Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2010

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, [...]

Read Full Post »

ორი ქართველის საუბარი: – ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა! – რა მოახდინა? – იმპრეშენი. – იმპრეშენი რაღაა? – როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა… – უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა… – არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, [...]

Read Full Post »

“შვილო, მაგ ბიჭთან / გოგოსთან არ გაიარო, ღარიბია”; “ფუჰ, ეგ გიომი, ეგა. ყველაფერთან ერთად ღარიბიცაა”; “სად შემიძლია ამდენი, წაგვლეკეს ბინძურმა ღარიბებმა”; “აუ დღეს იცი რა გოგო/ბიჭი გავიცანი? მამა ყავს მინისტრი”. საკმარისია! როდემდე უნდა გარძელდეს ადამიანების გარჩევა მათი სოციალური კლასის მიხედვით? მე ვანგრევ კლასებს, ჩემს თავში და ჩემს ცხოვრებაში. შემომიერთდით, თუ რა თქმა უნდა ღიპიანი ბურჟუები [...]

Read Full Post »

უკეთ რომ გაიგოთ, ჩემი თარგმანი ახლავს თან: Tu veux une bombe de meuf faut la tronche qui va avec [თუ გინდა მაგარი ნაშა უნდა გქონდეს სიფათი] le pif qui va avec, le gros fère qui va avec [გქონდეს მანქანა და დიდი რკინა(სასქესო ორგანო)] Tu voulais un son lourd, bah t’a la voix qui va avec [...]

Read Full Post »

გადავწყვიტე ბლოგზე გავაკეთო კატეგორია “პუბლიცისტიკა” და გამოვაქვეყნო ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ქართველი მწერლის / საზოგადო მოღვაწის წერილები. პირველი წერილი, რომელსაც გთავაზობთ, არის გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი. ეროვნულ გამოცდებზე ერთი ქართველი ახალგაზრდისგან ასეთი რამ მოვისმინე: “გრიგოლ რობაქიძე ვინღაა, ეგ მშიშარა ეგა! გაიქცა საქართველოდანო…” ეს წერილი ამ ადამიანს ყველა კითხვაზე გასცემდა პასუხს, თუ რა თქმა უნდა მას [...]

Read Full Post »

მშრალი ხიდი ალბათ ყველამ იცით. ხიდის დასაწყისში, ცენტრ პოინტის ოფისის თავზე, ერთი რიგით ქართული ოჯახი ცხოვრობს. აივანზე ხშირად ვხედავ ხოლმე სახლის პატრონს, რომელსაც გვერდს უმშვენებს გაურკვეველი ჯიშის ძაღლი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი: აივანი, ჩითის ხალათში გამოწყობილი ქალი, მისი ძაღლი… თუმცა ყველაზე საინტერესო წინაა! წელიწადის ნებისმიერ დროს, აივნის ქვეშ წყლის გუბე დგას. მისი არგავლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი [...]

Read Full Post »

“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, [...]

Read Full Post »

ჩვენ ყველანი ერთად მივექანებით უფსკრულისკენ. გვგონია, რომ ქვევით სამოთხე გველის. ეს ჩვენი ბრალი არ არის – უამრავი რამ ახდენს გავლენას თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე და ისინიც გაუცნობიერებლად მიექნებიან “სანატრელი” ადგილისკენ. ერთი ნაბიჯიც და ყველანი გადავცვივდებით უფსკრულში. კეთილი იყოს თქვენი ფეხი / მაუსი / თაგუნია ჩემს ახალ ბლოგზე. აქ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, პრობლემებსა თუ მოვლენებზე, რომლებიც ჩემი [...]

Read Full Post »

მე ვარსებობ შენი სურათების ცქერით. მე მჯერა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ნამდვილად გიცნობს. მე განუწყვეტლივ ვუყურებ შენს კონცერტებს, დღეში რამოდენიმეჯერაც კი. მე ვოცნებობ შენს ნახვაზე, თუნდაც ეს მხოლოდ რამოდენიმე წამი გაგრძელდეს… მე გწერ წერილებს… მარტოობაში, სიჩუმეში… წერა რომ არ მეხერხებოდეს, მხოლოდ ერთ რამეს გეტყოდი: მე შენით ვცოცხლობ! მე შენი ცხოვრებით ვსუნთქავ! მე ვარ შენი ფანი [...]

Read Full Post »

ჟულიენ დორე – American Idol-ის (ქართული ჯეოსტარი) ფრანგული ვარიანტის გამარჯვებული 2007 წელს. იმავე წელს ჟურნალმა Elle-მა იგი აღიარა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. ეს ორი ყველაზე ცნობილი ინფორმაცია, რომლებმაც ჟულიენი ყველასათვის სასურველ და საყვარელ მომღერალად აქცია. თუმცა გარდა იმისა რომ სექსუალურია და თინეიჯერ გოგონებში წარმატებით სარგებლობს, ჟულიენი ქმნის საკმაოდ საინტერესო მუსიკას. ჟულიენი გუსტავ დორეს შთამომავალია. სკოლის [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 110 other followers