Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ზოგადი’ Category

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. [...]

Read Full Post »

გპირდები: არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ. არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ. არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს. არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს. არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი. არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე [...]

Read Full Post »

ბედნიერებისთვის საჭიროა: • დილით ადრე გაღვიძება • საძილე ნიღბის მოხსნა • დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება • წყლის გადავლება • კბილების გამოხეხვა • სახის ჰიგიენური მოწესრიგება • ჯანსაღი საუზმის მიღება • გემოვნებიანად ჩაცმა-დახურვა / გამოპრანჭვა • სამსახურში წასვლა • შუადღემდე აქტიურად მუშაობა • თავაზიანი და მომღიმარი სახით ჯდომა • შუადღეს სადილი მეგობრებთან / კოლეგებთან ერთად – [...]

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ. მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, [...]

Read Full Post »

გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები. გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს. გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი. გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, [...]

Read Full Post »

მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი. 3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი [...]

Read Full Post »

მზიანი დღეა. არა, უფრო წვიმიანი არაა, ვიდრე მზიანია. ყველაფერი ისეთია, თან წვიმიანიც რომ არაა და თან არც მზიანი. კედები ჩავიცვა? გაბრუებული ვარ. არაფერი დამილევია. როგორ არა. რა როგორ არა? როგორ არ დაგილევია. რა დავლიე აბა? წყალი. აჰ, კარგი. შენ და შენი იუმორი. ხანდახან ზედმეტია, ზედმეტად ზედმეტი. მწყურია. რა? წყალი. ახლა არ დალიე? ხო კაი, კაი. [...]

Read Full Post »

*** მზე ყველასთვის ანათებსო, ამბობენ. შეიძლება, არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ყველას არ ათბობს. მზე ეგოისტია, ან უბრალოდ ზედმეტად ჭკვიანი და მესაკუთრე. ის მხოლოდ ადამიანებს ათბობს. ადამიანებს, რომელთაც შემდეგ შეუძლიათ მიღებული სითბო სხვებს გადასცენ და თვითონაც გახდნენ მზეები. აქამდე არ იცოდით არა? დღეიდან დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ განსხვავებული დოზებითა [...]

Read Full Post »

18.15.16.23.31. ჩვენ არ ვმთავრდებით. ჩვენ არ ვსრულდებით. ჩვენ არ გვგონია, ჩვენ ვიცით. ჩვენ არ მოგვწონს, ჩვენ გვიყვარს. ჩვენ არ ვიპრანჭებით, ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ჩვენ ვართ, თქვენ – ზუსტად არ ვიცი ან მეუხერხულება თქმა. 18. მე მე ვარ. შენ – შენ. ის – არც კი ვიცი ვინაა. შენ შენთვის, მე ჩემთვის. ჩვენ ჯერ კიდევ შორსაა და [...]

Read Full Post »

- რა ლამაზი ხარ… – ასეთიც? ახალგაღვიძებულიც და დაბღვერილიც? – კი, ძალიან ლამაზი ხარ. ის კი არა, ასე უფრო ლამაზი ხარ. მიყვარხარ. – მეც, ძალიან, ძალიან…

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers