
მეგობარმა დამირეკა, არ გინდა არტ-გენზე ავიდეთო? სიამოვნებით დავთანხმდი. წყალი გადავივლე (ცივი წყალი ისე მესიამოვნა, ლამის წასვლა გადავიფიქრე), ჩავიცვი და დავტოვე სახლ-კარი. მეგობრებსაც გავუარეთ, ხუთნი შევგროვდით და ერთად გავუდექით გზას. სუხიშვილების კონცერტი იყო და იდეაში უნდა დავსწრებოდი. თუმცა საქმე მაქამდე არ მივიდა. ასვლამდე 700 გრამიამი “Зелёная марка”, 15 ერთჯერადი ჭიქა, 5 კოკა-კოლა, თითო-თითო ქილა მჟავე კიტრი და მიწის თხილი შევიძინეთ. ამ ყველაფრით დატვირთულები დავადექით კუს ტბის აღმართს.
კომპლიმენტი პოლიციელს ანუ რატომ არიან სამართალდამცავები ტაკოგამობზეკილები. გზაშივე გავხსენით მიწის თხილი და მჟავე კიტრი. კოკა-კოლაც დავლიეთ. ვსაუბრობდით ყველაფერზე და არაფერზე. ციყვებთან დარჩენაზეც დავფიქრდით, მაგრამ საბოლოოდ ისევ ეთნოგრაფიულში ასვლა გადავწყვიტეთ. გზაზე ბევრი ჩვენნაირი ადიოდა, ბევრიც ჩამოდიოდა. პოლიციელები ინტენსიურ ტემპში მუშაობდნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ (თუმცა მე მაინც ვერ მივხვდი რა იყო გასაკონტროლებელი). . ჩვენ წინ ტრაკგამობზეკილი პოლიციელი მისეირნობდა. მე ბუნებრივია თვალში მომხვდა ეს ყოველივე და მეგობრებს მივანიშნე პოლიციელზე. ხუმრობით ისიც კი ვთქვი, როგორ მიყვარს პოლიციელები, რა კარგი უკანალები აქვთ-მეთქი. ამ დროს ჩვენს უკან თურმე მეორე პოლიციელი მოდიოდა, ასე 40-45 წლის. ხოდა ეწყინა ეს კომპლიმენტი: ან ის გაუტყდა, რომ მისი უკანალი არ შევაქე და ჩემი კომპლიმენტი სხვა პოლიციელისთვის იყო განკუთვნილი, ანდა უბრალოდ “პოლიციელის კომპლექსი” ქონდა (ეს ის კომპლექსია, ყველაფერში შეურაცხყოფას რომ ხედავ, რადგან ბავშვობაში შენ თვითონ აგინებდი პოლიციას). მოკლედ ამ ჩვენმა საყვარელმა პოლიციელმა, რომელმაც წესრიგი უნდა დაიცვას, ასეთი რამ მომახსენა: “ახლა ზრდილობა იქონიე, თორემ მაგ ბოთლს გადაგაყლაპებო”. ასე იცავენ სამართალდამცავები კანონს და წესრიგს: კომპლიმენტზე შეურაცხყოფით პასუხობენ და თვითონვე არღვევენ იმას, რაც უნდა დაიცვან. ვეცადე ამეხსნა, რომ მე ცუდი არაფერი მითქვამს, მაგრამ არაფერმა გაჭრა: აშკარად ხისთავიანი იყო. ამიტომ გავანებე თავი და გავუშვი. რატომღაც არც გამიფიქრია ბოდიშის მოხდა, არადა ალბათ როგორ ეგონა რომ ავკანკალდებოდი, დავიბნეოდი და ბოდიშებით ავავსებდი. მეცინება ამ ყველაფერზე: რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში ადამიანს, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელია? არავითარ შემთხვევაში!
