Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2010

მაღვიძარა შეუჩერებლად რეკავს. უკვე მეხუთეჯერ გადაწია ლევანმა გაღვიძების დრო, არადა უკვე სამსახურში აგვიანდება: 10 საათზე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს უცხოელ ბიზნესმენებთან. ლევანი წარმატებული ადამიანია – აქვს ძალიან კარგი კარიერა, ჰყავს ძალიან ლამაზი და მოსიყვარულე მეუღლე (ყოფილი მოდელი) და ორი შვილი – ლუკა და საბა. ლევანი სამაგალითოდ ცხოვრობს: დილით ადრე მიდის სამსახურში, შესვენებაზე თანამშრომლებთან ერთად სადილობს, საღამოს [...]

Read Full Post »

ვინც არ იცით ახლა გეტყვით, რომ მე იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. დიახ, იტალიური ეზოს პირმშო ვარ, ამავე ეზოში გავიზარდე და ვამაყობ კიდეც ამით! განა სხვაგან სადმე შეხვდებით ასეთ სოლიდარობას? მე კარგად მახსოვს 90-იანებში, სულ რაღაც 2-3 წლის რომ ვიყავი და ქუჩაში მხედრიონი დარბოდა, ჩვენ ეზოში ყველა ერთმანეთს ედგა გვერდში: ლობიოს ერთ ქვაბში ვხარშავდით, წყალს ერთ ჯამში [...]

Read Full Post »

მეგობარმა დამირეკა, არ გინდა არტ-გენზე ავიდეთო? სიამოვნებით დავთანხმდი. წყალი გადავივლე (ცივი წყალი ისე მესიამოვნა, ლამის წასვლა გადავიფიქრე), ჩავიცვი  და დავტოვე სახლ-კარი. მეგობრებსაც გავუარეთ, ხუთნი შევგროვდით და ერთად გავუდექით გზას. სუხიშვილების კონცერტი იყო და იდეაში უნდა დავსწრებოდი. თუმცა საქმე მაქამდე არ მივიდა. ასვლამდე 700 გრამიამი “Зелёная марка”, 15 ერთჯერადი ჭიქა, 5 კოკა-კოლა, თითო-თითო ქილა მჟავე კიტრი [...]

Read Full Post »

ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, [...]

Read Full Post »

ჩემი მეგობრის, Pilate Pontoneli-ს პოსტი. სათამაშო წავიდეთ, ნუ დაახლოებით 1 500 004 წლით უკან. მოვედით, წარმოიდგინე ვდგავართ დიდ ხის ძირას და გავყურებთ დიდ ვეება გორებს, რომლებიც მწვანე ხეების გამო სულ გამწვანებულია, ზევიდან კი, მონაცისფრო-მოცისფრო ცა დაჰყურებს პატარ-პატარა ღრუბლებით, რომელებიც თითქოს მზის სხივებმა შუაზე გაგლიჯა… ერთ-ერთ გორაზე პატარა დასახლებაა. მოჩანს პრიზმის ფორმის ხისგან გაკეთებული ქოხები, რომელიც [...]

Read Full Post »

სახლში ძველ წიგნებში ქექვისას გადავაწყდი ერთ ძალზედ საინტერესო კრებულს: “ანდაზები”. ამ წიგნში თემებისდა მიხედვით დალაგებული საკმაოდ საინტერესო და სახალისო ანდაზები. ნელ-ნელა მთლიან წიგნს გაგიზიარებთ. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ანდაზებს შრომისმოყარეობასა და სიზარმაცეზე. ა არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოალხეო დ დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუ გადადებო დაბალი კაცი ვერ შესწვდა, მაღალი არ დაიხარა და ერთმანეთს როგორ აკოცებდნენო ვ ვინც [...]

Read Full Post »

ჩემი მეგობრის, SouSou Tughushi-ს პოსტი: მაინც ვერაფერს გახდებით! მოგესალმებით! ეს თემა ან აღიარებას მომიტანს, ან გიჟად შემრაცხავს. მაგრამ ჩემთვის მეორე ვარიანტიც აღიარებაა. ერთი ჩემი ჰიპოთეზა უნდა გაგაცნოთ. გაფრთხილება: ადამიანებმა, რომლებიც ადვილად იჯერებენ ყოველგვარ სიდებილეს, შეწყვიტონ კითხვა. არ მინდა მათი გაგიჟება ჩემ სინდისზე იყოს. კიდევ იმ ადამიანებს ავუკრძალავდი ამის კითხვას, ვინც იფიქრებს, რომ მათ საიდუმლოს მივხვდი. [...]

Read Full Post »

ერთთვიანი ციებ-ცხელება ერთი კვირის წინ დასრულდა. დაისვენეს დიასახლისებმა: მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ საყვარელი სერიალების ყურება დღის ნებისმიერ დროს; დაისვენეს ქმრებმა: წყნარად შეუძლიათ წავიდნენ საყვარლებთან, რადგან ცოლები ტელევიზორის ეკრანს არიან საიმედოდ მიჯაჭვულნი; ამოისუნთქეს აფრიკელებმა: ვუვუზელას ჩაბერვას იმდენი დრო უნდა, ამოსუნთქვასაც ვეღარ ასწრებდნენ მთელი ერთი თვის მანძილზე; დაწყნარდნენ ყურები: აგერ უკვე ერთი კვირაა ვუვუზელას მაგივრად ეზოდან მეზობლის [...]

Read Full Post »

მეორე სემესტრში გავიარეთ ერთი მეტად საინტერესო საგანი – შესავალი კვლევის მეთოდებში. ძალიან კარგი ლექტორი გვყავდა: სასიამოვნო მოსაუბრე და რაც მთავარია, საკუთარი საქმის კარგად მცოდნე. ლექციებზე სხვადასხვა საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით: ახალგაზრდებზე, მათში გაბატონებულ ტენდენციებზე, ტრადიციებზე, დასაქმებაზე – მოკლედ ყველაფერ იმაზე, რაც პრობლემატურია დღეს საქართველოში. ერთ-ერთი ლექცია ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და დღეს სწორედ მაშინ წამოჭრილ პრობლემასა თუ [...]

Read Full Post »

გთავაზობთ ჩემი მეგობრის, გემო ვნებიანი იდიოტი-ს პოსტს. მას ჯერ-ჯერობით არ აქვს საკუთარი ბლოგი, ამიტომ მის პოსტს ვაქვეყნებ ჩემ ბლოგზე. იმედი მაქვს მალე გაიკეთებს საკუთარ ბლოგს და ყველა შეძლებს მისი ნააზრევის წაკითხვას. გოიმები და სნობები ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers