სახლში ძველ წიგნებში ქექვისას გადავაწყდი ერთ ძალზედ საინტერესო კრებულს: “ანდაზები”. ამ წიგნში თემებისდა მიხედვით დალაგებული საკმაოდ საინტერესო და სახალისო ანდაზები. ნელ-ნელა მთლიან წიგნს გაგიზიარებთ. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ანდაზებს შრომისმოყარეობასა და სიზარმაცეზე.
ა
- არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოალხეო
დ
- დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუ გადადებო
- დაბალი კაცი ვერ შესწვდა, მაღალი არ დაიხარა და ერთმანეთს როგორ აკოცებდნენო
ვ
- ვინც შრომობს, ქონებს იმასა აქვსო.
- ვინც დაიზარაო, ვერც გაიხარაო.
- ვისაც სახლი არ აუგია, ჰგონია, ბოძები თავისთავად ამოსულაო.
ზ
- ზარმაცს ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში – ბოძკინტიო
- ზარმაცი ჭამის დროს კარგად არის, მუშაობის დროს – ავადო
- ზარმაც ცხენს დეზის შემოკვრა სჭირდება
- ზარმაც მჭედელს კვირა დღეს მოუნდება მჭედლობაო
- ზაფხული ზამთრის მუშა არისო
მ
- მუშასავით კი ჭამსო, მაგრამ მუშაობიუს დროს ავად არისო
- მედღეხვალიასაო სულ უწვიმს და სულ უთოვსო.
რ
- როცა ვხნავდით არ მოვიდა, როცა ვმკიდით, არ მოსულა და, როცა ვჭამდით, ძმად გაგვიხდაო
ფ
- ფუტკრისა და ჭიანჭველას შრომა კაცსაც ჭკუას ასწავლისო
ღ
- ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო
ც
- ცოტას მხვნელ-მთესველი ბედს ემდუროდაო
ყ
- ყრუთათვის ზარს ორჯერ არ რეკენო








mebo mqadagebelo:)