Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘იმპროვიზაცია’ Category

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. [...]

Read Full Post »

ვფიქრობ. ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ. ფიქრობ. ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ. მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო. შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად. გიყურებ. გიყურებ. სულ შენ გიყურებ. მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ. თვალებს დაბლა ხრი. აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ. სხვას ვუყურებ. მამჩნევ. სულ მამჩნევდი. მე მზერას გარიდებ. ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ. ცოტ-ცოტას ვმღერი. არ მისმენ. თვალებს ვერ [...]

Read Full Post »

გპირდები: არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ. არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ. არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს. არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს. არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი. არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე [...]

Read Full Post »

ბედნიერებისთვის საჭიროა: • დილით ადრე გაღვიძება • საძილე ნიღბის მოხსნა • დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება • წყლის გადავლება • კბილების გამოხეხვა • სახის ჰიგიენური მოწესრიგება • ჯანსაღი საუზმის მიღება • გემოვნებიანად ჩაცმა-დახურვა / გამოპრანჭვა • სამსახურში წასვლა • შუადღემდე აქტიურად მუშაობა • თავაზიანი და მომღიმარი სახით ჯდომა • შუადღეს სადილი მეგობრებთან / კოლეგებთან ერთად – [...]

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ. მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, [...]

Read Full Post »

მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი. 3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი [...]

Read Full Post »

ბავშვებს უჭირთ, მათი პრობლემების თავი და თავი კი გაურკვევლობაა – თვითონაც არ იციან, რომ გასაჭირში იმყოფებიან. მათ სიცხე აქვთ, ჩვენ კი ყინულსაც ვერ ვაძლევთ რომ ეს ყველაფერი მათთვის უფრო ადვილად ასატანი გახდეს. შენ ერთადერთი ხარ, ვინც კიდევ მაინტერესებს ამ ცხოვრებაში. ჩვენ ყავითა და ყვავილებით ვცხოვრობთ და სულ არ გვადარდებს, როგორი ამინდი იქნება ხვალ, ზეგ ან [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers