვენ პიანინოც გვეყოფა – ოთახის შუაგულიდან ყრუდ წამოსული [...]
გამარჯობა
Posted in ზოგადი, მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged აფრიკა, ბედნიერი, გარიყული, გეტო, გოგოები, ემიგრანტი, მარტოობა, მახინჯი, მიზანი, პატარა პრინცი, საზოგადოება, სილამაზე, სისველე, უბედური, შავი, შეგნება on 16/03/2012 | 23 Comments »
გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები. გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს. გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი. გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, [...]
შუაღამის ამბავი
Posted in დროის გასაყვანი, ზოგადი, იმპროვიზაცია, მუსიკა, შინაგანი სამყარო on 27/02/2012 | 8 Comments »
მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი. 3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი [...]
Crybaby*
Posted in მუსიკა, შინაგანი სამყარო, tagged ანა, ბავშვი, ბედისწერა, განსხვავებული, ირონია, მამა, მეგობარი, საზოგადოება, სიკვდილი, სილამაზე, სიყვარული, სიცივე, სიცილი, ქურდი, ციხე, ცრემლები on 20/02/2012 | 6 Comments »
*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები – ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ? – ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა. ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას. – ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი? მეგობრის თავში [...]
“Pourquoi” – ჩემი სიმღერა
Posted in მუსიკა on 10/08/2011 | 10 Comments »
ჩემი ბლოგის მკითველებო, ჩემი ვირტუალურო და რეალურო მეგობრებო, გიზიარებთ ჩემ სიმღერას, რომლის ჩაწერაც როგორც იქნა დასრულდა. ეს არის ფრანგულენოვანი სიმღერა. ტექსტს დავწერ და თარგმანსაც დავურთავ თან. ეს არის ჩემი პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ჩემი მეგობრების დახმარებით გავაკეთე. მოისმინეთ, შეაფასეთ და კომენტარებში გამოხატეთ თქვენი აზრი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოგეწონებათ, გაავრცელეთ. წინასწარ დიდი მადლობა ყველას. [...]
ჩვენ ვცხოვრობთ ყავითა და ყვავილებით
Posted in ზოგადი, იმპროვიზაცია, მუსიკა, შინაგანი სამყარო on 07/03/2011 | 3 Comments »
ბავშვებს უჭირთ, მათი პრობლემების თავი და თავი კი გაურკვევლობაა – თვითონაც არ იციან, რომ გასაჭირში იმყოფებიან. მათ სიცხე აქვთ, ჩვენ კი ყინულსაც ვერ ვაძლევთ რომ ეს ყველაფერი მათთვის უფრო ადვილად ასატანი გახდეს. შენ ერთადერთი ხარ, ვინც კიდევ მაინტერესებს ამ ცხოვრებაში. ჩვენ ყავითა და ყვავილებით ვცხოვრობთ და სულ არ გვადარდებს, როგორი ამინდი იქნება ხვალ, ზეგ ან [...]
Jenifer – მთვარეული სინაზე
Posted in მუსიკა on 07/12/2010 | 2 Comments »
ჯენიფერ იაელ დადუშ ბარტოლი (Jenifer Yaël Dadouche-Bartoli), ცნობილი როგორც ჯენიფერი, დაიბადა 1982 წლის 15 ნოემბერს ნიცაში. ჯენიფერი მუსიკალურ სამყაროს მოევლინა Star Academy-ს წყალობით (ქართული „ვარსკვლავების აკადემიის“ ანალოგი). 2002 წელს მან მოიგო ეს პროექტი, გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან და მას შემდეგ გამოუშვა ოთხი სტუდიური და ერთი ლაივ ალბომი. მეოთხე ალბომი გაყიდვაშია 2010 [...]







