Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘დროის გასაყვანი’ Category

მაგარი გაღადაო. იმ დღეს გამეღვიძა და ვეღარ ავდექი. ხო რა, აი ეგრე. იმენა ვეღარ ავდექი. რა გეღადავები შე ჩემა, გაგიჟდი? ახლაც ვწევარ. მხოლოდ თითებს ვამოძრავებ. არავის არ უთხრა ბიჭო, გაიგე? არა ვიცი ტო, ცუდად კი არ მიიღო ამას რო გეუბნები. პროსტა მაინც რა. ხო აზზე ხარ. ოჯახური საიდუმლო გაიჩითა და რამე. დედაჩემი გიჟს გავს. მამაჩემმა [...]

Read Full Post »

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. [...]

Read Full Post »

გპირდები: არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ. არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ. არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს. არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს. არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი. არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე [...]

Read Full Post »

ბედნიერებისთვის საჭიროა: • დილით ადრე გაღვიძება • საძილე ნიღბის მოხსნა • დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება • წყლის გადავლება • კბილების გამოხეხვა • სახის ჰიგიენური მოწესრიგება • ჯანსაღი საუზმის მიღება • გემოვნებიანად ჩაცმა-დახურვა / გამოპრანჭვა • სამსახურში წასვლა • შუადღემდე აქტიურად მუშაობა • თავაზიანი და მომღიმარი სახით ჯდომა • შუადღეს სადილი მეგობრებთან / კოლეგებთან ერთად – [...]

Read Full Post »

გავიქეცით. ყველანი ერთად. უკანმოუხედავად.

Read Full Post »

მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი. 3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი [...]

Read Full Post »

მზიანი დღეა. არა, უფრო წვიმიანი არაა, ვიდრე მზიანია. ყველაფერი ისეთია, თან წვიმიანიც რომ არაა და თან არც მზიანი. კედები ჩავიცვა? გაბრუებული ვარ. არაფერი დამილევია. როგორ არა. რა როგორ არა? როგორ არ დაგილევია. რა დავლიე აბა? წყალი. აჰ, კარგი. შენ და შენი იუმორი. ხანდახან ზედმეტია, ზედმეტად ზედმეტი. მწყურია. რა? წყალი. ახლა არ დალიე? ხო კაი, კაი. [...]

Read Full Post »

ყველამ ვიცით ტერმინი WTF. ვინც არ იცით, ახლავე აგიხსნით: What The Fuck – ასე იშიფრება და გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაიმე ძალიან უცნაური ხდება ჩვენს თავს. ინტენეტში ხეტიალისას გადავაწყდი ამ სურათებს. ეს არის WTF-ს გამომხატველი 22 ნახატი. იმედია მაქვს გაერთობით და გახალისდებით. მე ძალიან ვიხალისე, რამოდენიმე მათგანზე განსაკუთრებით. მისი ავტორია ვინმე MINGA.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers