დღეს კარგი დღე იყო. კინოთეატრებ რუსთაველისა და ამირანის წყალობით (ერთხელ მაინც გამოვიყენებ სიტყვა “წყალობას” სხვა დროს სულ ამ კინოთეატრების კრიტიკაა, მძიმე ფორმებში), აგვისტო-სექტემბერში მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე კარგი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე. მართალია აქციის სახელწოდება “101 საუკეთესო ფილმია”, მაგრამ ჩემთვის იმ 101-იდან მხოლოდ ნახევარი თუ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ასეა თუ ისე, დღეს კარგი ფილმი გადიოდა – 99 ფრანკი. ერთხელ უკვე მქონდა ნანახი დიდ ეკრანზე და იმდენად მომეწონა, რომ მეორე შანსსაც ვერ გავუშვებდი ხელიდან. კიდევ ერთხელ უნდა დავმტკბარიყავი ჟან ძუჟარდენის თამაშით, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი უზომოდ ნიჭიერი და ღრმად ნარკომანი რეკლამების დიზაინერის როლის თამაშს.

მთლიანად ფილმი რომ მომწონს, უკვე აღვნიშნე. ახლა კონკრეტულად და მოკლედ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა სხვადასხვა საკითხებზე.
- ოკტავი და სოფია – პარიზის პატარა, მიკიბულ-მოკიბულ ქუჩებში მოსეირნე ორი ადამიანი, რომელთაც ყველაფერი ფეხებზე კიდიათ; ვგიჟდები და ტანში მბურძგლავს, როცა ვხედავ ამ ორ ადამიანს, რომლებიც ყოველი სახლის მოხერხებულ ფანჯრის რაფაზე, მოფარებულ სადარბაზოსა თუ უბრალოდ კონფორტულ კუთხეში აგრესიული სინაზით ეუფლებიან ერთმანეთს. ალბათ ოცნებად დამრჩება ასეთი წყვილის ხილვა ჩვენი ჩამკვდარი ქალაქის, აჭრელებული ქუჩების თუ მიძინებული უნივერსიტეტის მიდამოებში. ყველაფერში გვძინავს და არც სექსუალურ რევოლუციას შემოუღწევია ჩვენს აზროვნებაში; მიყვარს ოკტავი, რომელიც სოფიას ფეხმძიმობისგან გამოწვეულ შოკს არ იმჩნევს და ფსელის სუნზე კაიფობს; მშურს ოკტავის, რომელიც უარს ისე ეუბნება მისი შვილის დედას, რომ საერთოდ არ წარმოთქვამს სიტყვა “არას” და არც თავს იმართლებს სხვა ნებისმიერი ჟღვლინტიანი მოკვდავივით, რომლებიც ათას სისულელეს მოიგონებენ თავის გასამართლებლად. ოკტავი არ იმართლებს თავს, მას არ ეკადრება ამ დონემდე დაცემა; ყველაზე მეტად ის მგვრის შოკს, რომ ოკტავს უყვარს სოფია, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ ის ვერ იღებს თავზე ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას. არც არის საჭირო. როგორც ის იტყოდა, “ყველაფერი წარმავალია, დედამიწა, ადამიანები, თქვენ, მე. მე – განსაკუთრებით”.

- საცოდავი კარიერისტები – ეს თემა ყოველთვის ახლოს მხვდება გულთან და ამაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ისევე როგორც მე შემიძლია ხანგრძლივად საუბარი ამ საკითხზე, კარიერისტებსაც შესწევთ ამის ძალა, ოღონდ მათ ჩემგან განსხვავებით დიდხანს შეუძლიათ ტრაკის ლოკვა, დიდხანს და თან დაუღლელად, რაც მთავარია. “დღეს თეთრი პერანგი უნდა ჩავიცვა, უფროსს მოეწონება”, “ჩემი შეფი ბრაზდება და ვერ იტანს, როცა ოთახში მზე შემოდის. სასწრაფოდ უნდა ცამოვაფარო ფარდები”, “დღეს ჩემი უფროსის შვილის დაბადების დღეა, საჩუქარი უნდა ვიყიდო, მის გულს საბოლოოდ მოვიგებ”, “ბატონო ფრანსუა, გნებავთ წყალი მოგიტანოთ? ყავა? ჩაი? თქვენ ოღონდ ბრძანეთ!” “ბატონო ფრანკო, გინდათ მინეტი გაგიკეთოთ? საკმაოდ კარგად გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თქვენ გიკეთებთ, ისიც კვირაში ორჯერ” – საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებაზე მორგება, საკუთარი შეხედულებების შეცვლა იმისდამიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა “ბოსმა” და რამდენად ისიამოვნა მდივნის მიერ შეთავაზებული სამაგიდო სერვისებით. გრცხვენოდეთ მეგობრებო, გრცხვენოდეთ. თქვენ ალბათ სექსზეც იტყვით უარს, თუკი ამას უფროსი მოგთხოვთ. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, გაგახსენებთ იმ სცენას, ოკტავს რომ ფეხებში უვარდება თანამშრომელი – არ დამაღალატო თორემ სამსახურს დავკარგავო. “წატიშენი”©დავიდ ჩიხლაძე – ასე უნდა ეპასუხა ოკტავსაც, მარა არა – ის საცოდავი ამ პასუხის ღირსიც კი არ იყო.

- ორი დასასრული – მახსოვს პირველი ყურებისას გამიკვირდა, ტიტრები გადის და დარბაზში შუქს რატომ არ ანთებენ-მეთქი? თურმე ის “დროებითი” ტიტრები იყო. ფილმს აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული. ორივე ძალიან კარგია და ადამიანზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევს. მე პირველი დასასრული უფრო მომწონს: სოფია თავს იკლავს; ოკტავი ფრენის სწავლას იწყებს ცათამბჯენის ბოლო სართულიდან და პირველივე მცდელობაზე უხეშად ეცემა იმ კაცის მანქანაზე, ვინც მას რეკლამებს უკვეთავდა . დაცემისას, სიკვდილის წინ, ოკტავი იმ დაუვიწყარ ფრაზას ამბობს, რომ ყველაფერი წარმავალია – ეს ერთი ფრაზაც ღირს იმად, რომ მე პირველ ვარიანტს მივანიჭო უპირატესობა. მეორე დასასრულსაც აქვს თავისი ხიბლი: ოკტავს მიეცა შანსი ახლიდან დაეწყო ცხოვრება – ის ცივილიზაციას მოშორდა და სადღაც კუნძულზე გადაბარგდა, აბორიგენებთამ საცხოვრებლად. იქამდე მიწასთან გაასწორა სარეკლამო ინდუსტრია და ყველას დაანახა, რომ რეკლამები მხოლოდ ადამიანის გონების დეგრადაციას, მის ზომბირებას და გამოდებილებას ემსახურება. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, მაინტერესებს, თქვენ რომელ დასასრულს ანიჭებთ უპირატესობას. ვინც ამ პოსტის მერე ნახავთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ამ შუაღამეს სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა თქვენთვის.
პ.ს. ტუალეტში შესვლისას დაფიქრდით, რამდენად სწორად შეარჩიეთ ტუალეტის ქაღალდი. იმაზეც დაფიქრდით, რეკლამების გავლენით რამდენი უაზრო რამ გიყიდიათ ცხოვრებაში. იქნებ ამ უაზროდ გადაყრილი ფულით შიმშილს ებრძოლოთ აფრიკის კონტინენტზე? დაფიქრდით მაინც, თორემ თქვენ რომ აფრიკა და მოშიშილე შავკანიანები სულ არ გადარდებთ, ამაზე არსებული მდგომარეობაც მეტყველებს.
პ.პ.ს. 99 ფრანკს უყურეთ საღამოსკენ. ნაბახუსევზე არ გირჩევთ ფილმის ყურებას.









მე ფილმი მომეწონა, მაგრამ ოქტავი არა
ვთვლი რომ ეს გმირი არც ისეთი ნიჭიერია როგორსაც მას რეჟისორი წარმოაჩენს, ყოველშემთხვევაში ფილმში არ ჩანს რომ მან რაიმე ღირებული გააკეთა თავის სფეროში (შეიძლება ის პირველი 20 წუთი, რომელიც გამოვტოვე სწორედ მისი შედევრების წარმოჩენას ეკუთვნოდა) მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ის უბრალოდ ამბიციური, თავგასული პიარშიკია და მეტი არაფერი. რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე ან უბრალოდ ყელში ამოუვიდა, სხვა შემთხვევაში ასეთი აგრესიით არ უპასუხებდა კლიენტს რომელიც მართალია ტვინის ბურღი იყო და საერთოდ არ ესმოდა რეკალმის ფსიქოლოგია, მაგრამ მას ეს არც მოეთხოვება რადგან უბრალოდ თავისი იოგურტის გაყიდვა უნდა და მეტი არაფერი, თან ამაში სერიოზულ თანხას იხდის რისი წყალობითაც ცხოვრობდა ოქტავი იმ 9 ოთახიან სახლში… ის რომ მოულოდნელად სინდისი გაეღვიძა, გადაწყვიტა ხალხი გამოაფხიზლოს და დაანახოს რა საშინელებაა “რეკლამა” და როგორ აზომბირებს ის მასას ჩემი აზრით უბრალოდ “რიჟა ბაზარია”
)) თუ უყვარს თავისი საქმე მაშინ კეთილი ინებოს და ისე აკეთოს რომ ამან ხალხი კი არ დააზომბიროს არამედ სიამოვნება მიანიჭოს და გაახალისოს… რაც შეეხება მოშიმშილე შავკანიანებს მოდით მსოფლიო პრობლემებს და გლობალურ დათბობას რეკლამას ნუ დავაბრალებთ:)) ყველამ თავის ჯიბიდან გადაურიცხოს ვისაც გული შესტკივა. და ბოლოს მის პირადულსაც შევეხები, გეთანხმები ძალიან რომანტიულია პარიზის ქუჩებში მოსეირნე თავისუფალი შეყვარებულები, მაგრამ სად გაქრა ეგ თავისუფლება და სილაღე როცა სოფიამ ორსულობის ტესტი აჩვენა? რატო მიატოვა ქალი რომელიც უყვარდა და გადაიქცა იმ საძაგელ არსებად ტელევიზორის წინ რომ იდო და მარტო ჭამდა ღორივით და კიდე ნუ აღარ დავწერ რეებს აკეთებდა
) თუ ეგეთი მაგარია რომ შეყვარებულს ყველა კუთხე კუნჭულში ატკბობდა ალერსით მაში იმის თავიც უნდა ქონოდა ამ ალერსის შედეგი ღირსეულად მიეღო და თაგვად არ ქცეულიყო ამხელა კაცი:)))) მოკლეთ იმის თქმა მინდა რომ ეს ჩვენი ოქტავი ყველაფერთან ერთად მაგარი მშიშარა და უნებისყოფო კაცი ყოფილა, შინაგადად სუსტი (რაც ყველაზე მტად არ უხდება კაცს) და ეგოისტი. აუუ მგონი ძალიან გავასწორე მიწასთან… უი ერთ რამეში ვეთანხმები მართლა ოქტავს, როცა რაიმე ცუდ რეკლამას ვხედავთ ეს ყოველთვის ავტორის კრეატიულობის ნაკლებობა არ არის და აქ დამკვეთის საშინელი ხელიც ურევია ხშირად…
და როცა დამკვეთი სრულ თავისუფლებას აძლევს ნიჭიერ ხელოვანს ამ დროს დიდი შანსია რეკლამის სახით ხელოვნების ნიმუშიც კი მივიღოთ..
ესაა ჩემი კომენტარი! კაააალოჩე ლაააააა……… დავიღალე:)))))) ძილინებისა:)
შენი შეფასებაც და ოკტავის შენეული ხედვაც თავისებურად ახლოსაა რეალობასთან. აქ რა მომენტია იცი? ოკტავი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება არ მოგეწონოს. ორივე შემთხვევაში მოძებნი არგუმენტებს. ანუ მე შენ ვერ შეგედავები, რატომ არ მოგწონს მეთქი. შენ რაც გიწერია ეგ მართალია, მაგრამ შეიძლება მაგ ყველაფერს მოეძებნოს გარკვეული ახსნა-განმარტება.
მარა მიხარია, რომ განსხვავებულ შეფასებას აძლევ
ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე.
2 კვირის წინ რაჭაში ჩემ მეგობარს წიგნი ჰქონდა წამოღებული, პატარა ნოველების. ერთ-ერთის მიხედვით არის გადაღებული ეს ფილმი. (ერთის მიხედვით love me if you dare).
რომ გადავიკითხე გამახსენდა ფილმი და გამახსენდა რომ საკმაოდ ინდიფერენტული დამოკიდებულება გამიჩნდა მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მომავალი რეჟისორი სწორედ სარეკლამო ბიზნესში ვხედავ ჩემ თავს (ყოველშემთხვევაში მინდა ვიყო რეკლამშიკი). არ მიყვარს ასეთი სტილის ფილმები (არც ნაწარმოები, არც მუსიკა). ამას ემატებოდი მისით აღფრთოვანებული ჩემი მეგობარი, რომელიც დღეში სამჯერ მეკითხებოდა ‘ხომ ყველაზე მაგარი რამეა? ხომ ყველაზე მაგარი პერსონაჟია?’
