Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2010

დღეს დროსა და სივრცეში ვიმოგზაურე. მართალია სულ რაღაც 15 წუთით, თუმცა ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უღიმღამოდ გატარებული საათის ერთი მეოთხედი. კინოთეატრ რუსთაველის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად და ვაკვირდებოდი ერთნაირ ადამიანებს: ვამჩნევდი “გოგოების შესაბმელად” (არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე, მომიტევეთ) მოსულ ბიჭებს და ასევე “დასაბმელად მზად” გოგოებს, ჯერ რომ იპრანჭებიან და მერე [...]

Read Full Post »

ჩემი მეგობრის, საშკა ინაძის პოსტი. ახლა ღამის 2 საათია, სახლში ყველას ძინავს. მხოლოდ მე, მონიტორის შუქი და ჩემი ყვითელი ქემელი ვარსებობთ ამ წუთას; და საერთოდ ჩემი ცხოვრების პერსპექტივაც მხოლოდ მე და ჩემი სიგარეტი ვართ, ყოველ შემთხვევაში ახლა ასეა, ხვალ არ ვიცი რა იქნება… ვზივარ კომპიუტერთან და ვცდილობ რაიმე დავწერო. ხო, ზუსტადაც ვცდილობ რადგან მეც და [...]

Read Full Post »

BB Brunes

ვოკალი, გიტარა : Adrien Gallo / ადღიან გალო გიტარა : Félix Hemmen / ფელიქს ჰემანი დრამი : Karim Réveillé / კაღიმ ღევეიე ბასი : Bérald Crambes / ბეღალდ კღამბსი 2006 წელს შექმნილი პარიზული ბენდი. დებიუტი ჰქონდათ ძალიან ახალგაზრდებს, 17-18 წლისები იქნებოდნენ. წარმოიდგინეთ, როგორია 17 წლის “ღლაპები” დიდ ცვლილებას რომ ახდენენ ფრანგულ მუსიკალურ ბაზარზე. მართალი გითხრათ [...]

Read Full Post »

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ Radiohead ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე ტომ იორკთან ერთად გავიარე ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი და ის ახლაც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ამიტომაც, რედიოჰედის ახალი ალბომის მოლოდინში, გადავწყვიტე ჩემი ათეული შემედგინა. ძალიან გამიჭირდა, რადგან რთულია გამოყო სხვადასხვა სიმღერა და ამოაგდო ალბომის კონტექსტიდან. ათეულში ის სიმღერები შევიყვანე, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა ცხოვრების ამ [...]

Read Full Post »

პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას. ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე [...]

Read Full Post »

პოსტი დაწერილია 53 წუთსა და 21 წამში. ზუსტად ამდენი დროა საჭირო Radiohead-ის გენიალური ალბომის, Ok Computer-ის მოსასმენად. პოსტის კითხვისას რეკომენდირებულია Exit Music-ის მოსმენა. ეს პოსტის ექსტრემალურ პირობებში დაწერის პირველი მცდელობაა. თუ მოგეწონებათ, კიდევ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს. დილა საინტერესოდ დაიწყო – ჩემთან უცხოპლანეტენელები მოვიდნენ. ისიც კი არ ვიცი საიდან და როგორ, ყველაფერი უცბად მოხდა: თვალები გავახილე [...]

Read Full Post »

როგორ ხართ ჩემო მეგობრებო? ჯეოსტარის გამო ძალიან დაკავებული ვიყავი და თქვენც ვეღარ განებივრებდით ჩემი პოსტებით. ხოდა ახლა, როდესაც ჯეოსტარიდან გამოვვარდი, მაქვს დრო და დიდი სურვილი, დავწერო რაიმე ახალი ჩემს ბლოგზე. ყველაზე მეტად იცით რა მსურს? ჩემი ბლოგის მკითხველის კომენტარების წაკითხვა. დიალოგი, ურთიერთგაგება, აზრიანი კამათი – აი რა მომენატრა ჯეოსტარში ყოფნისას. პოსტს, როგორც ყოველთვლის, ექსპრომტად შევურჩიე [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers