მზიანი დღეა. არა, უფრო წვიმიანი არაა, ვიდრე მზიანია. ყველაფერი ისეთია, თან წვიმიანიც რომ არაა და თან არც მზიანი. კედები ჩავიცვა? გაბრუებული ვარ. არაფერი დამილევია. როგორ არა. რა როგორ არა? როგორ არ დაგილევია. რა დავლიე აბა? წყალი. აჰ, კარგი. შენ და შენი იუმორი. ხანდახან ზედმეტია, ზედმეტად ზედმეტი. მწყურია. რა? წყალი. ახლა არ დალიე? ხო კაი, კაი. გამანებე თავი, ვიცი რომ იუმორი მოგწონს, ალბათ აღგაგზნებს კიდეც. წავედი რამეს დავლევ. ცოტა ნაკლებ რომ ვიგრძნო გაბრუება. ან პირიქით, იმდენად გავბრუვდე, რომ ვეღარ გავაცნობიერო, რომ გაბრუებული ვარ. ღმერთო ჩემო, რამდენჯერ ვთქვი გაბრუებული, გავბრუვდი და ა.შ. ტავტოლოგიაო თუ რას უწოდებთ ამას? ნუ რაც არის, მეზარება ამაზე ფიქრი. ხომ მიხვდით რისი თქმაც მსურს? კარგი. იმ დღეს ერთმა ტიპმა მითხრა, არავის ენდოო. დავუშვათ მე არავის არ ვენდე და გავითვალისწინე მაგ ტიპის რჩევა, ხომ გამოდის რომ მაგ ტიპს ვენდე? და თუ არავის არ უნდა ვენდო, მაშინ მაგ ტიპს რატომ უნდა ვენდო? და თუ მაგ ტიპს არ უნდა ვენდო, ე.ი. გამოდის რომ შემიძლია ხალხის ნდობა მქონდეს. და თუ ხალხის ნდობა შემიძლია მქონდეს, მაშინ რატომ არ უნდა ვენდო მაგ ტიპს? არ ვიცი. არ ვიცი. კომპიუტერიო, ფეისბუკიო, მეისბუკიო, ტვიტერიო, შმიტერიო, ონლაინ ზასაობაა, ონლაინ შმასაობაო. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ სად? ალბათ მაღალ ხარისხიან ინტერნეტში, ოპტიკურ ინტერნეტს ვგულისხმობ, თავისი კაბელებით და სექსუალური ტელევიზიებით, როცა გინდა რომ გადაახვევ და მერე უკან გადმოახვევ. მე რა ვთქვა, ისევ ბაბუაჩემის დროინდელი DSL მაქვს, ტელეფონის ხაზს რომ ებღაუჭება ძლივსძლივობით. ანდა რა ბაბუაჩემის? სად ჰქონდა ბაბუაჩემს ინტერნეტი? დილაობით სახაშეში დადიოდა, შუადღეს სამსახურში და ღამე სადმე – დასალევად. რა იცოდა ინტერნეტი? ინტერნეტი რომ ქონოდა, დილით ფეისბუკ ნოტიფიკეიშენებს შეამოწმებდა და ნაბახუსევს ხაშის ნაცვლად მის მიერ მოწონებული გოგოს ამაღელვებელი სურათებით გადაიტანდა; მერე შუადღეს სამსახურში წავიდოდა და იქაც ფეისბუკზე დაათვალიერებდა რამეს, ვინმე გოგოს დაამატებდა მეგობრებში, საცურაო კოსტუმში გადაღებული სურათი რომ ექნებოდა პროფილზე. საღამოს ისევ ფეისბუკზე შევიდოდა და მერე ალბათ ლუდსაც დალევდა. მარა რა შუაშია ბაბუაჩემი? არც მე ვიცი. ჯერ ისიც ვერ გადამიწყვეტია კედები ჩავიცვა თუ შარფი გავიკეთო? შარფი კარგია, ზაფხულში განსაკუთრებით. აი ის, კობოკრული, ოსამა ბინ ლადენის. ხო, მართლა. პოკერი არ გინდათ? ლარიან მაგიდებზე დავსხდეთ რა. არ მინდა ეს 10 თეთრიანი მასტურბაცია. მაინც აგებ და მალე წააგო არ ჯობს? ნუ რაცაა. ისე იმ დღეს წიგნები წავიკითხე პოკერზე. კარგი იყო. მოიგებთო, ასე ეწერა. მაგრამ ეგრე მთელმა მსოფლიომ რომ წაიკითხოს, ყველა მოიგებს? მაშინ ვინ წააგებს. მგონი გვატყუებენ და ის ტიპი მართალი იყო, რომ მითხრა არავის ენდოო. მაგრამ თუ არავის არ უნდა ვენდო, იმას რატომ უნდა ვენდო? ვენდო, ვენდო. არის ასეთი მანქანა, ვენტო. არ ვიცი როგორია, მანქანებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ ვიცი, რომ არის. ვახ, კედები ჩავიცვა თუ? არაფერში არ გამომადგებით რა. კედები თუ?
“საჭმელი მზადაა”
“მოვდივარ, დე”









პოსტია ისეთი, რომ ჩაიკითხავ, დამთავრდება და აზრზე რომ მოხვალ, თავიდან გადაიკითხავ და მერე ამას დაწერ ))
ძალიან კარგია
დაწერილიც ეგრეა, დავწერე, დავამთავრე, აზრზე მოვედი, თავიდან გადავიკითხე და ისევ ის დავწერე :დ
საღოლ მებო
მაგრად გამისწორდა ეს პოსტი
კაი ხარ. თან ამ წუთას გავიღვიძე მეილი შევამოწმე და ერთადერთი ახალი შეტყობინება იყო ეს პოსტი და რო წავიკითხე ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ ეხლა
გაბრუებული…
მერე წყალი დალიე :დ ან რამე, სასმელი :დ :*
კარგად წერ შენ