არა. არ არის.
ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.
და ვინც მასში რაღაც საინტერესოს ხედავს, დასაფასებელია. მიყვარს თავისუფალი ხალხი. მაგრამ ეგ ერთი საკითხია. პირადად მე ერთი ‘ჩუსტი’ ადამიანი ვარ, რომელსაც სახლში გდება, ცივი სასმელის წრუპვა და სერიალ FRIENDSის ყურება უყვარს; და ბოდიში და სულ ფეხებზე მეკიდა ორი ალტერნატიული დასასრულიდან, რომელი უფრო უკეთესი იყო ://
შენ ზაფხულზე მოგვიყევი, მერაბ.
შენ უფრო საინტერესო და სასიამოვნო ადამიანი ხარ, ვიდრე ოკტავი :///
:დ
სასიამოვნოა კვლავ შენი კომენტარების ხილვა ჩავარდნილი აგვისტოს თვის შემდეგ :დ
ჩემ ზაფხულზეც დავწერ აუცილებლად. მაგრამ გუშინ მართლა იმდენად მომეწონა ეს ფილმი, რომ უნდა დამეწერა. ოკტავიც მომწონს და რა ვქნა :დ
ამ ეტაპზე ასეთი ადამიანების მიმართ სიმპატია მაქვს და ვერ ვმალავ :დ
ეს ფილმი გადაღებულია ფრედერიკ ბეგბედერის 99 ფრანკის მიხედვით
ხო რათქმაუნდა უარყოფითთან ერთად დადებითიც ექნება სადმე აუცილებლად.. მაგრამ მე ეგეთი ტიპები არ მომწონს.
ორ დასასრულზე დამავიწყდა მეთქვა, მეორე (ანუ ჰეფი ენდი) ჯობია ჩემთვის მაგრამ ოქტავი მაინც ორივეში უსუსურია..
იცი რომელ მომენტში გამიტყდა? ის ძმაკაცი რო ეტყვის გვაწინაურებენო და მაგარ პონტში ვიჩითებითო და ეს რო ეტყვის მკიდიაო ეგო მე უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო, მაგ დროს იმედი გამიჩნდა რომ ბოლოს და ბოლოს გაიღვიძა მამაკაცურმა მხარემ და სოფიასთან გადაწყვიტა კაცურად მისვლა… მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანი საქმე ის ხალხის გამოღვიძების უსუსური მცდელობა აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ…
momewona mec es filmi roca vnaxe da sheni ar iyos da mec minda egeti wyvilebi magram ara saxalxod rogorc ertertma mitxra yurebisas=))mokled rac sheexeba temas mgonia ro karieristebi gasagebia da didad originaluri tema ara mgonia
dasasruls rac sheexeba meore ufro bednieria magram mgonia ro am or wyvils eg ar mouxdeba??:)))) ase mgonia da:)))
სახალხოდ ყურებას თავისი მუღამი აქვს :დ
კარიერისტების თემა მართალია გაცვეთილია, მაგრამ ამ კინოს ნახვის შემდეგ მაინც ახლებურად თუ არა, განსხვავებულად შევხედე ამ ყველაფერს.
დასასრულზეც თითქმის ერთნაირ აზრზე ვართ: პირველი დასასრული უფრო კარგია :დ
არ მაქვს ნანახი და არც წაკითხული მაქვს, დღეს ვნახე სხვათაშორის წიგნების 50ეულში შესულა რომანი. ეხლა ვფიქრობ ჯერ ფილმს ვუყურო თუ ჯერ წიგნი წავიიტხო, რათქმაუნდა გადავწყვიტე წიგნის წაკითხვა თუ ვიშოვე…
წიგნი ქართულად არ არის ნთარგმნი. ფრანგული თუ იცი, ინტერნეტში იშოვი. თუ არადა, ფილმი ნახე.
უი რა ცუდია
ფრანგული თითქმის არვიცი , ეხლა დავიწყე სწავლა და რაღაცეებს ვწვალობ ჯერ მაგ დონემდე არ ვარ წიგნი წავიკითხო
მაშინ მირჩევნია დაველოდო როდის გადმოთარგმნიან, იქამდე რამე სხვას წავიკითხავ
ლოდინი კი ალბათ დიდხანს მომწიევს.
იყიდება ქართულად ნათარგმნი წიგნის მაგაზიებში, შეგიძლია შეიძინო