“მე ვარ ბილი. ბავშვობაში მუდამ სახეგასიებული დავდიოდი, რადგან დედაჩემი შოკოლადს მაჭმევდა. მას არადროს ახსოვდა, რომ მე ალერგია მქონდა. ჩემი პირველი ლეკვი მამაჩემმა აწამა და მოკლა – მის ყეფას ვერ იტანდა. პირველი სიყვარული ბაღში მეწვია. მას მერე მიყვარს ის გოგო, ოღონდ მან არც იცის ამის შესახებ. ცოტა რომ წამოვიზარდე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში არანაირი შანსი არ მქონდა. ამიტომაც ერთხელ გავრისკე და ტოტალიზატორში ვითამაშე. 10 000 ვისესხე და ბუფალოს მოგებაზე დავდე. მაინცდამაინც იმ ფინალში ააცილა ვუდიმ დარტყმა კარებს, არადა იქამდე ბომბარდირი იყო. 10 000-ს ვერ გადავიხდიდი, ამიტომ სხვისი დანაშაული “შევიტენე” და 5 წლით ციხეში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვუდის ბრალია, რომელმაც ის ბოლო დარტყმა “გამაზა”. მე არასდროს ვაპატიებ ვუდის ამ დანაშაულს. იარაღი უკვე მაქვს, მივაკითხავ მისივე ბარში და მოვკლავ.”
მოტივირებული ბილი, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი “მტრის” ვუდის მოკვლა, ნელ-ნელა მიიწევდა მიზნისკენ. თუმცა ჰოი საოცრებავ! მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც თავი შეაყვარა. ამის გამო, ბილიმ უარი თქვა შურისძიებაზე და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. “თავი ხომ არ მიარტყა რამეს?” – ასეთი იყო ჩემს გვერდით მჯომი ლამაზი ქალბატონის რეპლიკა. დავეთანხმე და ვუპასუხე: “სიყვარული, ეს ხომ თავის დარტყმაა!”
არ ვაპირებდი ჩემს ახალ ბლოგზე სიყვარულზე დაწერას, მაგრამ დღეს ფილმმა და ჩემს გვერდით მჯდომი ქალბატონის კომენტარმა შთამაგონა. მეც ვერსად გავექეცი ჩემს ფიქრებს. “კბილებს იხეხავთ კოცნის წინ?” – ასეთი კითხვა გაუჩნდა დემიენ რაისს. იცით რატომ აწუხებს ასეთი ბანალური კითხვები? იმიტომ რომ სიყვარული არ არის ის რასაც წიგნებში წერენ: ის ყოველდღიურ ცხოვრებაშია და ყოველი მცირე დეტალი შეადგენს მას.
ხალხზე დაკვირვებით დავასკვენი (და შეიძლება ვცდები კიდეც), რომ არავის აღარ ჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობები (ეჭვი მაქვს რომ არც არასდროს ჭირდებოდათ). ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღეს ნანახ ფილმში გადავაწყდი ჭეშმარიტი სიყვარულის ზეობას. ასეთი კითხვა დამებადა: “ესენი კარგად არიან?” დარწმუნებული ვარ დარბაზში მსხდომთა 80 პროცენტი ჩემსავით ფიქრობდა, თუმცა მაინც ტაშს უკრავდა სიყვარულის ზეიმს.
როგორია ბილი, ფილმის გმირი: არაფრის მქონე, მორიდებული, ნერვიული, ვაჟიშვილი (მე ასე დავასკვენი), კაცთმოძულე. მას არავინ და არაფერი უყვარს, მხოლოდ ბოულინგის ბურთი და ბაღის მეგობარი გოგონა იზიდავს. თუმცა ლეილასთან ნაცნობობა ყველაფერს ცვლის. როგორია ლეილა? გამომწვევი, არაქალიშვილი (ასე დააასკვნა დარბაზში მჯდომთა 99%-მა და მეც), მიმზიდველი, ვულგარული, ლამაზი. მოკლედ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს. მისი ტიპის გოგონებს მოსწონთ გაბედული, უხეში, “ნაგლი” მამაკაცები. მაგრამ ხდება სასწაული: ლეილას ბილი უყვარდება. ბილიც, მიუხედავად მისი გეგმებისა, სიყვარულის ტყვე ხდება და ლეილას მკლავებში ათენებს ღამეს. მარადიული გრძნობა იმარჯვებს და ბილიც პოულობს ცხოვრების ერთადერთ აზრს – სიყვარულს.

ფილმი მომეწონა და გეტვით რატომ: ეს არ იყო სიყვარულის ცამდე აყვანილი სახე, ეს იყო ამქვეყნიური, ბუნებრივი სიყვარული. მე მჯერა, რომ სიყვარული არსებობს, სადღაც კუთხეშია დამალული, რომელიმე პატარა ქუჩაზე. წვიმას და მზეს ემალება და მხოლოდ ღამღამობით გამოდის სასეირნოდ. მე მჯერა რომ სიყვარული ჩვეულებრივია: უყვარს სიარული და ლაპარაკი; ჭამს საჭმელს და სვავს წყალს; ეჭვიანობს ადამიანებზე, უყვარს მუსიკა და ფილმები; კითხულობს წიგნებს, შიგადაშიგ წერს მუსიკას ან პატარა მოთხრობებს; ხანდახან ბავშვებსაც აკეთებს, თუ ხელს არ უშლიან; სიყვარული მოკვდავია, ოღონდ აღორძინებადი: სიკვდილის შემდეგ ყოველთვის უფრო ძლიერი იბადება. მე მჯერა, რომ სიყვარული არ არის იდეალური, ის არის ჩვეულებრივი, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ჩემი საყვარელი გიტარა ან წიგნი. მე მიყვარს იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივია; მიყვარს იმიტომ, რომ მის თავში ვხედავ საკუთარ ნაკლსაც და დადებით მხარეებსაც. არ ვეძებ იდეალს… აღარ ვეძებ უფრო სწორად. მთავარია კარგად იგრძნო თავი და ზედმეტი შეკითხვებით არ შეწუხდე: “სად არის?” “ხომ არ მიმატოვა?” და ა.შ. ასეთ მიდგომა კლავს გრძნობას, რადგან ყველა ურთიერთობა ნდობაზე უნდა აიგოს.
“თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყამს?”
პ.ს. ეძღვნება ჩემს გვერდით მჯდომ მომხიბვლელ ქალბატონს








xo me kide chem gzamkvlevs mivuzgvnidi
mec zalian momewona zalian kargi iyo da martali xar imito iyo kargi rom aqauru chveulebrivi iyo
“ხალხზე დაკვირვებით დავასკვენი (და შეიძლება ვცდები კიდეც), რომ არავის აღარ ჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობები”
მეგობარო, იცი, რომ ძალიან ზუსტი დასკვნა გამოიტანე შენი დაკვირვებით?!
ოღონდ, ჩემი აზრით, არიან ისეთებიც, ვისაც ნამდვილად ჭირდება ჯიგრული გრძნობა, წმინდა, უბოროტო, არაცუღლუტური, უეშმაკო, თბილი…
რა განსაძღვრავს სიყვარულის არსებოიბა-არარსებობას ურთიერთობაში?
ეს არს ურთიერთნდობა,ურთიერთდამოკიდებულება და მატერიალური ინტერესები.
გააჩნია ვის რა დამოკიდებულება,ჩანაფიქრი და მიზანი გააჩნია ურთიერთობის საწყის ეტაპზე. (ეს ეხება როგორც გოგოს, ასევე ბიჭსაც)
არაფერი ჯობს თავისუფალ ურთიერთობას, ზედმეტი დაძაბულობის და გაურკვევლობების გარეშე. ერთმანეთის რო ესმის წყვილს ამას არ ჯობია არაფერი.
p.s თავისუფალი ურთიერთობა ცალსახად და აუცილებლად სექსს არ გულისხმობს მაინც და მაინც.
ეგრე ნამდვილად. თავისუფლებისკენ მივისწრაფით ზოგადად ყველანი და ბუნებრივია, რომ სასიყვარული ურთიერთობებშიც თავისუფლება გვსურს.
პ.ს. თავისუფალი ურთიერთობა ცალსახად და აუცილებლად სექსს ნამდვილად არ გულისხმობს
შეიძლება არ იყოს თავისუფალი ურთიერთობა, მაგრამ გქონდეს სექსი ან პირიქით
ძალიან მაგარი იყო. : )))
მიხარია რომ მოსწონს უცხო ადამიანს
ვაა რა მაგარია =))) პოსტი რომელიც მე მეძღვნება
ეს boookmarks-ებში უნდა შევინახო და ვიკითხო ხოლმე 
არა ნუ მომეწონა და რა ვქნა..
კარგი იყო ფილმი ძალიან და ეს ბოლო ‘გარდაქმნაც’ ძალიან მომეწონა
და პოსტიც რაღა თქმა უნდა..
ცუდია დისკუსია რომ არ იყო ამ ფილმზე, რამდენ საინტერესო რამეს მოვისმენდით..
ici ra? siyvaruli arachveulebrivi da idealuria, magram swored chveulebrivobis ufro sworad simartivis gamo… mtlad egeti chveulebrivi ar gamxdara rogorc shen agwere, ubralod gacvites da yoveldgiuri gaxades, magram is mainc arachveulebrivia..
მეც ეგ დავწერე? სიყვარული არაჩვეულებირივია იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივია.
სწორედ უბრალოება / ჩვეულებრივობა გახდა იშვიათი ამ ცხოვრებაში.
xo anu gacvetilobaa modashi da amas chveulebrivobit nigbaven… ai magalitad gmiroba chveulebrivoba unda iyos, magram arachveulebrivis statusi enicheba imitom rom ishviatobaa, arada chveulebrivi saqcieli unda iyos, iseve rogorc siyvarulis shemadgeneli elementebi..
“me var (ra mnishvneloba aqvs vin var=).bavshvobashi yoveltvis mjeroda idealuri da arachveulebrivi siyvarulis. mere es posti wavikitxe da isev imis mjera, risic adre mjeroda =), magram chanaxati momewona
”“
tviton films ra qvia?
Buffalo 66
mshvenieri filmi iyo. didi diapazoni iyo shegrdzneba “romantikis”.
კაია თუ მოგეწონა. აქეთ რომ მოხვალ, ლუდთან ერთად უფრო დეტალურად გავარჩიოთ
“სიყვარული მოკვდავია, ოღონდ აღორძინებადი: სიკვდილის შემდეგ ყოველთვის უფრო ძლიერი იბადება.”- ძალიან მაგარია!!!
ვახ ლოლიკ, მიხარია რომ კითხულობ ჩემს ბლოგს.
სიყვარული მართლაც იდეალური უნდა იყოს და უნდა შეგეძლოს ამით ყველანაირი სიამოვნება მიიღო,დაიხარჯო და შეისუნთქო ეს გრძნობა,რომელიც სასწაულად შეაღწევს შენს ორგანიზმში და გულზე დაიდებს ბუდეს. თუ ეს იდეალური არაა არ ღირს ასეთი სიყვარულის ტარება გულით და არც დროის და ენერგიის დახარჯვა. სიყვარულმა ბედნიერი უნდა გაგხადოს და ფრთები გამოგასხას,თვალებში ნაპერწკალი გაგიჩინოს და გაგალამაზოს. ასე ყოფნა როგორ მინდააა
თავის დროზე აუცილებლად მოვა ისეთი სიყვარული, შენ რომ გინდა
თან იცი როგორ დროს მოვა? სულ რომ არ იქნები მზად მაშინ და ამით, ორმაგად ძლიერ და კარგ შეგრძნებებს დაგიტოვებს