700 გრამი არაყი და მჟავე კიტრის წვენი დესერტად. როგორც იქნა ავაღწიეთ ეთნოგრაფიულამდე. შესასვლელი ფული აღარ გვქონდა, რადგან მთელი ჩვენი ქონება არაყსა და მის მისაყოლებლებში წავიდა. პრინციპში არც გვინდოდა შესვლა: ნამდვილად არ ვიყავით ერთნაირ ფორმებში მოხტუნავე ადამიანების ყურების ხასიათზე. ამიტომ იქვე ჩამოვსხედით და “სუფრა” გავშალეთ: მისაყოლებელი მჟავე კიტრი ქილაში და მიწის თხილი + ორი ჭიქა – ერთი არყისთვის, მეორე კოკა-კოლასთვის (თუმცა მე ერთი ჭიქა მქონდა, რადგან ალკოჰოლურ სასმელს არაფერს ვაყოლებ ხოლმე). დავიწყეთ დალევა. სადღეგრძელობის თქმაც არ დაგვვიწყებია. მახსოვს წასულების სადღეგრძელო ბრაზილიისა და იტალიის სახით დავლიეთ, მერე კი გაჩერება რადგან არ შეიძლებოდა, სიცოცხლისა დავლიეთ ახალდაბადებული ესპანეთის თამადობით. მკრეხელები ვართ რა! ჩვენი მამა-პაპა ამას გვაპატიებს?! მერე საჭმელი გაგვითავდა და მჟავე კიტრის წვენი დავლიეთ. აშკარად ნაბახუსევზე უფრო გემრიელია, ვიდრე არაყთან ერთად. ასე ვისხედით ჯერ სამნი, ხოლო მეხუთე ჭიქიდან ოთხნი და ვსაუბრობდით. ბოლოს სასმელი გამოგველია, საჭმელიც აღარ დაგვრჩა და სხვა გზა აღარ იყო – არტგენზე უნდა შევსულიყავით. ხოდა ჩვენც… გადავძვერით! აბა სად გვქონდა ბილეთის 5 ლარი?!
ანშლაგი და ვერდანახული სუხიშვილები. უკვე კარგ გრადუსში ვიყავით და ღობეზე გადაძრომაც გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. თუ არ იცით, მომწერეთ და გასწავლით საიდან არის კარგი გადასაძრომი ადგილი – ისეთი არც შარვალი რომ არ გაგეხევათ და არც ვინმე გამოგეკიდებათ. ეთნოგრაფიულში ათასი ჯურის ხალხი ირეოდა: ღიპიანი ქართველები, ტრაკშიპეროგარჭობილი პიზდეცინტელექტუალები, ნაშების დასათრევად ამოსული ბიჭები, თავის დასაფასებლად გამოწყობილი გოგონები, გალეშილი პაცანები და კიდევ უამრავი ასეთი არსება. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ გონების დაძაბვის და ხანმოკლე ძებნის შემდეგ, ამდენ არსებაში რამოდენიმე ადამიანსაც გადააწყდებოდით. ყველაზე მეტად მაინც ის გამიკვირდა, რომ ადგილები საერთოდ აღარ იყო, ბალახზეც კი. არადა ნინო ქათამაძის კონცერტზე, რომელიც ბევრად ჯობდა სუხიშვილებისას, ბალახი ბოლომდე ოკუპირებული ნამდვილად არ გახლდათ, თავისუფლადაც კი მოკალათდებოდი კაცი. ალბათ ესეც გემოვნების ამბავია: “ქათამაძე ვერაა რა, ყვირის ამხელა ქალი. გასკდა თავი”. სამაგიეროდ “სუხიშვილებში იცი რა გოგო-ბიჭები არიან? თან ჯექსონის სიმღერებზეც კი ცეკვავენ ქართულს”, მაშ! იმდენი ხალხი იყო, რომ ბოლოს სცენა საერთოდ აღარ ჩანდა, ჩვენ კი ვიდექით და სუხიშვილებს ვუსმენდით.
გზა სახლისკენ და ჯიგარი ტაქსისტი. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი სახლში ჩემზე ადრე წავიდა და შეიძლება ითქვას კონცერტის დასასრულს მარტო ვუსმენდი. კონცერტიც როგორც იქნა დასრულდა და ხალხიც აიშალა – მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა სცენა. ასე პირველის ნახევრისთვის ეთნოგრაფიულში შეკრებილი საზოგადოება ერთად დავეშვით დაღმართზე. ვაკის პარკთან აღმოვაჩინე, რომ ჯიბეში მხოლოდ სამი ლარი მედო. ეს ვერანაირად ვერ მეყოფოდა ტაქსის დასაქირავებლად, მითუმეტეს რომ ვაკის პარკიდან ვარანცოვამდე ვიყავი გასასვლელი. ამიტომაც, ფეხით გავუყევი გზას. რუსთაველის მეტროსთან რომ მივედი, ვიფიქრე ორ ლარად წამიყვანენ-მეთქი (ის ლარი “მოვჟოშკე”, მერე ლიკანი რომ მეყიდა ძილის წინ ან ნაბახუსევზე). აი აქ გამოჩნდა ის ჯიგარი ტაქსისტი. მითხრა მანდეთ მივდივარ და უფასოდ წაგიყვანო. გზად კიდევ სხვებიც ჩაისვა – ვიღაც რუსი ალიონა და მისი საკმაოდ სიმპატიური მეგობრები. ისინი მალევე ჩამოსვა რომელიღაც თურქულ რესტორანთან და მერე მარტო დავრჩით მე და ჯიგარი ტაქსისტი. ვალში ხომ არ დავრჩებოდი, ამოვიღე და ლარიანი დავუდე მანქანაში: “ჯიგრულად გამომართვი მეთქი”. მოკლედ, არ მოვიწყინე გუშინ რა. სახლთან რომ მომიყვანა, ასეთი რამ მითხრა: “აი ზუსტად ამ სტოლბასთან მომივიდა ავარია. ალიონა მეჯდა მაშინა და იმან შიშისგან ჩაიფსაო”. გავუღიმე და დავემშვიდობე. ასე დასრულდა ჩემთვის გუშინდელი დღე და არტ-გენი.








aww, იმ პოლიციელს რომ ვუყურებ ფოტოზე, მეფიქრება რომ რაფას კონკურენტი გამოუჩნდა.
ხოდა, სასიამოვნო პოსტი იყო, კარგად ჩავიკითხე ბოლომდე
რას ამბობ, რაფა შეუდარებელია :პ
მიხარია, თუ კარგად იკითხება ჩემი ნაჯღაბნი :დ
არტ–გენი! ხტფუ.
იმდღეს ვიყავი და რწყევა მომინდა :// საშინელია ეს ფსევდო–პატრიოტული გარემო, ფოლკ–მუსიკა (რომელიც მთრგუნავს), ბავშვები ჩოხებში :// slice me. ვიღაც ლექსს კითხულობდა, ვიღაც ჰამაკში ესვენა ცალფეხაგრეხილი, ვიღაც უაზროდ იცინოდა (თანაც უხელებოდ. არა როგორ შეიძლება მაგრად სიცილი ხელების გარეშე? მსპობენ). მოკლედ, დავითრგუნე. ერთადერთი რაც მესიამოვნა, გამოსასვლელთან (თუ შესასვლელთან) წიგნები იყიდებოდა და მთელი საათი ვათვალიერე)) არავინ მოსულა ჩემ მეტი მგონი ://
შენი პახოდი აშკარად ჩემზე უკეთესი ყოფილა. ნუ, კომპანია მეც გადასარევი მახლდა, მაგრამ ავტობუსში მეტად გავერთე(თ). უკანალგამობზეკილი პოლიციელები ასწორებენ, და გულისხმიერი ტაქსისტები. მე მყავს მეგობარი ტაქსისტი, გუგული ქვია. მეგობარი პოლიციელი არ მყავს, საწყენია.
