
“ჩვენ ომი გვჭირდება”, “აუ ერთი ომში მოვხვდე რა” – ასეთი ტიპის ფრაზები ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ჩემზე, ვითრგუნები კიდეც. ორგანულად ვერ ვიტან ომს. ვერცერთი მიზეზით ვერ ვამართლებ მას, რადგან ვთვლი, რომ მისი თავიდან აცილება ყოველთვის შესაძლებელია, მითუმეტეს დღეს. ომი კიდევ უფრო ამცირებს ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებას და ართმევს ბედნიერების შანსს.
შემთხვევით აღმოვაჩინე ომგამოვლილი ჯარისკაცის ჩანაწერები. სამწუხაროდ თვითონ ომში დაიღუპა, მისმა ჩანაწერებმა კი საბედნიეროდ იხილეს დღის სინათლე. გაგაცნობთ მათ და თქვენ თვითონ ნახეთ, რას განიცდის ადამიანი ომში. იქნება ამის შემდეგ მაინც ვეღარ გავიგონო ასეთი ფრაზები: “აუუუ, რა ტანკია”, “აუ რა კალაშაააა ტოო”, “ერთ-ორ რუსს მოვკლავდი” და ა.შ.
ჯარისკაცის ჩანაწერები
15.05.****
დღეს ისევ შემოგვიტიეს, ამჯერად ჰაერიდან. შეტევა რამოდენიმე წუთს გაგრძელდა, მსხვერპლი კი საკმაოდ დიდი იყო. ჩემი მეგობარი ბ-ც მოკვდა. მაინცდამაინც მის სიახლოვეს ჩამოვარდა მტრის ნასროლი ბომბა. ეტყობა წინასწარ გრძნობდა ცუდის მოახლოებას, რამოდენიმე დღის წინ წერილიც კი გადმომცა, ჩემს ცოლს გადაეცი თუ მე ვერ ვიცოცხლე ომის დამთავრებამდეო. ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი დაქვრივდა და რამდენი ბავშვი დაობლდა? უთვალავი… როგორც ჩვენი, ისე მოწინააღმდეგის რიგებიდან.
17.05.****
ეს ყველაფერი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. მსოფლიო ჰეგემონებმა ერთმანეთში ვერ გადაინაწილეს ე.წ. “მესამე სამყაროს” ძალაუფლება. უფრო და უფრო მეტის სურვილი გაუჩნდათ. ომიც სულ ტყუილუბრალოდ წამოიწყეს, რათა გაემართლებინათ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა. მათ არაფერი დაუშავდათ, მხოლოდ ჩვენ, უბრალო ადამიანები ვიხოცებით სათითაოდ და ცოცხლები მხოლოდ მმართველი ეშელონები რჩებიან. პირველ რიგში ომში დაბალი კლასის წარმომადგენლები მიჰყავთ. როდესაც დაბალი კლასის წარმომადგენლებში სრულწლოვანი ადამიანები აღარ იქნებიან, ალბათ ბავშვებს წაიყვანენ. როდესაც მთიანად ამოჟლეტენ მართულ კლასს, ალბათ ზავის დადებაზეც იფიქრებენ – აბა მმართველი კლასიდან ვინ წავა საბრძოლველად? საბედნიეროდ ჯერ ბევრნი დავრჩით – ასე ორი-სამი წელი კიდევ გააგრძელებენ ჩვენს ხოცვა-ჟლეტას.
24.05.****
ბუნდოვნად მახსოვს მშვიდობიანი ცხოვრება. დილით ადრე ვიღვიძებდი, ტყის სუფთა ჰაერს ფილტვებში შესვლის ნებას ვაძლევდი და გულიც ბედნიერებით მევსებოდა. სოფელში პატარა სახლი მქონდა და მთელი სულით და გულით ვუვლიდი. მამაჩემის დანატოვარი იყო, ისიც ომში დაიღუპა და ალბათ მეც მის ბედს გავიზიარებ. თითქოს ყველაფერი მშვენვრად მქონდა: მყავდა ორი ძვირფასი ადამიანი – დედაჩაემი და მეზობლის გოგონა – ბ., რომელმაც სინათლე შემოიტანა ჩემს ყოველდღიურობაშ და უფრო ამაღელვებელი გახადა მშვიდი, პროვინციული ცხოვრება. ჩვენ გეგმებიც კი გვქონდა: ქალაქში წასვლა არ გვინდოდა, ვერცერთი ვერ ვიცხოვრებდით დაქირავებული მუშა ხელის ამპლუაში. სოფელში ჩვენ შრომიდან ასე თუ ისე სამართლიანად ვიღებდით შედეგს და არც ფინანსურად გვიჭირდა. ქალაქში კი, როგორც ჩემმა მეგობარმა ტ-მ მითხრა, ვირივით გამუშავებენ და ანაზღაურება კი საჭმლის საყიდლად ძლივს გყოფნის თურმე. ამიტომაც მე და ბეტსის გადაწყვეტილი გვქონდა ერთ-ორ წელიწადში დავქორწინებულიყავით, გვყოლოდა ოთი შვილი – ორი გოგო და ორი ბიჭი. ფერმის სამომავლო რეკონსტრუქციაზეც ვფიქრობდით, რადგან 4 შვილთან ერთად მოთხოვნილებებიც შეიცვლებოდა.
10.06.****
**** წლის იანვარში ყველაფერი აირია. ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდა ორი დიდი ჰეგემონის ომში ჩართულიყო. ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელიც რუკაზეც კი ძლივს ჩანს, ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნის მხარეზე გამოდის ომში. ეს ომი დიდი ფორმალობაა, ყველამ ვიცით, რომ მას გამარჯვებული არ ეყოლება. ტელევიზიებში კი სულ სხვაგვარად აცხადებენ: “დემოკრატიის გასავრცელებლად,სამხედრო რეჟიმების დასანგრევად…” შეიძლება მართლა უნდათ სამხედრო რეჟიმების დანგრევა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე იმ ნიადაგზე საკუთარი სამხედრო რეჟიმი ააყვავონ. რამდენი რამ იმალება კულისებში, რამდენი რამ არ იცის საზოგადოებამ. ალბათ ჩემ დღიურსაც ვერავინ წაიკითხავს, რადგან ჩემი სიკვდილის შემდეგ იგი აუცილებლად გაივლის შემოწმებას ცენზურაზე. ჩვენ არ გვაქვს ყველაფრის თქმის უფლება – სიტყვის თავისუფლება საბავშვო ზღაპარივითაა.
15.07.****
ერთ თვეზე მეტია არაფერი დამიწერია. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა ფრონტზე. ჩვენ წითელ ხაზზე ვიმყოფებით, რომელსაც ჯარისკაცები ხუმრობით “სიკვდილის ხაზს”, ხოლო ჟურნალისტები – საპატიო ხაზს უწოდებენ. რამხელა ირონიაა ამ სახელში – “საპატიო ხაზი”. რა მიზეზით საპატიო? ვერაფერ “საპატიოს” და საამაყოს ვერ ვხედავ უცოდველი ადამიანების დახოცვაში, თუნდაც ამას კარგი მიზნისთვის აკეთებდეს ადამიანი…
16.07.****
ორი დღეა სიტუაცია დაწყნარდა. ალბათ ერთი თვე მშვიდობა იქნება. მშვიდობა… უკვე მეცინება ამ სიტყვის გაგონებაზე. საერთოდ კი არსებობს მშვიდობა? ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ მშვიდობის ხატის შექმნით, თანამედროვე სამყაროში ტოტალიტარული მმართველობის ახალი ტიპი გაჩნდა. ყველაზე მეტად მაშინ ხარ დამონებული, როდესაც ღრმა რწმენა გაქვს იმის, რომ კარგად ცხოვრობ, რომ კარგი მიზნებისთვის მიისწრაფი. არ შეიძლება ადამიანს ყველაფერი მოსწონდეს.
დღიურის დარჩენილი ნაწილისამწუხაროდ დამწვარი იყო. დარჩა მხოლოდ ბოლო გვერდი და ჯარისკაცის უკანასკნელი ჩანაწერი:
23.01.****
მერვე წელი იწურება. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი. უბრალო ხალხი გაგვჟლიტეს და ახლა ზავის დადებაზე ფიქრობენ. თუმცა ეს დღეები კვლავ გველის სისხლიანი ბრძოლები. აი ახლაც, გაისმა განგაშის სირენა და უნდა წავიდე. ხვალ აუცილებლად დავწერ დღევანდელი ბრძოლის შესახებ.
სამწუხაროდ ჯარისკაცმა ვერ შეძლო უკანასკნელი ბრძოლის გადატანა. ის გმირულად დაეცა. ომი უაზრო და უშედეგო იყო, თუმცა ამას ოდნავადაც არ დაუკნინებია მებრძოლის ღირსება და შეტანილი წვლილი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ომიც მალე დამთავრდა. სანგარში აღმოჩენილ იქნა ეს დღიური, რომელიც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჩუმად გამოიტანა. დღიურს არ გაუვლია შემოწმება ცენზურაზე და სწორედ ამიტომაც გადაურჩა განადგურებას. ჯარისკაცს რომ მოესწრო კიდევ ერთი ჩანაწერი გაკეთება, ის ალბათ ამას იტყოდა: “ომი საშინელებაა, ომი სიკვდილია, ომი სისულელეა… ძირს ომი!”








ომის არსი არ მესმის, მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის, მაცოფებს და საერთოდ გიჟს მამგვანებს.
არ მესმის არც ერთი ლიდერის, რომელიც ომს იწყებს, არ მესმის ომის მიზანი. არ მესმის დაპყრობის ჟინი.. რატომ? რატომ? და კიდევ ერთხელ რატომ? რამდენი ხნისთვის? სულ რაღაც 4–5 წლიანი სავარძლისთვის და ფულისთვის? შემდეგ აღარ გინდა ცხოვრება? თუ ჭეშმარიტად სამშობლოზე მზრუნველი ხარ, მაშინ საერთოდ არ უნდა გსურდეს ომი…
რა გვარდება ისეთი ომით, რისი მოგვარებაც არ შეიძლება თანამშრომლობით?
კიდევ ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე სახელმწიფოები გაერთიანებულები არიან ორგანიზაციებში, რომლებიც პროპაგანდას უწევენ კულტურათა შორის დიალოგსა და მშვიდობას და ასევე ორგანიზაციებში, რომელმაც ნებისმიერ დროს შიეძლება დაიწყოს ომი. ან თუნდაც დამოუკიდებლად დაიწყონ…. რა თამაშია ეს? თუ მშვიდობას უწევ პროპაგანდას, აწყობ სიმპოზიუმებს და ახალგაზრდებს მოუწოდებ კულტურათაშორისი დიალოგისკენ, დაანახე მათ, რომ ეს შესაძლებელია.
ომის მეც მეშინია და ორგანულად მეზიზღება :/ სულიერად და ხორციელად პაციფისტი ვარ. არამარტო ომს, ჩხუბს, კამათს და ეგეთებსაც. გული მერევა და მუხლი მეკვეთება :/ თანდაყოლილია. კი, მშიშარა ვარ. ვაღიარებ. და ვიღაცა თუ არ არის მშიშარა და მზადაა სახე მიმილეწოს, მაგარი როჟაა და ცუდი? ისემც მაღლა მზე.
ჩემ გულში ხარ მერ, კვლავ
შენ გენაცვალე, შენ გაიხარე.
პ.ს. სცენარისტობაზე არ გიფიქრია? (ხელს მოვითბობ
)
მადლობ გურო
მიხარია, რომ გესმის ჩემი და შენც არ გიყვარს ომი. შიში რა შუაშია? მაშინ მეც მშიშარა ვყოფილვარ
ისე ასეთი შიში, კარგიცაა.
პ.ს. სცენარისტობაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ამასაც ისე, ჩემთვის ვჯღაბნი რაღაცეებს.
ხო. ჩვენ გულადი მშიშრები ვართ. მშიშრობის ახალი ფაზაა ეგ
შემდეგი პოსტის თემა რაზე იქნება? თუ ჯერ არ იცი? :/
პ.ს. ასე ჯღაბნე სცენარებიც
შემდეგი პოსტის თემა ნამდვილად არ ვიცი. რაც თავში მომდის, იმას ვწერ
“ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ მშვიდობის ხატის შექმნით, თანამედროვე სამყაროში ტოტალიტარული მმართველობის ახალი ტიპი გაჩნდა. ყველაზე მეტად მაშინ ხარ დამონებული, როდესაც ღრმა რწმენა გაქვს იმის, რომ კარგად ცხოვრობ, რომ კარგი მიზნებისთვის მიისწრაფი.” – ვეთანხმები და აი ბოლო წინადადებამ ჩვენი ქვეყანა გამახსენა და ის საოცარი სიუჟეტი “სააკაშვილის ეპოქაზე”…
marTalia omi saSinelebaa magram Ccven mainc adamianebi vart tan jer kidev dedamiwaze vcxovrobT da sanam rame iqneba dedamicaze gasayofi, sanam ori kaci mainc icxovrebs omi yoveltvis iqneba , omi yovelTvis iyo da iqneba momavalSic da amas ver gaveqceviT