Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2011

“მე კი ასეთი სიყვარულის არა მწამს, მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე” ხალხური დღეს შობაა. დღეს სამყაროს მოევლინა იესო ქრისტე. დღეს შენ მეექვსედ აღმაფრთოვანე. დღეს შენ ჩემი ცხოვრება ისევ გააფერადე. ექვსივე აღფრთოვანება კარგად მახსოვს: პირველად მამაკაცს უმშვენებდი გვერდს და მეც ჩემი ემოციები გიტარის დაკვრაში და დალევაში დავხარჯე, თავი შევიკავე; მეორედ – ჩემდა გასაკვირად [...]

Read Full Post »

მზე ბუნდოვნად ანათებს და ვერაფრით ვერ აღწევს ჩემი სხეულის ფანჯრებში. მე ისევ მცივა და ფარდების გადაწევა კვლავინდებურად საშინლად მეზარება. მუდმივად ვკანკალებ – მთელი სხეულით და სულით. სიცივეს ყოველთვის თან სდევს კანკალი, კანკალს – კბილების კრაჭუნი. მე უკვე ერთი კვირაა ვკანკალებ და ჩემი კბილებიც ნელ-ნელა კარგავენ მდგრადობას. ჩემი ცხოვრება ციკლური ხასიათისაა. ხანდახან ბედნიერი ვარ, ხანდახან უბედური, [...]

Read Full Post »

გამარჯობა ღმერთო, წამიყვან? შენი ავტობუსით მგზავრობა ხომ უფასოა? ძალიან კარგი, თორემ ეს ყვითელი ავტობუსის შავი კონტროლიორები უკვე მომბეზრდნენ. იცი, გუშინ დიდხანს ვფიქრობდი და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ საკუთარი სიცოცხლე დამესრულებინა. ვიცი ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მაცადე, აგიხსნი რა და როგორ. სულ რაღაც 22 წელია რაც შენგან კურთხეულ და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე დავაბიჯებ. ხანდახან მეცინება [...]

Read Full Post »

*** მზე ყველასთვის ანათებსო, ამბობენ. შეიძლება, არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ყველას არ ათბობს. მზე ეგოისტია, ან უბრალოდ ზედმეტად ჭკვიანი და მესაკუთრე. ის მხოლოდ ადამიანებს ათბობს. ადამიანებს, რომელთაც შემდეგ შეუძლიათ მიღებული სითბო სხვებს გადასცენ და თვითონაც გახდნენ მზეები. აქამდე არ იცოდით არა? დღეიდან დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ განსხვავებული დოზებითა [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers