პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას.

ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეწონებოდი და ყოველდღე, ყანაში მუშაობისას, შორიდან დავტკბებოდი შენი ლამაზი ნაწნავებით. შენ ამ დროს ფანჯარასთან იჯდებოდი: ხან თმას დაივარცხნიდი, ხან წიგნს წაიკითხავდი, დახატავდი კიდეც. მე ეს ყველაფერი მეცოდინებოდა, მაგრამ ისე, ჩუმად და ჩემთვის. ასე ხომ უფრო ლამაზი და საინტერესოა. თანაც ჩემი დაკოჟრილი ხელებით ვერც გავბედავდი შენი ნაზი თმის მოფერებას, ჩემი გლეხური გაერგნობით კი ვერც დაგენახებოდი.
ჩვენ რომ სხვა დროში და სხვა ადგილას ვყოფილიყავით, ორივენი პარიზში ვიცხოვრებდით. შენ მე-16 უბანში, ბურჟუების გარემოცვაში, მე – მე-18-ში, პარიზელ თავქარიანებთან ერთად. შენ ყოველ საღამოს კლასიკურ მუსიკას მოუსმენდი მეგობრების ვიწრო წრეში – თაყვანისმცემლები არასდროს მოგაკლებდნენ ძვირფას ყვავილებისგან გაკეთებულ თაიგულებსა და მუქ შოკოლადს, რომელიც შენ ძალიან გეყვარებოდა. მე ერთი წყალწაღებული მუსიკოსი ვიქნებოდი: ღამეებს სმაში, სიმღერასა და შენზე ფიქრში გავატარებდი. მერე დილისკენ რამეს დავწერდი: ხან სიმღერას, ხან ლექსს, ხან ჩანახატს. ფოსტით გამოგიგზავნიდი, ოღონდ ჩემს ვინაობას არ მივაწერდი. თან ნოტრ-დამის ეზოში შეგროვილ მინდვრის ყვავილებსაც გამოგიგაზავნიდი, აბა მე სად გავწვდებოდი ძვირფასი თაიფულების ყიდვას. შენ ალბათ მოგეწონებოდა ჩემი ნაჯღაბნი, ყვევილებსაც ნაზად დასუნავდი. შეიძლება მეც მოგწონებოდი, შეიძლება. მაგრამ მე შენთან მოსვლას ვერასდროს გავბედავდი: არც სათანადოდ მეცმეოდა და არც საჭირო გამბედაობით ვიქნებოდი დაჯილდოვებული ღმერთისგან.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე შენი საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟი ვიქნებოდი. გავაკონტროლებდი ვინ მოვიდოდა შენთან, ვინ გამოგიგზავნიდა საჩუქრებს, ვინ გაწყენინებდა, ვინ გაგამხიარულებდა, ვინ გაგაბედნიერებდა… აუცილებლად საქმიანი ქალი იქნებოდი: კარგი კარიერის მქონე, მომხიბვლელი და ჭკვიანი. შენ ხომ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ წარმატებული იყო. მე ზეპირად მეცოდინებოდა რომელ საათზე გახვიდოდი სამსახურში და როდის დაბრუნდებოდი ოდნავ დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახით, რადგან შენ ძალიან გეყვარებოდა შენი პროფესია. მეც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი სამსახურით: არც არავის შევაწუხებდი, საჭმლის ფულიც მექნებოდა და რაც მთავარია, ყოველდღე, დღეში ორჯერ გნახავდი შენ. შენი სახლის გასაღებიც მექნებოდა და შენს არყოფნაში ჩუმად დავათვალიერებდი ცარიელ ოთახებს, სადაც ნაზი სურნელი დაუსრულებლად იტრიალებდა. ასე გავიმრავალფეროვნებდი უინტერესო დღეებს: დილით მზის მაგივრად შენ გამინათებდა, ღამით კი ძილი ნებისას მეტყოდი და მთვარის ფუნქციას შეითავსებდი.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, პირველყოფილები ვიქნებოდით. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ველურებიც კი მორიდებით მოგეპყრობოდნენ. იქნებოდი ერთადერთი ქალი, რომელიც ახლად დამკვიდრებულ პატრიარქალურ წყობაში, მაინც ისარგებლებდი პრივილეგიებით. იცხოვებდი ჩვენგან განსხვავებულად, ადამიანურად, მაგრამ ამის გამო ვერავინ ვერ გაგიბედავდა ზედმეტს. მე ბელადის მარჯვენა ხელი ვიქნებოდი. ხოდა როგორც მეორე კაცი ტომში, ვერასდროს გავბედავდი შენთვის ჩემი გრძნობების ახსნას. რამეს რომ მოვინადირებდი, ჩუმად შენ საძინებელ ადგილთან დავდებდი, რათა შენს ჯანსაღ სხეულს არ მოკლებოდა ენერგია და სიცოცხლის ნიშან-წყალი. შენ გულში გადაუხდიდი მადლობას კეთილშობილ პირველყოფილს, რომელიც თავის ვინაობას არასდროს გაგიმხელდა. შენი სილამაზით მოხიბლული, ერთ დღესაც შევიცვლებოდი და მეც ადამიანს დავემსგავსებოდი, შენსავით. ამის გამო მე ტომიდან გამაძევებდნენ, უშენობით გამოწვეულ სიმძიმეს ვერ ავიტანდი და ისტორიაში პირველ თვითმკვლელობასაც ჩავიდენდი.
თუმცა, ჩვენ არ ვცხოვრობთ სხვა დროში. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. ახლა ღამის ორი საათია, კომპიუტერთა ვზივარ და ამ პოსტს ვწერ. გარშემო სრული სიჩუმეა, მხოლოდ კლავიატურის ხმაური არღვევს იდილიას. შენ ჰაეროვნად გძინავს და შენსავით ლამაზი სიზმრების ყურებით ტკბები. ხვალ ისევ გნახავ, ისევ მოგესალმები და შენ ისევ გამილამაზებ ერთფეროვან დღეს. სამყაროში ისეთი უჰაერობაა, რომ უშენოდ ნამდვილად გავიგუდებოდი აქამდე.








ლამაზია!
მიხარია
“სამყაროში ისეთი უჰაერობაა, რომ უშენოდ ნამდვილად გავიგუდებოდი აქამდე”- ძალიან მაგარიააააა
უუმ, რაკარგია <3
ძალიან საინტერესოა მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს იმ პარიზელ გოგოს წერდე, ისევ გიყვარს ხომ?
ის პარიზელი გოგო? მიყვარს, კი. მაგრამ მიყვარს როგორც ჩემი წარსული. ანუ ეს პოსტი იმ გოგოს არ ეძღვნება
<3
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა იწვიმებდა. სულ, მუდმივად, გადაუღებლად. სქლად და წმინდად, ისე, რომ ვეშაპები დაიწყებდნენ ჰაერში ცურვას. მე შემეშინდებოდა, შენ დამამშვიდებდი…
მადლობ აფორიაქებულ ცხოვრებას რომ მიმშვიდებ,
მერაბ.
რისი მადლობა. პირიქით, მადლობ, რომ კითხულობ.
vaime martla momewwona : ))
მშვენიერია :დ
ro vkitxulobdi yvelaferi lamazi mechveneboda
ro vkitxulobdi yvelaferi lamazi mechvenoda
ისედაც მშვენიერია, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ხოლმე
sheidzleba
martlac rom lamazia
იმდენად ახლოა, უცებ ჩემი მეგონა)))
უბრალოდ ის ტეხავს, რომ ასეთი სიტყვები/სიმღერები/ლექსები იმათ არ ესმით ხოლმე, ვისაც ეძღვნებათ…
ტეხავს, მარა მაგაშიც დევს რაღაც ხიბლი
))))
მაზოხიზმისადმი მიდრეკილება კი მაქვს, მაგრამ ხანდახან ეგ ნამეტანია
ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა!!! იშვითად აღწევს ესეთი ნაწერები ჩემამდე, მაგრამ ეს მართლა უზომოდ მომეწონა… :X
მიხარია, რომ მოგწონს.
რომ ვკითხულობდი, ამ გოგოდ სულ ანა წარმომედგინა, ამ ჯეოსტარში რომ არის. ძალიან ლამაზია და სავსებით შეეფერება ამ პოსტის გმირს [შეიძლება ისიც არის].
ისეთი კარგი პოსტი იყო, სულ თვალწინ დამიდგა ყველა ეპიზოდი
გეთახნემბი, ანა მართლა ძალიან ლამაზია. და ბევრად უფრო ლამაზია ცხოვრებაში, ვიდრე ეკრანზე
მებოო მე შენი მკითხველი გავხდი
)))))
))))
ძალიან მომეწონა
ოთხივე დროის წყვილი წარმოვიდგინე და რაც ყველაზე მაგარია მათი დახატვა მომინდა
მაგას რა ჯობს მერე :დ
დახატე, მაგარი იქნება
nu mparav ideebs:(
ეგ როგორ? :დ
Dzalian momecona <3
ყოველთვის მეგონა რომ რომატიზმისგან შორს ვიყავი, მაგრამ ეს წავიკითხე და გული ამიჩუყდა
ra kargia ♥
ძალზედ მიხარია
ძალიან კარგია. და როგორი რომანტიული. დღევანდელი მამაკაცებისგან მიკვირს უკვე ეს ყველაფერი.
კიდევ შემოვრჩით უკანასკნელი მოჰიკანები
)
dalian saintereso chanaweria. vigasacs dalian gaumartla albat
შეიძლება ასეც ითვას, რომ გაუმართლა. მარა ის ვიღაცა, მგონი ვერც მიხვდა ამ ყველაფერს
საგოლ მერაბ საღოლ… ვერ ვშორდებოდი ისე წავიკიტხე ბოლომდე … ჯანო
გაიხარე ჯანო :*
aq sityvebi zedmetia piradpir agfrtovanebuli var shenit!:*:*
:****
ხო,იმ დროში(რომ ყოფილიყო),მასაც ეყვარებოდი
P.S.რომ გეკითხა,რა რომანტიკა,გიჟი ხომ არა ხარ-თქო გეტყოდი აქამდე…აქამდე…
დოჩანაშვილი გიყვარს და რომანტიკოსი არ ხარ? :დ
შანსი არაა :დ
meboo dzalian magariaaaaa damajrialaaaaa
:*:*:**:*
გავთბი ♥