ხო, სმა არ მიყვარს კიდევ. ალკოჰოლს არ ვიღებ. აი, კოკა–კოლას კი დიდი სიამოვნებით გამოვცლიდი.
მჟავე კიტრიც მიყვარს. (ოღონდ წვენი არა, ალბათ, ბახუსი რომ არ მქონია, იმიტომ).
საინტერესო ადამიანი ხარ, მერაბ.
იცოდი?
ფსევდო-პატრიოტიზმი მეც მაღიზიანებს
მაგრად სიცილი ხელების გარეშე – ახლა დავფიქრდი და მართლა წარმოუდგენელია ))
აი ბოლო პუნქტზე არ ვიცი რა გითხრა )) ცოდნით კი ნაღდად არ ვიცოდი :პ
ჰო, იცოდე (ხოლმე).
ისე, ასე რომ გელაპრაკები ხოლმე, ნეტ–სოციალური ადამიანი ვარ, თორემ რომ გნახავ თავს ჩავხრი და გავწითლდები და ხმა ვერ ამოვიღო შეიძლება :// ნუ, მერე თუ გამეხსნა ვეღარ გამაჩერებ და შეგაწუხებ (ხოლმე), მაგრამ როდის მოვა ეგ დრო ://
ეჰეჰე
სოციალურობა ასწორებს.
საინტერესო იქნებოდა რომ შეგეთავაზებინა, ”აგეგდო” მოდი და გადამაყლაპე ვნახოთ როგორ იმუშვებ ისევ მაგ ადგილას და რანაირად დაემუქრები სხვას ”ბოთლის გადაყლაპვით” თქო… ძალიან მაღიზიანებს მსგავსი ტიპის გამოხტომები.. აუცილებლად გავცემდი პსაუსხს… და არ დაგავიწყდეს რომ პოლიციელიც ადამიანია და თავისი მუნდირის მიუხედავად შეიძება ადამიანურად გაჭორო.. არანაირი მორიდება .. არავის უკანალის საქმე არაა არაა ვიზე რას ილაპარაკებ.. იგივე ქალზე რომ გეთქვა დარწმუენბული ვარ ის პოლიციელი ხმას არ ამოიღებდა.. :/
ნამდვილად არ ამოიღებდა ხმას.
მეც მაგას ვამბობ ზუსტად. მითუმეტეს რომ ცუდი არაფერი არ მითქვამს. რომ შემეგინებინა ან რამე ეგეთი, კიდევ მესმის.
მარა მაინც, პასუხი იყო მიუღებელი და სამართალდამცავისთვის შეუფერებელი.
მარა რას ვიზავთ, ასეთები არიან უმეტესობა, სამწუხაროდ
chvenebaze hemoburunebis dros aris titqos is policielis foto gadagebuli
არტ-გენმა კაი ხანია ამოწურა თავისი ფუნქცია და უკვე წლებია მსგავსი ისტორიების შესაგროვებელ თავყრილობის მიზეზად იქცა.
მაგრამ მე მაინც ავდივარ ხოლმე, ისეთ ხალხს ვნახულობ, ჩვეულებრივ პირობებში რომ შეიძლება წლობით არ ვნახო და ჰამაკებში ან ბალაზებში ლუდის სმაც კაია.
ხო, ნუ სუხიშვილები მაგ ფესტივალზე რატომ არიან ხოლმე არ ვიცი, საშინელებაა, მაგ პატარა სცენაზე და ამიტომ 8 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მიყურებია მაგათთვის.
პოლიციელის ტრაკი არ ვიცი და ღობეებზე გადახტომის მასტერი ადრე ვიყავი ხოლმე :დ
”Suxishvilebi” da jacksoni shorsaa ertmanetisgan… Hu Hu